გთავაზობთ 18 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეებს.

ედინსონ კავანი "ვილიარეალში" გადასვლასთან ახლოსაა, ESPN-ის თანახმად, "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ყოფილმა მოთამაშემ, ხუან რომან რიკელმემ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა. კავანი ივლისის შემდეგ უგუნდოდაა. ურუგვაელი ფორვარდის უკანასკნელი კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო, ედინსონმა "მანკუნიანელთა" მაისურით პრემიერ ლიგაში 41 შეხვედრა ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" გრიზმანის დამატება შესთავაზეს, The Guardian-ის ცნობით, დიეგო სიმეონეს კრიშტიანუ რონალდოს დამატება სურს, ამიტომ მხარეებმა, შესაძლოა, გაცვლის ვარიანტიც განიხილონ. გრიზმანი "ატლეტიკოს" გასულ სეზონში "ბარსელონადან" დაუბრუნდა, თუმცა ფრანგმა სათანადო ფორმის აღდგენა ვერ შეძლო. ანტუანმა გასულ სეზონში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა. რაც შეეხება რონალდოს, უკანასკნელი ცნობებით პორტუგალიელი კვლავ კლუბის შეცვლას განიხილავს.

"ჩელსის" პულიშიჩის იჯარით გაშვება სურს, ამერიკელის დამატებას "წითელი ეშმაკები" განიხილავენ, აღნიშნულ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს, მოთამაშით დაინტერესებას, ასევე "ნიუკასლი", "იუვენტუსი" და მადრიდის "ატლეტიკო" გამოთქვამენ, თუმცა კრისტიანს ყველაზე მეტად "მანჩესტერის" ვარიანტი ხიბლავს. პულიშიჩი "ჩელსის" ძირითადის მოთამაშედ აღარ განიხილება, გარემარბი "არისტოკრატებმა" 2019 წლის ზაფხულში, 58 მილიონი ევროს სანაცვლოდ "დორტმუნდიდან" დაიმატეს.

"ტოტენჰემის" ნახევარმცველი ნტანგი ნდომბელე "ნაპოლიში" გადასვლასთან ახლოსაა, ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეებმა ყველა დეტალი შეათანხმეს, ხელშეკრულება საიჯარო იქნება და იტალიელები 1 მილიონ ევროს გადაიხდიან, ნდომბელეს მსოფლიო ჩემპიონატის წინ სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს, გარდა ამისა, ფრანგი არც ანტონიო კონტეს გეგმებში ჯდებოდა და უმეტეს დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებდა, გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით "ლიონში" გაატარა, თუმცა მშობლიურ გუნდშიც ვერ შეძლო სასურველი ფორმის აღდგენა.

The Athletic-ის ცნობით, ბრაზილიელი ვილიანი პრემიერ ლიგაში დაბრუნების, კერძოდ "ფულემში" თამაშის ვარიანტს განიხილავს. მოთამაშემ "კორინთიანსთან" კონტრაქტი ახლახანს გაწყვიტა, რადგან გულშემატკივრებისგან მუქარის შემცველი წერილები მიიიღო, 34 წლის ფეხბურთელი "ფულემის" ბაზაზე უკვე იმყოფებოდა და ინგლისში დაბრუნების ვარიანტს მიესალმება. ვილიანს აქამდე ლონდონის "ჩელსისა" და "არსენალში" უთამაშია.

ჯოვანი სიმეონე კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს. RAI-ს ცნობით, ჯოვანი მზადაა "ლურჯებთან" კონტრაქტს ხელი დღესვე მოაწეროს. არგენტინელი ამჟამად "ვერონას" ღირსებას იცავს. "რივერ პლეიტის" აღზრდილმა თამაში "ჯენოაში", "ფიორენტინასა" და "კალიარიშიც" მოასწრო.

ალვარესი "ბარსელონაში"? არგენტინელს ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავენ
AS: 2024 წლის ზაფხულში "რეალი" ალფონსო დევისის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს
"ბარსელონა" და "რეალი" სანეს დამატებით დაინტერესდნენ - ფეხბურთელი გადაწყვეტილებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე მიიღებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა