ფრთხილად, ზოგიერთ კამათელი გაყალბებულია
ეს ამბავი ამას წინათ მოხდა სპორტულ ნარდში ერთ-ერთ სოლიდურ ასპარეზობაზე. ნარდის თამაში ჩვენში ბოლო ხანს ძალიან პოპულარული გახდა და ხშირად შეაქვთ მასობრივი შეჯიბრებების პროგრამაში. ჰოდა, ხსენებულ ტურნირზე შეიქმნა ჩვეულებრივი სიტუაცია - ერთ-ერთ მოთამაშეს ქვა უნდა გაეცოცხლებია - აგორა და აგორა კამათლები, მაგრამ ამაოდ. ჩარი (ოთხიანი) არა და არ მოსდიოდა.

- რა არის, ამ უპატრონოს ჩარი აწერია? რამდენჯერმე კი წამოიძახა ბრაზმორეულმა, მაგრამ რას იფიქრებდა, რომ მისთვის სასურველი რიცხვი თურმე მართლა არ ეწერა კამათელზე. ეს ბოლოს გაირკვა, როცა ამ ჩარის და შარის გადამკიდემ ის ხელი წააგო და კამათელს ეჭვით დაუწყო თვალიერება. აი, მაშინ აღმოაჩინა თაღლითობა. მაგრამ ვინ არის თაღლითი? როგორც გაირკვა, კამათლები მაღაზიაშია შეძენილი, მაშასადამე თაღლითობა ფაბრიკიდან მოდის, მაგრამ ვისი დაკვეთით?

ხშირად გაიგონებთ, რომ ჩვენი ექსპორტიორი ფირმები უცხოელ მწარმოებლებს უთანხმდებიან და პროდუქციას ზოგს წონას აკლებენ, ზოგს შემცვლების პროცენტს და ხარისხს, ზოგს... აგერ კამათლებზე ციფრებზე ჩაატარეს მანიპულაცია. წადი და ეძიე, ვინ და რატომ ჩაიდინა ეს უღირსი საქციელი.

P.S. ჩვენი ჟურნალისტი თავად შეესწრო ზემოხსენებულ ფაქტს, ის წყვილი კამათელი რედაქციაში წარმოადგინა და თუ ვინმე დაინტერესდება, მზად ვართ წარვუდგინოთ. სხვათა შორის სხვა კამათლებზეც სხვა რომელიღაც რიცხვი არ აღმოჩნდა, სამაგიეროდ დუბლირებული იყო ზოგან ორიანი, ზოგან სამიანი, ხუთიანი და ა.შ....

თენგიზ თომაშვილი

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა