ჩოგბურთი. დევისის თასი. 1/4 ფინალი

გასული კვირის მთავარი საჩოგბურთო მოვლენა დევისის თასის მეოთხედფინალური ეტაპი იყო, რომელმაც ყოველგვარი სენსაციის გარეშე ჩაიარა.

არგენტინა-ყაზახეთი 5:0

მონაკო-გოლუბევი 6:3, 6:0, 6:4

დელ პოტრო-კუკუშკინი 6:2, 6:1, 6:2

ჩელა/შვანკი-კოროლიოვი/შჩუკინი 6:3, 6:2, 7:5

ჩელა-კოროლიოვი 2:6, 6:2, 6:0

მონაკო-კუკუშკინი 6:4, 6:1

არგენტინის ნაკრებმა სხვებზე ადრე გაიფორმა ნახევარფინალის საგზური. დევისის თასის ისტორიაში ყველაზე უიღბლო გუნდმა (არგენტინა სამჯერ იყო ფინალში და სამივეჯერ წააგო) შანსი არ დაუტოვა ყაზახეთის ნაკრებს. ამ უკანასკნელს წელს დებიუტი ჰქონდა მსოფლიო ჯგუფში და მეოთხედფინალში გასვლა უკვე დიდი წარმატება იყო მისთვის.

არგენტინამ სავსებით კანონზომიერი გამარჯვება მოიპოვა, თანაც თავისი ერთ-ერთი ლიდერის დავიდ ნალბანდიანის გარეშე. პირველი სამი მატჩი მასპინძლებმა ისე მოიგეს, რომ სეტი არ წაუგიათ და მხოლოდ მეოთხე შეხვედრაში, რომელიც არაფერს წყვეტდა, ხუან იგნასიო ჩელამ ერთი პარტია დაუთმო ევგენი კოროლიოვს.

გერმანია-საფრანგეთი 1:4

მაიერი-გასკე 6:4, 6:4, 5:7, 3:6, 3:6

კოლშრაიბერი-მონფილსი 6:7(3), 6:7(5), 4:6

კასი/პეტცშნერი-ლოდრა/ცონგა 6:7(4), 4:6, 4:6

პეტცშნერი-ლოდრა 6:3, 6:3

კოლშრაიბერი-ცონგა 6:7(3), 6:7(5)

ასევე პირველი ორი დღის შემდეგ გაიფორმა შემდეგ ეტაპზე გასვლა საფრანგეთის ნაკრებმა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს გამარჯვებები გი ფორჟეს გუნდთან იოლად მოვიდა. პირველ მატჩში რიშარ გასკემ თითქმის წაგებული მატჩი გადაარჩინა ფლორიან მაიერთან - 0:2-დან შემოაბრუნა თამაშის ბედი და მნიშვნელოვნად განსაზღვრა სამდღიანი დუელის სცენარი.

მეორე მატჩიც ასევე დაძაბული გამოვიდა - გაელ მონფილს ორი ტაი-ბრეიკი დასჭირდა ფილიპ კოლშრაიბერის დასამარცხებლად. გადამწყვეტი კი წყვილთა თამაში აღმოჩნდა, რომელშიც ჟო-ვილფრიდ ცონგამ და მიკაელ ლოდრამ საჭირო მესამე ქულა მოუტანეს სტუმრებს.

შვედეთი-სერბეთი 1:4

რიდერსტედტი-ტროიცკი 3:6, 1:6, 7:6(6), 5:7

ელეშკოვიჩი-ტიპსარევიჩი 2:6, 0:1 უარი

ასპელინი/ლინდსტედტი-ჯოკოვიჩი/ჟიმონჟიჩი 6:4, 7:6(5), 7:5

რიდერსტედტი-ტიპსარევიჩი 2:6, 5:7, 3:6

ლინდსტედტი-ტროიცკი 6:3, 4:6 უარი

ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ მოქმედი ჩემპიონი სერბეთი იოლად დაამარცხებდა შვედეთს, რომელსაც არ ჰყავდა თავისი ლიდერი რობინ სიოდერლინგი. მის გარეშე შვედეთი საშუალოზე დაბალი დონის გუნდია, რომლის რიგებში მხოლოდ ლინდსტედტს თუ გამოვყოფთ, რომელმაც უიმბლდონის წყვილთა თანრიგის ფინალში ითამაშა.

სწორედ წყვილთა მატჩი მოიგეს მასპინძლებმა შაბათს, თანაც ეს იყო ერთადერთი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ახალმა პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. მის გარეშე სერბებმა ოთხივე წყვილთა მატჩში გაიმარჯვეს და ლოგიკური შედეგი დააფიქსირეს.

აშშ-ესპანეთი 1:3

ფიში-ლოპესი 4:6, 6:3, 3:6, 7:6(2), 6:8

როდიკი-ფერერი 6:7(9), 5:7, 3:6

ბ. ბრაიანი/მ. ბრაიანი-გრანოლერსი/ვერდასკო 6:7(3), 6:4, 6:4, 6:4

ფიში-ფერერი 5:7, 6:7(3), 7:5, 6:7(5)

ბოლო ნახევარფინალისტი გახდა ესპანეთის ნაკრები, რომელიც ასევე თავისი ლიდერის რაფაელ ნადალის გარეშე დარჩა. პრაქტიკულად ყველა მატჩში ბრძოლა იყო. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველი შეხვედრა მარდი ფიშსა და ფელისიანო ლოპესს შორის. ფიშმა დევისის თასის წინ რეიტინგში საუკეთესო რვა ჩოგბურთელს შორის შეაღწია და სრული საფუძველი ჰქონდა წარმატებაზე ეფიქრა, მაგრამ გადამწყვეტ მეხუთე სეტში დასანანი მარცხი იწვნია - 6:8. ამის შემდეგ დავიდ ფერერი დამაჯერებლად გაუსწორდა ენდი როდიკს და ეს თითქმის გამარჯვებას ნიშნავდა.

მასპინძლებს დაგეგმილი ქულა მოუტანეს ბობ და მაიკ ბრაიანების წყვილმა და ამერიკას გადარჩენის შანსი მიეცა, მაგრამ ფიშმა მეორე ერთეულთა შეხვედრაც წააგო, ამჯერად ფერერთან და ასე უსახელოდ დაასრულა დევისის თასზე კაპიტნის როლში დებიუტი ცნობილმა ჯიმ კურიემ.

ბოლო მატჩი როდიკსა და ლოპესს შორის გაუქმდა, რადგან ის არაფერს წყვეტდა.

ფინალში გასასვლელად მოქმედი ჩემპიონი სერბეთი საკუთარ მოედანზე მიიღებს არგენტინას. ეს იქნება ძალიან საინტერესო დაპირისპირება - ერთ მხარეს ნოვაკ ჯოკოვიჩი, მეორე მხარეს - ხუან მარტინ დელ პოტრო. მეორე ნახევარფინალში ესპანეთი საფრანგეთს უმასპინძლებს. მატჩები 16-18 სექტემბერს გაიმართება.

გარდა ამისა, გაირკვა ყველა მონაწილე პლეი ოფის მატჩებში, რომლებიც ნახევარფინალებთან ერთად გაიმართება. მერვედფინალში გავარდნილებთან (ინდოეთი, რუსეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, ჩილე, ბელგია, ხორვატია და ავსტრია) ერთად აქ ტრადიციულად თამაშობს რვა გუნდი, რომლებიც ზონალური ტურნირების პირველი ჯგუფებიდან მოხვდა პლეი ოფში.

პირველი საგზური ჯერ კიდევ მარტში ისრაელმა მოიპოვა (პოლონეთი დაამარცხა). ახლა მას შეუერთდნენ სამხრეთ აფრიკა (მოუგო ჰოლანდიას 3:1), იტალია (გაანადგურა სლოვენია - 5:0) და შვეიცარია, რომელმაც ასევე ქულა არ დაუთმო პორტუგალიას. უნდა აღინიშნოს, რომ შვეიცარია უძლიერესი შემადგენლობით თამაშობდა - კორტზე გავიდნენ როჯერ ფედერერი და სტანისლას ვავრინკა.

აზიისა და ოკეანეთის ჯგუფიდან პლეი ოფში მოხვდნენ ავსტრალია და იაპონია. პირველმა ბერნარდ ტომიჩისა და ლეიტონ ჰიუიტის დახმარებით სტუმრად მოუგო ჩინეთს, იაპონია კი უზბეკეთს გაუსწორდა. აქ კეი ნიშიკორიმ სამივე მატჩი მოიგო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო.

დაბოლოს, ამერიკის კონტინენტის ნაკრებთა მატჩებში ერთი მოულოდნელობა მოხდა. კანადის ნაკრებმა მილოშ რაონიჩის გარეშე 0:2-დან დაამარცხა ეკვადორი. პლეი ოფის ბოლო მონაწილე გახდა ბრაზილია, რომელმაც მოლოდინისამებრ პაბლო კუევასის გარეშე დარჩენილი ურუგვაი გაანადგურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!