ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კაცობის ამბავი!

კაცობის ამბავი!

ჯეკ უილშირმა თავის კაპიტან სესკ ფაბრეგასს ხმამაღლა და მკვახედ შეუძახა, კაცურად მოიქეცი, „არსენალში“ დარჩიო
ჯეკ უილშირმა თავის კაპიტან სესკ ფაბრეგასს ხმამაღლა და მკვახედ შეუძახა, კაცურად მოიქეცი, „არსენალში“ დარჩიო. ჩრდილოლონდონელთა 19 წლის ვარსკვლავისგან ასეთ თამამ გამოხდომას არავინ ელოდა.

ამასთან, ნათელი გახდა, რომ თუ ფაბრეგასი „ბარსელონას“ წლეულსაც უარს ეტყვის და მართლა „არსენალში“ დარჩება, ბიჭები მას მხარში ამოუდგებიან და ერთხმად აღიარებენ თავიანთ ლიდერად.

„მეთოფეები“ კუალა ლუმპურში არიან, სადაც ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგნენ. კაპიტანი გუნდს თან არ ახლავს, მაგრამ მიზეზი სატრანსფერო გაუგებრობა კი არა, კუნთის ტკივილია. რაც შეეხება „ბარსასა“ და „არსენალს“ შორის მოლაპარაკებებს, ეს პროცესი ბოლო დღეებში მინელდა. შეგახსენებთ, რომ მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, უკვე თამამად გამოთქვა იმედი, რომ ფაბრეგასს „ემირეით სტედიუმზე“ დატოვებს. რაც შეეხება უილშირს, მან გადაწყვიტა კაპიტანი მკვახე შეძახილით გამოეფხიზლებინა და დაენახვებინა მისთვის, რომ ბიჭებს სჭირდებათ.

„ერთგულება ფეხბურთის მნიშვნელოვანი ნაწილია და კარგად აჩვენებს კაცი ხარ თუ არა. ერთგული ადამიანები ნამდვილი კაცები არიან. ჩვენ, „არსენალში“ ერთგული ბიჭები გვყავს და ეს, ადრე, ბევრჯერ დამტკიცებულა. სესკმა ერთგულება შარშან ამ დროს გამოამჟღავნა, წლეულს კი იმედი მაქვს, რომ იმავეს უფრო მეტი ფეხბურთელი გააკეთებს. აი, მერე კი ვნახოთ, მოვიგებთ რაიმე ჯილდოს თუ ვერა“.

რასაკვირველია, უილშირმა „უფრო მეტ ფეხბურთელში“ უპირველეს ყოვლისა სამირ ნასრი იგულისხმა. 24 წლის ფრანგ ნახევარმცველს „არსენალში“ ერთი წელიწადიღა დარჩა გასატარებელი. აქამდე ამბობდნენ, რომ ის მანჩესტერის ერთ-ერთ გუნდში გადადიოდა, თუმცა ორიოდ დღის წინ, ვენგერმა განაცხადა, რომ ნასრი „ემირეიტზე“ რჩება.

შემდეგ, უილშირმა 23 წლის ფაბრეგასის მდგომარეობა „ტოტენჰემის“ ხორვატი ნახევარმცველის ლუკა მოდრიჩის მდგომარეობას შეადარა.

„ჩვენ ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს, ეს ვიცით და ვცდილობთ საუკეთესო ფეხბურთელები შევინარჩუნოთ. თუ დააკვირდებით, ყველა გუნდში ასეთივე მდგომარეობაა. იმისათვის რომ გაიმარჯვო ვარსკვლავები უნდა გყავდეს. შეხედეთ, რა ხდება „ტოტენჰემში“, ისინი მოდრიჩის დასატოვებლად იბრძვიან. რობინ ვან პერსიმ თქვა, რომ თუ სესკს დავკარგავთ, გავნადგურდებით. მეც იმავეს ვამბობ. ის ჩემთვის სამაგალითო იყო და ყოველთვის მინდოდა მისნაირი ვყოფილიყავი“.

შეგახსენებთ, რატომ გარბიან ფეხბურთელები „არსენალიდან“. საქმე ის არის, რომ „მეთოფეებს“ აგერ უკვე ექვსი წელიწადია არანაირი ჯილდო არ მოუგიათ. გასულ სეზონში გუნდს ერთბაშად ოთხი ტიტულის მოგების პრეტენზია გაუჩნდა, მაგრამ „ქარლინგის თასის“ ფინალში, „ბირმინგემთან“ დამარცხებით რომ დაიწყო, გაგრძელდა და გაგრძელდა - ვენგერი და მისი გუნდი კვლავ პირში ჩალაგამოვლებული დარჩა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში ჯილდოს მოსაგებად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, - თქვა უილშერმა. - გასულ სეზონში საქმე „ბირმინგემთან“, ბოლოწამს გაშვებულმა სულელურმა გოლმა გაგვიფუჭა. სამწუხაროდ, ყოველ წელიწადს ერთი და იგივე მეორდება, გაზაფხულზე ცუდად ვთამაშობთ. იქნებ, ერთი-ორი ფეხბურთელის დამატებამ ეს პრობლემა გამოასწოროს“.

ბოლოს კი უილშირმა საკუთარ თავზე ილაპარაკა: „9 წლის ასაკიდან „არსენალში“ ვარ. ამ ხნის განმავლობაში თავს ყოველთვის ბედნიერად ვგრძნობდი. „არსენალი“ ჩემზე ყოველთვის ზრუნავდა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა

"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს

ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე