საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 14 ივლისს ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე (B დივიზიონი) ითამაშებს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 14 ივლისს ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე (B დივიზიონი) ითამაშებს.

შემადგენლობით თუ ვიმსჯელებთ, 2006 წლის შემდეგ საუკეთესო გუნდი სწორედ წლეულს გვყავს. შეგახსენებთ, რომ 2006-ში ვიქტორ სანიკიძის კაპიტნობით ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. დღეს, იგივეს გამეორებას ახალგაზრდებს კატეგორიულად ვერ მოვთხოვთ, თუმცა ამის იმედი კი გვაქვს.

ასევე გვეიმედება, რომ 20-წლამდელები შესარჩევ ტურნირს ყოველგვარი ფსიქოლოგიური ბარიერის გარეშე შეხვდებიან და ისევე თავისუფლად ითამაშებენ, როგორც ამას წინათ, ჰოლანდიაში გამართულ საკონტროლო შეხვედრებში.

პირველ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ჯგუფში მოხვდნენ: პოლონეთი, შვეიცარია, ესტონეთი და რუმინეთი. მომდევნო ტურში ორი საუკეთესო გადადის. შემდეგ შეიკვრება ოთხგუნდიანი ორი ჯგუფი. თითოდან უკეთესი მაჩვენებლის მქონე ორი ნაკრები ნახევარფინალში ითამაშებს, ხოლო ორი ფინალისტი ევროპის 2012 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.

ბოსნიაში გამგზავრების წინ 20-წლამდელთა ნაკრების თავკაც დავით უსტიაშვილს გავესაუბრეთ.

- ერთი თვის წინათ შევიკრიბეთ და მას მერე ბევრი ვიშრომეთ. ვფიქრობ, ნაკრები ყოველმხრივ მომზადებული ხვდება B დივიზიონის მატჩებს. თბილისური შეკრების გარდა, ჰოლანდიაშიც ნაყოფიერად მოვემზადეთ.

- სულ რამდენი საკონტროლო მატჩი ჩაატარეთ?

- ოთხი. ჰოლანდიაში ჯერ ადგილობრივ 20-წლამდელთა ნაკრებს დავუპირისპირდით, შემდეგ A დივიზიონის წარმომადგენელ ავსტრიას, ჰოლანდიის 23-წლამდელებს და გენერელური რეპეტიცია თბილისში გავიარეთ - საქართველოს ნაკრებს გავეჯიბრეთ.

- შემადეგნლობაზე რას იტყვით?

- ახალგაზრდულ ნაკრებში პერსპექტიული კალათბურთელები არიან თავმოყრილნი. თორნიკე შენგელია ეროვნული ნაკრების წევრია, გუნდში კიდევ არაერთი კალათბურთელია, რომელიც გაისადაც შეიძლება მოხვდეს ეროვნულ გუნდში და იქ დამკვიდრდეს კიდეც. თუმცა ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო.

- ჩვენი ნაკრების მეტოქეებზე რა ინფორმაციას ფლობთ?

- ჯგუფში სუსტი არავინაა. საქმეს ისიც ართულებს, რომ ხუთი მატჩის ჩატარება შეუსვენებლივ გვიწევს. აქედან გამომდინარე კალათბურთელებს დიდი დატვირთვა მოუწევთ, თუმცა ამისთვისაც მზად ვართ. საერთოდ, 20-წლამდელები ფიზიკურად ძლიერები არიან და საკუთარ ქვეყნებში უმაღლეს ლიგებშიც თამაშობენ. ჩვენი მოწინააღმდეგეები მოსამზადებელ ეტაპზე ძლიერ მეტოქეებს შეხვდნენ და კარგი შედეგებიც უჩვენეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა