საფრანგეთში სატრასნფერო ფანჯარა დაიხურა, მაგრამ დაწინაურებული და დაქვეითებული გუნდებისთვის გამონაკლისი დაუშვეს
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში სატრასნფერო ფანჯარა ორი კვირის წინათ დაიხურა. გამონაკლისი მხოლოდ დაწინაურებული და დაქვეითებული გუნდებისთვის დაუშვეს.

ახლახან ელიტური, მეორე დივიზიონის "პოში" ჩაირიცხა საქართევლოს 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი დავით ლოსაბერიძე. ამავე გუნდთან, როგორც უკვე ვწერდით, ერთი თვის წინათ გააფორმა კონტრაქტი "ლოკომოტივის" პირველხაზელმა ზერო პეტრიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ "პო" ქართველი მორაგბეებისთვის უცხო კლუბი არ არის. ეს გუნდი საქართველოს ნაკრების მგეზავის, მერაბ კვირიკაშვილის პირველი ფრანგული გუნდი იყო.

ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "ვალანსთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა საქართველოს ნაკრების მეორეხაზელმა გიორგი ნემსაძემ, რომელმაც გასული სეზონი ამავე დივიზიონის "მონტობანში" გაატარა.

ლანგედოკური კლუბის, "ბეზიეს" ელიტურ, მეორე დივიზიონში გადასვლა ფატალური გამოდგა საქართველოს ნაკრების მგეზავი ლაშა მალაღურაძისა და შერკინების ბურჯ გიორგი მჭედლიშვილისთვის. "ბეზეიმ" ამ მოთამაშეებს კონტრაქტი არ გაუგრძელა და დღემდე უცნობია, სად განაგრძობენ ისინი კარიერას.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე გუნდებში 19 ქართველი მორაგბე ირიცხება. აქედან 13 ძირითადი გუნდის მოთამაშეა, ექვსი კი ესპუართა ანუ სათადარიგო გუნდებში ირჯებიან. წლეულს ელიტას ოთხი ქართველი დაემატა, შერკინების კვაჭი ირაკლი ნატრიაშვილი "ბრივში" ჩაირიცხა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შერკინების ბურჯმა ზურაბ ჟვანიამ კი ხელი მოაწერა კონტრაქტს ფრანგული რაგბის გრანდ, "სტად ფრანსესთან". მეორე დივიზიონიდან პირველში აღზევა გურამ კავთიძის "ლიონი", რომელთა ხელმძღვანელებმაც ორიოდ კვირის წინათ შერკინების ბურჯი ტარიელ რატიანიძე მიიწვია.

გასულ სეზონთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა ქართველ მორაგებთა რიცხვი მეორე დივიზიონში. აქ ასპარეზობის უფლება წლეულს ბრწყინვალე თამაშის წყალობით მიპოვა ფედერალ 1-ის ფინალისტმა "პერიგომ", რომელმაც მეორე დივიზიონში ოთხი ქართველი გადმოიყოლა, ესენია: თედო ზიბზიბაძე, დავით დადუნაშვილი, ალექსანდრე მარგველაშვილი და ირაკლი ნინიძე.

სატრანსფერო ციებ-ცხელებისას ერთბაშად სამი ქართველი მოთამაშე აიყვანა უძველესი ტრადიციების მქონე "ორიაკმა". საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი აქ ერთი წლის წინაც თამაშობდა და ახლა ისევ დაიბრუნეს. ფედრალ 1 დივიზიონის გუნდებიდან გადავიდნენ "ორიაკში" პირველხაზელები კარლენ ასეიშვილი და გიორგი ნაცარაშვილი. ასე რომ, ორიაკელებს მეორე დივიზიონში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და საკმაოდ მობილური, მრისხანე შერკინება ეყოლება.

ფედრალ 1 დივიზიონში რამდენიმე ჩვენებურმა გუნდი გამოიცვალა. ასე მაგალითად: საქართველოს ნაკრების მგეზავი მერაბ კვირიკაშვილი "ფიჟაკიდან" გადაბარგდა "სენ ჟუნიენში". "ბორჯღალოსანთა" მეორეხაზელმა ვახტანგ მაისურაძემ კი რეზო ბელქანიას "ლა სეინთან" გააფორმა კონტრაქტი. "მაკონი" დატოვა და ისევ "სენტ ეტიენში" დაბრუნდა საქართველოს ნაკრების გარემარბი ირაკლი მაჩხანელი.

ჯერჯერობით უგუნდოდაა და, სავარაუდოდ, მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ გაარკვევენ სად განაგრძობენ კარიერას აქვსენტი გიორგაძე, გიორგი ჩხაიძე და ბესო უდესიანი.

საფრანგეთი

I დივიზიონი

კლერმონი

დავით ზირაქაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი, გიორგი ჯიმშელაძე, გიორგი ჯაშიტაშვილი.

აჟენი

ბექა შეყლაშვილი

კასტრი

ანტონ ფეიქრიშვილი

ტულონი

დავით ქუბრიაშვილი, ლევან ჩილაჩავა, კონსტანტინე მიქაუტაძე

მონპელიე

მაუკა გორგოძე, გიორგი ჟღენტი, გოდერძი შველიძე, მიხეილ ნარიაშვილი

ბრივი

დავით ხინჩაგიშვილი, ვასილ კაკოვინი, ირაკლი ნატრიაშვილი

სტად ფრანსე

ზურაბ ჟვანია

ლიონი

გურამ კავთიძე, ტარიელ რატიანიძე

II დივიზიონი

ტარბი

მამუკა მაგრაქველიძე, ირაკლი მირცხულავა

დაქსი

გიორგი კუთარაშვილი

გრენობლი

გიორგი მენაბდიშვილი

ორიაკი

ლევან დათუნაშვილი, გიორგი ნაცარაშვიოი, კარლენ ასეიშვილი

პო

დავით ლოსაბერიძე, ზერო პეტრიაშვილი

პერიგო

თედო ზიბზიბაძე, დავით დადუნაშვილი, ალექსანდრე მარგველაშვილი, ირაკლი ნინიძე

ფედრალ 1

სენტ ეტიენი

ირაკლი მაჩხანელი

მაკონი

შოთა მელიქიძე

ორლეანი

ავთანდილ კოპალიანი

ლა სეინი

ვახტანგ მაისურაძე, რეზო ბელქანია

სენ ჟუინენი

მერაბ კვირიკაშვილი

მასი

დავით აშვეთია, ალექსანდრე ესაკია, არჩილ კობაური, შალვა სუთიაშვილი

სტრასბური

თენგიზ გელანტია

სერჟ პონტუაზი

დიმიტრი ხოჭოლავა

მონლუსონი

ელიზბარ ყუფარაძე, დევი დათუნაშვილი

გროლე

ნიკოლოზ გიორგაძე

ვალანსი

გიორგი ნემსაძე

ნიცა

დავით კაჭარავა

ფიჟაკი

ბექა ურჯუკაშვილი, დავით ბალანჩივაძე, რეზო გიგაური

ობენა

დიმიტრი ბასილაია, ნიკოლოზ მაღალდაძე

უგუნდო

აქვსენტი გიორგაძე, გიორგი ჩხაიძე , ლაშა მალაღურაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ბესო უდესიანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის