ნაგოიას ბაშოს მეორე დღეს ქართველთაგან მხოლოდ ლევან გორგაძე დამარცხდა, რომლის მეტოქეც მონღოლი ჩემპიონი ჰარუმაფუჯი იყო
ნაგოიას ბაშოს მეორე დღეს სამი ქართველიდან ორმა იმარჯვა. დამარცხდა მხოლოდ 23 წლის ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), რომლის მეტოქეც მონღოლი ჩემპიონი ჰარუმაფუჯი გახლდათ.

სასტარტო დაჯახების შემდეგ, მონღოლი თითქოს ტანზე მიეკრაო ქართველს, მან ჩვენებურს "მუშა" ცაცია ჩაუკეტა და არ მისცა მავაშის ხელში მოგდების საშუალება. ამის შემდეგ "მზის ცხენმა" (ასე ეძახიან ჰარუმაფუჯის სუმოს სამყაროში) შეუტია და ოშიდაშით გააძევა ლევანი რკალიდან. ტოჩინოშინს 0-2 ბალანსი აქვს და დღეს სეკივაკე კოტოშოგიკუს ხვდება. ქართველ კომუსუბის აუცილებლად მოუწევს ყველა ფავორიტთან დაჭიდება.

სამაგიეროდ, პირველად იმარჯვა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი), ელიტის ყველაზე მძიმე რიკიშიმ 27 წლის ოს გოლიათ არანს აჯობა. ქართველმა ბწყინვალედ გამოიყენა წონაში დიდი უპირატესობა (45 კილოიანი) და ერთი ამოსუნთქვით დაიფრინა ოსი დოჰიოდან. გაგამარუს 1-1 ბალანსი აქვს და დღემდე დაუმარცხებელ ჰომაშოს ხვდება.

ძალზე სასიხარულო ამბები მოგვდის რანგით მეორე, ძურიოს დივიზიონიდან - კოკაიმ (ლევან ცაგურია) მეორე ორთაბრძოლაც მოიგო და ნაგოიაში დაუმარცხებელია. დღეს მისი მეტოქე ძურიოს მე-3 ნომერი ტამანოშიმაა.

II დღე: ჰაკუჰო-ტოსაიუტაკა (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-ტოჩინოშინი (ოშიდაში), გოეიდო-კაიო (იორიკირი), კაკურიუ-კოტოოშუ (უვატენაგე), ბარუტო-იოშიკაძე (უვატედაშინაგე), კიოკუტენჰო-კისენოსატო (იორიტაოში), კოტოშოგიკუ-ვაკაკოიუ (იორიკირი), ტოიონოშიმა-ამინიშიკი (ოშიდაში), ტაკეკაძე-ვაკანოსატო (ჰატაკიკომი), ოკინოუმი-კაისეი (შიტატენაგე), გაგამარუ-არანი (იორიკირი), ტოკიტენკუ-ტამავაში (კეტაგური), მიაბიამა-ასასეკირიუ (ოკურიდაში), ჰომაშო-ტოჩიოძანი (იორიკირი), ტოჩინოვაკა-ტაკარაფუჯი (იორიკირი), ტაკაიასუ-კიტატაიკი (უვატედაშინაგე), ტოიოჰიბიკი-შოტენრო (იორიკირი), დაიდო-საგაცუკასა (ოშიდაში), ფუჯიაზუმა-ტოჩინონადა (იორიკირი), კიმურაიამა-ტაკამისაკარი (ოშიდაში). ძურიო: კოკაი-მაცუტანი (ცუკიოტოში).

III დღე: ჰაკუჰო-იოშიკაძე, კაიო-კაკურიუ, კოტოოშუ-ტოსაიუტაკა, ბარუტო-კიოკუტენჰო, ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა, ტოჩინოშინი-კოტოშოგიკუ, კისენოსატო-გოეიდო, ამინიშიკი-ვაკაკოიუ, ოკინოუმი-ვაკანოსატო, კაისეი-ტაკეკაძე, ტამავაში-ტოჩიოძანი, არანი-ტოკიტენკუ, გაგამარუ-ჰომაშო, კიტატაიკი-მიაბიამა, ტოჩინოვაკა-ასასეკირიუ, ტოიოჰიბიკი-ტაკარაფუჯი, ტაკაიასუ-შოტენრო, დაიდო-ტოჩინონადა, საგაცუკასა, კიმურაიამა, ტაკამისაკარი-ფუჯიაზუმა. ძურიო: კოკაი-ტამანოშიმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა