ლატვიაში გამართულ 19 წლამდელ კალათბურთელებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ლიტველებმა სერბ თანატოლებს სძლიეს
ლატვიაში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი 19 წლამდელ კალათბურთელებს შორის. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ლიტვისა და სერბეთის ნაკრებები.

მართალია, სერბებმა მთელი ტურნირის განმავლობაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, მაგრამ გადამწყვეტ მატჩში ვერაფერი მოუხერხეს NBA-ის წლევანდელი დრაფტის ერთ-ერთ გმირს, ლიტველთა ცენტრს იონას ვალანჩიუნასს.

ლიტველებმა ოთხივე მეოთხედი მოუგეს მეტოქეს და საფინალო სირენასთან ერთად ჩემპიონის უპირატესობამ 18 ქულა შეადგინა. ვალანჩიუნასმა 36 ქულა ჩაუგდო სერბეთს, რასაც რვა მოხსნაც დაუმატა.

ბუნებრივია, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ვალანჩიუნასი საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ტურნირის მსვლელობისას ლიტველთა ლიდერი საშუალოდ 23,0 ქულას, 13,9 მოხსნასა და 3,2 დაფარებას აგროვებდა. კალათბურთელი ასევე ლიდერი გახდა ორმაგი დუბლების რაოდენობით - ცხრა მატჩში შვიდი დაბლ-დაბლი ჰქონდა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვალანჩიუნასისთვის MVP-ის ტიტული ახალი არ არის. თავის დროზე მას 16 და 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეც საუკეთესო მოთამაშედ ასახელებდნენ.

ფინალი

სერბეთი-ლიტვა 67:85

13:18, 19:21, 15:23, 20:23

ს: დრენოვაჩი (14), ბოგდანოვიჩი (13), ცვეტკოვიჩი (11+5 მოხსნა), ვუიოშევიჩი (11), ბესოვიჩი (9).

ლ: ვალანჩუნასი (36+8 მოხსნა), ულანოვასი (12+5 მოხსნა), ჩიზაუსკასი (9+7 მოხსნა+6 პასი), ბუტკევიჩუსი (9).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ზედიზედ მეორედ - აშშ მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]
დონჩიჩის ლიდერობით - სლოვენიამ იტალია ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა