საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონში პირველი მარცხი განიცადა. რუმინეთის ქალაქ პლოეშტში ტურნირის 2 გამარჯვებით დაწყების შემდეგ დავით როგავას გაწვრთნილი ჩვენი გუნდის მორიგი მეტოქე ბულგარეთი გახლდათ, რომელსაც ჯგუფის საწყის 2 მატჩში თითო მოგებ-წაგება ჰქონდა. ბულგარელებმა საქართველოს მსგავსად კოსოვოს მოუგეს (85:65) და დაძაბულ ბრძოლაში, ქულა დათმეს (89:90) ბოსნია-ჰერცეგოვინასთან.

საქართველოსთან დაპირისპირებაში ბულგარელები თავიდანვე დაწინაურდნენ. პირველ პერიოდში სლავებმა 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, დიდი შესვენებისთვის კი ლიდერობა 12 ქულამდე გაზარდეს – 40:28. დავით როგავამ ნაკრების თამაშში კორექტივები შეიტანა, ჩვენმა ბიჭებმაც შედეგიანად თამაში იწყეს და მესამე პერიოდში ჩამორჩენა მთელი 7 ქულით შეამცირეს.

ბოლო პერიოდში თანაბარი ბრძოლა წარიმართა. ბულგარელები კბილებით ინარჩუნებდნენ მცირე უპირატესობას. ჩვენს ნაკრებში ტრადიციულად გიორგი ოჩხიკიძე გამოირჩეოდა. არანაკლებ შედეგიანად ირჯებოდა გიორგი სულაბერიძე, რომელიც სამწამიან ზონაში მეტოქეს არაფერს უთმობდა. საქართველოს ნაკრები მატჩის დასრულებამდე ოთხიოდ წუთით ადრე, გუგა ნაცვლიშვილის ულამაზესი გარღვევა-ჩატენვის შემდეგ დაწინაურდა – 56:55.

ქულა-ქულაში მიმდინარე მატჩის ბოლო წუთი იწყებოდა, როცა ქართველები ქულას (61:60) იგებდნენ და უტევდნენ, თუმცა საბედისწერო შეცდომა დაუშვეს. სულაბერიძემ ბურთი დაკარგა, ჩამჭრელი ილიან პიშტიკოვი კი ჩვენს ფართან მარტო დარჩა, რომელმაც ზემოდან გდებით ბულგარეთი ქულით დააწინაურა. ჩვენს ნაკრებს შესანიშნავი შანსი შერჩა, მაგრამ ვერც ოჩხიკიძემ, ვერც გიორგი ალავიძემ სამქულიანები ვერ ჩააგდეს და ბულგარელებმა საჯარიმოთი უპირატესობა 2 ქულამდე გაზარდეს – 62:60 დასრულებამდე 17 წამით ადრე.

ბულგარელებს იმან წააშველა ხელი, რომ პერიოდში მხოლოდ 1 გუნდური ჯარიმა ჰქონდათ. ისინი სამჯერ ზედიზედ დაჯარიმდნენ, რითაც ქართველებს შეტევის საშუალება არ მისცეს. ამასობაში ოქროს წამები გავიდა და როცა ბულგარელები საჯარიმოების ბონუსში გავიდნენ, საფინალო სირენამდე 4.6 წამით ადრე ქართველებმა ხელახალი შეტევა წამოიწყეს. პერიმეტრზე მარტო დარჩენილმა სანდრო კასაბურმა პოტენციურად გამარჯვების მომტანი სამქულიანი ააცილა და მატჩის ბედიც გაირკვა. ბულგარელებმა 2 ზუსტი საჯარიმოთი საბოლოოდ სათავისო ანგარიში დააფიქსირეს – 64:60 (სტატისტიკა).

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი გიორგი სულაბერიძემ დააფიქსირა, რომელმაც 17 ქულა, 9 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 პასი მიითვალა. 21 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი გიორგი ოჩხიკიძის ანგარიშზეა. ვატოო გაჩეჩილაძემ 9 ქულა მიითვალა, გუგა ნაცვლიშვილის ანგარიშზე კი 6 ქულა დაგროვდა. 1 აგვისტოს ტურნირზე დასვენებაა, ხოლო 2-ში საქართველოს ნაკრებს გადამწყვეტი მატჩი ელის ბოსნია-ჰერცეგოვინასთან. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

GBF.GE

გიორგი
ვერ ვიტყვი რომ 'ჩახედული' ვარ მაგრამ მაღლები რომ ფარის ქვეშიდან უწყინარ სიტუაციებში ბურტს კალათში ვერ არტყვდნენ არაერტხელ ვნახე. არ ვიცი, 18 წლისებისთვის ეს რომ პრობლემაა ნორმალურია? რა უნდა ასეთ გუნდს ა დივიზიონში? სადაცაა სწორედაა.
ნუგზარი
სისულელე!!!!
მოქალაქე
მამიკოს შვილები და ფულიანი შვილები საზღვარგარეთ ვარჯიშობენ და შედეგი რა მივიღეთ ნული. პერსპექტიული ბავშვები კი იჩაგრებიან საქართველოს აკადემიებშიც კი და ფედერაციის დონეზეც. გამოცდილება მაქვს 2005 წლებში და 2007 წლებში. ვიცი ჩახედული ვარ ძაან კარგად და რატო ხდება ასე...პერსპექტიულმა ბავშვება რა დააშავეს რომ არ აქცევენ ყურადღებას...სანიკიძე გაახილე თვალები...ყველას შევხვდები და დაველაპარაკები არ მეშინია არაფრის...თუ ვტყუივარ გამომეხმაურეთ
დიმა
არ მიწყინოთ, მაგრამ ამ თამაშით ჯგუფიდან ვერ გავალთ.
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
საქართველოს U18 ნაკრები ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
საქართველოს U18 ნაკრები პლეი-ოფში ვერ გავიდა და ბრძოლას მე-9 ადგილისთვის აგრძელებს
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ავსტრიასთან 71:88 დამარცხდა