საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კლოდ სორელი და რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში ლევან ღვაბერიძე, პარიზში უმცროსი ბორჯღალოსნებისა (18-წლამდე) და "სტად ფრანსეს" ესპუართა გუნდის არასტანდარტულ თამაშს დაესწრნენ.

ინტენსიური, მართვადი ვარჯიში და 30-წუთიანი (15/15) თამაში "სტად ფრანსეს" სათადარიგო მოედანზე, "სტად დომინიკიზე" გაიმართა. ამ პერიოდში მსგავსი მაღალი დონის თამაშები და საერთაშორისო გამოცდილების მიღება მნიშვნელოვანია, რადგან 18-წლამდელებიდან იწყება სანაკრებო ვერტიკალი, მოთამაშეთა სწორი განვითარებისთვის კი, მსგავსი გამოცდილება ფასდაუდებელია.

ჩვენმა 18-წლამდელებმა, რომლებიც ოქტომბერში გასამართი რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, მეტოქე 30-წუთიან თამაშში ლელოებით 4:3 დაამარცხეს. ტყემალაძემ, მაისაშვილმა, სორელმა და ღვაბერიძემ ბიჭებს გამარჯვება მიულოცეს, სამწვრთნელო შტაბთან კი ფრანგული ტურნეს და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების დეტალები განიხილეს. მათ ხაზი გაუსვეს მსგავსი გამოცდილების და წამყვან ევროპულ კლუბებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარების მნიშვნელობას.

რაგბის კავშირის წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელშიც ასევე აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი, სასწავლო ცენტრის დირექტორი გიორგი ჭუმბურიძე და 7-კაცას მწვრთნელი, ბავშვთა რაგბის განვითარების ხელმძღვანელი გია ლაბაძე შედიოდნენ, საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მათ საქმიანი შეხვედრები საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტთან, მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტ ბერნარდ ლაპორტთან, საფრანგეთის რაგბის ფედერაციის გენერალურ მდივან კრისტიან დულინთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან გამართეს.

ბავშვთა და მოზარდთა რაგბში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, ამ შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო და 18-წლამდელთა ფრანგული ტურნე ამ შეთანხმების ნაწილია. ასევე იგეგმება საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში საფესტივალო ასაკის გუნდების მივლინება, რაც ბავშვთა რაგბის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

Rugby.ge

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა