ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, კრიშტიანო რონალდო "ნაპოლიში" გადაბარგდეს და ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ძალიან სურს, რომ კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზოს, ამ მიზნის მიღწევა კი მომავალ სეზონში მის ამჟამინდელ გუნდ "მანჩესტერ იუნაიტედთან" არ შეუძლია.

38 წლის ფეხბურთელმა თავის აგენტ ჟორჟე მენდეშს შეუთვალა, რომ სწორედ ისეთი კლუბი უპოვოს, რომელიც მომავალ წელს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გამოვა.

მენდეში კი ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" დაუკავშირდა და იწერება იმის შესახებაც, რომ მოლაპარაკებები საკმაოდ აქტიურ ფაზაშია.

პრობლემა კვლავ კრიშტიანოს ხელფასია... რონალდო ძალიან ბევრს გამოიმუშავებას და ამ თემის მოგვარება მხარეებს ძალიან გაუჭირდებათ.

შესაძლოა, პორტუგალიელის ხელფასის რაღაც ნაწილი კვლავ "იუნაიტედმა" გადაიხადოს, მაგრამ სამაგიეროდ, "ნაპოლიდან" "ოლდ ტრაფორდზე" 100 მილიონ ევროდ ვიქტორ ოსიმენი გადაბარგდეს და "წითელმა ეშმაკებმა" ეს თანხა 3 წლის განმავლობაში გადაიხადონ...

იწერება იმის შესახებაც, რომ მენდეშმა მსგავსი გარიგება "მილანსაც" შესთავაზა, რომ რაფა ლეაო "იუნაიტედში" გადასულიყო, რონალდო კი - "მილანში", მაგრამ "სან სიროს" ბინადრებმა უარი განაცხადეს.

თავის მხრივ, ერიკ ტენ ჰაგის მთავარი მიზანი მისი ყოფილი შეგირდის, ანტონის დამატებაა და დარწმუნებულია, რომ ამ საწადელს მიაღწევს.

The Telegraph-ი წერს, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეები სასტიკი და მოულოდნელობით აღსავსე იქნება "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის.

შესაძლოა, რონალდო წავიდეს, მაგრამ გუნდში 4 ახალი სახე - მეკარე, ნახევარმცველი, მარჯვენა მცველი და თავდამსხმელი მივიდეს.

ზურა
ხვიჩას დაჩრდილავს? ხვიჩა ნეაპოლში ისე უყვართ, ვეტერანი რონალდუ კი არა, მბაპე და ჰოლანდიც ვერ დაჩრდილავს. უბრალოდ, გუნდისთვის იქნება ცუდი ოსიმენს თუ გაუშვებენ და რონალდუს მოიყვანენ, თორემ, ხვიჩასთვის იქნებ მართლა ეგრე სჯობდეს.
თეიმურაზ კვიტაიშვილი
არ გამოვა ეგ კონტრაქტი და ძალიანაც კარგი!!!
ქ. გ.
დამშვიდდით. აურელიო დე ლაურენტისს ოსიმენის ძვირად გაყიდვა სურს და რეკლამას უკეთებს ოსიმენს. დე ლაურენტისს რონალდუ არ სჭირდება და არ აპირებს მის წაყვანას. დე ლაურენტისი რონალდუს სახელს იყენებს იმის ხაზგასასმელად, თუ რამდენად კარგია ოსიმენი, თუ დე ლაურენტისი ოსიმენში დღეს უკვე 140 მილიონ ევროს ითხოვს. ოსიმენი = €140000000 + რონალდუ + რონალდუს ხელფასი. მანჩესტერ იუნაიტედმა რონალდუს ხელფასი უნდა გადაიხადოს შემდეგი 12 თვის განმავლობაში, რომ ნაპოლი დათანხმდეს რონალდუს წაყვანაზე. ეს არის ოსიმენის რეკლამა. და მეტი არაფერი.
zura222
ხბიჩასთვის რონალდუს გადასვლა იმითაცაა კარგი რომ გუნდის ლიდერობას გადაულოცავს რონალდუს ! ხვიჩა ჯერ პატარაა იმისთვის რომ ამხელა გუნდის ლიდერობა იკისროს და ეს ძალიან მძიმე ტვირთია მისი ასაკისთვის ! 2-3 წელში მაგრა რომ მოიქოქევა და შეჩვევა ევროპის სიტუაციას მერე უკვე ნაპოლის კი არა რეალის და ბავარიის ლიდერობაც შეიძლება

მაგას სულელი თუ ჩაიდენს მხოლოდ!
rezi
მესი, ისტორიაში შევიდა, როგორც ფეხბურთის ლეგენდა და ცოტა სასაცილო ხომ არ არის, მის "დაჩრდილვაზე" ლაპარაკი? ხვიჩას ძალიან დიდი და ურთულესი გზა აქცს გასავლელი და ისე არ მოხდეს, რომ ვინმემ დაჩრდილოს!
ემიგრანტი
დასუსტდება ნაპოლი თუ ეგ მოხდა
ქართველ, ფანატიკოსებს!
საერთოდ ხვიჩას გაფეტიშებას შეეშვით! თქვენ კიდევ აზრზე არა ხართ, რა მაგრად თარსავთ, ამ ახალგახრდა, ბიჭს ასე დამართეთ გიორგი ჩაკვეტაძესაც, გაუთავებელი ქება-დიდებით იქამდე დათარსეთ, რომ ტრამვას, ტრამვაზე იღებს. დაეშვით მიწაზე და ნუ დაფრინავთ ცაში. აბა სიმართლეზე, ომი გამომიცხადეთ!
ვიო
მერე ხვიჩას რომ დაჩრდილავს ვერ ხვდებით? ეხლა უნდა ხვიჩას რომ თავი გამოიჩინოს! იმედია არ გადავა!!
გიო
ვოცნებობ რონალდუ გადავიდეს ნაპოლიში, ჯერ ერთი ხვიჩას კუმირია და ძალიან ბევრს ისწავლის მისგან, მეორეც კიდევ ბევრჯერ გარღვევის დროს ხვიჩა მაგრად აწვდის საჯარიმოში და აფუჭებენ ტყუილად, დამიჯერეთ მაგარი დუეტი იქნება სასწაული
სიმართლე
ასეთი კატეგორიული ტონი და ცოტა არ იყოს და შეურაცხმყოფელი კომენტარი პოტენციურ ოპონენტების მისამართით კი კარგს არაფერს მეტყველებს მის დამწერზე. რაღაც ცხელ გულზე დაწერილს ჰგავს. :) რაც ეხება ფეხბურთის ცოდნას, მოდი საჩვენოდ ვთქვათ: ოსიმენი ვარსკვლავად დახვდა ხვიჩას გუნდში და რა თქმა უნდა მეტი პრივილეგიითაც ისარგებლებს ამ ეტაპზე. მისი წასვლის (100 მილიონი ზღაპრული ფასია მასში) და რონალდოს მოსვლის შემთხვევაში კი ერთი, მაქსიმუმ ორწლიანი პროექტი დაიგეგმოს, რის შემდეგაც აუცილებლად ახალი სახეები დასჭირდებათ. აი მათ კი უკვე ხვიჩა უნდა დახვდეთ ვარსკვლავად. პ.ს.ხვიჩა რომ რონალდუსგან ცუდს არაფერს ისწავლის, ამაში მგონი დარწმუნებულები უნდა ვიყოთ
მოსეხონელი
მე ოსიმენს მაინც რონალდო.მირჩევნია.ხვიჩასთვის მაინც ძან სასიამოვნო ლეგენდასთან თამაში მერე ამის შანსი აღარც მიეცემა.ხოლო ოსიმენისნაერებს ბევრს შეხვდება.ხოლო ვფიქრობ ხვიჩას პასებს რონალდო მეტად გამოიყენებს
G.LA
ხვიჩას ამ მომენტში ნაპოლში რონალდუ კი არა მესიც ვეღარ დაჩრდილავს, იმხელაზე დგას უკვე. მარა ახლა უკვე დამაზიანებელიც მგონია. ნაპოლისათვის და შეიძლება ხვიჩასთვისაც. ყოველთვის ვაფასებდი კრისტიანოს მარა ახლა ზედმეტია ნაპოლში მისი მისვლა. მითუმეტეს ოსიმენის გაშვება მის სანაცვლოდ, დიდი შეცდომა მგონია. ესეც ჭორი იქნება როგორც სხვები....მგონი სპორტინგში გადავა, ჯგუფშიც ახლავე უშანსოდ არ არის.
კაპიტან გარდენბურგი
მე რასაც ვაკვირდები და მგონია მაინც სპალეტი ხვიჩას გარშემო აპირებს ახალი გუნდის შეკვრას და ოსიმენის გაშვება უნდა. რაღაცაშია საქმე, შეიძლება ოსიმენი ისეთი ვარსკვლავია მანდ, რომ არ აძლევს რაღაც ტაქტიკურ ვარიანტების დამუშავებაში მეტ სივრცეებს. უბრალოდ უნდა ათამაშოს და ამიტომ მოიუვანა რასპადორი და სიმეონე, რომ ამზადებს მის გამოცვლებს , ან გაყიდვას. ეს ხმებიც მგონია ამიტომ დაიძრა და რონალდოს რაც შეეხება, მე მგონია რომ ორივე ვარიანტს თავისი პლიუსები და მინუსები აქვს, ხვიჩა ლრივე ვარიანტში საინტერესო რასკლადშო ხვდება :) წარმატება ჩვენ კვარას! გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიასსსს
ჯუმბო
ურჩეევნია ისევ სპორტინგში დაბრუნდეს სპორტინგი არის ლიგაზე
Luka
რონალდოს გადასვლა ნაპოლიში არც გუნდის მიღწევებისთვისაა კარგი და არც ხვიჩასთვის არც მარკეტინგულად, რადგან ის ძველი რონალდო აღარაა 38 წლისაა ეგოიზმი მასში მატულობს დღითიდღე, რადგან ხვდება რომ დასასრული ყველაფერს ააქვს, იუვენტუს რა დაემართა ვნახეთ ასევე მანჩესტერს, მას სურს ბევრი გოლი და ითხოვს მასზე თამაშს რაც გუნდურობისთვის ცუდად აისახება და ამის მაგალითები ვნახეთ, მიუხედავად იმისა თუ რა დაუვიწყარი ეპოქა შექმნეს მესიმ და რონალდომ, არსებობს ყველაფრის დასასრული, დიდ გუნდებში მათი დრო იწურება ლეოს კიდევ 2 სეზონი აქვს ის 35 წლისაა, ასე რომ თუ გვინდა რომ კვარაცხელიამ ბევრი გოლი გაიტანოს და გუნდის ლიდერობას ხელი არ შეეშალოს რონალდოს გადასვლა ამ ყველაფრის ხელის შემშლელია, როგორც დიბალას შემთხვევაში მოხდა და როგორც ბრუნო ალვეშის შემთხვევაში ვნახეთ.
დავით2101
100%
Davit
ახლა ამ ბებრის გამო ხვიჩას პოზიცია არ შეუცვალონ და არ აურიონ გზა-კვალი ქინქლაძესავით
ვახტანგი
ჩემი აზრით, არ ღირს მსგავსი ცვლილება, ვინაიდან გუნდი ძალიან კარგად ათამაშდა და რაც მთავარია, კვარაცხელია ჩამოყალიბდა გუნდის ლიდერად. რონალდუს დამატებით გუნდი შეიძლება აირიოს და კვარაცხელიაზე რა გავლენა ექნება კითხვის ნიშნის ქვეშაა? ვინც ამბობთ, რომ კარგი გავლენა ექნება რა გარანტიაა, რომ უკეთესად ითამაშებს? ისედაც მაგრად თამაშობს მის გარეშე და ბებერ და ხარბ რონალდუს მე პირადად ახალგაზრდა და ნაკლებად პრეტენზიული ოსიმენი მირჩევნია
Giorgi
Ronaldoze ase agdebit vinc laparakobs is ver erkveva fexburtshi. Ronaldos gulshematkivari arasdros vyofilvar. Minusebi yvelas aqvs magram saukunis spotsmenze romelmac yvelaferi tavisi shromit sheqmna cota arasworia aseti laparaki, xvichac zustad ronaldos gzas adgas massavit shromismoyvare da kargi gagebit naglia, tan misi kumiria, erti welic ki aset adamiantan urtiertoba da mis gvredze tamashi fsiqologiuradac gazdis da rogorc fexburtelsac bevrs aswavlis, jer es yvelaferi chorebia tu gaoficialurdeba xvicha iqneba yvelaze bednieri...
ქუთაისი
ის ვინც ამბობთ, რომ რონალდო ნაპოლის თვის და კვარასთვის კარგი იქნებაო, გაგებაში არ ხართ, არც ფეხბურთის, და არც ადამიანის ფსიქოლოგიის.
100%
არა! მიუხედავად ოსიმენის ლუზერობის.
Ttt
Ronaldos rom kaci ver gamoiyenebs eg ukve mwvrtnelis bralia, ronaldo sheidzleba ise veghar tamashobs magram golis gatana sheudzlia, tu napolishi gadava osimenze mets mainc gaitans, xvicha iset pasebs dauxatavs, tan ronaldosgan bevrs iswavlis xvicha
zura222
მგონია რომ ყველანაირად კარგი იქნება ნაპოლისთვისაც და ხვიჩასთვისაც ! ნაპოლისთვის იმიტომ რომ იმ 100 მილიონის გარდა მინიმუმ ერთ იმდენს კიდევ მოიგებენ ბონალდუს სახელის კარგად გაპიარებით ! ოსიმენიც არაა გერდ მიულერი და ვან ბასტები კარში დამიზნებით ვერ ურტყვს (ბოლო თამაშსი ათიდან ერთი წაუვიდა კარში) და რონალდუ-რასპადორიოს ან სიმეონეს წყვილიც უმაგრესი იქნება ცენტრში ! და რონი რომ წავა ნაპოლიდან 100 მილიონად კი არა მაგის ნახევრად ორ კარგ გამტან თავდამსხმელს იყიდიან ! და ხვიჩასთვისაც ძალიან კარგი იქნება ! ჯერ ერთი არანაირად არ შეუშლის ხვიჩას ხელს იმიტომ რომ აღარაა რონალდუ ფლანგის მოთამაშე ! და ცენტრში ითამაშებს და ხვიჩა კი ოცნებას აისრულებს თავისი კერპის გვეერდზე იბარჯიშებს და ითამაშებს და უფრო მეტი მოტივაციაც გაუჩდება !
პატრიოტი
ხვიჩასთვის სულ ერთია, შეიძლება უკეთესიც იყოს, რონალდომ პასიც იცის და პასის წარმატებული გაგრძელებაც უნარეაც, მის გვერდით უფრო გამოჩნდება ხვიჩას სისწრაფე და სხვა უნარები
მამუკა
მაგ ტრანსფერს გუნდისთვისაც და ხვიჩასთვისაც აქვს პლიუს მინუსები, პლიუსი არის ის რომ ფინანსურად მოიგებს გუნდი ჯერ ოსიმჰენის გაყიდვით და შემდეგ ტრანსლიაციების და მაისურების გაყიდვით, ხვიჩას კდევ ვარჯიშებზე დიდ მოტივაციას მისცემს რონალდო, როგორც უდიდესი პროფესიონალი, მინუსი არის ის რომ მომავალ წელს საძებარი ეყოლება ნაპოლის კარგი ფორვარდი რაც ადვილი საქმე არ არის, მართლა როდემდე უნდა ითამაშოს რონალდუმ, ხვიჩასთვის მინუსი არის კიდევ ის რომ დიდი ავტორიტეტია რონალდუ მოედანზე და ძალაუნებურად ხვიჩას მოუწევს მისი ძებნა ხოლმე და ამან შეიხლება მის ინდივიდუალურობაზე ცუდი გავლენა მოახდინოს
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
იმედია მილანში გადავა და ნაპოლის კიდევ ერთ კონკურენტს მოუშორებს და უფრო ადვილად გავა ნაპოლი ოთხეულში მაინც.
სოსო
ოსიმენი,სულ ცოტა 5 წლიანი პერსპექტივაა ნაპოლისათვის.ამიტომ არ მჯერა ამ გაცვლის რეალურობა.ძალიან არ მემეტება რონალდო, ამისათვის,მაგრამ ასეა.
Las
რონალდომ ვერ დადო შედეგი ვერც იუვეში და ვერც მანჩესტერში. რაც მისდამი ნდობას ამცირებს. თუმცა ეს მისი ბრალი კი არა არამედ ამ გუნდების მენეჯერების და სელექციონერების უგვანო ტრანსფერების ბრალი იყო. 100 მილიონია ბევრია ოსიმენში ასე რომ შესაძლოა დაფიქრდეს ნაპოლი. თან რონალდოს მოყვანა მაინც მარკეტინგული და ბიზნეს გაცვლაა. რაც შეეხება კვარას. რონალდო არ შეავიწროვებს. კვარა ფლანგელია და რონი გამოკვეთილი თავდამსხმელი
SSSSSS
იმისდა მიუხედავად რომ რონალდო დიდი ფეხბურთელია და მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება , ჩემი აზრით სჯობს კვარა ძირითადში იყოს მთელი სეზონი და ბევრად განვითარდება და გაიზრდება .
Dato
ვერც წარმომიდგენია ასეთი სისულელეზე რომ ფიქრშიც კი აქვთ ნაპოლის ხემძღვანელობას გაუშვა 23წლის მოძრავი ოსიმენი თუ დააკვირდით კუთხურებზეც კი ეხმარებოდა ნაპოლის და ბურთი ამოქონდა მოიყვა 38 წლის რონალდო დადის უკვე მოედანზე უდიდედი ფეხბურთელი იყო და მთელი ეპოქა შექმნა ყველაფერს აქვს დასასრული, არ შეიძლება მაგის მოყვანა გუნდში
რრრ
ოსიმენში კი არა მანჩესტერს თუ ჭკუა აქ ხვიჩაში უნდა გაცვალოს.
შეტევა
რონალდოსნაირი ტიპის გვერდით ხვიჩას თამაში ძალიან სასარგებლო იქნება. სამაგალითო სპორტსმენია ნამდვილად და ბევრს ისწავლის მისგან მონდომებული კაცი.

ძალიან ცუდი ამბავია კვარასთვისაც და ნაპოლისთვისაც. ყველგან აურევს სიტუაციას მოედანზეც და გასახდელშიც
გიონატ
არაა ეგ კაი ამბავი, არც კვარათვის არც ნაპოლისთვის. ოსიმენის გაყიდვა წელს მაგარ შეცდომა იქნება ასკარად კაი გუნდი იკვრება, ხოლო რონალდო თამამაში აღებას ყიველთვის თავის თავზე ეცდება, რაც კვარათვის ცუდია, სწორედ რონალდოს მოყვანამ და სარიმ შეაჩერეს იუვეს განვითარრება, მიუხედავად იმისა რომ კრისტიანომ ბევრი გოლი გაიტანა. ნუ ეს ჩემი აზრია რათქმაუნდა
გულშემატკივარი
რასაც ნაპოლიში ეხლა ოსიმენი აკეთებს იმის გამკეთებელი რონალდო არა.არანირად არ შეიძლება ოსიმენის გაშვება ან გაცვლა
მ.კ.
ამაზე დიდ სისუელელს ვერ გააკეთებს ნაპოლი, რომ ოსიმენი გაუშვას და რონალდო დაიმატოს, არც კვარაცხელიას არ უნდა აწყობდეს ეს. რონალდოს ტალანტის დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამის დრო უკვე წასულია და არეულობის მეტს ვერ შეიტანს ვერაფერს, როგორც უკვე გააკეთა იუვეშიც და მანჩესტერშიც, იმედია არ გარეკავს დე ლაურენტისი
გეგი
აუჰ მართლა მაგარი იქნება,ხვიჩა მისგან ბევრს ისწავლის.ბოლოს და ბოლოს სუპერ ვარსკვალის გვერდით მოუწევს თამაში და ეს ყველა ფეხბურთელისთვის ოცნებაა.
ქართველი
არამგონია ნაპოლიმ ოსიმენი გაუშვას. მაგარი ბიჭია მაგრამ 100 მილიონი ცოტა ფული არარის. რაც შეეხება კრიშტიანოს მგონია რო სიტუაციას არ წაადგება და იგივე კვარასაც ბევრ რაღაცაში ხელი შეეშლება თუნდაც იმაში რომ თავისუფლების მხრივ შეიზღუდება. ბრუნო ფერნანდეს რაც დაემართა ვნახეთ. მეორეა ის რო ხვიჩა უამრავ რამეს ისწავლის მისგან მაგრამ მაინც არამგობია ეს მოხდეს. კვარა ოსიმენი მშვენიერი დუეტია
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
"დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო 10 წელიწადში პრემიერლიგას მოიგებს" - მაიკლ ოუენი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
ცნობილია, როგორ დაითანხმა რონალდომ ფელიქსი "ალ ნასრში" გადასვლაზე
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
"დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო 10 წელიწადში პრემიერლიგას მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"ხელმძღვანელობა ნდობას უცხადებს" - "იუნაიტედი" უახლოეს პერიოდში ამორიმს არ დაითხოვს
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ
"კრუიფზე, ზიდანზე და რონალდოზე მაღლა დგას" - ლინეკერმა მესის შესახებ ისაუბრა
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
ანტონი "ბეტისში" ბრუნდება - ბრაზილიელი ესპანეთში გაემგზავრა
კრიშტიანო რონალდო 2025 წლის "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის არყოფნას გამოეხმაურა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] "ასე როგორ შეიძლება?" - რონალდო ამ ქმედების გამო მკაცრად გააკრიტიკეს
კრიშტიანო რონალდომ ჯორჯიანა როდრიგესს 6 მილიონი ევროს ღირებულების ბეჭედი აჩუქა
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
"მანჩესტერ იუნაიტედი" მარტინესის ვარიანტს მიუბრუნდა - არგენტინელი შესაძლოა, "ოლდ ტრაფორდზე" ვიხილოთ
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ფელიქსი, რომელიც "ბენფიკაში" დაბრუნებასთან იყო ახლოს, საუდის არაბეთში მიდის