ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლალი ქოქოშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"მოგესალმებით. გუშინ პიცის საყიდლად შევედით მე და ბებოს ახლობელი ქალბატონი. რომ შევედით, ყველა ხვიჩაზე ლაპარაკობდა... ვერ გამოთქვამდნენ სწორად სახელსა და გვარს...

და შევუსწორე, ხვიჩა კვარაცხელია-მეთქი! და გამეღიმა!

ყველა მე მომაშტერდა...

როგორ? გაიმეორეო...

გავიმეორე კიდევ მეორედ და მკითხეს, ჯორჯიიდან ხარო?! კი-მეთქი და პიცა უფასოდ გვაჩუქეს...

ძლიერი და საამაყო ერი ხართო... ცრემლები თავისით მომდიოდა სიხარულისგან... ისეთი ამაყი ვიყავი ჩემი პატარა საქართველოთი", - წერს ქოქოშვილი.

alexandre
შურიანი ხალხის კომენტარებს ნუ ბეჭდავთ, თუ შეიძლება. ჰომ გიწერიათ, რომ გინება, ღვარძლი - არ დავბეჭდავთო? აი ვიღაც, ვითომ მეგრელი რომ წერს - გაფეტიშების მაგივრად რაღაც ასოების კრებულია, ანუ არაა ქართველი (არც მეგრელი, არც კახელი, არც იმერელი, .....; ჩვენი მიწის არ არი!). საქართველოს სადღირგძელოს კი სვამს ალბათ, მაგრამ გულში ბოღმით იგუდება, მხიტარიანი (მართლა ძალიან კარგი ფეხბურთელი, ღმერთმა გაუმარჯოს) ლამის 5 წელია თამაშობს იტალიაში, და ჯამში ამდენი კარგი არ დაწერილა მასზე. ნუთუ არ გვეყოფა სხვა სანერვიულო, ეხლა ამ იდიოტების გამო ვაშალოთ ნერვები?
გეგი
აი რამხელა სიხარული შეუძლია მოუტანოს ქვეყანას ამ ბიჭმა გავიფრთხილდეთ რა იქნება.ამ ამბავზეც კი ცრემლი მომადგა,როგორი ბედნიერებაა როცა ასე სიამაყით იტყვი უცხო ქვეყანაში რომ ხარ ქართველი.
ლევანი
ალბათ ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი ხარ რადგან ასეთ კომენტარს აკეთებს, ეხლა აგიხსნი რატომ უნდა იყოს არა მარტო ამ საიტზე არამედ ყველგან ასეთი ინფორმაცია. ერთმა ფეხბურთელმა ძალიან ბევრ თანამემამულეს მრავალწლიანი უფერული და რთული ყოფა შეუმსუბუქუქა, სხვა ქვეყნის მიწა წყალზე სხვის მოჯამაგირეებად ჩამდგარი ემიგრანტებს თავი ღირსეულად და ამაყად აგრძნობინა. ეხლა მიხვდი რატომ არის ეს ინფორმაცია აქ?
მეხინკლე
პიცა რაღაა, ნამცხვარია თუ ტორტი?
ლევანი
დაწყნარდი,თუ კაცი ხარ.
გომორძგუა მარგალეფც
ქინქი ზარმაცი იყო
გომორძგუა მარგალეფც
ჭორაობების გააფიშიტებაშ შეეშვით თქვენ მაინც
გივი
ამ საიტსაც მოაგენით? :)
skaro
აწი მარტო მაგის გამო თუ შეგვიყვანენ ევროკავშირში ტანაც პირდაპირ წევრად, თორე სხვა არავის იმედი არ მაქვს
gamagi
ეხლა ხო მაინც მიხვდნენ ზოგზოგიერთი ბიზნესმენი და ფეხბურთში ფული ჩადონ, რათა კიდევ ბევრი კვარაცხელია და ქინქლაძე გამოჩნდეს,იმათმა კი ცოტა დააჭირონ ვინც გაიძახოდა რო ფეხბურთი ქართველების სპორტი არ არისო,სწორედ რო ქართველების თამაშია ფეხბურთი,მესხის,მეტრეველის,ყიფიანის,დარასელიას ქვეყანაში არ შეიძლება ტალანტები არ იბადებოდნენ,ასე რომ დააფინანსეთ ფეხბურთი კერძო ბიზნესმა და წარმატებები თავისით მოვა.
ავთო
ერთი ძველი ანდაზა გამახსენდა: "დედა ნახე, მამა ნახე - შვილი ისე გამონახეო". შვილს მარტო გაზრდა კი არ უნდა, არამედ აღზრდა უნდა. ხოდა, რაც ოჯახებია - შვილებიც ისეთი გამოდის. ასე მარტივად არ და ვერ შეიცვლება გარემო, ამას თაობების ცვლილება სჭირდება. ხალხში, სანამ ისევ იქნება (აღსდგება) ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და სიყვარული, არ მოვიშლით ზიზღის ფრქვევას, ტყუილების ბრახა-ბრუხს და დროულად არ მივხედავთ საქმეს - არაფერი ჩვენ არ გვეშველება. ეს ყველაფერი კი ისევ ოჯახიდან უნდა მოდიოდეს.
Sandro
ვაბშე რა იბაზრე ძმობას გადიცებ გაგვაგებინე)

ქალები ბევრად კულტურულად და ინტელექტუალურად გამოთქვამენ თავიანთ სათქმელს, აი კაცების კომენტარების კი უბრალოდ მრცხვენია. ქებაც რომ სამარცხვინო იციან და სხვადასხვა სხეულის ნაწილებში რომ ენაცვალებიან, თუ ეგ ბიჭი მსგავს კომენტარება კითხულობს ალბათ თავში შემოიტყამს ხელს. ქალების გაუკვირდათ, დედის და ბებიის ასაკის ქალები სიამაყეს გრძნობენ და აქებენ , მადლობას უხდიან. რა არის ამაში გასაკვირი ან ცუდი? მოთქმა გოდება და ბანძი ქება-დიდება კაცებისგან რომ მესმის ისე უნდა. გინება ხომ გულისამრევია ქართულ ლექსიკონში მაგრამ ქებაც თუ შეიძლება ეგრე დაიყვანო არვიცოდი :( ყველას არ ეხება რათქმაუნდა, ადეკვატური კომენტარებიც არის აქა იქ.
beso
რა ვქნათ ახლა, მუდმივად ვკარგოთ ტალანტები და რატომ!? ჩვენ ხომ არტისტებად ვიბადებით და ვიზრდებით. მერე რა მოგვდის, სად ვიკარგებით!?>>>>>>>>>>ადამიანო, 15-18 წლიდან მოზარდებში არ გვაქს პოლიტიკა, რანაირად უნდა შევქმნათ არსტისტებიდან კაცობა. რანაირად მოვამზადოთ და ჩავაყენოთ ოჯახისა და ერის მსახურებაში. გიხაროდეთ!
დავით123
მართალი ხარ მეგობარო, სწორედ მათ, განსაკუთრებით კი უღმერთო ნაცებს უნდოდათ ხვიჩას გასვრა პოლიტიკით, მაგრამ მადლობა ღმერთს არ გამოუვიდათ.
ისე მაინც
"არც კაცი ვარგა, რომ "იუზერად" იწოდებოდეს, იყოს საიტზე და საიტისთვის არა აკეთოს" ვაჟა
ნკ
წარმოიდგინეთ ერთ ნიჭიერ მონდომებულ კარგ ადამიანს რამდენი შეუძლია და როგორ ასახელებს სამშობლოს და მთელ ერს რამხელა ბედნიერებაა ეს ნეაპოლში მყოფი ემიგრანტებისთვის წარმატებები ხვიჩას და ყველა იმ ქართველს ვისაც საქართველოსთვის უძგერს გული!!!!
zura222
საქართველოსთვის მარტო ხვიჩა აკეთებს გაცილებით მეტს ვიდრე ეს მთელი ჩვენი უსაქმური "პოლიტიკოსები" ნაც-ქოცები და ყველა !
გოჩა
აქ ჩვენთან ზოგიერთები მაგათ არც სახელი აქვთ და არც გვარი,როგორ ლანძღავდნენ ბიჭს,შენს გამზრდელს ვენაცვალე ჩვენი საამაყო ბიჭი,ფორცა ხვიჩა.
ბალეშიკ
ხვიჩა მთელ მსოფლიოს აჩვენებს საქართველოს სახელს ამ დროს ჩვენი პოლიტიკოსები რას აკეთებენ?ჩვენს ქართულ ტრადიციებს თელავენ სულში გვაფურთხებწნ ვიღაც პრო დასავლელია ვიღაც პრო რუსი და ეს დედა პრო ქართველები არავინ არის და მიჩნდება კითხვა რანაირად ვართ ძლიერი ერი სულაც არ ვართ ძლიერი ერი!!!
დდდ
გეხვეწებით, მაგ პიცის ერთი ნაჭერი ვახო სანაიას გამოუგზავნეთ, ფოსტის ფულს მე გადავიხდი...
ვაჟა
ესაა სპორტული საიტი და ამ ქალების მოთქმა გოდება რად გინდათ აქ?
კკკ
როგორც მესხმა აიძძულა ბრაზილიელებს მარაკანაზე მისი გვარის სკანდირება, ასევე ყოფილიყავი მსოფლიოს ყველა სტადიონზე, შენ ქართველებს სიხარულს გვჩუქნი
llcl
ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ხვიჩა, კიდევ უფრო მეტს გააკეთებს, ღმერთმა დაიფაროს ტრავმისგან! თან როგორი თავდაბალი ბიჭია, უკვე მესის და რონალდოს აღარავინ აღარ ახსენებს, ყველა ხვიჩაზე ვსაუბრობთ, უკვე ჩვენი სისხლი და ხორცი გვყავს მწვერვალისკენ დაძრული და მისი წარმატებით დალაშქვრა ვუსურვოთ! მართლაც რამხელა სიამაყით აღსავსენი იქნებიან ჩვენი ემიგრანტები იტალიაში, განსაკუთრებით ნეაპოლში, აბა ქალბატონ ლალის ვატუტი სანაია ან გევორქ არტიომის ძე მარქარიანი რომ ეხსენებინა შეიძლება კოვიდისავით რაღაც ახალი ვირუსი ჰგონებოდათ და საერთოდ გამოყრიდნენ პიცერიიდან
გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა