ტოგოელ თავდამსხმელს, 27 წლის ემანუელ ადებაიორს დააჯარიმებენ - ის „მანჩესტერ სიტის“ ვარჯიშებს აცდენს
ტოგოელ თავდამსხმელს, 27 წლის ემანუელ ადებაიორს დააჯარიმებენ - ის „მანჩესტერ სიტის“ ვარჯიშებს აცდენს. ფორვარდმა შვებულების შემდეგ ბაზაზე გამოცხადების ვადას სამი დღე გადააცილა. ადებაიორის ხელფასი კვირაში 170 ათასი ფუნტია და ისტლენდელები, სავარაუდოდ, დაუქვითავენ.

მოგეხსენებათ, ადებაიორი „სიტის“ ბაზაზე პროტესტის ნიშნად არ დადის. როდესაც შეიტყო, რომ მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ კალიფორნიაში წასაყვანთა სიაში არ ჩაწერა, შეურაცხყოფილი დარჩა, რადგან ეს მის პირველი გუნდის მიღმა დატოვებას ნიშნავდა. თან, დატოვების შესახებ ტოგოელს ხეირიანად არც შეატყობინეს. მას განა მწვრთნელმა ან რომელიმე პასუხისმგებელმა პირმა დაურეკა, არამედ ადმინისტრატორ ბრაიან მერვუდის მდივანმა ქალმა გაუგზავნა მესიჯი, სადაც ბაზაზე გამოცხადების დღე ეწერა და მეტი არაფერი. აღშფოთებულმა ადებაიორმა ადვოკატების ძებნა დაიწყო, რათა „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ სასამართლოში ეჩივლა. სწორედ მაშინ ახსენა ფეხბურთელმა ბოიკოტიც.

„რა აზრი აქვს ბაზაზე სიარულს თუკი გუნდში არ ვიქნები? ასე, დამოუკიდებლად, ხომ სხვაგანაც ვივარჯიშებ“ - თქვა ტოგოელმა და როგორ ირკვევა, აასრულა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა, რომელიც ისტლენდელებმა ორი წლის წინ „არსენალისგან“ 25 მილიონ ფუნტად იყიდეს, ამ ზაფხულში სანკტ პეტერბურგის „ზენიტსა“ და „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლაზე უარი განაცხადა. მანუს „რეალში“ დარჩენა სურს, სადაც გასული სეზონი იჯარის წესით გაატარა, თუმცა, როგორც ირკვევა, მისი გულისთვის არც მადრიდელთა თავკაცი ჟოზე მოურინიო იკლავს თავს.

საინტერესო ფაქტია, რომ ყველა ფეხბურთელი, ვინც „სიტიში“ წინა მწვრთნელის, მარკ ჰიუზის ეპოქაში მივიდა და კლუბს დღემდე შემორჩა, 25 კაციან განაცხადს მიღმაა. სხვა სიტყვებით, ისტლენდელები მათთვის გვარიანი ხელფასების გადახდას არ ერიდებიან, მაგრამ არც ათამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა