ლევან აროშიძე ბარბერა დელ ვალესის საჭადრაკო საერთაშორისო ტურნირის მე-7 ტურში არგენტინელ ფერნანდო პერალტას შავი ფიგურებით დაუზავდა, რამაც შეჯიბრების სამ მონაწილეს საშუალება მისცა, ქულებით ლიდერებს გათანაბრებოდნენ
თბილისელი დიდოსტატი ლევან აროშიძე ბარბერა დელ ვალესის საჭადრაკო საერთაშორისო ტურნირის მე-7 ტურში არგენტინელ ფერნანდო პერალტას შავი ფიგურებით დაუზავდა, რამაც შეჯიბრების სამ მონაწილეს საშუალება მისცა, ქულებით ლიდერებს გათანაბრებოდნენ.

ბულგარელმა კირილ გეორგიევმა კუბელი ალონსო ბაკალაო დაამარცხა, რუმინელმა ალინა ლამიმ ასევე თავისუფლების კუნძულის წარმომადგენელ ჰოდენ ჰერნანდესს სძლია, ხოლო მექსიკელმა მანუელ ლეონმა შვედ პონტუს კარლსონს მოუგო.

ამდენად, აროშიძემ, პერალტამ, გეორგიევმა, ლამიმ და ლეონმა 7 ტურის შემდეგ 5,5-5,5 ქულას მოუყარეს თავი. ნახევარ-ნახევარი ქულით ნაკლები აქვს შვიდ მოჭადრაკეს. ასე რომ, ლიდერთა ჯგუფში მართლაც დიდი სიმჭიდროვეა და ბოლო ორ ტურში მთავარი პრიზის მოსაპოვებლად უაღრესად დაძაბული პაექრობები გაიმართება. რაც შეეხება ანა მათნაძეს, იგი მე-7 ტურში მასპინძელ მარია ფერფინია როფესს დაუზავდა და 4,5 ქულა აქვს. მე-8 ტურში ესპანელ ოლივეირას დაუპირისპირდება. ლიდერები კი ასე დაწყვილდნენ: ლამი (5,5)-გეორგიევი (5,5), აროშიძე (5,5)-ლეონი (5,5), პერალტა (5,5)-იტურისაგა (5), ხოზე გონსალესი (5)-ნარკისო (5), არიან გონსალესი (5)-ვასალო (5), ჰექტორ რამოს დელგადო (5)-ჰერმან ვანი (5).

შეჯიბრების დამთავრებამდე ორი ტური დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა