"აზერიფუტბოლმა" დაწერა, თითქოს ბაქოს "ინტერმა" ბაჩანა ცხადაძე ზაქათალის "სიმურგში" იჯარით გაუშვა
აზერბაიჯანის უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი ზაქათალის "სიმურგის" თავკაცებს ელიტაში დაბრუნება აქვთ გადაწყვეტილი და გუნდის გაძლიერებაზეც ზრუნავენ. თუმცა, როგორც ჩანს, მათთან ერთად გუნდს ინტერნეტ-გამოცემა "აზერიფუტბოლიც" აძლიერებს.

როგორ? სანამ ამას გეტყოდეთ, აზერბაიჯანული ვებგვერდებისთვის ბოლო წლებში დამახასიათებელ ინფორმაციებს გაგახსენებთ - თბილისის "დინამოსა" და ბოლნისის "სიონის" ხელმძღვანელებმა მათი ინტერნეტგვერდებიდან შეიტყვეს, რომ თურმე ზაქათალაში ყოფილან და "სიმურგთან" ორივე მათგანმა ჯამში ოთხი მატჩი წააგო?!

მაშინ ეს ამბავი ჩვენს საფეხბურთო სამყაროში ანეკდოტად დადიოდა, რადგან სინამდვილეში ეს მატჩები საერთოდ არ გამართულა და ამ ტყუილის მიზანი იმის ჩვენება იყო, რომ აზერბაიჯანულმა ფეხბურთმა ქართული ფეხბურთი უკან ჩამოიტოვა.

ამისთანებში "ჩემპიონი" მაინც "აზერისპორტია", რომელიც ბაქოს "ინტერის" ქართველებს, განსაკუთრებით მის მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს არ სწყალობს.

როდესაც გუნდმა "თანამეგობრობის თასზე" სომხეთის "მიკასთან" 4:0 გაიმარჯვა, აბსოლუტურად არაადეკვატური გამოკითხვა ჩაატარა - რომელი აზერბაიჯანული კლუბი მოიგებდა უფრო დიდი ანგარიშით, "ნეფთჩი", "ხაზარი" თუ "ბაკი"?

ახლა "აზერიფუტბოლს" დავუბრუნდეთ: გუშინ დაწერეს, რომ ბაქოს "ინტერმა" ბაჩანა ცხადაძე, რობერტას პოშკუსი და დანილდო ასიოლი ზაქათალის "სიმურგში" იჯარით გაუშვა, სადაც მთავარ მწვრთნელად გარუსებული უკრაინელი სერგეი იურანი დანიშნესო. გამოცემის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და სამეულმა ორშაბათს ზაქათალელებთან ივარჯიშა კიდეცო.

აქ დაუჯერებელი ის იყო, რომ დასრულებული ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ცხადაძემ "სიმურგში" უკვე ითამაშა, გუნდის ბომბარდირიც იყო, მაგრამ გუნდიდან გაუშვეს და ბაჩანას ზაქათალა გულზე ნამდვილად არ ეხატება.

ჩვენი ვარაუდი გამართლდა, "აზერიფუტბოლის" ინფორმაცია მორიგი ტყუილი გამოდგა.

"რა სისულელეა! ზაქათალის "სიმურგში" მართლაც დანიშნეს იურანი, მაგრამ ბაჩანა არ გამიშვია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ "ინტერთან" ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა; მეორეც, "სიმურგის" წინადადებაზე მე რომ დავთანხმებულიყავი კიდეც, გუნდის ხელმძღვანელები მაინც არ გაუშვებდნენ, რადგან თურქულ შეკრებაზე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, სამ მატჩში ორი გოლი გაიტანა", - გვითხრა "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ.

მისი თქმით, გუნდი ავსტრიაში მეორე შეკრების მოსაწყობად მალე გაემგზავრება და საკონტროლო მატჩებს, სავარაუდოდ, იტალიურ კლუბებთან, "ლეჩესთან" და "პალერმოსთან" გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა