ბოლო სამი დღის განმავლობაში "ბრილიანტის ლიგის" მეორე ეტაპი გაიმართა - პოპულარულ კომერციულ სერიას დებიუტი ბირმინგემში ჰქონდა
ბოლო სამი დღის განმავლობაში "ბრილიანტის ლიგის" მეორე ეტაპი გაიმართა - პოპულარულ კომერციულ სერიას დებიუტი ჰქონდა ბირმინგემში. ამინდი სუფთა ინგლისური იყო - მოღრუბლულობა და ხანდახან წვიმა, რომელმაც რამდენიმე დისციპლინაში სპორტსმენებს ხელი შეუშალა.

ტრადიციულად დავიწყოთ მამაკაცთა სპრინტით, სადაც გრანდებიდან მხოლოდ ასაფა პაუელი ვიხილეთ სარბენ ბილიკზე. ფინალი დაწყება ოდნავ შეყოვნდა, რადგან თავიდან ნორვეგიელ ნდურეს ჰქონდა ფალსტარტი, შემდეგ კუნთი დაეჭიმა მაიკ როჯერსს, რომელმაც სტარტი ვეღარ აიღო. მესამე ცდიდან სპრინტერები, როგორც იქნა, წინ გაიჭრნენ. რა თქმა უნდა, თავიდანვე დაწინაურდა პაუელი, მაგრამ ფინიშზე სულ რაღაც ორი მეასედი მოუგო ნესტა კარტერს. ასაფას საკმაოდ მოკრძალებული შედეგი ჰქონდა - 9,91 წამი.

სამხტომის სექტორში მაყურებელს იმედები გაუცრუა ტედი ტამგომ. რა თქმა უნდა, ბრიტანელები თავიანთი საყვარელი სპორტსმენის - ფილიპს აიდოვუს სანახავად მივიდნენ, მაგრამ დაძაბული ბრძოლის იმედიც ჰქონდათ. ფრანგმა ბოლომდე ვერ ააწყო გამოსვლა. რამდენჯერმე გრძელი ნახტომი გამოუვიდა, მაგრამ ყოველთვის წესს არღვევდა. საბოლოოდ, მისი საუკეთესო შედეგი იყო 16,74 მეტრი, რაც ძალიან მოკრძალებულად მოსჩანდა აიდოვუს 17,51 მეტრის ფონზე.

შუბის ტყორცნის სექტორში ანდრეას ტორკილდსენი უკონკურენციოდ იყო. ბირმინგემში არ ჩასულა ფინელი ტერო პიტკამიაკი, ამიტომაც ოლიმპიურმა ჩემპიონმა უპრობლემოდ გაიმარჯვა. მან ოთხჯერ გასტყორცნა შუბი 85 მეტრზე შორს, საბოლოოდ კი 88,30 მეტრი დააფიქსირა, რაც სეზონის საუკეთესო შედეგია.

სეზონის ორიენტირი დაფიქსირდა აგრეთვე ქალებს შორის ბარიერულ სპრინტში. სალი პირსონმა სტარტზე მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა, თუმცა დანიელა კარატერსისგან სერიოზულ კონკურენციას გრძნობდა. ავსტრალიელმა 100 მეტრი 12,48 წამში გაირბინა, რაც აგრეთვე ავსტრალიის ახალი რეკორდია.

წელს საინტერესო გახდა ტურნირები ქალებს შორის სიმაღლეზე ხტომაში, რადგან ამ დისციპლინაში ლიდერს ბლანკა ვლასიჩს ერთგვარი კრიზისი აქვს. ის სიმაღლეები, რომელსაც ადრე ყოველგვარი დაძაბვის გარეშე იღებდა, ახლა მისთვის პრობლემად იქცა.

ამჯერად ვლასიჩმა წინა ეტაპში დამარცხებისთვის რევანში აუღო რუს ანა ჩიჩეროვას. ხორვატმა მეორე ცდიდან დაძლია 1,99 მეტრი და ძალიან ემოციურად აღნიშნა ეს წარმატება. რუსმაც შეძლო იგივე, ოღონდ მესამე ცდაზე და ამის გამო მეორე ადგილით დაკმაყოფილება მოუწია. ვლასიჩის პრობლემების მიუხედავად, "ბრილიანტის ლიგის" საერთო ჩათვლაში მას კონკურენტი არ ჰყავს.

შემდეგი ეტაპი 22 ივლისს მონაკოში გაიმართება. მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდება და წესით მაღალი შედეგები უნდა ვიხილოთ.

IX ეტაპი

კაცები

100 მ. 1. ასაფა პაუელი (იამ) - 9,91; 2. ნესტა კარტერი (იამ) - 9,93; 3. მიკაელ ფრატერი (იამ) - 10,01; სამხტომი. 1. ფილიპს აიდოვუ (ბრიტ) - 17,54; 2. ალექსის კოპელიო (კუბ) - 17,12; 3. დავიდ გირატი (კუბ) - 17,08; შუბის ტყორცნა. 1. ანდრეას ტორკილდსენი (ნორ) - 88,30; 2. მატიას დე ზორდო (გერ) - 83,42; 3. ჯეროდ ბანისტერი (ავსტრა) - 82,01.

ქალები

სიგრძეზე ხტომა. 1. ჯენეი დელოუჩი (აშშ) - 6,78; 2. ბრიტნი რიზი (აშშ) - 6,67; 3. დარია კლიშინა (რუს) - 6,64; ჭოკით ხტომა. 1. სილკე შპიგელბურგი (გერ) - 4,66; 2. ჰოლი ბლისდეილი (ბრიტ) - 4,61; 3. სვეტლანა ფეოფანოვა (რუს) - 4,46; 3. ფაბიანა მურერი (ბრა) - 4,46; სიმაღლეზე ხტომა. 1. ბლანკა ვლასიჩი (ხორ) - 1,99; 2. ანა ჩიჩეროვა (რუს) - 1,99; 3. ემა გრინი (შვედ) - 1,90; 100 მ/თარჯრბენი. 1. სალი პირსონი (ავსტრა) - 12,48; 2. დანიელა კარატერსი (აშშ) - 12,52; 3. ვირჯინია კროუფორდი (აშშ) - 12,79.

ბოლტს ხტომაც შეუძლია

სიგრძეზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდსმენმა, ლეგენდარულმა ამერიკელმა მაიკ პაუელმა განაცხადა, რომ მის ფენომენალურ რეკორდს (8,95 მეტრი) საფრთხე ემუქრება.

პაუელი ვარაუდობს, რომ მძლეოსნობის ამ დისციპლინაში რეკორდის დამყარების ყველაზე კარგი შანსი იამაიკელ სპრინტერს უსაინ ბოლტს აქვს. ამერიკელის აზრით, ბოლტს ორი მთავარი თვისება ახასიათებს, რომლის წყალობითაც ის გრძელი ნახტომების შესრულებას შეძლებს - სისწრაფე და სიმაღლე. თავად უსაინს ადრე არაერთხელ განუცხადებია, რომ კარიერის ბოლოს სურს ძალები მოსინჯოს სიგრძეზე ხტომაში.

პაუელმა ისიც დაამატა, რომ ხტომების სექტორში მაღალი შედეგების მისაღწევად ბოლტს კარგი მწვრთნელი, სურვილი და სითამამე დასჭირდება. ამერიკელის თქმით, თუ ბოლტი სიგრძეზე ხტომას გადაწყვეტს, ეს აუცილებლად ნეგატიურად აისახება მის სპრინტერულ მომზადებაზე.

47 წლის მაიკ პაუელმა სიგრძეზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდი 1991 წელს ტოკიოში დაამყარა. ორი წლის შემდეგ მან შეინარჩუნა ტიტული გერმანიის ქალაქ შტუტგარტში. პაუელი ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულამდე ვერ მივიდა - 1988 და 1992 წლების ოლიმპიადებზე ის ორჯერ დამარცხდა ლეგენდარულ კარლ ლუისთან და ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა