ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. Sportall.ge მთელი სეზონის განმავლობაში გთავაზობდათ ანალიტიკურ მასალებს ქართველი გარემარბის შესახებ, ახლა კი კიდევ ერთხელ ვაქვეყნებთ სტატიას, რომელიც 17 აგვისტოთი თარიღდება. გავიხსენოთ, როგორ იწყებოდა კვარაცხელიას ნეაპოლური კარიერა. "კვარადონას" პირველი ოფიციალური შეხვედრა 15 აგვისტოს შედგა, როცა ლუჩანო სპალეტის გუნდმა "ვერონა" სტუმრად დიდი ანგარიშით (5:2) დაამარცხა. ქართველმა ლეგიონერმა 37-ე წუთზე ანგარიში (ლოსანოს "ასისტით") გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმში პოლონელი ზელინსკი ბრწყინვალე პასით მოამარაგა და ნეაპოლელები დააწინაურა...

გოლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტი მის სამშობლოში "ჩვენებურად" ვთარგმნეთ - მშვიდად ვართ, რადგან "დიდ მოედნებზე" საკუთარი ადგილი ისევ ვიპოვეთ. კვარაცხელიას თამაში ყველაფერი ისაა, რის გამოც ფეხბურთი ყველაზე მეტად გვიყვარს - თამაშის გამწვავება, დრიბლინგი, ეფექტური პასი, დარტყმა და გოლი. დებიუტანტის ფაქტორიდან გამომდინარე, ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი ხვიჩას ერთნაირი წარმატებით არ გამოუვიდა, უფრო მეტსაც შეძლებს და ამას ერთად ვნახავთ, მაგრამ ქართველმა შემტევმა "ნაპოლის" გადამწყვეტ მომენტებში დიდი საქმე გაუკეთა - ანგარიში გაათანაბრა და შემდეგ გაატანინა მაშინ, როცა ვერონელები თამაშში დაბრუნდნენ და "ნაპოლი" თითქოს პოზიციებს თმობდა.

კვარაცხელიამ ლამაზი გოლი გაიტანა, თუმცა მაგ სტილის დარტყმები სხვებისგანაც გვინახავს, აი ამ კლასის, სილამაზისა და სისხარტის საგოლე პასს კი იშვიათად, მხოლოდ ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელების შესრულებით შეხვდებით, თუნდაც ისეთისგან, როგორიც ანხელ დი მარიაა - ამ მატჩიდან მალევე მან ერთგვარი შედევრები შემოგვთავაზა. ხმამაღალი შედარებაა? - კი, თუმცა ხვიჩას შესაძლებლობები სწორედ ვარსკვლავობას უმიზნებს. "კვარა" სხვა ბიჭი ჩანს - მშვიდი, საკუთარ ძალებში დარწმუნებული, თუმცა წინასწარ საუბარი მაინც არ გვინდა, ყევლაფერს მოედანზე თავად ფეხბურთელი "იტყვის."

ლეგიონერები ჩვენს ქვეყანას და მის სახელს წარმოადგენენ. "ნაპოლის" თამაშის მიმართ იმხელა მოლოდინი იყო, შემდეგ კი ისეთი სიხარული გამოვხატოთ - ეს ყველგან იგრძნობოდა, რეალურ ურთიერთობებსა თუ სოციალურ ქსელებში. ეს მართლაც საქართველოს ნაკრების გოლის დარი ემოციები იყო, თითქოს "ჯვაროსნებმა" კიდევ ერთი მეტოქე დაამარცხა.

თამასის მაღლა აწევა კარგია, მაგრამ ახლა მთავარია, გულშემატკივრებმა ერთგვარი სენი დავძლიოთ და თუკი კვარაცხელია ყველა მატჩს ერთმანეთზე უკეთესად არ ჩაატარებს, ნეგატიური გამოხმაურებები არ გვქონდეს. გვესმის ცუდი გამოცდილების, მაგრამ ახლა სხვა სიო ქრის - ხვიჩა ამ სიყვარულს, რასაც გულშემატკივრებისგან გრძნობს, საქმით დაამტკიცებს. ის თავმდაბალი ბიჭია, შეიძლება რაღაც ისე ვერ გამოხატოს, თუმცა ვგრძნობთ, რისი თქმაც სურს. მატჩის შემდეგ, ოსიმენმა ძალიან კარგი რამ აღნიშნა - გატანის შემდეგ, კვარაცხელიამ გამამხნევა, ახლა შენი დროაო (ამ შეხვედრაში ნიგერიელი ფორვარდის ანგარიშზეც გოლი და საგოლე პასი იყო).

ხვიჩამ სადებიუტო მღელვარება გადალახა, მაგრამ ერთ კვირაში გულშემატკივრებით სიყვარულით სავსეს "დიეგო მარადონაზე" თამაში ელის. ნეაპოლელები ქართველ ფეხბურთელს შესაბამის დახვედრას მოუწყობენ. სპალეტი, რომელმაც როგორც კი თამაში მოგებულად მიიჩნია, ხვიჩას დასვენების საშუალება მისცა, მასთან ერთი კვირის განმავლობაში კიდევ ბევრს ისაუბრებს, რათა კიდევ უფრო კარგი "კვარა" ვიხილოთ. ამ ბიჭმა უკვე შეძლო, იტალიელები მასზე ბევრს წერდნენ, მალე კი ჩემპიონთა ლიგა დაიწყება და მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება.

იმ ხალხზე ბევრი საუბარი კი, ვინც რაღაც გაუგებარი მიზეზებით კვარაცხელიაზე ჯერ კიდევ ჩასაფრებულია, მათთვის მხოლოდ პრივილეგიაა. ჩვენ გავიხარებთ, ვინერვიულებთ, შეცდომებზეც მივუთითებთ, ისინი კი უბრალოდ "თამაშგარე მდგომარეობაში" დარჩებიან...

სოსო
ჰო,ყველა შიშნარევი იმედით ველოდით და ხვიჩა,ნაბიჯ-ნაბიჯ გვიხსნიდა ეჭვებს.ასეთ წარმატებაზე ფიქრს,ალბათ ვერავინ გაბედავდა,მაგრამ ძირითადში ადგილის დამკვიდრებას და რამდენიმე გოლის გატანას ბევრნი ვიმედოვნებდით.მე პირადად,წარმატებულ ძალიან დებიუტად ჩავთვლიდი,5-5 გოლსა+პასს თუ შეაგროვებდა და სადღაც ოქტომბისათვის,ძირითადში დაიწყებდა გამოსვლას.დებიუტისათვის, ნებისმიერი ფლანგის ფეხბურთელისათვის,ეს შესანიშნავი შედეგი იქნებოდა,მაგრამ ხვიჩამ რასაც მიაღწია,ყველამ იცით.მან ყველა მოლოდინს გადააჭარბა!
ფიგარო
გილოცავთ ღვთისავარ ხვიჩას ამ წარმატებას და იმედი მაქვს თქვენს სტატიებსაც მომავალში ხშირად წავიკითხავ. წარმატებები თქვენ პროფესიულ და პირად არენაზე.
ქ. გ.
Tuttonapoli-მ სტატია გამოაქვეყნა. ნაპოლი კვერნაძეს აკვირდება. https://www.tuttonapoli.net/calciomercato/video-giuntoli-guarda-ancora-in-georgia-occhi-sull-attaccante-2003-kvernadze-526411 სტატიაში ეს ვიდეოც არის: https://www.youtube.com/watch?v=5JkspHYThx8
ქ. გ.
დავითაშვილი არის საშუალო ფეხბურთელი.
ქ. გ.
ჩემო ძვირფასო თანამემამულენო! ძალიან დიდი მადლობა, რომ გაგვიზიარეთ თქვენი უაზრო აზრები.

ჭორიკანა კაცი. რა ფსკერზე უნდა იყო, ვინმეს პირად ცხოვრებაზე იჭორაო
ქ.გ-ს
შენ თუ არ მოგწონს მოკვდება ხვიჩა ნერვიულობით და მოეშვი ჭორაობას
მე არ ვარ რობოტი
ოკ
Kai
შენი შვილი გავურიგოთ
ქ. გ.
ეს წაიკითხეთ https://www.calcionapoli24.it/notizie/sky-le-rivelazioni-del-2022-dei-top-cinque-campionati-europei-da-n543230.html
ქ. გ.
1. ხვიჩას წარმატებები! ძალიან კარგი კაცია! 2. ნიცამ ხვიჩა პარიზში წაიყვანა (ინსტაგრამი შეამოწმეთ). ჩემი კომენტარი: რა დროს პარიზია?! მოამზადეთ თქვენი dislike-ები. არ მომწონს მე ეს თქვენი ნიცა.
tngh
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!!
მასიმო ამბროზინი
აქ რაც წერია, ზუსტად ასე განვითარდა. ყოჩაღ ავტორს!
alexandre
და იტალიური როგორ გავიგო, გუგლში ვთარგმნო?
სოსო
პირველ ტაიმში ბურთის ფლობა,82 % ჰქონდა,ნაპოლის.ასეთ პირობებში,როცა ორი კაცი ფეხზე გაზის და მესამე აზღვევს,მაინცდამაინც ვერ იდრიბლინგებ.როცა ისეთ გუნდებთან ითამაშებენ,ვინც შეტევაზე თამამად მოდის,იქ სივრცეები გაჩნდება და კვარას დრიბლინგებსაც ვიხილავთ,თუმცა როცა გვერდით კარგი პარტნიორები გყავს და თამამად შეიძლება ბურთი მასთან გაითამაშო,მხოლოდ მოტყუებაზე თამაში,ზედმეტი რისკია და დარწმუნებული ვარ,არც ხვიჩა დაიწყებს,დრიბლინგის ბოროტად გამოყენებას.არც სპალეტის და არც ხვიჩას ეგ არ შეეშლებათ,როდის რა სჯობია და ასეც ითამაშებს.პირველ მატჩშიც კარგად გამოჩნდა,რომ პასით თამაშშიც ძალიან ძლიერია.
T.q
ძალიან მიხარია რომ კვარა და ოსიმენი დაძმობილდნენ ეს ალიან მნიშვნელოვანია და ტან წინა ხაზია ასეთი ურთიერთობა ფეხბურთელებისას მოაქვს შედეგი და გული მიგრძნობს რომ ეს წყვილი ძალიან გააკვირვებს არამარტო იტალიას ფირცა ნაპოლი ამჯერად მაპატიოს ჩემმა მილანმა.
ქ. გ.
ეს წაიკითხეთ https://twitter.com/CorSport/status/1559917984331796480
ექიმი ჟივაგი
პაციენტი მყავს, ვინაობას ვერ ვიტყვი, ვახო ქვია და ს-ზე იწყება გვარი, ორშაბათს საღამოდან მაქვს გულის ფრიალებიო და არ ვიცი რა მოვუხერხო.
zura222
რასია 1 ც აჩვენებდა ? მე მეორე დილით სპეციალურად ვუყურე მატჩ ფუტბოლ 1 ზე გამეორებას და იქ კომენტატორისგან ისეთი ბალეშიკობა არ მომისმენია 1-2 ჯერ გაკვრით ახსენა რომ კარგი მოთამაშეაო და მორჩა (გოლზე და საგოლე პასზე არ ვამბობ იქ უბრალოდ იძულებული იყო რომ შეექო)
zura222
ანუ შენი აზრით რაც სანაიამ მაქარამ შუბლაძემ და სხვა ჩასაფრებულმა ვირთხებმა დაწერეს ის კრიტიკა იყო ???
zura222
ყოჩაღ კაი სტატიაა ! და ჩასაფრებულებს რაც შეეხება იმ ნაც ნაგვებს და ურა "პაწრიოწებს" ნუ უქვეყნებთ კომენტარებს ! წავიდნენ და ნაცების ფეისბუკ გვერდებზე ანთხიონ ბოღმა და შხამი @
zura222
ხუთმა ქათამმა დისლაოქი დაგიწერაა DD
meerani
ეყოოოოოო ეყოოოო გათვალავთ
დიმო
კარგი სტატიაა!
Vasili
კრიტიკოსი სხვა რამეა და ჩასაფრებული , გაბოროტებული სულის ადამიანი სულ სხვა რამე,
Skeleton
კრიტიკა აუცილებელია და არ დააკლებენ მაგას არც იტალიაში და არც აქ. ასევე ჰყავს მწვრთნელი, რომელიც მუდმივად მიუთითებს მის შეცდომებზე და ჩავარდნებზე, თავადაც უკვე შემდგარი პროფესიონალია და კარგად ხედავს სად რა ეშლება. მოდით იმ ხალხისთვის ნუ გადაგვახდევინებთ მადლობას, ვინც დივანზე წამოწოლილი ისვრის არაადეკვატურ კრიტიკას, და ერთი სული აქვს კვარაცხელიას ფეხი დაუცდეს, მერე ბედნიერი რომ იძახოს აი ხომ ვამბობდიო. საქართველოში 90% არ არის კრიტიკისთვის მცოდნე და ადეკვატური. ვისაც მართლა კარგი უნდა ხვიჩასთვის და მაგ მიზნით აკრიტიკებს, ის სხვანაირად მოძებნის ამ კრიტიკის გამოხატვის ფორმას და არა ისე, როგორც აქაური წარუმატებელი, სხვის ჩავარდნაზე მეოცნებეები იქცევიან!! წარმოდგენაც არ გაქვთ რამდენი ბოროტი ადამიანია საქართველოში, ვისაც არ უნდა ხვიჩას წარმატება, და უბრალოდ არ უხარია. ახლა შეყუჟულია სადღაც, როგორც კი ცოტა ჩავარდნა იქნება მერე დაინახავთ ყველას... მათ "პროფესიონალიზმშიც" დარწმუნდებით. ვითომ კარგი უნდათ და იმიტომ აკრიტკებენ? არ ვჭამთ ამას ხალხი :)
rable
მადლობა ავტორს. -მოკლედ, საინტერესოდ და ტევადად გადმოგვცა. ბევრი ანალიტიკური სტატიები უნდა იყვეს და არა მხოლოდ ნათარგმნი
ჟორა გაბრიჭიძე
ბატონებო, მე მართალია კვარას თაყვანისმცემელთა გუნდში ვარ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სწორედ თაყვანისმცემელთა თაყვანისცემა აშტერებს კაცს და არა ჩასაფრებულების. ის ჩასაფრებული, უფრო დიდ საქმეს უკეთებს კვარას და ნებისმიერს, ვიდრე ბრმად თაყვანისცემა, რადგან კაცი ხედავს სად აქვს მოსამატებელი და რა აქვს გამოსასწორებელი. გასაგებია? ამიტომ მეტი პატივი კრიტიკოსებს ეცით, რადგან სწორედ ისინი არიანია დაძინების უფლებას რომ არ გაძლევენ.
Anj: Antey.
მრჩება შდაბეჭდილება სპალეტის გულის სიღრმეში გრძნობს ხვიჩას გაცილებით მეტი შეუძლიაო და სწორედ ეს თქვა მან მატჩის შემდგომ ინტერვიუში მიუხედავათ ხვიჩას გოლისა თავით და ელეგანტური საგოლე პასისა, მას გაცილებით მეტი შეუძლიაო და მან სწორედ ის იგულისხმა მისი მომაჯადოვებელი დრიბლინგები დააკლდა თვალსო. ხვიჩამ მაღლა ასწია ეს თამასა და ამიტომ მისგან ამ ასპექტში მეტსაც ელიან . გადახედეთ პირველ ტურს სერია აში ათივე თამაშში მაქსიმუმ 6-7 დრიბლინგი იყო. ბევრი სერია ას მოთამაშე არ უფრო ვერ ბედავს დრიბლინგებს ხვიჩას აქვს ეს კოზირი ის მისი მომაჯადოვებელი დრიბლინგების "კაცის მოტყუების" უდიდესი უნარის გამო შეიყვარეს ნეაპოლში და არა მარტო. ვფიქრობ თვითონ თანაგუნდელებმაც უფრო მეტად ხშირად უნდა დატვირთონ კვარა განსაკუთრებით მეტოქის შეტევაში მათთვის სწრაფად ართმეული ბურთების დროს სადაც სივრცეები დიდია და სწორედ ამ დროსაა ხვიჩა გამანადგურებლად საშიში მეტოქე მცველებისთვის და სწორედ ამ დროს ქმნის ის მის სავიზიტო ბარათს "დრიბლინგებს" და თუ ხვიჩა ყოველ თამაშში მინიმუმ 2-3 ჯერ შემოგვთავაზებს ასეთ დრიბლინგებს გაგრძელებული პოტენციური საგოლე პასებითა ან მწვავე დარტყმებით დაგვირგვინებული ის მოინადირებს სპალეტის გულს და გარანტირებული ექნება ადგილი მარცხენა ვინგერის პოზიციაზე და გარანტირებული სიყვარული მთელი ნეაპოლისა მათთვის საფეხბურთო კლუბი ნაპოლი კი თვით ღვთაებაა. წინ დიდი გამოწვევებია მაგრამ ამასთანავე დიდი სიამოვნების მონიჭების ფართო პეიზაჟიც მოჩანს სახელად "კვარადონა".
ლუკა
ველოდები ჩაკვეტაძის და მიქაუტაძის გაბრწყინება,მთავარია ყველა ჯანმრთელად იყოს და ეს ტრიო უკვე ნაკრებს მაგრად გაქაჩავს!
ილია
ერთ უხსენებელი ტელევიზიის ეკრანიდან ერთი ქალბატონი და ვაი სპორტული ჟურნალისტი ამტკიცებდნენ რომ კვარას ნაპოლში გადასვლა ბლეფია და მათ წერილი აქვთ გუნდიდან გამოგზავნილი რომ ეს საკითხი არც კი განიხილება. ეხლა რას იტყვიან საინტერესოა და ბოდიშს თუ მოიხდიან მაინც?
G.LA
არაფერი გადამეტება არაა შედარება დი მარიასთან. უბრალოდ ხვიჩა ახლა გავიდა ევროპის სარბილეზე, მოვა სულ მალე დრო და ასეთი თავდაბლებიც აღარ ვიქნებით. ხვიჩათი ჩვენ ნამდვილად ვიტრაბახებთ. მე ძალიან მომენატრა კარგი ქართველი ფეხბურთელით ტრაბახი, რომელიც ევროპაში თავის დიდ სიტყვას იტყვის. მეც მჯერა და სულ ვწერდი, ხვიჩას ზედა დონე ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით. ყელაფერი წინ არის. ამ ქვეყანაში ხვიჩას მტერი არ ყავს და არც სხვაგან. ხვიჩა ის ფეხბურთელია ვისაც ხალხისთვის სიხარული მოაქვს. ჩასაფრებულებზე არც ღირს ლაპარაკი, ზოგი მათგანი უბრალოდ პროფესორობდნენ და ა.შ.
irakli
ვისაც კვარა არ მოსწონს არის ქათამი ნაცები, სანაის და მაქარაშვილის სახით
Givi
Saertod top rusi komentatorebis didi umravlesoba marto xvichas kiara saqartvelos nakrebsac magrad gulshematkivroben,andronovi,utkini,melnikovi,dementievi...dzalian bevri matchi minaxavs amati wakvanili da ertxel ar maxsovs cudi rame etqvat qarvel fexburtelebze...neta maseti xalxi kremlshic kavdet chventvisac kargi iqneba da magatvisac...
Soso
გეთანხმები რასია 1 ვუყურებდი ხვიჩას თამაშს სხვაგან ვერ გავხსენი საოცრად ქომაგობდა კომენტატორი
ინასა
სხვათა შორის ლვარაზე რუსმა გულშემატკივრებმა ძაან კაი კომენტარები დადეს, ვისაც ფეხბურთი ესმის ის ვერ დაწერს ცუდ კომენტარს, ტიპები წერდნენ ვინც აკრიტიკებდით მარტო რუბინსი დარბის სხვაგამ ვერ გაქაჩავს გამოდით სადახართო, იგივე რუბინის ფანებს მაგრად უყვარდათ, გინდ კომენტატორებს, მე არ მახოვს რუს კომენტაოტრს ცუდი რამე ეთქვა ხვიჩაზე პირიქით სულ დადებითად ახასიათებდნენ და ძაანაც გულშემტკივრობდნენ, იგივე რა კომენტარი დადო სლუცკიმ, გინდ სიომინმა, ძაან უყვართ მაგ მწვრთნელბს
დავით
კვარა ყველას გვიყვარს, და ყველას გაგვიხარდება მისი ცარმატება დარიგება არ უნდა ეწყინოს ყავს მწვრთნელი და ის მიხედავს ჩემფან რჩევა იქნება კარში დართყმებზე უნდა იმუშაოს წარმატებები კვარა ჩვენ შენ გვერდში ვართ იცოდე
Lebron
დიახაც ჩასაფრებულები არიან: ვახტანგ სანაია, ნიკა გვარამია, ბაბუცა პატარაია, მარქარიან გიგა, მიხეილ მშვილდაძე და სხვა ნაცები?!!!!!თუმცა არაუშავს ჩვენ ვიცით ვინ არის ჩასაფრებული და შესაბამის პასუხს და რეაქციასაც არ დავაყოვნებთ ვინც ჩვენ წარმატებულ სპორტსმენებს უსამართლოდ შეეხება!!!!
იაკობი
არაფერი არავისი დასარიგებელი არ სჭირს ხვიჩას.ის ფროფესიონალია და დამიჯერე ვაიპატრიოტებს იქეთ წაუკითხავს ლექიებს.
ვითომ პატრიოტს
კაი, დავუშვათ მასეა და არავინაა ჩასაფრებული, წარმატებულ დებიუტზე რატომ არაფერს წერენ? იცი ისინი კიდევ როდის გამოჩნდებიან? როცა ხვიჩას თამაში ჩაუვარდება. ასე იყო ნაკრებზეც, სანამ ბულგარეთთან ქულები არ დავკარგეთ, ხმა არ ამოუღიათ
სოსოია
მიდი ხვიჩა და ბიჭებო არავისზე ნაკლებად არ შეგიძლიათ წერა, რუსების აზრი არ გვაინტერესებს
პატრიოტი
რა სისულეეა, არავინაა ჩასაფრებული, ნუ აზვიადებთ, ხვიჩა ყველას უყვარს, უბრალიდ, ზოგიერთმა დაარიგა, მტერს მტერი უწოდეო
გულშემატკივარი
საღოლ ძმაო დაგიფასდება
პირველი ვარჯიში ახალ კლუბში - ქოჩორაშვილის პორტუგალიური კარიერა ოფიციალურად დაიწყო
აბრაჰამი წავიდა - ახლა "რომაში" მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მიქაუტაძეა
"მოსკოვის "დინამოში" თამაში ყველას სურს" - გაგნიძეს დარჩენის ამბავს კარპინი გადაწყვეტს
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
ოსიმენი "ნაპოლის" პრობლემაა - შეიძლება ერთი წელი უქმობა მოუწიოს
"ოსიმენი "ნაპოლიში" ვეღარ დაბრუნდება, გეტყვით, სად გააგრძელებს კარიერას" - ფედელემ ნიგერიელზე ისაუბრა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ინტერ მაიამისთან" მატჩში?
შეთანხმება მიღწეულია - "ნაპოლი" კვარაცხელიას პოზიციაზე ფეხბურთელს პსვ-იდან იმატებს
რა თქვეს ნამატჩევს მესიმ და კვარაცხელიამ?
დე ლაურენტისმა პოლიტანოს საქორწილო საჩუქარი გაუკეთა