კომპანია "კროკობეთი", ევროპის მასშტაბით, საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" ბეთინგ პარტნიორი გახდა, სპორტული პორტალი Croco.ge კი ნეაპოლური კლუბის მედიაპარტნიორი იქნება.

კომპანია ქართველ ფეხბურთის მოყვარულებს აძლევს უნიკალურ შანსს, უგულშემატკივრონ ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში. სხვადასხვა სახის აქტივობასთან ერთად, "კროკობეთი" ნეაპოლურ კლუბთან პარტნიორობის ფარგლებში ქართველ გულშემატკივარს მრავალ სიურპრიზს ჰპირდება. Croco.ge კი ფეხბურთის ქომაგებს არაერთ საინტერესო და ექსკლუზიურ მასალას შესთავაზებს.

"კროკობეთი" მუდამ გვერდში ედგა ქართულ სპორტს, ნეაპოლურ კლუბთან თანამშრომლობა კი კომპანიისთვის ახალი ეტაპის დასაწყისია.

„კროკობეთისთვის" ს.კ. "ნაპოლისთან" თანამშრომლობა ძალიან ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია. მოხარულები ვართ, რომ გავხდით ისეთი ისტორიული კლუბის პარტნიორები, როგორიც "ნაპოლია". გარდა ამისა, ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა ის, რომ ნეაპოლური კლუბის რიგებში ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ირიცხება. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიყოთ დიადი ისტორიის მქონე კლუბისა და ქართველი ტალანტის დიდი კარიერის დასაწყისის ნაწილი.

გვიხარია ხვიჩას შთამბეჭდავი თამაში იტალიის სერია A-ში და მოუთმენლად ველით ჩემპიონთა ლიგაზე მის დებიუტს. ძალიან გვახარებს ფაქტი, რომ გვაქვს შესაძლებლობა, შევიტანოთ წვლილი ქართველი ფეხბურთელისა და ნეაპოლური კლუბის განვითარებასა და წარმატებაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ "ნაპოლისთან" პარტნიორობის ფარგლებში, ქართველი გულშემატკივარი მაქსიმალურად დავაახლოოთ იტალიურ კლუბს და ისინი გახდნენ ხვიჩა კვარაცხელიას ევროპული კარიერის პირველი ნაბიჯების თანამონაწილე“, - განაცხადა "კროკობეთის" თანადამფუძნებელმა მანფრედ ბოდნერმა.

„მოხარულები ვართ, რომ "კროკობეთი" გახდა "ნაპოლის" ბეთინგ პარტნიორი ევროპის მასშტაბით. ეს სტრატეგიული პარტნიორობა გვაძლევს შანსს, შევიძინოთ მეტი გულშემატკივარი. ჩვენი ბიზნესმოდელი ენთუზიაზმსა და მედიაკონტენტის გავრცელებას ეფუძნება და გვიხარია, რომ ამ ხედვას "კროკობეთს" გავუზიარებთ“, - განაცხადა ს.კ. "ნაპოლის" საერთაშორისო განვითარების ხელმძღვანელმა ტომასო ბიანკინიმ.

კომპანია "კროკობეთი" წლების განმავლობაში არაერთი ქართული სპორტული გუნდისა თუ სპორტსმენის სპონსორი იყო. ტრადიცია გრძელდება, "კროკობეთი" კვლავაც ქართული სპორტის მხარდამჭერია და უახლოეს მომავალშიც არაერთი სპორტსმენისა თუ გუნდის გვერდში იდგება.

იხილეთ "ნაპოლის" ოფიციალური განცხადება

R

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა