"ასტონ ვილამ" „არსენალსა“ და „ლივერპულს“ გამოუცხადა, რომ სტიუარტ დაუნინგი 20 მილიონი ფუნტი ღირს
„არსენალს“ და „ლივერპულს“ გამოუცხადეს, რომ სტიუარტ დაუნინგი 20 მილიონი ფუნტი ღირს. საერთოდ, „ასტონ ვილას“ თავისი საუკეთესო გარემარბი არ ეთმობა, მაგრამ გაყიდვაზე ასე პირდაპირ, კატეგორიულ უარსაც ვერ ამბობს და გამოსავალს მის ძვირად დაფასებაში ხედავს. ერთი სიტყვით, ბირმინგემის კლუბმა 26 წლის ვარსკვლავს უთხრა, რომ 20 მილიონს პენიც არ დააკლდება - თუ სადმე გადასვლა სურს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველები დათქმულ თანხას გადაიხდიან.

დაუნინგის შეძენა მერსისაიდელებს რომ უნდოდათ და ფეხბურთელსაც მათკენ მიუწევდა გული, ადრეც ბევრჯერ გვითქვამს, მაგრამ გასულ უქმეებზე საქმეში „არსენალი“ ჩაერია. „მეთოფეთა“ თავკაცი, არსენ ვენგერი, სატრანსფერო ბაზარზე აქამდე სერიოზულად არ გამოჩენილა, მაგრამ ახლა მდგომარეობა შეიცვალა. ინგლისური გაზეთები წერენ, რომ ფრანგი დაუნინგში 18 მილიონის გადახდას გეგმავს.

„ლივერპულმა“ კი „ასტონ ვილას“ გარემარბში ჯერ 15 მილიონი შესთავაზა, ხოლო უარი რომ მიიღო, ერთი მილიონიც წაამატა. „წითლებს“ სხვა ვარიანტებიც ჰქონდათ: ბირმინგემელებს ფულს პლუს სხვადასხვა ფეხბურთელს სთავაზობდნენ, მაგრამ „ვილას“ თავკაც ალექს მაკლიშს ფული სჭირდება. აღსანიშნავია, რომ დაუნინგი მაკლიშს შეხვდა და პირადად ელაპარაკა.

ფეხბურთელმა მწვრთნელს უთხრა, რომ წასვლა უნდა, თუმცა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „ვილას“ შეფები მის გასხვისებას არ აპირებენ და ყველა ღონეს იხმარენ, რათა ინგლისის ნაკრების წევრმა მომავალ სეზონშიც „ვილა პარკზე“ ითამაშოს. „ასტონ ვილას“ პრობლემა ის გახლავთ, რომ ამ ზაფხულში ერთი წამყვანი ფეხბურთელი, ეშლი იანგი უკვე გაყიდა - ვარსკვლავი, რომელიც შაბათს 26 წლისა გახდა, „მანჩესტერ იუნაიტედს“ 20 მილიონ ფუნტად დაუთმო.

ბირმინგემული კლუბის პრეს-ოფისი აცხადებს, რომ „არსენალს“ სტიუარტ დაუნინგთან დაკავშირებით „ვილასთვის“ ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავს.

ამასობაში კი მაკლიში თავად აპირებს ბაზარზე გასვლას - ამ კვირაში „ვესტ ჰემს“ სკოტ პარკერის თაობაზე დაელაპარაკება. „დიდი ეკი“ გუნდის გაძლიერებას 30 წლის პარკერითა და „მანჩესტერ სიტის“ 35 წლის მეკარე შეი გივენით აპირებს. პირველში შოტლანდიელი მწვრთნელი 6 მილიონ ფუნტს იხდის, ხოლო მეორეში 4 მილიონს.

კიდევ ერთი საქმე, რომელსაც მაკლიში ამ დღეებში შეეჭიდა და, როგორც ჩანს მოაგვარა, 24 წლის სტივენ აირლენდის დატოვება გახლავთ. ირლანდიელ ნახევარმცველს ჟერარ ულიეს ხელში, „ვილაში“ გასაქანი არ ჰქონდა და „ნიუკასლშიც“ კი იყო გაქირავებული. დღეს აირლენდი ამბობს:

„თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ერთადერთი, რაც ახლა მჭირდება, თამაშია“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა