მიმდინარე კვირაში უეფას სამი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალური მატჩები გაიმართა და პლეი-ოფში გამსვლელი გუნდების ვინაობაც გაირკვა.

დღეს კი ევროპულმა ფეხბურთის მართველმა ორგანომ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს კატასტროფული მაჩვენებელი აქვს.

თავად განსაჯეთ - უეფას წევრი 55 ქვეყნიდან საქართველო 7.000 ქულით 47-ე ადგილს იკავებს. ჩვენ უკან შემდეგი ქვეყნებია - ჩრდილოეთ მაკედონია, ლიხტენშტაინი, უელსი, გიბრალტარი, ისლანდია, მონტენეგრო, ანდორა და სან მარინო.

ჩვენზე კარგი შედეგი დააფიქსირეს წელს მალტის, ესტონეთისა და ფარერის კუნძულების კლუბებმა, რის გამოც რეიტინგში გადაგვასწრეს.

საქართველოზე წინ 6 საფეხურითაა ჩვენი მეზობელი სომხეთი, რომელიც 41–ე პოზიციას იკავებს. აზერბაიჯანული საკლუბო ფეხბურთი კი ბოლო პერიოდში მოგეხსენებათ წარმატებებით განებივრებულია და "ყარაბახი" სულაც ჩემპიონთა ლიგის პლეი–ოფშია გასული.

ამის წყალობით, ჩვენი მეზობელი ქვეყანა რეიტინგში ძალიან კომფორტულადაა და 26–ე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ევროტურნირებზე წელს საქართველოს ბათუმისა და თბილისის "დინამოები", ასევე გორის "დილა" და "საბურთალო" წარმოადგენდნენ.

შემდეგ ეტაპზე გასვლა მხოლოდ "საბურთალომ" შეძლო, რომელიც კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4-ფინალში "სტიაუასთან" დამარცხდა. ბათუმის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგაზე "სლოვანთან" წააგო, შემდეგ კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც პოლონურ "ლეხთან" ვერაფერი გაახერხა.

ზურა
საქართველოში ფეხბურთის მმართველი ორგანო არის ფეხბურთის ფედერაცია! რაც შეეხება სტადიონებს და ბაზებს ამას აშენებს სახელწიფო და არაა ფედერაციაა ფედერაცია ამასთან არაფერ შუაშია. რას აკეთებს ფედერაცია მათი მუშაობის დროს რა შედეგი დაიდო თუნდაც საკლუბო ან სანაკრებო დონეზე ოქრის შანსი მივიღეთ და გავანიავეთ მაკედონიასთან და საკლუბო დონეზე შევცვალეთ კალენდარი შევამცირეთ გუნდების რაოდენობა და იმაზე უარესი შედეგი გვაქვს ვიდრე ადრე გვქონდა მე ბევრად მირჩევნია 18 გუნდიანი ჩემპიონატი და ჩვეულებრივი კალენდარი იმას რაც არის დღეს ვერც ინვესტიციები ვერ მოიზიდეს ქართულ ფეხბურთში ვერც პოპულარიზაცია გააკეთეს ქართული ფეხბურთის შექმენეს რაღაც გაუგებარი ფონდი რომელმაც არანაირი შედეგი არ მოიტანა და ახლა ნაკრების თამაშს არიან ამოფარებულები ნაკრების თამაში და ნაკრების წარმატება არის ერთი კაცის დამსახურება ხვიჩა კვარაცხელია. რომ არაა კვარაა ამ ჯგუფში სად ვიქნებოდით და რომელ ადგილზე ეგ თავადგანსაჯეთ რას თამაშობს საქართველოს ნაკრები კვარაცხელიას გარეშე. არაკომპედენტური არაპროფესიონალები ერთგვარი საძმო მოაჯდა ფედერაციას ყველა ჩამოწერილი ყოფილი ფეხბურთელი ყველა უსაქმური შეყარეს იქ და ახლა და უხდიან ჩვენს ფულს არაფრის კეთებაში.
jorj
(წარუმატებელი ფეხბურთი გადამხდელების ფულით); უყურეთ დასკვნები თქვენ გამოიტანეთ. არცერთი ქართული კლუბი შედეგებზე ორიენტირებული არ და ვერ იქნება.
Gela
Getanxmebi zura sektantia,magram shenc aranaklebi sektanti da tanac uzrdeli hyavxar dedas!
qomagi
კლუბებში მომუშავე ხალხია აქ პასუხისმგებელი და ფედერაცია აქ არაფერ შუაშია რადგან ფედერაცია არ მართავს კლუბებს, ზოგზოგიერთებმა ტვინი გაანძრიეთ სანამ რამეს დაწერთ,ფედერაციამ ბევრი კარგი საქმეები გააკეთა დამნახავი ამას დაინახავს.
მორიელი
ზოგი იმას გაიძახოდა, ბათუმის დინამომ, კარგად ითამაშა, ანგრევდა ქვეყნიერებასო. რომ ვაკომენტარებდი, ბევრს არ მოსწონდა. არადა ფაქტია, ბათუმიც და თბილისიც, თავის ნაყარ ნუყარ გუნდებით, არის ნული. მენეჯერები არ უვარგათ ფედერაციაში
გელა
მაგარი სექტანტი ყავხარ დედაშენს,,რაო დაგავალეს კობიზე ცუდის თქმაა??საინტერესოა როგორ ხდება რო სადაც ცუდი შედეგია იქ ფედერაციის ბრალია და სადაც კარგი შედეგი გვაქვს შედარებით იქ ფედერაცია არაფერ შუაშია??პირიქით მაინც გეთქვა,,ახლა მე გეტყვი სწორე როგორცაა,,ფეხბურთს რაც შეეხება გინდა სანაკრებო იყოს გინდა ასაკობრივები და გინდაც საკლუბო არის ფეხბურთის ფედერაციის პასუხისმგებლობის ქვეშ კარგი შედეგიც და ცუდი შედეგიც არის მათი ბრალი,,ერთს გეტყვი სანაკრებო ფეხბურთი პირდაპირ ფედერაციის კონტროლის ქვეშაა რადგან მწვრთნელსაც ფედერაცია ნიშნავს და შეკრებებსაც ფედერაცია აწყობს,,დარწმუნებული ვარ ნაკრებმა რო წაგებები დაიწყოს აკივლდები არიქა კობიაშვილის ბრალიაო,,ეგრე გარიგებენ და შენც ბჟუტურობ რაგაცებს,,საკლუბო კერძო მეპატრონეების ხელშია და მაგათი წაგება უფრო არაა კობის ბრალი თუ სანაკრებო წაგება??რაც შეეხება წინა ფედერაციას,,დათვლილი გაქვს რამდენი სტადიონი დაანგრიეს და კორპუსი ააშენეს მაგათ დროოს??ან კობის დროს დათვლილი გაქვს რამდენი სტადიონი გარემონტდა ახალი აშენდა და მოეწყო ინფრასტრუქტურაა??დარწმუნებული ვარ დათვლილი გექნებათ შენ და შენ სექტას უბრალოდ ძაან დიდ ციფრებზე გახვედით და შეგნებულად არ დაწერე ეგ,,ესეთი ქათამი რა დაიბადე იმასაც რო ვერ აცნობიერებ ფეხბურთი რო ფეხბურთის ფედერაციის საქმეა და რაგბი კიდე რაგბის
დავით
რას ბჯუტურებთ ზოგ ზოგიერთები.რა ფედერაცია ავარჯიშებს გუნდებს ცოტა აზრზე მოდით ეს ყველაფერი გუნდების ბრალია და კიდევ მწვრთნელების და ფეგბურთელების კლასი არ გააჩნიათ და რა უნდა გააკეთო
ზურა
წინა ფედრაცის დროს ქართულ კლუბებს გაცილებით უკეთესი შედეგები ქონდათ ევროტურნირებზე ვიდრე აქვთ ახლა და რაც შეეხება ნაკრების კარგ თამაშს ფედერაცია ამასთან არაფერ შუაშია უბრალოდ თაობა წამოვიდა კარგი ფეხბურთელების დინამოს აკადემიას კოლოსალურად მეტი დამსახურება აქვს ამ ამბავში ვიდრე ფედერაციას ფედერაცია გყავს უსუსტესი ახლა ამოფარებულები არიან ნაკრების შედეგებს თითქოს ნაკრების კარგი თამაში მათი დამსახურება იყოს.

რა ნამუსით იტყვიან ზოგიერთები ფედერაცია კარგად მუშაობსო? თუმცა მაგათ ნამუსი დიდი ხნის დაკარგული აქვთ!
Guja Kakhadze
სიმართლე არავის აინტერესებს თორემ ამდენი წლის განმავლობაში უცხოეთიდან ერთხელ მაინც მოიწვევდნენ ფეხბურთის მცოდნე სპეციალისტებს, რომლებიც ჩვენს მწვრთნელებს თანამედროვე ფეხბურთს ასწავლიდნენ და ისინი კიდევ ახალ თაობას ფეხბურთელებად ჩამოყალიბებაში დაეხმარებოდნენ. ამიტომ გახდა საჭირო ფეხბურთში ბევრი ფულის ჩადების შემდეგ კიდევ უფრო მეტის ჩადება და ასე გაგრძელდება უსასრულოდ. ბევრად ჩვენზე ნაკლებ ბიუჯეტიანი გუნდები ბევრად უკეთეს შედეგებს დებენ და მხოლოდ ფულის სიმცირეზე აქცენტის გაკეთება გაუბედურებული ქართული ფეხბურთის შედეგს არასოდეს გააუმჯობესებს!
gio gio
უფსკრულისკენ მიექანება საკლუბო ფეხბურთი.სავალალო მდგომარეობაა ბავშთა ფეხბურთში.სადაც ბევრი ნიჭიერი ბავშვი იკარგება უსახსრობის გამო,ასევე პრობლეემაა სათამაშო მინდვრები,რომელთა უმრავლესობა გაიყიდა.და რას აკეთებს ამ დროს ფეხბურთის განვითარებისთვის ფედერაცია? - არც არაფერს.
მალხაზი
დუბლების ჩემპიონატი რაც გაუქმდა მაგრად დაგვეტყო რეგრესი,ვინც ძირითადში ვერ ხვდებოდა დუბლებში თამაშით ინარჩუნებდა ფორმას
თენგო
ცოტა, სულ ცოტა დაიცადეთ!!!
qomagi
ეს ბავშვთა ფეხბურთი მესმის უკვე 25 წელია და ვთვლი,რომ არ უნდა იყოს ბავშვთა ფეხბურთზე დამოკიდებული კერძო კლუბი,რომელსაც ევროტურნირზე გასვლა აქვს მიზნად.ფიფიამ რაც ფული დახარჯა აკადემიაზე,მაგ ფასად 5 ძლიერ ლეგიონერს ან უკვე გამზადებულ მოთამაშეს იყიდდა და 1 ხელ მაინც გავიდოდა ევროტურნირზე.რამდენი ბავშვი გაიზარდა აქ მაგრამ გაჩერდა ვინმე აქაურ კლიბებში?ხო ხედავთ გარბიან დაბალი დობის კლუბებშიც კი რადგან მეტი ხელფასია იქ და თუ ფული არ არის,იძახეთ ბავშვთა ფეხბუღთი,ბავშვთა ფეხბურთი.
Giorgi-ს
ასე მიიღება გასაოგნებელი გაოგნების გარეშე!
ილია
:დდდდდდდ
Giorgi
47ე ეგეც ბევრია ჩვენთვის მაგდენი რომ მოვახერხეთ
ქიტესას
ამ ქვეყანაში რაც ხდება შეიძლება ყველაფერში რაღაც ჩემი დანაშაულიც დავინახო, მაგრამ ფეხბურთთან მართლა სუფთა ვარ:))) რა შუაშია სტადიონზე სიარული?! ანუ ხალხმა უნდა დაიწყოს სიარული და მერე დაიწყებენ ესენი კარგად თამაშს?! ე ბიჭო კვარაცხელიამ რამდენიმე თვე გაატარა აქ და გადაივსო სტადიონები, ანუ ხალხს არ ეზარება სიარული, ჩვენ ფეხბურთელებს ეზარებათ სირბილი და ყველაფერი მაგის ბრალია. ფედარაცია მარტო ეროვნულ ნაკრებზე აგებს პასუხს? ეროვნული ლიგის დონის ამაღლება ვის ეხება, მარტო კლუბების პასუხისმგებლობაა?
გოგა
არაუშავს ზატო გლდანი აყვავდა რაც კობი მოვიდა
სოსო
სიმართლეს.რაც ახლა თამაშები მიდის და სადაც ჩვენ უკვე დავამთავრეთ გამოსვლა,2022-23 წლების სეზონის თამაშებია და ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ 1,125 ქულა.მას ვეღარაფერს შევმატებთ,იმ ქვეყნებისაგან განსხვავებით,ვისი გუნდებიც აგრძელებენ გამოსვლას.ასე რომ მომდევნო სეზონისათვის ჩვენ უკვე დაფიქსირებული გვაქვს ჩვენი რეიტინგი და ის,8,000 ქულაა.2017-18 წლების გამოსვლა,სულმთლად კატასტროფული იყო, 0,125 ქულა.კურიოზია,მაგრამ ფაქტია.წლევანდელი საშინელი გამოსვლის ფონზეც კი,რეიტინგის ქულა გაგვიუმჯობესებია.პრინციპში თქვენც იგივეს ამბობთ,უბრალოდ ვერ მიხვდით,რომ მეც მომავალი წლისთვის უკვე დაფიქსირებულ შედეგზე ვლაპარაკობდი.
კრიშტიანო
რატომ უნდა ჩავატაროთ რამდენიმე ქვეყანამ ერთობლივი ჩემპიონატი და რა შედეგი ექნება მაგას? ჯერ ერთი, ჩვენი გუნდები იქაც ბოლო პოზიციებს დაიკავებენ დღევანდელი ხარისხით და მეორე, ეგ არ იქნება ეროვნული ჩემპიონატი. თუ გვინდა სახელმწიფო და წარმატება, უნდა შევძლოთ, ვიმუშაოთ სწორად და ჩვენ თვითონ შევქმნათ ჩვენი ფეხბურთიც და წარმატებული სახელმწიფოც. თუ დღეს შედეგი არ გვაქვს ესე იგი რაღაცას არ ვაკეთებთ სწორად. 30 წელია ვერ მივაგენით პრობლემას და ერთ წრეზე ვტრიალებთ, ვერც სახელმწიფოს მილიონებმა უშველა საქმეს. პრობლემა უნდა მოაგვარონ მაღალი დონის კვალიფიციურმა სპეციალისტებმა, რომლებიც, როგორც ჩანს, ჩვენ არ გვყავს ფეხბურთში. ისევე, როგორც ბევრ სხვა სფეროში.
o o n
ვაი ფედეაცია ტტტტტტტტტტტტტ
IBERIAS
იბერია მაგარია აი სიმართლის კაცი.
ილია
კანონით აკრძალულია 2 სამსახურში მუშაობა და ეგ რანაირად მუშაობს საინტერესოა .. + ამას ამხელა ფედერაციის მართვა და ყველაზე დიდი უბნის მაჟორიტარობა.. პურის ცხობა ხომ არაა არა??? მაგიტომ ვართ იქ სადაც ვართ. არ მიკვირს ))
Путин В.В.
მადლობა ფედერაციას ერთგულებისა და სწორად გაწეული სამუშაოსთვის! დალშე საიუზის ჰიმნი მოყვება))
გიორგი
ისიც სათქმელია, რომ მალტა ესტონეთი ფარერები ერთ ზონაში თამაშობენ ერთმანეთს უგებენ და ამის ხარჯზე უგროვდებათ რეიტინგი. ჩვენ კიდევ რუმინეთი პოლონეთის სლოვაკეთის ძლიერ გუნდებს გვახვედრებენ.... უფრო სამართლიანი იქნება თუ უეფა ტერიტორიულ პრინციპს გააუქმებს კენჭისყრის დროს.
Superman
და რატო უნდა დაბრხანდებოდეს ვინმე ეროვნული ჩემპიონატის სტადიონზე? თქვენ სვარკის საყურებლად დაბრძანდებით მშენებლობებზე?
levan
ხო კიდევ 1 საკითხი. პრობლემა კიდე ბავშვთა ფეხბურთიდან იწყება. არაკვალიფიცირებული მწვრთნელები გვყავს. ფულს არუნდა იხდიდეს ბავშვი. უნდა იყოს ისე რომ მხოლოდ ნიჭიერს ტოვებდნენ გუნდში და უვლიდნენ უფასოდ. ეხლა კიდე ისეა ვისაც კუში აქ იმას მეტი შანსი აქ. გული უცრუვდება ბევრს და ანებებს.
ქიტესა
ბატონო ზურაბ, ერთი პატიოსნად გვითხარით, სტადიონზე დაბრძანდებით ?
levan
ეს რისი ბრალია იცით? კობიაშვილი, თან რომ გლდანის მაჟორიტარია და თან ფედერათის მცოდნე სჭირდება. ტიპს ყველა ძმაკაცი ფედერაციაში ჰყავს დასაქნებული. ნორმალური ფეხბურთელი არ ნიშნავს რო კარგი საფეხბურთო მენეჯერი ხარ.
Gia
Am qveyanashi yvela sfero datormuzebulia da fexburtis ragikvirt. Legioneri rat gvinda 2_3gundis gaketebis resursi rogor ar gvaq.aq vinmem fuli ro chados wilshi vinme unda c h aujdes.miecit shegavatebi bizmesenebs da acadet saqmis keteba
К.К.
თუ ასე გაგრზელეს ხველა დაგვეცევა მომავალ ცელს,ამიტომ უნდა გაზლიერდეს გუნდები,მაგრამ ცვრები არ არის ჯერ,არ ესმიტ ამატ ლეგიონერებიტ უნდა გაცლიერდნენ ისეც ნორმალური ფეხბურტელებიტ უვარგისები აკაც არიან,აფრიკა ბრაზილის ბაზარზე უნდა გავიდნენ ცან კაი იგროკების მოციება სეილება,სომხები,აზერები ტუ ეზებენ კარტველებს არ სეუცლიატ მაგრამ ამატ კიდიატ ფროსტო სირცხვილია ხველამ როგორ უნდა გვაჯობოს.
ზურაბ
გააკათეთ ყველაფერი, ბოლოდან პირველ ადგილზე რომ გადავინაცვლოთ. ისტორიას შემორჩება ეს შედეგები.
zviadi
საიდან ღებულობთ ამ მონაცემებს, აგერ საიტი, მოძებნაც არ იციან https://www.footballseeding.com/uefa/country-ranking/2022-23/
გია
საკლუბო ფეხბურთს რამე რომ ეშველოს ჩემი აზრით რამოდენიმე ქვეყანამ უნდა ჩაატაროს გაერთიანებული ჩემპიონატი, საქართველომ ჯობია ამ ჩემპიონატში ერთი ან ორი გუნდით გავიდეს (ფინანსური შესაძლებლობები მეტის საშუალებას არ იძლევა). დაახლოებით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი რომ იყო. მაშინ მოვძლიერდებით და ნაკრებსაც დიდ სამსახურს გავუწევთ. საერთაშორისო დონეზე საქართველოს კლუბებს ჯერ-ჯერობით არაფერი არ ესაქმებად. ვართ ასე 32 წელიწადია და ვტკეპნით ერთ ადგილს თან უკან-უკან მივდივართ.
გია
კიდევ კარგი შედეგია, გამიკვირდა მაკედონიამ და უელსმა რომ ვერ გაგვასწრეს. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ბოლო ადგილზე ვართ. ვაი ჩვენს პატრონს. საბჭოეთში მესამე ყოველთვის ვიყავით. ვიცი ფული გადამწყვეტია მაგრამ ისეთი ქვეყნები გვისწრებენ ფეხბურთი საერთოდ რა არის არც იცოდნენ.
იბერია
უკაცრავად და ფარერების გუნდები რომელი ნორმალური ლეგიონერებით არის დაკომპლექტებული ოფიციალურად ნახევარი გუნდის ფეხბურთელი ან მეხანძრეა ან მეთევზე
იბერია
ბოდიში მომითხოვია მაგრამ ეს ქულები მემგონი რამოდენიმე წლის შედეგებით ჯამდება არა? ბოდიშია მომითხოვია მეორედ და წელს ისლანდიამ, მაკედონიამ, და ლიხტენშტეინმა ჩვენზე წინ გაიყვანეს გუნდები. ბოდიში მომითხოვია კიდევ ერთხელ და გიბრალტარის გუნდმა წინა წელა ჯგუფური ითამაშა. ბოდიში მომითხოვია კიდევ ერთხელ და ნუ გადააკვდით ამ ლეგიონერებს კარგად ნახეთ ისლანდიის ფარერების მოლდოვეთის კოსოვოს ირლანდიის გუნდები საკუთარი ფეხბურთელებით არიან. ეს ყველაფერი კიდე - ბოდიში მომითხოვია და იმის ბრალია რონ ესენი ჯერ სპორცმენები უნდა გახდნენ და მერე ფეხბურთელები. ჯერ ცოტა ხინკალი ხეთქონ, დილით ადრე ადგომა ისწავლონ, ღამე ადრე დაწოლა, წყლის წორად მიღება, ტელევიზორთან ღამეების არ თენება, რაღაცეების ცოტა მოწევა, ცოტა დალევა, ცოტა ბლატაობა და 10-15 წელიწადში გამოვა რაღაც.
სიმართლე
https://www.uefa.com/nationalassociations/uefarankings/country/#/yr/2022 სწორია ყველაფერი, აი წყაროც. 0,125 ჩამოკლება შემდეგ წელს მოხდება
pepe
არ მჯერა მე 70 მეგონა 47 იდე ნისევო
zaza
ნორმალური დონის ლეგიონერებს არ ყიდულობენ, ვინც ფეხბურთს საქართველოს პირობებზე საშუალოზე მაღალ დონეზე თამაშობს ეგრევე გარბის და აქ ვინ რჩება?? დღევანდელი რეალობა არის მარტო ნაკრების იმედზე ყოფნა.
სოსო
7,000 კი არა,8,000 ქულა გაგვიხდა,რამდენადაც ვიცი.5 წლის წინ,0,125 ქულა გვქონდა მოპოვებული,რომელიც ჩამოგვეწერა და სამაგიეროდ,წლევანდელი 1,125 დაგვემატება.ესე იგი ძველ 7 ქულას,კიდევ 1 ქულა დაემატება.შეიძლება მე მეშლება,მაგრამ ასე ვიანგარიშე.
aron
არადა ყველაზე წინ გვეგონა ტავი ვუი ტქვენს პატრონს
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა