ტურინის მსოფლიოს ჩემპიონატზე მასპინძელთაგან ჩვენი გუნდის დაჩაგვრა თვით იტალიურმა მედიამაც კი უსამართლობად შეაფასა
ტურინში დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატი უჩვეულოდ წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს ქალთა ნაკრებისთვის - ქრისტინე ესებუა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ამით ესებუამ ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვა. ფინალური შეხვედრა ჩვენებურმა ჩილელ დენისე ასტრიდ ვან ლამოენთან ოთხ სეტში წააგო, მანამდე კი - ნახევარფინალში ჩინელი იუტინგ ფანი დაამარცხა ასევე ოთხ პერიოდში.

გუშინ, 11 ივლისს მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საიტზე მედალოსანთა მოკლე კომენტარები გამოქვეყნდა. მათ შორის, ესებუასიც, სადაც ჩვენებური ამბობს: "ნახევარფინალი უფრო გამიჭირდა ჩინელთან, ვიდრე - ოქროს მედლისთვის ფინალი. ეტყობა, მედალი რომ გავინაღდე, ფსიქოლოგიურად მოვეშვი.

კი ვცადე ჩემი თავის გაკონტროლება და მობილიზება, მაგრამ ვერ შევძელი. ფინალში მარცხის მიზეზადაც ეს მიმაჩნია, თუმცა ვერცხლის მედალი ჩემთვის დიდი წარმატებაა, რაშიც უდიდესი დამსახურება მიუძღვის მწვრთნელს. დიდ მადლობას ვუხდი მას ამისთვის, რომელიც ფინალამდეც ბევრს ეცადა ჩემი საბრძოლო განწყობის ამაღლებას. მოხარული ვარ ამ წარმატებით, თუმცა ახლა ჩვენ ოლიმპიადის გუნდური ლიცენზიის მოსაპოვებლად უნდა ვიბრძოლოთ."

ჩვენი არ იყოს, ეს წარმატება ჩილელებისთვისაც პირველია. 1989 წლიდან მოყოლებული მხოლოდ მესამედ მოხდა, როცა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული სამხრეთ კორეელებს არ დარჩათ - 1995 და 2007 წლებში ის იტალიელმა ნატალია ვალეევამ მოიპოვა, ახლა კი ვან ლამეონმაც მოირგო საჩემპიონო გვირგვინი. "მთელი 18 წელიწადი ამ წუთს ველოდი და უზომოდ ბედნიერი ვარ", - განაცხადა ჩილელმა.

თუმცა ეს წარმატება მაინც ვერ ფარავს უსამართლობით გამოწვეულ იმ გულისტკივილს, რაც გუნდური პირველობის პირველსავე წრეში მოგვაყენეს, როცა სააპელაციო კომიტეტმა იტალიელებთან მოგება გაგვიუქმა და გადათამაშება დანიშნა, რაც დამატებითი მაჩვენებლებით წავაგეთ. რომ არა ეს, ახლა მსოფლიოს სხვა ჩემპიონი ეყოლებოდა - იტალიამ მოიგო გუნდური შეჯიბრება, და ჩვენც ოლიმპიადის ლიცენზიებს მივიღებდით.

მოგება რომ ჩვენ გვეკუთვნოდა და იტალიელებმა აპელაცია თითიდან გამოწოვილ მიზეზზე ააგეს, ადრეც ვწერდით - ამას აღიარებს ყველა, საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელთაგან დაწყებული, მსაჯებით დამთავრებული. უსამართლობა იმდენად აშკარაა, რომ მომხდარს თვით იტალიურმა მედიამაც კი ტრაგიკომედია უწოდა.

ჩვენი დელეგაცია მომხდარის სოკ-ში გასამართლებას აპირებს, დახმარებას კი საერთაშორისო ფედერაცია აღუთქვამს. გუნდი 12 ივლისს დილით დაბრუნდებოდა იტალიიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა