გთავაზობთ 23 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეებს.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მეკარის შეძენა სურს, Bild Sport-ის ინფორმაციით, "წითელი ეშმაკების" სამიზნე "აინტრახტის" გერმანელი კიპერი კევინ ტრაპია, წყაროს თანახმად, ინგლისურმა მხარემ ფეხბურთელის სანაცვლოდ შეთავაზება უკვე გააკეთა. კევინს ახალი გამოწვევები სურს და ახალ კლუბში გადასვლის წინააღმდეგი არ იქნება.

"აიაქსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ბრაზილიელი ვინგერის ანტონის ტრანსფერი შეათანხმა, აღნიშნულ ინფორმაციას O Globo ავრცელებს. "მანკუნიანელები" უახლოეს დღეებში 94 მილიონიან წინადადებას გააკეთებენ და ტრანსფერი დაიხურება. თავად ბრაზილიელთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულია, ანტონის ანაზღაურება წელიწადში 7 მილიონი იქნება და კონტრაქტი 2027 წლამდე გაფორმდება.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი კარიერას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Sport-ი იტყობინება, გაბონელმა "არისტოკრატებთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, "ბარსას" 22 მილიონიანი შეთავაზება მიიღო, რაც ლაპორტას მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ობამეიანგის გაშვებით, "ლურჯები" კუნდეს დარეგისტრირებას შეძლებენ.

კავანი "ვალენსიასთან" ერთ ნაბიჯშია, ესპანელი ჟურნალისტის ხუან კასტროს ინფორმაციით, "ღამურებმა" ურუგვაელს "ვილიარეალზე" უკეთესი პირობები შესთავაზეს, უახლოეს საათებში გადაწყდება თუ რომელ გუნდში მოისურვებს თამაშს ედინსონი, ბოლოს ის "იუნაიტედის" ღირსებას იცავდა და ივლისის თვის შემდეგ თავისუფალი აგენტია.

ლონდონის "არსენალი" ნიკოლა პეპეს შემცვლელად "ვულვზის" გარემარბს პედრუ ნეტუს მოიაზრებს. დევიდ ორნშტეინის ცნობით, "მეთოფეები" მზად არიან 22 წლის შემტევის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა "ვულვზის" ხელმძღვანელობა 50 მილიონს ითხოვს, რაც მოლაპარაკებებს ართულებს. თავად ნეტუს "არსენალში" გადასვლა სურს.

"ტოტენჰემის" ესპანელი შემტევი ბრაიან ხილი კარიერას "ვალენსიაში" გააგრძელებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მოთამაშე კონტეს გეგმებში არ შედის, ამიტომ "ღამურებში" დაბრუნდება, სადაც გასული სეზონი იჯარის წესით გაატარა, სადაც 13 მატჩი გამართა და 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ხილი "დეზებს" გასულ ზაფხულს 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ "სევილიადან" შეუერთდა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

ალვარესი "ბარსელონაში"? არგენტინელს ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავენ
AS: 2024 წლის ზაფხულში "რეალი" ალფონსო დევისის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს
"ბარსელონა" და "რეალი" სანეს დამატებით დაინტერესდნენ - ფეხბურთელი გადაწყვეტილებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე მიიღებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა