როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ იტალიელმა დამრიგებელმა ფაბიო კაპელომ ხვიჩა კვარაცხელია მოჰამედ სალაჰს შეადარა. ინგლისური გამოცემა Liverpool.com აღნიშნულ ინტერვიუს ეხმაურება და ხვიჩას სალაჰის სამომავლო შემცვლელად მოიაზრებს.

"ლივერპულს" შეუძლია 3 წლით ადრე დააკვირდეს გასაოცარ გარემარბს, რომელსაც ახალგაზრდა მოჰამედ სალაჰს ადარებენ. სალაჰის ახალი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ეგვიპტელი კვირაში 350 000 ევროს გამოიმუშავებს, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. ხელშეკრულება 2025 წელს ამოიწურება. ამ მომენტისთვის შემტევი 33 წლის იქნება და მისი უფასოდ დაკარგვა იმდენად დიდი საშიშროება აღარ იქნება, როგორც ამ ზაფხულს იყო. შესაძლოა, "ენფილდის" გმირმა კონტრაქტი კლუბთან უკანასკნელად გაახანგრძლივა. ყველამ იცის სალაჰის მნიშვნელობა, ამიტომ გუნდი მისი პოტენციური შემცვლელის პოვნას ახლავე უნდა შეუდგეს. სავარაუდოდ, საჭირო გახდება კიდევ ერთი გარემარბი კლოპის გუნდში, რომელიც გერმანელი მწვრთნელის ფილოსოფიას იდეალურად მოერგება. ერთ-ერთი კანდიდატი ხვიჩა კვარაცხელიაა, 21 წლის ვინგერი. სალაჰის წასვლის შემდეგ ის 24 წლის იქნება - იდეალური ასაკის, რათა "წითლებს" შეუერთდეს.

კაპელოს შედარებაზე

"ინგლისის ნაკრების, "მილანისა" და "იუვენტუსის" ყოფილ მწვრთნელ ფაბიო კაპელოს ხვიჩა კვარაცხელიას ტალანტი უყურადღებოდ არ დარჩენია. ლეგენდარულმა თავკაცმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ქართველი მოძრაობებით მოჰამედ სალაჰს წააგავს. აქ პატარა უზუსტობაა, რადგან კვარაცხელიას კარიერის უდიდესი ნაწილი მარცხენა ფლანგზე აქვს გატარებული, თუმცა "ტრანსფერმარკეტი" მას ორივე ფრთაზე მოთამაშე ფეხბურთელად მიიჩნევს. მართლაც, ქართველს მარჯვენა ფლანგიდან 14 მატჩი აქვს ჩატარებული. ხვიჩა ახლახან შეუერთდა "ნაპოლის" ბათუმის "დინამოდან" 9 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ქართველი რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობდა, ომის დაწყებიდან მალევე საქართველოში დაბრუნდა. საქართველოს ჩემპიონატში 11 მატჩში 8 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, რადგან საქართველოს ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია. მეორე მხრივ, გაიბრწყინა ეროვნულ ნაკრებშიც ისეთი ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ, როგორებიც ესპანეთის, საბერძნეთისა და შვედეთის ნაკრებები არიან. მას გააჩნია პოტენციალი, რომ ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე გახდეს.

შედარება 22 წლის სალაჰთან

მოჰამედ სალაჰი იტალიის ჩემპიონატში 2014 წელს გადაბარგდა. ორ მოთამაშეს შორის სალაჰი უფრო შედეგიანი იყო, ეგვიპტელს 0.6 გოლი 90 წუთში, ხვიჩას კი 0.2, თუმცა ორივე მოთამაშეს კარში დარტყმების იდენტური მაჩვენებელი - 2.1 აქვს. კვარაცხელიამ გასულ სეზონში, ჩემპიონატში განხორციელებული დრიბლინგების მხრივ, მეორე ადგილი დაიკავა, 6.9 მცდელობიდან 3.3 წარმატებით განხორციელებული. სალაჰს კი 7.5 მცდელობიდან 50.67-პროცენტიანი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. ფაბიომ, სავარაუდოდ, ორივე მოთამაშე დრიბლინგში შეადარა ერთმანეთს. კვარაცხელიას დამატება გასულ ზაფხულს "ტოტენჰემს" სურდა. შესაძლოა, მალე "ლივერპულის" რადარზეც აღმოჩნდეს. მოჰამედ სალაჰი სერია A-მ აქცია დიდებულ მოთამაშედ. ასე რომ, შესაძლოა, ხვიჩამ მისი ისტორია გაიმეოროს".

შეგახსენებთ, ხვიჩა "ნაპოლისთან" ერთად მომდევნო მატჩს ხვალ, "ადანა დემირსპორის" წინააღმდეგ 22:45 საათზე გამართავს.

რაბუ
აჰაა სომხური პიუნიკი კონფერენსზე არის მინიმუმ მომავალში რას იზამს ვნახოთ. ჩვენ დავაღოთ პირი და ვიღლაბუცოთ გამოვარდეთ პაიდეებთან, კლაკსვიკებთან, კუთხურიდან გავუშვათ გოლები და მსაჯებს დავაბრალოთ სულ ჩვენი უნიათობა. დაცინვა ში ხო პირველები ვართ რა ჭირს ჩვენი დასაცინი სომხურ საკლუბო ფეხბურთს, აზერბაიჯანმა ხო ვაბშე ჩაგვიქროლა. იყიდოს თბილისის დინამო ვინმე ღვთისნიერმა დროზე და დააბრუნეთ ფეხბურთი საქართველოში, ისედაც არეული ცხოვრება ფეხბურთით მაინც გაგვიხალისეთ. დავიღალეთ !!!
Givi
Am nakrebs centrshi kinkladze da tavdasxmashi shoti arveladze rom kavdes warmogidgeniat ras izamdnen???albat kvela tamashi speqtakli iqnebodaa...
kaxak
ჩემი კომენტარი სად არის?
kaxak
კვარას პოტენციალში სალახზე მეტი შეუძლია.. შეგიძლია გაგეცინოთ თან საერთოდ არ გავს, ლივერპულს, რომ გამოადგება ეს სხვა საკითხია :)
გიორგი
მოდი ნუ ავჩქარდებით. ჯერ სერია ა-ში გვაჩვენოს მაღალი კლასი ხვიჩამ და მერე თუ ივარგა, გრანდების რიგი დაუდგება - ბარსელონა, რეალი, ლივერპული, სითი, იუვე, პსჟ და ა.შ..
1.2.3.4.5.
ფაბიო კაპელო: "ხვიჩას გააჩნია პოტენციალი, რომ ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე გახდეს"!
zura222
სალაჰის მემკვიდრე არა ფლავიი P ხვიჩა უკვე არის მარადონას მემკვიდრე ! და თქვენ თუ სალაჰის მემკვიდრე გინდათ წაიყვანეთ ზურიკო დავითაშვილი PP
Ჯიმა
სალაჰის არ ვიცი, მაგრამ ლუიშ ფიგოს კი მართლა მაგონებს
G.LA
მე ჩემი აზრი გადასვლისთანავე დავაფიქსირე, რომ ხვიჩას დიდ ხანს არ გააჩერებენ. 3 წელს არავინ დააცდის ლივერპულს თუ არა და ნახავთ. ხვიჩას ლიგაზე უფრო მეტი გამოხმაურება ექნება და ამის შემდეგ დაიწყება მასზე დაკვირვებებიც და პრეტენზიებიც სხვა ტოპ გუნდებიდან. რუბინიდან და ბათუმიდან ვერავინ დაინახავდა ისე როგორც ნაპოლში. კიდევ ისიც იმოქმედებს მის თამაშზე, ვინმე გვერდზე ხომ უნდოდა და არ ის სასტავი რაც მას რუბინში ყავდა. ხვიჩა ყველაზე დიდ კვალს დატოვებს ევროპულ ფეხბურთში ვიდრე აქამდე რომელიმე ჩვენმა ფეხბურთვლმა დატოვა. ჯერ მხოლოდ გადავიდა და 2 სავარჯიშო თამაში ჩაატარა, ის კი უკვე რადარზეა აყვანილი. წარმატება ხვიჩას!
35
სად სალაჰი და სად ხვიჩა მინიმუმ შედარება ორივე ცაცია რო იყოს იქ უნდა დაიწყოს თუ სტილზეა საუბარი .კაკასთან მსგავსება მართლაც არის რასაც უბრალო ხალხი აღნიშნავს კომენტარებში
დავით2101
მე როგორც ლივერპულის ფანი ამაზე უკეთესს ვერაფერს ვინატრებ, 3 წელი ნაპოლიში იყოს გაძლიერდეს და 24 წლის ასაკში ჩაანაცვლოს სალაჰი იდეალური იქნება. დაჯდება თავის პოზიციაზე ნომერიც გადაულოცონ.
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა