კეჩკემეტში მყოფმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა უნგრეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ერთი ქულით გაიმარჯვა. ეს გახლდათ სავარჯიშო ტიპის მატჩი, რომლის დაწყებისას არც ეროვნული ჰიმნები შესრულდა, არც სუვენირები გაიცვალა და წინასწარი შეთანხმებით, სტანდარტული, 4 პერიოდის შემდეგ, ისე რომ ფრე არ დაფიქსირებულა, გუნდებმა დამატებითი დრო – 5 წუთი ითამაშეს. 4 პერიოდის შემდეგ წინ უნგრეთი იყო – 78:75, ხოლო ოვერტაიმის შემდეგ გამარჯვებული საქართველოს ნაკრები გამოვიდა – 81:80.

რადგან მატჩი დახურული იყო, არც ტელევიზიით გადაიცემოდა და არც მაყურებელი ჰყავდა, მწვრთნელებს სხვადასხვა ტიპის ტაქტიკის დამუშავების საშუალება მიეცათ, რომლებიც მოედანზე მოთამაშეთა შეყვანაში შეზღუდულები არ იყვნენ. ჩვენს ნაკრებში თხუთმეტივე კალათბურთელმა ითამაშა, რომლებსაც თავის გამოჩენის საშუალება მიეცათ.

უნგრეთის ნაკრებში არ ითამაშა ცნობილმა ადამ ჰანგამ, რომელიც დარბაზში არც მოსულა. საქართველოს ნაკრები თავიდან იგებდა, შემდეგ კი ჩამორჩებოდა. მატჩის ბოლო წუთებზე საქართველო დაწინაურდა თუმცა მასპინძლებმა მოახერხეს და 4 პერიოდი სათავისო ანგარიშით დაასრულეს – 78:73. დამატებით დროში უკვე ქართველებმა იძალეს. კარგი დაცვისა და გონივრული შეტევების ხარჯზე საბოლოოდ მეტოქე ჩამოიტოვეს და ქულით გაიმარჯვეს. 2 მატჩის ჯამში, გუშინ და დღეს, საქართველომ და უნგრეთმა თანაბარი ანგარიში დააფიქსირეს – 169:169.

საქართველოს ნაკრები თბილისში ხვალ, 7 აგვისტოს დაბრუნდება და მზადებას განაგრძობს. შემდეგი სპარინგ მატჩი ჩვენს გუნდს 12 აგვისტოს, ისრაელის ნაკრებთან ელის.

GBF.GE

ოეს
შე მართლა ოე კი მარა იმათთვის არ იყო ამხანაგური, ორივე რომ მოგვიგეს?
რრრ
იმედია ევრო ბასკეთის ჯგუფურის მერე არ დაწერთ ვერ გავედით ჯგუფიდან, მარა მაინც გავედითო.დდდდ რა იყო ხუმრობა არ იცით ნუ მბლოკავთ.
ვოოტ
ამათ რას ვერჩით, ევროპაზე გასვლას ისე მიგვაჩვიეს, დაჯავშნული აქვთ ადგილი და ახლა მსოფლიოზე გასვლის მშვენიერი შანსიც აქვთ...თქვენ ის იკითხეთ, 18 და 20 წლიანები რომ ბ დივიზიონის ჯგუფიდანაც კი ვერ ახერხებენ გასვლას და მხოლოდ არაღიარებული კოსოვოს ნაკრებს ჩაგრავენ ყველა ასაკში ...
გული მტკივა
შემეშალა 26 კი არ არის 17 წლის არის 207სმ სიმაღლის...აქტიურად დადის ვარჯიშებზე და შეუძლია 40 წუთი თამაში ითამაშა უფროსებში და 13-18 მოხსნაზე ნაკლები არ ქონია თამაშზე 8-10 ქულა თამაშზე. 34 წლით დიდება ეთამაშა
გაბო
გული მტკივა. როგორაა ლექსში? მაგრამ შენი ჩემსას სჯობსო, ის ვერავინ დამაჯეროსო? ყველა მამიკოს ჰგონია, რომ გენიოსი შვილი ჰყავს, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. მწვრთნელი თავისი თავის მტერი არ არის, ამიტომ ძლიერს ყოველთვის აქვს შანსი გუნდში დადგეს, რაც შეეხება თანაბარი ძალის მოთამაშეებს აქ კი ხდება მიკერძოება და სწორიცაა. მეც ვიყავი სხვა სპორტში მწვრთნელი და გამოცდილებით გელაპარაკები.
სოსო
26 წლის და 207 სმ. სიმაღლის "ბავშვი"?თან არსად თამაშობს და არც არავის უნდა?კარგი რა!მანდ მთავრდება ყველაფერი.
ivan
შენ დიდი ხანია წერ ამაზე და ერთი ის მითხარი ლონდარიძეს ყავს პატრონი თუ ფევაძეს. კარგი რა
გული მტკივა
თუ არ ხარ აზრზე და არ გაქვს შეხება ნუ ლაპარაკობ. შევხვდეთ და აგიხსნი რაც ხდება.
გიგა
ვინც ამას უარყოფითი დააკლიკა შესრულების არიან ფედერაციასთან.მართალია ეს ადამინი და ვინც უარყოფითი დაუწერეთ თუ გაქვთ თავი კომენტარი დაუწერეთ და შეხვდით
ნიკა
მე არ ვიცი რა ხდება ფედერაციაში და ამაზე ვერავის შევეკამათები.ეს თამაში არაა ისეთი რომ ამის გამო ილანძღებით. ვარჯიშის დონეზე თამაში იყო და ის ხალხი ესპანეთთან მოგების გამო ბიჭებს გმირებს ეძახდით დღეს ენას ნუ მოიფხანთ,უხერხულია სულ მცირე თქვენი მხრიდან
გული მტკივა
სანიკიძე იმისთვის მოვედი ფედერაციაში,რომ ევროტურნირებზე ასეთ სამარცხვინო გამოსვლა გვენახა...მე ვიცნობ ერთ მწვრთნელს რომელმაც მითხრა რომ ჩემს გემოზე ნაკრები არ შეკრიბეს ვინ არ მირეკავდაო უარს ვერ ვეუბნებოდიო და წამოვიდა იქიდან....დღესაც იგივე ხდება...სანიკიძე ამას მიხედე პირველ რიგში...მაგრად მწყდება გული ფედერაციაზე იმიტომ რომ ბავშვი მყავს 26 წლის 207სმ სიმაღლის და გაფართოებულშიც არ დაიბარეს ნაკრები ზედმეტია...არ მიხედა არავინ იმის გამო რომ ფული არ მაქვს და არც მეგობარი ნათესავი არსად...თუ გავიდა საზღვარ გარეთ იქაურ მოქალაქეობას მივაღებიებდი...თუნდაც ცსკ ...იმ დონეზე ვარ მისული...მეც პრეტენზია მაქვს იმის რომ ჩემი ბავშვი 20 შიც მოხვდეს და 18 ბშიც...ოღონდ არ ათამაშონ...რამდენი ყავთ ვისაც არ უთამაშია...და ყველა მშობელს ექნება პრეტენზია...სანიკიძე იფიქრე მომავალზე.
ოე
ძმურად ამხანაგური მატჩები რისთვისაა ვაბშე იციი?
რრრ
ჰანგას გარეშეც ვერ მოგეთ სირცხვილია.
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89