ყოველთვის ვცდილობთ, კვარაცხელიას თამაშს, აღფრთოვანების პარალელურად, კრიტიკული ელემენტებიც არ მოაკლდეს, რადგან ვიცით, ხვიჩას კიდევ უფრო მეტი შეუძლია და ამის გამოც ვფრთხილობთ, მან თავისი მაქსიმუმის შესახებ ნაადრევად არ ირწმუნოს. ამის მიუხედავად, არის მატჩები, როცა მხოლოდ უნდა დატკბე.

"ნაპოლის" ქართველი შემტევის თამაშში ყველაფერი ვნახეთ - ტექნიკის დემონსტრირება, არაორდინარული გადაწყვეტილებები, ფინტები, ართმევაზე თამაში და გოლი! ხვიჩათი კიდევ ერთხელ აღფრთოვანდა მარადონა "ჯუნიორი", რაც ცოტას არ ნიშნავს...

წინა შეხვედრის შემდეგ აღვნიშნეთ, რომ მთავარ მწვრთნელ სპალეტის კვარაცხელიას ირგვლივ თამაშის მეტად აწყობასა და შესაბამის სტრატეგიაზე უნდა ეფიქრა. რაც ვნახეთ, ახლა მარცხენა ფლანგი უფრო დაიტვირთა, ვიდრე გასულ მატჩებში. ხვიჩა ისევ რამდენიმე ფეხბურთელის გარემოცვაში ექცეოდა. "ლაციოელებმა" თამაში ძალიან აქტიური პრესინგით დაიწყეს და მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ. დროთა განმავლობაში ნეაპოლელებმა მოწინააღმდეგეს საკუთარი თამაში მოახვიეს, "კვარაც" უფრო ლაღად ათამაშდა, სივრცეები მეტად იპოვა და მოედანზე მთავარი პირი გახდა. დიახ, ის და არა თუნდაც რომაელთა სერბი ლიდერი მილინკოვიჩ-სავიჩი.

ვცდილობთ, შეფასებაში მაქსიმალური თავშეკავება გამოვიჩინოთ, თუმცა ვხედავთ ავტორიტეტული "გაზეტას" პოსტერს, სადაც კვარაცხელიასა და მარადონას ერთგვარი მიქსია ასახული. ხვიჩა წამყვანი გამოცემების გარეკანზეა. ამ ბიჭმა მართლაც ბევრი რამ გაიარა, ცოტა ხნის წინ ერის მოღალატედაც კი შერაცხეს (ჯერ არ დაგვვიწყებია) და ამ საყოველთაო აღმაფრენასაც შესაბამისად შეხვდება. სპალეტიმ თქვა კიდეც, ძალიან თავმდაბალი ბიჭია, თუმცა მოედანზე როცა შედის, სულ სხვა ხდებაო...

სუბიექტურობისგან დაცლილებსაც იმავეს თქმა შეგვიძლია, რაც მანამდე - კვარაცხელია ამ "ნაპოლის" ერთ-ერთი მთავარი ძალაა. უკვე ის განცდა რჩება, რომ როგორ ცუდადაც უნდა მისდიოდეს გუნდს თამაში, ქართველი ფეხბურთელი თავის სიტყვას მაინც იტყვის. ასე იყო "ლაციოსთან" - ხვიჩა თითქოს ცოტათი ანერვიულდა, რადგან ჯერ შედევრამდე ცოტა დააკლდა, მომენტებს ქმნიდა, მაგრამ ვერ იყენებდა, ერთხელ უსამართლოდაც დააჯარიმეს, მაგრამ მას სჯეროდა და გაიტანა. ასეთი განწყობით იქნება ის "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგაზეც. იურგენ კლოპი საკმაოდ ბევრს იფიქრებს იმაზე, როგორ შეაჩეროს იტალიელთა მარცხენაფლანგელი...

კვარაცხელიამ სოციალურ ქსელებსა და რეალურ ცხოვრებაში პოზიტიური დღის წესრიგი შემოგვიტანა. ისევ გამოჩნდა ხალხი, ვინც ამ საყოველთაო აღტაცებას ბანალურს უწოდებს. ჩვენ მათი ხსენებით ვინმეზე მაღლა დადგომას არ ვაპირებთ, უბრალოდ გვიკვირს, ჩასაფრებული იყო ადამიანთან, რომელსაც ამდენი სიხარულის მინიჭება შეუძლია.

ხვიჩას დამატებით არ დავძაბავთ, გვინდა ჩემპიონთა ლიგაზე ხმაურიანი დაბრუნება და კვლავ ქართული გოლი "ლივერპულის" კარში, მაგრამ ეს ყველაფერი შეკვეთით არ ხდება, არც ფეხბურთი შედგება მხოლოდ ამ დეტალისგან. ახლა ამ შეხვედრამდე ყველანი წამებს ვითვლით და ბოლომდე არ გვჯერა, ჩვენ თავს რაც ხდება - დიდ ფეხბურთში დიდი ნიჭით ვართ!

ფორცა კვარა
დინამო-ლივერპულის 3:0-ვით გაგვახარე
Soso
რა გჭირთ საკაბელოები ხომ გაქვთ მე მაგთისადი მაქ დავამატებიე რაც მქონდა პაკეტი სეტანტა 2 ლარი დაემატა მარტო 304-303 არხზე დასვეს
სოსო
ჰმ-ს.ჩერჩეტი,მხოლობითშია და მაშინ ძალიან ბევრი ასხამდა ტალახს,პირადში კი,გაცილებით უარესებსაც სწერდნენ.ძალიან ძნელი ასატანია ადამიანისთვის უსამართლო შეურაცხყოფა და რასაც სკელეტონი წერს,ეს იმის შეხსენებაა,სანამ ვიღაცას აწყენინებ,ეცადე სიტუაციაში გაერკვეო.ხვიჩამ ძალიან დიდი სტრესები გადაიტანა მაშინ და შეიძლებოდა, ფსიქოლოგიურადაც გატეხილიყო.ყველას უნდა გვახსოვდეს, ვიღაცას რომ აგინებ,ისიც ადამიანია,ნერვები აქვს და ახლობლებიც ჰყავს.
ლაშა
სილქ-უნივერსალი აჩვენებს ჩემპიონთა ლიგის თამაშებს, თუმცა, თუ მოინდომეს შესაძლოა სილქ 1-ზე სილქ 2-ზე ან სილქ 3-ზე აჩვენონ, რომლებიც კომერციული არხებია. ასეთ შემთხვევაში გულშემატკივართა რისხვას არ ასცდებიან!
გიორგი
მემგონი სეტანტა უჩვენებს
გიორგი
ხომ არ იცით, ჩემპიონთა ლიგის თამაშებს რომელი ქართული არხი აჩვენებს?
ბესო
იმედია რომელიმე ქართულ არხზე მაინც ვიხილავთ ამ თამაშს
ლაშა
ხვიჩა, ქართული ფეხბურთის ლოკომოტივი ხარ!
ბესო შიოშვილი
ბავშვობაში რომ თბილისის დინამოს მატჩების ლოდინში დღეებსა და საათებს ვითვლიდი, 45 წლის მერე იგივე მეორდება, ოღონდ ახლა ნეაპოლის ნაპოლის თამაშებზე მემართება ეგ მოახლოების სიხარულის განცდა... ნეტა, რატომ?..
Skeleton
"დაყენდი" ზე გეტყობა რა ადამიანიც ხარ და რა ზრდილობა-ინტელექტის მატარებელი :) წაკითხულის გააზრება რომ არ შეუძლიათ ისეთებთან დიალოგში არ შემოვდივარ.
გომორძგუა მარგალეფც
დისლაიქზე შემთხვევით დამეჭირა,ვერ გამოვზომე...
hm
რას მიედ მედები დაყენდი რა! რატომ იმეორებ ვიღაც ჩერჩეტმა რაღაც სისულელე თქვა! ხვიჩაც კიტხულობს ხომ ხედავ და გული უნდა ატკინო? ცოტა დაფიქრდი რაებს წერ! იმატზრე უარესი შენ გამოდიხარ ვიღაც დებილის სიტყვებს იმეორებ! მე და ჩემნაირმა ბევრმა სულაც არ ვიცოდით ! გააგებინე ახლა მთელს მსოფლიოს ვიღაც იდიოტი რას ამბობს! მეორეჯერ აღარ გაიმეოროთ ეს სისულელე!
მania
გასაოცარი მოთამაშე! დრიბლინგის მანქანა! ამაზე თქვი? თუ ზიდანმა დრაქი აწიოს და ხელი ჩამოარტვასო
ანია
წავიკიტხე ეგ ტვიწტერ და KVARADONA ს ეზახიან :) წარმატებები ხვიჩააა!
ხვიჩა კვარაცხელია
მადლობა ყველას ამხელა მხარდაჭერისთვის, შევეცდები თქვენი იმედები გავამართლო , გენაცვალეთ გულში.
zura222
ერთერთი ეგეთი არის "winteri" მე ძალიან კარგად მახსოვს როგორ ბოღმიან კომენტარებს წერდადა უფრო უარეს შხამიან კომენტარებს ეთანმებოდა @ და ეხლა გახდა ვითომ "ხვიჩას ფანი" @ რაც შეეხება რუსეთში თამაშს და ვარჯიშს-ხვიჩას რუსეთის ვირული ვარჯიშები რომ არ გაევლო ეხლა ამის ნახევარსაც ვერ ითამაშებდა და დიდი ეჭვი მაქვს ტრამვებსაც მიიღებდა წამდაუწუმ ! აგერ წავიდნენ პირდაპირ ევროპაში ჭანტურია ყენია მჭედლიძე ჩაკვეტაძე კიტეიშვილი და კარგად ვნახეთ რა დაემართათ და რა ემართებათ @@
სოსო
კარგი რა!გადახედე მაშინდელ პოსტებს.ახლაც იმ ტელევიზიების ენას აყოლილები წერენ, უკადრებელს.ის ტელევიზიები კი,პარტიული ტელევიზიებია და ჩვენი იმ ვარსკვლავების სისტემატური,მიზანმიმართული "ბულინგი" მიდიოდა,ვინც მათ ფეხისხმას არ ასდევდა.თუნდაც ლაშა ტალახაძე გაიხსენეთ და თუნდაც თორნიკე შენგელია.
zura
ხვიჩა, შენ გენაცვალეთ ჩვენ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ქ. გ.
სანამ გვერდი იტვირთება, არ დააჭიროთ ლაიკს (მოწონებას). თორემ ლაიკის ნაცვლად შეიძლება გამოვიდეს დისლაიკი.
ეჰ
როგორ მწყდება გული იმაზე,რომ კვარაცხელიას ფენომენს ვერ მოესწრო დიდი დიეგო! ძალიან მაინტერესებს რას იტყოდა იგი ხვიჩაზე და როგორი იქნებოდა მათი შეხვედრა!
აკო
ჩემი პირადი აზრით ამ სეზონში ნაპოლიმ რაც თამაშები ჩაატარა ყველაზე ცუდი ლოზანო იყო. პოლიტანოს კი შანსი უნდა მიეცეს აუცილებლად და ლოზანო თუ არ მოვა გონს დაჯდება სკამზე.
ქ. გ.
ხვიჩას მშობლებს დიდი მადლობა! საამაყო ფეხბურთელი და სამაგალითო ქართველი გაზარდეს.
Mосков
ულიცავ კვარას დხეს დხეობიტ სერიაA-ში ორი ცლიერი ორი არანორმალური იგროკია კვარა და ლეაო,მაგრამ კვარა უფრო ცინ დგას იმიტომ რომ ფირველ სეზონს ატარებს,მომავალ ცელს ლეაოზე მეტი იხირება კვარა,დხეს დხეობიტ ლეაოს 150 მილიონს აცლევენ კვარა ტუ სერია A მოიგო 150 მილიონზე მეტი იკნება,კვარა შენ უნდა გახარო კარტველი ხალხი როგორც უკვე ახარებ შენ უნდა დაძერო ახალი ისტორია კარტულ ფეხბურტში ხმერტი შენცკენ კვარა
ქ. გ.
ძალიან მაგარი გოლი გაიტანა. რაც უფრო მეტჯერ ვუყურებ, მით უფრო მომწონს. ისეთი კარგი ტრაექტორიით გაფრინდა ბურთი, რომ არც მცველებს არ მოხვდა და ვერც მეკარე აიღებდა. ნაპოლის ოფიციალურმა აკაუნტმა ტვიტი გამპაქვეყნა: https://twitter.com/sscnapoli/status/1566408822708703235
თქვენი, ხვიჩა კვარაცხელია!!!!!!!!!!!!
ვისაც გაგეხარდათ ჩემი გუშინდელი გოლი, გენაცვალეთ ყველას!!!!!!!!!!!
დავითი
ისე პოლიტანოზე რა აზრის ხართ? ჩემი აზრით ლოზანოზე ბევრად პროდუქტიულია და ხვიჩასთვის უფრო ხელსაყრელ ფეხბურთს თამაშობს ( როგორც გუნდისთვის) ლოზანო უბრალოდ სახელია ჯერჯერობით. ანელებს შეტევებს და მეტიქეს მცველებს დროს აძლევს ოსიმენიზე და კვარაცხელიაზე გადაეწყონ. საპირისპიროდ პოლიტანოს თავის სწრაფი რეიდებით გადაყავს თავის თავზე მცველები და სხვებს სივრცეები ექმნებათ.
რონი
ქართველები მუდამ დაუფასებლები რომ ვართ.. ლეაოს 150 მილიონს აფასებს მილანი და კვარა 10 უნდა ღირდეს? მაგრამ წლის ბოლოს მჯერავს კვარას ფასი გაათმაგდება
ჰაჰა
კვარას ეგ არ ეხება, მაგრამ ობიექტურად, ეგრე ცენტრში უაზრო ბურთის დაკარგვის შემდეგ უამრავი გოლი გაუშვია ნაკრებს. თუნდაც ყველაზე მთავარი, მაკედონიასთან.
las
ვეთანმხები სპალეტის. კვარაცხელია უნდა შეეჩვიოს იტალიურ ფეხბურთსო. ზოგადად გულისხმობს რომ თანამედროვე ევროპულ ფეხბურთსო :) ვერ გაამტყუნებ საქართველოდან და რუბინის დონის გუნდიდან რომ საფეხბურთო მექაში გადახვალ რათქმაუნდა ბევრ ნიუანსსში გექნება მოსამატებელი. უბრალოდ ხვიჩა არის ფენომენი. ეგ ამბებს დაატრიალებს მანდ მთელ მსოფლიოს აალაპარაკებს. პირველ რიგში რასაც სპალეტი უსმევს ხაზს. ეს არის ბურთის დაკარგვა. ვინც უყურეთ ლაციოსთან ცენტრში დაკარგა ბურთი და ძალიან მწვავე შეტევა განახორციელა ლაციომ. ევროპული ფეხბურთისთვის უმთავრესი არის ბურთის შენარჩუნება და როდესაც შეტევისას ცენტრში კარგავ ბურთს აუცილებლად იქმნება შენს კართან ხიფათი. რუსეთში და საქართველოში შეიძლება განეიტრალდეს რადგან სუსტი შემსრულებლები არიან, მაგრამ იტალიაში 10 დან 7 ბურთის დაკრაგვას მოყვება უმწვავესი კონტრშეტევა. ამიტომ ეს კომპონნტია პირველ რიგში დასახვეწი
mirosan
და გოლსაც თხრის☝️
Lebron
ნაცებმა და მათმა მხარდამჭერებმა კერძოდ: ვახტანგ სანაიამ, მაქარაშვილმა, მშვილდაძემ, გვარამიამ და ა.შ გვახსოვს!!!!!!!!!!!
ქ. გ.
ეს კომენტარი ნახეთ აუცილებლად https://twitter.com/dukeby/status/1566175329001021441
Skeleton
მე არასდროს დამავიწყდება რაც იკადრა ზოგიერთმა ხვიჩას მიმართ იმ ცუდ დღეებში. ახლა რომ აფანატებენ ნიშნის მოგებითაც არავისთვის მითქვამს, აი შენ ადრე რას ამბობდითქო, უბრალოდ გულნატკენია რაც მოხდა. იმ აზრს ვერავინ შემიცვლის, რომ ჩემი ქვეყნის ტალანტის რუსეთში თამაში არ მინდოდეს, და ამას ყოველთვის ვაფიქსიერებდი მაგრამ რაც იმათმა იკადრეს, კანდელაკთან და ლამის ორჯონიკიძესთან შედარებები, ეს იყო სრული სიბინძურე და იმ დღეებში ვფიქრობდი ამას უბრალოდ ვერ გაუძლებსთქო, მაგრამ გაუძლო და დღეს ისევ გვახარებს. როგორ შეიძლება ამ ადამიანს ელემენტარული დისკომფორტი შეუქმნა თავისი ქვეყნისგან არმესმის. ეგ ხალხი ახლაც არსებობს და ზოგი ირონიული პოსტებით ისევ ცდილობს მის დაკნინებას, მაგრამ ამას გადავიტანთ საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი. პ.ს პარტიებისგან შორს მყოფებს მივიჩნევ მხოლოდ საზოგადოების ჯანსაღ ნაწილად.
ფოთის კოლხეთის გულშემატკივარი
როგორ არ შეურაცხიათ? რამდენი ვიდეო და ნაწერი არსებობს
რრრ
მიუღებელი კრიტიკა იყო, მარა ერის მოღალატეთ არავის შეურაცხია ხვიჩა ეს უკვე ნამეტანია.
ბათუმელი ექსპერტი
ეხლა ნახეთ როცა ზურიკო დავითაშვილი, ირაკლი აზაროვი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი წიტაიშვილი,საბა ლობჟანიძე, ოთო კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ჯოვინო ფლამარიონი, გიორგი შენგელია და სხვები რო ათამაშდებიან ვარსკვლავურ დონეზე წარმოიდგინეთ რა შედეგებს დავდებთ ევრო და მსოფლიო მუნდიალალებზე მამარდასთან, კაშოსთან და სხვებთან ერთად!
beqa
ლივერპულთან საგოლე პას გააკეთებს
"საკვალიფიკაციო ეტაპი თავაწეულებმა უნდა დავასრულოთ... მინდა, ყველას ეს მოგიწოდოთ..." - ბულგარელთა მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის წინ
მიქაუტაძემ ვარჯიში დაიწყო და ალბათ, "მალიორკასთან" ითამაშებს
ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
ბენზემამ "რეალში" დაბრუნება არ გამორიცხა - ფრანგი ფლორენტინო პერესს უარს ვერ ეტყვის
თუ დღეს კიდევ დამარცხდებიან, ეს ამბავი ბულგარული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ მეოხდება - საქართველოს ნაკრები დღევანდელი მეტოქის კიდევ ერთ მწვრთნელს იმსხვერპლებს?
"მეტოქეს 5 ან მეტი ბურთით მოვუგებთ და ჯგუფში გავასწრებთ? - მოდით, რეალისტები ვიყოთ..." - რას წერს ბულგარული მედია საქართველოსთან მატჩამდე
"საკვალიფიკაციო ეტაპი თავაწეულებმა უნდა დავასრულოთ... მინდა, ყველას ეს მოგიწოდოთ..." - ბულგარელთა მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის წინ
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
მიქაუტაძემ ვარჯიში დაიწყო და ალბათ, "მალიორკასთან" ითამაშებს
პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან
კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა
სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა
ორი წლის წინ - მესი პელესა და მარადონას გვერდით - დიდი მოწყენილობის შიში...
ოსიმენმა "გალათასარაის" ხელმძღვანელებს ყოფილი თანაგუნდელის დამატება სთხოვა
"ნაპოლის" გაძლიერება სურს - ზამთრისთვის "პარტენოპეის" რამდენიმე ვარიანტი აქვს
მარადონას კარიერის საუკეთესო მომენტები [PHOTO]
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
მარადონას და მესის ერთნაირი გოლები - რომელი სჯობს? [VIDEO]
კონტე ტურინშია - ანგისა დე ბრუინს ლაზარეთში შეუერთდა
წლის ბოლო მატჩის დღე სატურნირო მოტივაციის გარეშე!..
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
მიჩელი "არსენალში" გადადის - "ნაპოლიში" კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება
"კვარაცხელია უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ..." - მარადონას შვილი ხვიჩაზე, მამასა და მესიზე საუბრობს
ნამდვილად დე ლაურენტისია? - "ნაპოლის" პრეზიდენტმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა
საქართველო VS ესპანეთი - ნუთუ, ერთხელ მაინც არ შეგვიძლია?!
სანიოლი დაამტკიცებს, რომ არ ამოწურულა?! - სავარაუდო შემადგენლობა და ალტერნატივები ესპანეთთან
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 2 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
მარადონას გუნდზე უფრო დიდი გავლენა ჰქონდა, ვიდრე მესის - მარკო ვან ბასტენი
ზახარიანმა შეიძლება პსჟ-ში კვარაცხელიასთან ერთად შეუტიოს?