"ბლექბერნის" მეკარე პოლ რობინსონი მეტად კატეგორიული გამოდგა - ფაბიო კაპელომ უნგრეთის ნაკრებთან სათამაშოდ ნაკრებში მიიწვია, მან კი...

"ბლექბერნის" მეკარე პოლ რობინსონი მეტად კატეგორიული გამოდგა - ფაბიო კაპელომ უნგრეთის ნაკრებთან სათამაშოდ ნაკრებში მიიწვია, მან კი იტალიელს უარი შეუთვალა და თან ეს რაღაცნაირად, ხაზგასმით გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის რობინსონისთვის ნაკრებში გამოძახება სულაც არ არის უცხო ხილი. ის ეროვნულ გუნდში პირველად 2003 წელს მოხვდა და მას მერე 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე რობინსონი სულაც ინგლისელთა მთავარი გოლკიპერი გახლდათ, მაგრამ მოგვიანებით ფანებმა ევრო 2008-ის შესარჩევში ხორვატებთან სტუმრად წაგებული მატჩისას დაშვებული უხეში შეცდომა (ბურთის მოგერიება სურდა, მაგრამ ფეხი ააცილა და გოლი გაუშვა) არ აპატიეს. ამ შეცდომის გამო მას აღარც სტივ მაკლარენი იძახებდა ნაკრებში და ასე დარჩა რობინსონი ეროვნულ გუნდს მიღმა...

მას მერე, რაც ინგლისის ნაკრებს სათავეში კაპელო ჩაუდგა, ახალმა მწვრთნელმა "ბლექბერნის" კარის მცველი ორჯერ გამოიძახა, ერთხელ 2009 წელს, მეორედ კი 2010-ში. პირველად იყო თამაში ყაზახეთთან, მეორედ - ანდორასთან. თუმცა, გამოძახება გამოძახებად რჩებოდა, მოედანზე გასვლა კი რობინსონს არ ეღირსა. შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატიც მოახლოვდა და კაპელომ მას დევიდ ჯეიმსი, რობერტ გრინი და ჯო ჰარტი ამჯობინა.

და აი, მწვრთნელს კიდევ ერთხელ გაახსენდა "ლიდს იუნაიტედისა" და "ტოტენჰემის" ყოფილი ფეხბურთელი, თუმცა მან ისარგებლა მომენტით და საჯაროდ გამოაცხადა, რომ ნაკრებში თამაში აღარ აინტერესებს:

"გადაწყვეტილების მიღებისა და საჯაროდ გამოცხადების საშუალება მხოლოდ ახლა მომეცა, - თქვა მან, - რადგან აქამდე გუნდში არ მიძახებდნენ. როგორც ყველა პროფესიონალს მეც მინდოდა ფეხბურთის თამაშის ნებისმიერი შანსი გამომეყენებინა. მესამე და მეოთხე მეკარეობას ვერასდროს ვეგუებოდი და ვერც ახლა შევეგუები. ფეხბურთში იმიტომ არ ვარ, რომ მესამე ან მეოთხე ნომერი ვიყო. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ როგორც ჩემთვის ასევე "ბლექბერნისთვის" აჯობებს მთლიანად საკლუბო ფეხბურთზე გადავერთო. ინგლისის ნაკრებს კი წარმატებას ვუსურვებ".

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციაში განაცხადეს, რომ ნაკრებიდან წასული რობინსონის ნაცვლად მესამე მეკარის გამოძახების აუცილებლობას არ ხედავენ.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა