მოგეხსენებათ, გუშინ სერია A-ში ხვიჩას დებიუტი შედგა, ჩვენებურის თამაშმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და "ვერონასთან" გამართულ მატჩში (5:2) გოლი და საგოლე გადაცემა მითვალა. ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი "კვარას" შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

"დამშვიდდით, ახლა "ნაპოლიზე" მე ვიზრუნებ, ეს იყო სიგნალი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ გულშემატკივრებს გატანილი გოლის შემდეგ გაუგზავნა, ქართველი NBA-ის მოყვარულია და პირველი შედეგიანი მოქმედება სტეფ კარის სტილში აღნიშნა.

მატჩის მოთამაშე

მიუხედავად გატანილი გოლისა, ყველაზე რთულ მომენტებში "კვარამ" პუბლიკას არამხოლოდ ხარისხი, არამედ ხასიათიც აჩვენა და მატჩში განსხვავება შექმნა. მართალია თავური დარტყმები მის მთავარ პლიუსად არ ითვლება, თუმცა ლოსანოს ჩაწოდების შემდეგ უფრო ტანმაღალ მცველებს აჯობა და გუნდი თამაშში დააბრუნა. "ნაპოლის" მოთამაშეები მატჩისგან სიამოვნებას იღებდნენ, სპალეტი კი მათ მოუწოდებდა, რომ მარცხენა ფლანგი დაეტვირთათ, ვიცოდით, რომ ქართველი კარგი მოთამაშე იყო, თუმცა სულ რაღაც 21 წლის გარემარბისგან ასეთ თამაშს და შეხვედრის ბედის რადიკალურად შეცვლას, ვერავინ წარმოიდგენდა.

შეუპოვარი ხასიათი

ხვიჩას ტექნიკური შესაძლებლობები ეჭვს არასოდეს იწვევდა, მაგრამ იტალიელი მცველების ხისტი თამაშის სტილი, გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენდა. როდესაც მატჩის დასაწყისში "ვერონას" მცველმა ტამეზემ ქართველს ბურთი რამდენჯერმე წაართვა, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ახალბედა, ახალგაზრდა "კვარა" ფსიქოლოგიურად გატყდებოდა, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა... ხვიჩა ჯიუტად, შეუპოვრად იბრძოდა დაკარგული ბურთების დასაბრუნებლად, სიუხეშეს კი არ შეუშინდა, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რეაქციაც ესაა, რადგან ტექნიკურ მოთამაშეებს ზოგჯერ მებრძოლი ხასიათიც სჭირდებათ. "ნაპოლის" შემტევმა ვიქტორ ოსიმენმა მატჩის შემდეგ განაცხადა: "კვარამ" გატანილი გოლის შემდეგ მითხრა, რომ ახლა ჩემი ჯერი იყო და მე უნდა გამეტანა, ასეც მოხდა. ის ახალგაზრდაა და უნდა დავეხმარო, რომ ფორმაში იყოს. სეზონის წინ მნიშვნელოვანი მოთამაშეები დავკარგეთ, მაგრამ ვიცით, რომ ძლიერი შემადგენლობა გვყვავს". გუნდი ხვიჩა კვარაცხელიასთან იგივე K ფაქტორთან ერთად გამარჯვებებს აგრძელებს". - წერს გამოცემა.

თენგო
ვინც კვარას შეცდომებზე ლაპარაკობთ, საწყენად არ გეუბნევით, ალბათ მოედანზე არც ყოფილხართ. ეს ოფიციალური მატჩი იყო სერია აააააა- ში! გაიგეთ ხალხო? როგორი დაძაბულობის წნეხის ქვეშ იყო. მაინც გაიტანა და გაატანინა კიდეც ორივე გადამწყვეტი გოლი იყო. ცოტა დაფიქრდით, როცა აკომენტარებთ. ჩვენ კი არა მთელმა იტალიამ აიტაცა კვარა და ჩვენ ვაკრიტიკოთ?
თეოფა
NK რაღაცეებში გეთანხმები,მაგრამ წარმოვიდგინოთ პირველი თამაში,რამხელა ემოციური ფონი ექნებოდა ძირითადად ნერვიულობა,რობოტი ხომ არ არის ეს ძალიან ბუნებრივია,ამიტომაც მგონია არ იღებდა ბევრს თავის თავზე და კიდევ ყველა კარტის გახსნა პირველივე თამაშზე არ მგონია სწორი,მაგრად უნდა გაიხსნას მეც წლებია თითქმის ყველაფერი მაქვს მისი ნანახი და რასაც ვფიქრობდი ეგრე მიდის ეს ჯადოწარივით ბიჭი.კვარასნაირების გამო მიყვარს ფეხბურთი ბავშობიდან.შვილივით ვბალეშიკობ!!
emre
მართალი ხარ 100% მაგრამ ეგ მოსალოდნელიც იყო, იმდენად კარგად ჩაატარა ამხანაგურები რო ეგრევე სასწაულ თამაშს ელოდებიან, ნელნელა უფრო შევა ფორმაში და სადღაც 10 ტურის მერე პიკში უნდა იყოს.
დინამოელი
საკმაოდ ლოგიკური ანალიზია. გეთანხმებით თითქმის ყველაფერში. ერთი ისაა, რომ გუნდმა მოიგო და ხვიჩას გოლს პლუს პასი იდეალურ ვარიანტად მიიჩნევა დებიუტისთვის. რაც შეეხება თქვენს მიერ მოყვანილ სტატისტიკას, დარწმუნებული ვარ მოკლე პერიოდში სპალეტის დახმარებით ხვიჩა გააუმჯობესებს მაგ მონაცემებს
Kvaraaaa
აზრი არ აქვს, ერთი თამაშის მერე სტატისტიკას ვერ შეხედავ. სპალეტიმაც თქვა და შესახედავად ეტყობოდა ნერვიულობა. ეგ არაფერი. ნაკრებში შეთამაშებული რო იყო ართმევაც ქონდა და ყველაფერი. თან ესე მეჩვენება რო ოსიმჰენის გარდა არცერთს არ უხაროდა აქტიური თამაში კვარასი)) პასებსაც აკლებდნენ. სპალეტიც ყვიროდა დატვირთეთ ფლანგებიო)) ჯანზე იყოს და დანარჩენი 2-3 თამაში და წამოვა. ეგრევე ვერ გაიჯეჯილებ, ვერ იტალიაში და ვერ სან-მარინოში.
nk
ისე ერთი კომენტარი ან სტატია ვერ ვნახე სადაც კვარას გუშინდელ თამაშის ხარისხს მიუკერძოებლად განსჯიდა (გოლის და საგოლე პასის გარდა). რეალურად ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და გოლი და საგოლე პასი (რაც საოცარია და ძალიან მაგრად გამახარა), რომ არა ძალიან დაბალი ხარისხის ფეხბურთი აჩვენა (თავის გუნდელებთან შედარებითაც). ქონდა ძალიან ბევრი დაკარგვა, თანაც რამდენიმე უწყინარ სიტუაციაში. არცერთი დრიბლინგი არ გამოუვიდა (8-0) 19 ბურთის დაკარგვა 14-იდან 2 მოგებული დუელი. კვარას თამაშების უმეტესობა, თუ თითქმის ყველა არა, ნანახი მაქვს. ერთადერთი რაც კვარას მინდა ვუსურვო მართლა უმაღლეს წერტილში ასასვლელად, სტაბილურობაა ! დანარჩენი ყველაფერი აქვს. მაგრამ არ მომწონს ეს თვალების დახუჭვა რეალურად არც ისე კარგად ნათამაშებ თამაშზე (ვაღიაროთ, რომ გაუმართლა კიდეც, ჩვეულებრივად შეიძლებოდა არცერთი გოლი არ გასვლოდა და შეფასება 7.7-ის მაგივრად 6.1-6.4-ის შუალედში ექნებოდა ეგ ორი მომენტი, რომ არა. (რასაც პირველი თამაშის ნერვიულობას დავაბრალებდი + ის სამაჯური მაგრად აღიზიანებდა მგონი :D ) და შესვენებიდან, რომ გამოდიოდა რაღაც ძაან გაბრაზებული იყო, მსაჯს და კიდევ რამდენიმეს ლამის ხელის გაწევით გადაასწრო
las
ჯერ სად არის. მეორე წრეში ამას ვერავინ შეაჩერებს. ნაპოლიში სულ სხვა კლასს, გამძლეობას და სწორ გამართულ თანამედროვე სტილს აითვისებს. აი იმენა ყველაფერს დახვეწავს, თავით თამაშს, სწორ დროულ პასს, უბურთოდ მოძრაობას, თანამედროვე სტილს. გოლის ალღოს
თენგო
კვარამ გადამწყვეტი გოლი და საგოლე პასი გააკეთა. პირველი გოლი ვიცით რას ნიშნავს. ამასთან მოწინააღმდეგე კვარასკენ იყო კონცენტრირებული და მარჯვენა ფრთაზე გულაობდნენ ნაპოლელები. და კიდევ ერთი დიდი დამსახურება კვარასი: დანარჩენი გუნდი სრულად იხარჯება,ჟილკით თამაშობს, ამას გინდათ შური დავარქვათ, გინდა ხათრი, ჩვენც რამე გავაკეთოთო. მთავარია, ეს ამინდი ხვიჩას მოტანილია. მაგარი ბიჭი გვყავს
ania
აბა ქართველებო გახსენით ახლა სახაჭაპურე ნაპოლში და კლიენტს ვერც აუხვალთ რესტორანიც' ისარგებლეტ ახალი შანსით! ჩვენს ბიჭს სულ გოლები გაეტანოს!
დ
არ მოამარაგებს და კაი ჩიტსაც დაიჭერს, სკამის ხეხვა არ ასცდება
9
ოსიმენს თავისი საქმე აქ ნუ შეუკიკინეთ რა
ტარიელ მაღალდაძე
წუხანდელის მერე მაქარიანი და სანოევი ცოცხლები არიან?! :D ისე კი კვარასი ოსიმენს შურს და ძალიან მგონია რომ შინაგანად ეჯიბრება, ძალიან უნდა ლიდერის ფუნქცია თავად ჰქონდეს ყოველმხრივ და რომ გრძნობს გულშემატკივართა სიმპატიას კვარასადმი, ტალანტის და საფეხბურთო ინტელექტის ქართველის უპირატესობას მგონია რომ იგრუზება!
ტოტტი
მარცხენა დატვირთეო სპალეტი იძახდაო . იმედია მარიო რუისაც ეტყვის საყვედურს რო ხვიჩას არ ამარაგებდა საკმარისად პასებით. ვარჯიშზე რო ფეხებშუა გაუტარა ბურთი და ყველა მაგას აჩვენებდა მგონი მის მერე ამოიჩემა თვალში კვარა ამ პატარა კაცმა .
კაპიტან გარდენბურგი
ეს უსაყვარლესი და უმაგრესი კაცი :)) მიდი ხვიჩა წარმატებები
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
"გაცილებით დაბალ დონეზეა, ხვიჩაზე ეს ამას არ ამართლებს..." - რას წერენ პსჟ-ის ფანები კვარაცხელიას შესახებ "მონაკოსთან" მატჩის შემდეგ
საფრანგეთის თასზე ქართველების გუნდების მეტოქეები გაირკვა
[VIDEO] "ჩელსიმ" "ბარსელონა" გაანადგურა, "ბაიერმა" "სიტის" მოუგო - ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბული მატჩები გაიმართა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
კონტე: "ყარაბაღთან" გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
[VIDEO] ნერესის დუბლი - "ნაპოლიმ" "ატალანტას" სძლია
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე