საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა ეს ყველაფერი გარკვეულწილად, გაფერმკრთალდა. მაშინ, როცა ჩვენს გუნდს ყველაფერი კარგად მისდიოდა, დაცვაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და მეტოქეს შანსს აღარ უტოვებდა, გუნდის კაპიტანმა და ნამდვილმა ლიდერმა თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო.

თბილისში ჩასატარებელ ევროპირველობამდე რამდენიმე დღე დარჩა. გვახსოვს, 2011 წელს, საქართველოსთვის სადებიუტო კონტინენტის ჩემპიონატზე, მაშინდელი გუნდის ლიდერმა ზაზა ფაჩულიამ ფეხის ტრავმა რომ მიიღო. ოპტიმალური შემადგენლობით თამაში ის პრობლემაა, რომელიც თითქოს მუდამ თან გვდევს...

ხელების ჩამოშვების დრო არაა და ეს ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა და ბიჭებმა ყველაზე უკეთ იციან. თორნიკე შენგელიას როლზე ბევრი საუბარი საჭირო არცაა. ტრავმამდე მან ნიდერლანდებთანაც "იფრინა". მეტოქეს ჩვენი შეჩერება ყველაზე მეტად სამწამიან ზონაში უჭირს და აქ თოკოს თითოეულ მოძრაობასა და გადაწყვეტილების მიღებას დიდი ფასი ჰქონდა. ილიას ზუროსს ალტერნატივების მოძიება სწრაფად დასჭირდება. გუნდში ბექა ბურჯანაძეა, რომელიც ოპტიმალურ ფორმას უბრუნდება. მეტ დროს მიიღებს მერაბ ბოქოლიშვილიც. როცა მას ნდობა ჰქონდა, უკეთაც გამოიყურებოდა. ნაკრებს მიხეილ ბერიშვილიც დაუბრუნდა.

შესაძლოა, ზუროსის ერთ-ერთი მთავარი იარაღი გარკვეული პერიოდის განმავლობაში 2 ცენტრით თამაში იყოს. ნიდერლანდებთან მშვენიერი გოგა ბითაძე ვნახეთ - ის მოხსნებში დამაჯერებელია. გოგა დისციპლინირებული და ჭკვიანი მოთამაშეა, რომელიც მშვენივრად ისვრის. ბითაძე თანაგუნდელებს მეტოქის ფარისკენ მისასვლელ გზებს კარგად უხსნიდა, მათი ცენტრი 3-წამიანი ზონიდან ამოჰყავდა. უკანასკნელ მატჩში გოგას თითქოს ცოტა დრო უნდა მისცემოდა, თუმცა თავისი საუკეთესო თვისებები ტრავმიდან ახლად მომჯობინებულმაც გამოავლინა, რის გამოც გიორგი შერმადინი, რომელსაც გამორჩეული სეზონი აქვს, სათადარიგოთა სკამზე საკმაოდ ბევრ დროს ატარებდა. შენგელიას არყოფნაში ორივე ამ მოთამაშის ერთდროულად გამოყენება ის ბონუსია, რითაც სარგებლობა ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ნამდვილად შეუძლია. რა თქმა უნდა, ამას თავისი რისკები ახლავს, მეტოქეები პერიმეტრიდან უფრო გაგვითამამდებიან.

ვნახეთ, სანდრო მამუკელაშვილიც გუნდს უფრო და უფრო ეწყობა. ნიდერლანდებთან მან ბითაძისგან ბრწყინვალე პასი მიიღო. შეთამაშება ეტაპობრივად, მაღალ დონეს მიაღწევს და იტალიასთან შეხვედრის გამოყენება ევროპის ჩემპიონატისთვის დასახვეწადაც შეიძლება, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მთავარი ბრძოლები მაინც უფრო ისლანდიასთან გველის.

ძალიან სასიამოვნო იყო, როცა გადამწყვეტ მომენტებში მაკფადენმა თამაში საკუთარ თავზე აიღო და ორი 3-ქულიანი ჩააგდო. ამ კომპონენტზე სამუშაოა და დუდა სანაძისგან უფრო მეტს ველით. რატი ანდრონიკაშვილი თავისი ჩაჭრებით, ბურთის მოპოვებითა და შეტევების გამწვავებით ისევ გვახარებს, დაცვაში საკმაოდ აგრესიული კახა ჯინჭარაძის თამაში. ნიდერლანდებთან საკუთარი ფარი რამდენჯერმე წავაგეთ და ეს მიმართულება პრობლემური აღარ უნდა გვქონდეს. გიორგი ცინცაძის გამოცდილებამ ასეთ დროს მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.

შენგელიას არყოფნა დიდი დანაკლისია, თუმცა თოკოსთვის თამაში მუხტის მომცემი უნდა იყოს. მეტოქეებს უნდა ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია და ის, რომ ლიდერის დანაკლისის მიუხედავად, ისევ ანგარიშგასაწევი ძალა ვართ!

რრრ
ბეჟანიშვილი არის ავსტრიის მოქალაქე გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ. ვააჰ
"ობიექტური შემფასებელი"
ბატონო ჩემო, სამქულიანების სიზუსტე 50%-ზე მეტი არა აქვს დედამიწაზე არც ერთ გუნდს და არც ერთ ეროვნულ ნაკრებს,ნეტა 30% გეთქვა...
svano magarski
ბეჟაშვილს-რატომ-არ-ატამაშებთ?!-თუ-არ-ვცდები-კანადის-ერტ-ერტ-კლუბში-საკმაოდ-ჭარმატებულად-თამაშობს...იმ-იდიოტ-ბოლოთაშვილს-ან-ჯინჭარაძეს-ან-პოლიტბიუროს-წევრ-ცინცადძეს,რომელიც-თავს-დაგვამახსოვრებს-უაზროდ-დაკარგული-ბურტებიტ,არა-სჯობია>ბოლოთაშვილო-შე-უბედურო-2-ქულა-მაინც-ვერ-უნდა-ცჰააგდო?!-ჭინჭარადზე-წესებს-რომ-არღვევ-და-შემდეგ-იდიოტივით-იციმნი,რა-მარტლა-იდიოტი-ხარ-ნუ-დიდი-პოლიტიკოსი-და-გაიძვერა-სანიკიძე-რომ-მატყუარა-და-არარაობაა-რეს-პარლამენტშიც-გამოჩნდსა...ზუროსის,მამუკელაშვილის,ბითაძის,ანდრონიკაშვილის,შერმადინის-და-მაკ-ფადენის-იმედზეღა-ვარტ...ბურჯანაძეც-მაგარი-კრეტინია,ვინც-არ-იცნობს...სანაძედ-პოლიტბიუროს-წვრობის-კანდიდატი....მიოკლედ-იტალია-გამოსვავს-საქარტველოს-კალატბურტის-ფედერაციას-და-ზუროსის-გარდა-მის-ნასედკა-მწვრტნელებს...
Degraf
მაზგაჩ შენ იცი რომ 37% უკვე ნორმალურ სტატისტიკად ითვლება სამიანის .რა 50% ღადაობ? 38-40% ინატრე
ნბა
სამქულიანების 50 % რეალიზება ნბას გუნდებსაც კი უჭირთ ძალიან დიდი პროცენტია.
Georgian
კარგი იქნებოდა არ მომხდარიყო მაგრამ რეალობას ვერ შევცვლით.ეს რომ ტურნირის მიმდინარეობის დროს მომხდარიყო,გუნდს ძალიან გაუჭირდებოდა.ეხლა გვაქვს დრო რომ გადავეწყოთ.ახალი შემადგენლობა და ტაქტიკა დავაყენოთ.მე პირადად პესიმიზმს წარმოუდგენელი ოპტიმიზმი მირჩევნია.ჩვენ თქვენი გვჯერა.წარმატებები
რრრ
არავინაა რეალობას მოწყვეტილი ბრძოლას ყოველთვის ააქვს აზრი არავინ იცის რა, როგორ დალაგდება, სხთაშორის 1980 წელს როცა დინამოდან მისი კაპიტანი სული და გული მანუჩარ მაჩაიძე წავიდა და მის ადგილას ზაურ სვანაძე დადგა, რომლის ხსენებაც კი უხერხულია(როგორც ფეხბურთელის პიროვნულად შესანიშნავი ადამიანია) მანუჩარის გვერდით სწორედ მაშინ მოიგო დინამომ ისტორიაში ყველაზე დიდი ტიტული ასე, რომ არავინ აცის რა მოხდება.
გუსანი
ამ სტატიიდან და კომენტერებიდანაც ჩანს რომ რეალობას მოწყვეტილები ვართ, ღრუბლებში დაფრინავთ, რისი რპრიზიორი, რისი ჯგუფიდაბ გასვლა? პრიმეტრიდან ბურთს ვერ ვაგდებთ, რამდენ თამაშს მოიგებს მაკფადენი? ქართველებს დაგვინათესავდა, ხასიათის მოთამაშეა, არც მანამდე დაიკვეხნიდა სტაბილურობით. ამ ნაკრებით, ასეთი ჩამორჩენილი სათამაშო კლასით მსოფლიოზე რა გვესაქმება? ან ევროპაზე ჯგუფიდან როგორ უნდა გავიდეთ, თან თოკოს გარეშე? დაფიქრდით, კი გოგა, სანდრო, ტედი, არასტაბილური რატი, და ჰუერტასის გარეშე შერმადინი-რამდენი უნდა გაქაჩონ? ჰა-ჰა 2 თამაში. რისი სანაძე, ბურჯანაძე, რისი ბოქოლიშვილი/ბერიშვილი, აი ჯინჭარაძე მონდომებული და მოძრავია, მაგრამ სათამაშო ინტელექტი? ვაი/უი...სხვებს ცოტა ვითომ მეტი აქვთ, მაგრამ რად გინდა სხვა რამეები არ აქვთ.... თოკოს და პერიმეტრიდან სროლის გარეშე ვის უნდა მოვუგოთ, სომხები და აზერბაიჯანელები არ არიან ჯგუფში...
Guram
სანდროზეა ბევრი რამ დამოკიდებული. წესით უნდა გაიბრწყინოს
რრრ
სამიანებს ნბა ზაფხულის თამაშებზე მშვენივრად ყრიდა სანდრო აქ რაღაც არ გამოდის, იმედია გაეხსნება, ერთი ორი სამიანი გოგასაც შეუძლია.
გელას ვეთანხმები
მამუკელაშვილი 4 ნომრად უნდა დააყენოს ბითაძე 5 ზე 3 ნომერი არ გვყავს საერთოდ. წინა თამაშზე სანდრო 3 ნომრად იყო.თოკო 4ზე.ასე აგარ გამოვა სანდრო სუფთა 4-5 ნომერია.გოგა და გიო სუფთა 5 ნომრები
ტტტ
მართალია, მაქფადენს შუთერზე სანაძე თუ ამოასუნთქებს მცირე დროით ეგაა რა.
გიორგი 50
აქ ისეთი დეტალური და პროფესიონალური კომენტარები და რჩევები წავიკითხე, მეუხერხულება კიდეც რამე დავწერო ... თუმცა, ზუროსმა მშვენიერი ტრიუკი რამდენჯერმე გაათამაშა, ორმაგი ბლოკი და შუთერი მაკ ფადენი ესვრის...ნორმალური პოზიციიდან... რისი საშუალებაც წინა თამაშებში არ ეძლეოდა... წარმატებები ნაკრებს ... თოკოს მალე გამოჯანმრთელება...
გიზოგ
არა მარტო ჩვენს ფარზე მოხსნები არ გვაქვს კარგი, ასევე უნდა ვითამაშოთ მეტოქის ფარზე მოხსნებითაც. ამის საშულებები გვაქვს და ეს დიდი რეზერვი უნდა ავითვისოთ. ეს იმ დროს როცა სამქულიანების სიზუსტე 50%-ზე მეტი არ გვაქვს. პერიმეტრიდან სროლისას ყველა საკუთარ ფარისკენ არ უნდა გაიქცეს, ვისაც აქვს მაღალი ნახტომი ან მაღალია უნდა დარჩეს შესძლო ბურთის მოსახსნელად. სასიხარულოა, რომ ამის გაკეთების მცდელობა დაიწყო მამუკელაშვილმა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ეპიზოდური და შემთხვევითი. წარმატებები ბიჭებს ევროპაზე და მსოფლიოს შესარჩევზე და მალე გამოჯანმრთველება ჩვენს გულიან კაპიტან თორნიკეს.
გივი_ჩვენ_ვართ
თოკო შემცვლელი არ ყავს, ჩემი აზრით ბოქოლიშვილის ადგილი ნაკრებში არ არის , საქართველოს ჩემპიონატშია საშუალო დონის მოთამაშე და ნაკრებში რატომ იძახებენ, ვინც საქართველოს ჩემპიონატშია გამორჩეული (სტატისტიკით და ლიდერობით) ის მოთამაშეები გამოიძახეთ, მაგალითან ლუკა ბულაშვილი
ბანი
ზოგიერთი მეტისმეტად "პრაფესორობს".
გელა
1. რატი. 2. ტედი (შუთერ გარდი), 3. ჯინჭარაძე (მსუბუქი ფორვარდი), 4. სანდრო (მძიმე ფორვარდი). 5. გოგა (ცენტრი). რატის შეცვლის ცინცაძე. შუთერს შემცვლელი არ გყვავს. ჯინჭარაძე - სანაძე. სანდროს შეცვლის ბურჯანაძე, გოგას - შერმადინი
ზესტაფდონი
ბურჯანაძე რა პონტში თამაშობს ესპანეთში ვერ ვხვდები...ნუ ნაკრებში "თამაშზე" აღარაფერს ვამბობ.თოკოს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ..
კახაბერი
ერთადერთი შანსი დაგვრჩა-ფარის მოგება- დაპყრობაზე თამაში ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან,ე.ი.2 ცენტრით,3-ნების არ ჩავარდნის მოხსნა-დამატებაზე ჩაგდება, მასზე მომზადება-მუშაობა, აქვე-3-ნებში ბურჯანაძე, ცინცაძე, სანაძის ნაცვლად უნდა გამოვცადოთ ბერიშვილი,ბოქოლიშვილი,თუ უკანა ხაზი-8-9-3-ნს მაინც ჩააგდენს (მაკდაფენი,ანდრონიკაშვილი+ რომელიმე უკანა ხაზელით)- მოგების შანსი ყველა გუნდთან გვაქვს...
ტარიელი
რაღა დროის ცინცაძეა ნაკრებში, თვითონ არ რცხვენია მაინც? ერთი დვალიშვილს ვერ შეელიენ ფეხბურთში, მასაც ვიღაცამ უყიდა ალბათ ადგილი ნაკრებში და აქ ცინცაძეა საკალათბურთო ნაკრებში. კი ბატონო, თავის დროზე თამაშობდა, ხალხსაც უყვარდა და აფასებდა, არ აჯობებს რომ ასე კარგ ნოტაზე დაასრულოს სანაკრებო კარიეეა? თვითონ ხომ ჩვენზე უკეთესად ხედავს ამას....
BOSS
ცინცაძის და ბურჯანაძის ადგილი პარკეტზე არ უნდა იყოს
tngh
გილოცავთ გუშინდელ გამსარჯვებას!!! შენგელიასთან ერთად საქართველოს ნაკრები "ევრობასკეტის" პრიზიორობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. სამწუხაროდ, თოკოს ტრამვამ ეს სტატუსი წაგვართვა... თამაშის გადაწყობა ძნელი იქნება. იმედია, იმას მაინც შევძლებთ, რომ ჯგუფიდან გავიდეთ...
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს
თორნიკე შენგელიამ თავის ყოფილ გუნდს 10 ქულა ჩაუგდო - "ბარსელონამ" გაიმარჯვა
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული
[VIDEO] შენგელია ნაკრებში გამარჯვებით მოდის - კაპიტანმა "ლიონს" 15 ქულა ჩაუგდო და მალე საქართველოში გამოფრინდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
"სირცხვილი მოღალატეებს - ადვილი ქულებით მოვიგეთ" - საქართველოს ნაკრების დამარცხებაზე უკრაინელების გამოხმაურება
შენგელიას 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან
ბაგატსკისი: თბილისში თამაში ადვილი არაა - ვაჩვენეთ, რომ მამაკაცები ვართ
[VIDEO] ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქი" "სან ანტონიო სპურსთან" 2 ქულით დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის 8 ქულა და 4 მოხსნა - "ორლანდო მეჯიქმა" "ჩიკაგო ბულსი" დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის 4 ქულა და 3 მოხსნა - "ორლანდომ" "დეტროიტი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია მატჩის დღეს ბარსელონიდან გამოფრინდება და საქართველოს ნაკრებს დაეხმარება
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა
[VIDEO] საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის ზუსტი ორქულიანები - "ორლანდო მეჯიქმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დიდი ანგარიშით დაამარცხა