გთავაზობთ 19 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეებს.

"ბარსელონას" ყოფილი მოთამაშის ლობო კარასკოს თქმით, ლიონელ მესის "ბლაუგრანაში" დაბრუნება სურს. "კატალონიელები ტრანსფერზე მუშაობას იანვრიდან დაიწყებენ და ვნახავთ შედგება თუ არა დაბრუნება" - განაცხადა კარასკომ, შეგახსენებთ მესიმ მშობლიური კლუბი გასულ ზაფხულში დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით პსჟ-ს შეუერთდა, არგენტინელს ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" კაზემიროს შეძენასთან ახლოსაა, The Athletic-ის ცნობით, ბრაზილიელი თანახმაა "მანკუნიანელებს" შეუერთდეს. ახალ კლუბში საყრდენი ნახევარმცველი კვირაში 415 000 ევროს გამოიმუშავებს, მადრიდის "რეალი" კი 60 მილიონ ევროს მიიღებს. ფლორენტინო პერესს გამოცდილი მოთამაშის გაშვება არ სურდა, თუმცა კაზემიროს ახალი გამოწვევები სურდა, ტრანსფერო მომდევნო 24 საათში გაოფიციალურდება.

ტურინის "იუვენტუსი" მემფის დეპაის შეძენას ცდილობს, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ბარსელონასა" და "იუვეს" შორის მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაიმართება. იტალიურ გუნდს მემფისის შეძენა თავისუფალი აგენტის სტატუსით სურთ, კონტრაქტის მიხედვით, ჰოლანდიელს "ბლაუგრანასთან" კიდევ 1 წელი აკავშირებს, თუმცა შემტევი ხავის გეგმებში არ ჯდება, ამიტომ ტრანსფერის ალბათობა მაღალია.

"ლივერპული" "დორტმუნდის" ვარსკვლავით ჯუდ ბელინგემით ინტერესდება. Daily Mirror-ის ცნობით, მერსისაიდელებს ნაბი კეიტასთან სურთ განშორება და ინგლისელს სწორედ მის შემცვლელად მოიაზრებენ, კეიტა "ლივერპულს" 2018 წელს "ლაიფციგიდან" 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა ხშირი ტრავმიანობის გამო საკუთარი თამაში ვერ იპოვა და იურგენ კლოპი ახალი ნახევარმცველის დამატებას აპირებს, უცნობია გეგმავს თუ ბელინგემი ინგლისში დაბრუნებას.

CBC Sports-ის ინფორმაციით, "დორტმუნდი" ერთადერთი კლუბია, რომელსაც კრიშტიანო რონალდოს შეძენა შეუძლიათ, პორტუგალიელი კვლავ გუნდის დატოვებასა და ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდში გადასვლა სურს. რონალდოს აგენტი ჟორჟე მენდეში ტრანსფერის დახურვას შეეცდება, "მანჩესტერის" ჰოლანდიელი თავკაცი კრიშტიანოს ხელშეუხებელ მოთამაშედ აღარ მიიჩნევს, რადგან ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იგი კლუბის გასახდელში სიტუაციას აფუჭებს და მისი ქცევები გუნდის ხასიათზე უარყოფითად ისახება.

ლონდონის "ჩელსის" უახლოეს მომავალში ორი შემტევის აარონ გორდონისა და ობამეიანგის დამატება სურთ, გორდონი "ევერტონის" ღირსებას იცავს, ინგლისელის სანაცვლოდ "არისტოკრატებმა" "კანფეტებს" 50 მილიონი შესთავაზეს, თუმცა მერსისაიდელებმა წინადადება დაბლოკეს, "ჩელსი" მის სანაცვლოდ კიდევ ერთ წინადადებას ამზადებს, რაც შეეხება ობამეიანგს, გაბონელი პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტს მიესალმება, "ბარსელონა" კი მზადაა 32 წლის მოთამაშეს შეელიოს თუ მასში 30 მილიონს აიღებენ. ორივე ტრანსფერის დახურვას პირადად გუნდის მფლობელი ტოდ ბოელი ცდილობს, ამიტომ მოსალოდნელია, რომ მალე "ჩელსის" ახალი შემტევი ხაზი ეყოლება.

ალვარესი "ბარსელონაში"? არგენტინელს ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავენ
AS: 2024 წლის ზაფხულში "რეალი" ალფონსო დევისის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს
"ბარსელონა" და "რეალი" სანეს დამატებით დაინტერესდნენ - ფეხბურთელი გადაწყვეტილებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე მიიღებს
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის