ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ერთ-ერთმა მეტოქემ, მონტენეგრომ, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც არ გახლავთ ამ ქვეყნის ყველაზე ცნობილი და ძლიერი მოთამაშე ნიკოლა ვუიჩიჩი, თუმცა მონტენეგროელებს ახალგაზრდა მოთამაშეც აკლიათ, რომელიც საკმაოდ პერსპექტიულ და იმედისმომცემ კალათბურთელად ითვლება.

მონტენეგროს თბილისში თამაში მთავარი ვარსკვლავის, ნიკოლა ვუჩევიჩის გარეშე მოუწევს, რომელიც NBA-ში "ჩიკაგო ბულსის" ღირსებას იცავს. გასულ სეზონში მან 73-ვე მატჩი სასტარტო ხუთეულში ითამაშა და საშუალოდ 17.6 ქულა, 11.5 მოხსნა და 3.2 პასი ჰქონდა.

მეტოქისთვის დიდი დანაკლისია 18 წლის ტალანტის, ფედორ ზუგიჩის არყოფნაც, რომელიც მცირე ხნის წინ დასრულებული 20-წლამდელთა ევროპირველობის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. მას ტურნირზე საშუალოდ 18.0 ქულა, 3.1 მოხსნა და 3.0 პასი ჰქონდა და გუნდს ბრინჯაოს მედლების მოპოვებაში დაეხმარა.

მონტენეგროელთა მთავარმა მწვრთნელმა ბოშკო რადოვიჩმა ზუგიჩი თავიდან 21-კაციან შემადგენლობაში შეიყვანა და მისი დიდი იმედიც ჰქონდა, თუმცა, როგორც გაირკვა, ახალგაზრდა მცველს რამდენიმე ტრავმა აწუხებს და სარეაბილიტაციო კურსს გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაივლის. რადოვიჩის თქმით, ის ერთი ტურნირის გამო ახალგაზრდა ვარსკვლავის ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენებას არ აპირებს.

ასეთი დანაკლისის მიუხედავად, მონტენეგროს ეროვნული გუნდი თბილისში საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით ჩამოვა. მეტოქე კალათბურთელებიდან უნდა გამოვარჩიოთ დინო რადონჩიჩი (სარაგოსა, ესპანეთი), ნემანია რადოვიჩი (მურსია, ესპანეთი), ბოიან დუბლევიჩი (ვალენსია, ესპანეთი), მარკო სიმონოვიჩი (ჩიკაგო, NBA), მარკო ტოდოროვიჩი (ბეიჯინგი, ჩინეთი) და ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი კენდრიკ პერი, რომელმაც ამ ზაფხულს კონტრაქტი მალაგის "უნიკახასთან" გააფორმა.

მონტენეგროს საკალათბურთო ნაკრები მზადების ძირითად ეტაპს ქალაქ ბარში გაივლის და ცხადია, ამხანაგური მატჩებიც ექნება. 4-5 აგვისტოს რადოვიჩის გუნდი სლოვენიაში მასპინძლებსა და ნიდერლანდელებს ეთამაშება, 13-ში სტუმრად სერბეთთან მატჩია, 16-ში კი ხსენებულ ბარს ჩრდილოეთი მაკედონია ესტუმრება.

GBF.GE

დუბლევიჩი სერბი არაა? ჩვენთან ბოლოსწინა წუთზე ჯარიმა აგვკიდა, თუმცა ის თამაში მაინც მოვიგეთ, თან გასვლაზე.
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ევრობასკეტი 2017-ის პირველი მეოთხედფინალური წყვილი გაირკვა [VIDEO]
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
ევრობასკეტი 2017. 2 სექტემბრის კალენდარი: საქართველო ბრუნდება
ევრობასკეტი 2017. 1-ლი სექტემბრის კალენდარი
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
თბილისში ევრობასკეტზე რუსეთის ნაცვლად მონტენეგრო ჩამოვა
ბითაძის 21 ქულა, მაკფადენის 6 სამიანი - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს სძლია [VIDEO]