საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი პორტუგალიასთან 50:67 დათმო და პლეი-ოფში ვერ გავიდა. ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარეობს, სადაც დღეს ის 8 გუნდი გამოვლინდა, რომლებიც საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ. ხოლო ის გუნდები, რომლებიც პლეი ოფში ვერ გავიდნენ, ბრძოლას 9-16 და 17-22 ადგილებისთვის გააგრძელებენ.

საქართველო ჯგუფიდან ბურთების შეფარდების გამო ვერ გავიდა. ჩვენი (D) ჯგუფის ლიდერი ავსტრიის შემდეგ სამმა გუნდმა – პორტუგალიამ, ნორვეგიამ და საქართველომ 2-2 მოგება-წაგება დააგროვეს და მათ შორის ბურთების შეფარდების გათვალისწინებით ცხრილში ადგილებიც აქ წარმოდგენილი თანმიმდევრობით დაიკავეს. პორტუგალია მე-2-ზე გავიდა, ნორვეგია მე-3-ზე, ხოლო საქართველო – მე-4-ზე.

მე-4-ზე გასვლის მიზეზი დღეს განცდილი დიდსხვაობიანი დამარცხება გახლდათ. არადა, საქართველოს 3 ქულით მარცხიც აძლევდა ხელს, რომ პორტუგალიისთვისაც ეჯობნა და ნორვეგიისთვისაც, მაგრამ არ გამოვიდა. ჩვენი გუნდი 17 ქულით, ფაქტობრივად უშანსოდ დამარცხდა და გამსვლელი მე-2 ადგილიც პორტუგალიამ დაიკავა, რომელმაც პირველ ტურში შეხვედრა ნორვეგიასთან (71:75) დათმო. ჩვენებმა გუშინ ნორვეგიას 4 ქულით სძლიეს, მაგრამ დღეს ხელი მოეცარათ და ახლა ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებენ.

საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე ირლანდია იქნება, რომელსაც ქართველები 2 აგვისტოს, 23:00 საათზე დაუპირისპირდებიან. თუ ეს მატჩი მოიგო, საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისთვის ითამაშებს.

GBF.GE

ადამიანი
20 ბის და 18 ა ლიგის თამაშებს ვუყურებ და დაფრინავენ ბავშვები.მათთან ჩევი ნაკრებები აბსოლიტური ნულია და გეტყვით საქრთველოდან წასული ბავშვბი უცხოეთში თამაშობენ ჭ გუნდებში და განვითარებაც შესაბამისია.შედეგიც სახეზეა.რატო ანიჭებენ უპირატსობას უცხოეთში მყობ ბავშვებს ვერ ვხვდები .როცა 20 წლამდელები 3 ქუთაისი მოთამაშემ ათრია და ჩვენთან ბევრი კარგი მწვრთნელია მაგრამ გვერდზე ყავთ მიწეულები.არ უნდათ შედეგი დადოდ და ვინც სპონსორია ის რატო არ იღებს ხმას და თხოვს შედეგებს?
Სამწუხაროა...
20-წლამდელები არიან თუ 18-წლამდელები, სურათი მძიმეა... ვუყურე თამაშებს და,ან სამწვრთნელო შტაბი ვერ არჩევს ოპტიმალურ შემადგენლობას, ან მართლა ცუდაა საქმე და გაინძრეს უნდა, ვისაც ეხება! 18 და 20 წლის ახალგაზრდა თითქმის დასრულებული კალათბურთელია და ამაზე მეტი არჩევანი თუ არ არის ამ ასაკის ხალხში, რა ვიცი, რა ვიცი... მართლა 3-4 კაცის იმედზე (მითუმეტეს, არც ისინი წყვეტენ ვარსკვლავებს) ნაკრები ტურნირზე მიდიოდეს, წარმოუდგენელია! ბ ლიგაში გამოდიან თან, ელიტურ გუნდებს ხომ არ ეთამაშებიან და იქაც ვერ დავდეთ შედეგი. სავარაუდოდ, რაღაცას არ ვაკეთებთ სწორად ბავშვების აღზრდის პროცესში და გასაანალიზებელია ეს.
giorgi
დეპუტატ წილოსანის ვაჟია
ფედე
პირველი ნაკრები 20 და 18 ბი ში სკამი გვყავს აბსოლიტურად ნული და ეს ტრადიცია აქვს ფედერაცია 5 კალათბურთელი ძრითადი და სკამზე ვინ ეყოლებათ არ აინტერესებთ. 34 ნომერმა ეტყობა ტრამვა მიიღო და მისი შემცვლელი არ გვყავს.ბახტაძეს შემცვლელი არ გვყავს...და 21 ნომერი ვინ არის კიდო შეცდომა დაუშვა და მწვრთნელს შეეკამათა.მე რომ ვყოფილიყო გუნდიდან გავაგდებდი. ასე კალათბურთი არ განვითარდება
ადამიანი
მშობელი და მწვრთნელები ერთმანეთში რომ არიან ათქვეფილები მაგის ბრალია და მეგობარი და ფულიანი მამები რომ ერთვებიან საქმეში...მაინტერესებს ასეთი თამაში მოსწონთ მათ?ალბათ მოსწონთ რომ ასეთი შედეგები. და კიდო ბოლოს ამ ბავშვებს რომ ზრდიან ნაკრები ამათი უნდა შევავსოთ საინტეტესოა რა შედეგებით 3 ბავშვის გარდა 9ნდანარჩენი ნული იყვნენ
კონტე
მე მგონია რომ ფედერაციას მოსწონს ასეთი შედეგები
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
საქართველოს U18 ნაკრებმა შვედეთიც დაამარცხა და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა
U18. ზედიზედ მესამე გამარჯვება - საქართველოს ნაკრებმა ბოსნია გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ხორვატიაში გაემგზავრა