ლატვიაში მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა. ნიკა ცინცაძის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე გერმანიის ნაკრები იყო, რომელიც A დივიზიონშია და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება.

საქართველოს ნაკრებმა ელიტ-დივიზიონში მყოფი გერმანია 77:66 დაამარცხა, რაშიც ლომის წილი მათე ხატიაშვილმა დაიდო. 17 წლის გამთამაშებელმა 28 წუთი ითამაშა, რა დროშიც 19 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს. 14 ქულა და 3 პასი მიითვალა გიორგი ჭირაქაძემ, ლუკა ტაბაღუას ანგარიშზე 9 ქულა და 3 პასი დაგროვდა. 8-8 ქულით დაასრულეს შეხვედრა გერა ჭეიშვილმა და თენგო ენუქაშვილმა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი პერიოდი 22:14 მოუგო გერმანელებს, რის შემდეგაც, მეტოქის დიდი მცდელობის მიუხედავად, ლიდერი აღარ შეცვლილა. ქართველებმა უპირატესობა ბოლომდე, საკმაოდ დამაჯერებლად შეინარჩუნეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონშია და ჯგუფში რუმინეთთან, დანიასთან, უკრაინასთან, პორტუგალიასთან და აზერბაიჯანთან მოხვდა. ამ 6 გუნდიდან პლეი ოფში 2 საუკეთესო გადის. ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი, რომლის 3 საუკეთესო გუნდი A დივიზიონში გადავა, 25 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით რუმინეთის ქალაქ პიტეშტში გაიმართება.

GBF.GE

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
საქართველოს U18 ნაკრები ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს U18 ნაკრებმა შვედეთიც დაამარცხა და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა
U18. ზედიზედ მესამე გამარჯვება - საქართველოს ნაკრებმა ბოსნია გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ხორვატიაში გაემგზავრა