ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

მეტოქემ მარცხი ღირსეულად ვერ მიიღო, სანდრო კი NBA-ს მალე დაიპყრობს - ჯგუფიდან გასვლის შანსები

მეტოქემ მარცხი ღირსეულად ვერ მიიღო, სანდრო კი NBA-ს მალე დაიპყრობს - ჯგუფიდან გასვლის შანსები

პირველ რიგში, რას ვითხოვთ ქართველი სპორტსმენებისგან? - ბოლომდე ბრძოლას, შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას და ზოგჯერ საკუთარ თავზე მაღლა ახტომას. თუკი ამას სასურველი შედეგი მოჰყვება, ყველაფერი იდეალურადაა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თურქებთან ორ ოვერტაიმში (88:83) გამარჯვება ყველა ამ კომპონენტს ზედმიწევნით აკმაყოფილებდა.

შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი მაინც მეორე პერიოდის შუაში იყო. საქართველოს ნაკრებმა 5 წუთი "მშრალად" ითამაშა და მეტოქის კალათში ბურთის მოთავსებას ვერ ახერხებდა, შემდეგ კი დაცვაში ძალიან ორგანიზებულობით, რასაც შეტევაში სწრაფად გადასვლა მოჰყვებოდა, 14:0 გაქცევა შევძელით. ეს ამ ტურნირზე ჩვენი გუნდის თამაშში ახალი ელემენტი და საუკეთესო მონაკვეთი იყო, სადაც რატი ანდრონიკაშვილმა გაილაღა. ამ ბიჭს დიდი კალათბურთისთვის ყველა საჭირო მონაცემი აქვს. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სტაბილურობა სჭირდება, მათ შორის, ნაკრებშიც.

სტაბილურობას რაც შეეხება, ტად მაკფადენზე სულ რჩება განცდა, რომ ერთხელ აუცილებლად, თანაც მნიშვნელოვან ეპიზოდებში, "აფეთქდება" და ეს თურქეთის ნაკრებთან ვიხილეთ. მან სამქულიანები წარმოუდგენლად რთული პოზიციებიდან ჩააგდო და საბოლოო გამარჯვებაში დიდი როლი ჰქონდა.

როგორ არ უნდა შეაქო თითოეული კალათბურთელი - შერმადინი თუ სანაძე, რომლებმაც დაცვაში ძალიან ბევრი სამუშაო გასწიეს; ჯინჭრაძე თუ ბექაური, მნიშვნელოვან ეპიზოდებში ცივსისხლიანიბა რომ გამოიჩინეს, თუმცა სანდრო მამუკელაშვილზე მაინც ცალკე უნდა ითქვას.

შორს არ ჩანს ის დღე, როცა სანდრო NBA-ში დიდ სიტყვას იტყვის და ქართველ გულშემატკივრებს ეკრანებთან მიაჯაჭვებს. მამუკელაშვილს შეუძლია ლიდერობა და თამაშის საკუთარ თავზე აღება, თუმცა ჯერ ის ნაკრებში მაინც ახალბედაა და თითქოს მაშინ უფრო იხსნება, როცა გრძნობს, რომ თამაში მასზე ეწყობა. სანდროს თამამად შეუძლია სამქულიანები ისროლოს, ხოლო, როცა ის ფარისკენ ჩასატენად "მიფრინავს", მისი გაჩერება, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება. "მამუს" ემჩნევა, რომ თანამედროვე კალათბურთში ერთ-ერთ გამორჩეულ იანისთან კლუბში ბევრ დროს ატარებს და ქართველ კალათბურთელს "მილუოკში" ახლა უფრო მეტი დრო, ნდობა და თავდაჯერება უნდა ჰქონდეს...

რაც შეეხება თურქეთის ნაკრებს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, შესაბამის მოტივირებას რამხელა ძალა აქვს. ჩვენმა ნაკრებმა, რომელიც ოვერტაიმის წინ, ფაქტობრივად, განახევრდა (ლიდერების ტრავმას შერმადინისა და სანაძის მოედნიდან გასვლა დაერთო), ღირსეული გამარჯვება მოიპოვა. ღირსეული მიღება მარცხსაც სჭირდება, რაც სამწუხაროდ, მეტოქემ ვერ შეძლო, თუმცა 2 კალათბურთელს შორის დაწყებული კონფლიქტი მოთამაშეებს არ გაურთულებიათ. თურქთა მწვრთნელი, რომელმაც წინა დღეებში აშკარად ზედმეტი საუბრით დაგვამახსოვრა თავი, ბოლომდე გამოვიდა წყობიდან. ამას მათი მხრიდან რაღაც ბრალდებები მოჰყვა, რასაც ფიბასგან შესაბამისი პასუხი გაეცემა.

ემოციები კი ილიას ზუროსსაც ისეთი ჰქონდა, აქამდე მისგან რომ არ გვინახავს. ფაქტია, მან გუნდის შესაბამისი მოტივირება შეძლო და როგორც მატჩამდე, ასევე მისი გრძელვადიანი მიმდინარეობისას, დააჯერა, რომ გამარჯვება შეეძლოთ. ახლა მთავარი ძალების აღდგენაა. შემდეგი მეტოქე აქამდე მოუგებელი ბულგარეთია, რომელიც სწორედ ჩვენი გადაღლილობითა და ემოციური გამოფიტულობით სარგებლობას ეცდება, რისი უფლებაც არ უნდა მივცეთ.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, ესპანეთის ნაკრები ბელგიასთან (73:83) დამარცხდა. შესაბამისად, ჯგუფიდან გასასვლელად მინიმუმ, ორი მოგება გვჭირდება. ახლა ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ის უნდა იყოს, ბელგიასა და ესპანეთთან თურქების მარცხს ვუგულშემატკივროთ და ამ შემთხვევაში პლეი-ოფში ორი გამარჯვებით აუცილებლად გავალთ, რადგან თურქებს ურთიერთთამაშებში ვჯობნით. ორი მოგებით შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი სხვა მხრივაც არსებობს, ჩვენ კი ჯერ ბულგარეთი დავამარცხოთ და უკანასკნელ ტურზე შემდეგ ვიფიქროთ - მონტენეგროსაც ვაჯობოთ, რატომაც არა!

• გუსანი

ჰა-ჰა-ჰა, მაგარი იყო... ბურჯანაძე ცინცაძის ასაკს რომ მიაღწევს მერე ნახეთ როგორ ათამაშდება, 3 ქულიანზე ან ედვანებზე ნაკლებს, არ იკადრებს

• რრრ

ხომ ვიცი რაც მოხდებოდა შენგელიამ ითავა ეტყობა დუდას და ქორქმაზის შერიგება, იგი ხელს აუქნევდა და შეიქმნა პრობლემა, რა გინდა რატო მიდი ვერ ვიშორებთ რა ქართულ ჯიგრულ პონტს და დიდი შანსი ყველა თამაშში წაგება მოგვარჭონ და იჯიგრეთ მერე.

ცოტაც ცოტაც 2-3 თამაშიც დააა ცინცაძე და ბურჯანაძეც შევლენ ფორმაში დაააა მერე ყველას შეუძლია დაისვენოს მარტო ეგ ორი მოიგებენ ხოლმე!!! უუუც რა დრო იყო ცინცაძე რომ გაიტაცებდა ხოლმე ბურთს ორქულიანს არ კადრულობდა სულ სამიანებს ყრიდა, არ გახსოვთ?! ბურჯანაძე კიდევ თუ არ ჩატენიდა ისე არ ესროდა, არც ეგ გახსოვთ?! აი მაგაშია საქმე......

• სოსო

თურქებმა და ბერძნება ერთმანეთის წინააღმდეგ, აკროპოლისის თასზე ითამაშეს და იქ გაერჩიათ საქმეები თუ უნდოდათ,მაგრამ კალათბურთში მშვენივრად თანამშრომლობენ ერთმანეთთან,ბერძენ და თურქ კალათბურთელებსაც მშვენიერი ურთიერთობები აქვთ!!

• სოსო

რატი და მამუ,გრძნობენ,რომ თორნიკეს არ ყოფნაში და ცინცაძემ ბოლომდე რომ ვერ მოასწრო ფორმაში შესვლა,მათზე უკვე ბევრი რამე ხდება დამოკიდებული.ამიტომ გაცილებით თამამად იღებენ თამაშს, თავზე და ვხედავთ,როგორ თვალდათვალ ხდებიან,გუნდის სრულუფლებიანი მოთამაშეები და გადადიან გუნდის ლიდერების სათვალავში.რა თქმა უნდა ნაკლოვანებებიც თვალში საცემია,მაგრამ ყოველ მომდევნო თამაშში,სულ უფრო თავდაჯერებულები ხდებიან და თამამად იღებენ თამაშის ბედზე პასუხისმგებლობას.ტრავმების მიუხედავად,გუნდის თამაში თანდათან ლაგდება და თუ ჯგუფიდან გავაღწიეთ,შესაძლოა საკმაოდ აწყობილი გუნდის სახით წარვდგეთ,პლეი ოფში

• გიორგი

ფედერაცია და შენგელია ხმას რატომ არ იღებთ?? აიკლეს თურქებმა ყველა საკალათბურთო გვერდები,სხვა ქვეყნის გულშემატკივარიც შენგელიას და საქართველოს ადანაშაულებენ,ევროჰუპმა გამოაქვეყნა ახალი ინტერვიუ ქორქმაზთან და საქმე სერიუზულადაა,ან ჟურნალისტებმა იმოქმედეთ!! არ ეცნობით საერთაშორისო საკალათბურთო გამოცემებს?!

• გიორგი

წელს ნბა-ს ზაფხულის ლიგაზე დაგლიჯა სანდრომ. მისი მონაწილეობით ყველა თამაშს ვუყურე. ძალიან მაგარია. წარმოიდგინეთ მინიმუმ 200 კალათბურთელში ზაფხულის ლიგის საუკეთესო ხუთეულში შეიყვანეს. უბრალოდ სანდროზე უნდა ითამაშოს ნაკრებმა.

• Kaka

გამოძიება დაწყებული აქვს ფიბას! მატჩი დასრულდა 22 წამით ადრე,მაგრამ იმედია მსაჯებს დასჯიან.ჩვენ რა შუაში ვართ,მაგათი შეცდომააა

• მიხო

წაგებას ვაჟკაცურად უნდა შეხვდე თუ ღირსეული კაცი ხარ და არა ისე როგორც იმათმა ტაკიმასხარა მწვრთნელმა ისტერიკები რომ ატეხა

• გოგა

თურქი და ბერძენი მწვრთნელები არიან და იმიტომ ლამის დაცხეს

• Givi

Chveni nakrebis ertaderti minusi 3 qulianebis dabali procentia,2-3 kargi samianebis msroleli rom gvkavdes seriozul shedegebze gavidodit!!!axla ki faqtiurad makfadenis inedadvart marto da isic am bolos acabacad isvris ratomgac rac ufro gamouval mdgomareobashia mit ufro agdebs saocaria pirdapir...

• ქართველი

მამუმ მაგარი ხარისხი დადო. გულწრფელად ვიტყვი ესეთ დონეს არველოდი. მაგარი მასწავლებელი ყავს,უკეთესს როვერ ინატრებს ისეთი. იანისმა ახლო მომავალში ჩიკაგოში გადასვლაზე რატომაც არაო და იმედია ბურთიც და მოედანიც მამუს დარჩება. ცოტახანი კიდე იანისთან რო იყოს საჭიროა და შემდეგ უკვე ისეთი გუნდი ჭირდება სადაც სტაბილურ 30 წუთს მიიღებს. ფაქტია ძალიან მომატებული აქვს და ღმერთი მისკენ

• G.LA

მამუკელაშვილზე ისეთი შთაბეჭიდელბა დამრჩა, 15 წუთში სხვა თამაში რომ დაწყებულიყო იმ თამაშსაც ასევე ენერგიულად ითამაშებდა. წარმოუდგენლად ძლიერია ფიზიკურად და მიზანდასახული. ფარისკენ თუ დაიძრა ფაქტიურად შეუჩერებელია. სამიანებიც ისროლა და ფარზეც მაგრად ითამაშა. ანდრონიკაშვილს და მამუკელაშვილს ეს გამოცდილება ძალიან წაადგებათ. მსოფლიოზე მჯერა რომ გავალთ და იქ უკვე მათი იმედი უფრო მეტად უნდა გვქონდეს. ორივე მოუმატებენ მომავალში და ძალიან კარგი მომავალი ექნებათ. მჯერ NBA-ში მამუკელაშვილი თავის სიტყვას იტყვის. წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებ.

• დ

მამუს ლიდერობა პირველ რიგში ისევ ჩვენმა კალათბურთელებმა უნდა აღიარონ, მასზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, უნდა მოამარაგონ პასებით. როგორცაა ნბა-ში, ყველა კლუბს ჰყავს 2-3 ტოპი, ისინი თამაშობენ, ისინი ესვრიან, სხვები მეტ-ნაკლებათ მათ ეხმარებიან და ცდილობენ ხელსაყრელი პოზიცია შეუქმნან, ბლოკი დაუყენონ, კაცი გაიტყუონ. აქაც იგივეა საჭირო, უნდა ვაღიაროთ ვინაა ლიდერები და მათზე ვითამაშოთ, ლიდერები ვინაა უკვე გამოჩნდა: მამუ, რატი, შერმინატორი, ტადი, ამათზე უნდა აეწყოს თამაშები.

17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება

ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი

"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა

დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა

20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება

"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი

"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა

"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?

[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

[VIDEOS] მამუკელაშვილის 2 და ბითაძის 7 ქულა - "ტორონტო" ზედიზედ მეოთხედ დამარცხა, "მეჯიქმა" "მაიამი" დაამარცხა

[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა

[VIDEOS] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია, ბითაძის სათამაშო დრო გაიზარდა - ქართველების ტური NBA-ში

[VIDEO] მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ტორონტოში" - კანადელები "ბოსტონთან" დამარცხდნენ

ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა

საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!

[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტოს" 4-მატჩიანი წაგებათა სერია "მაიამი ჰიტთან" დასრულდა

"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა

ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!

ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად

ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას

[VIDEO] სანდროს მორიგი კარგი მატჩი და ეფექტური ჩატენვები - "ტორონტო" ზედიზედ მესამედ დამარცხდა