27 წლის ტოგოელი თავდამსხმელი, ემანუელ ადებაიორი გატყდა - ორშაბათს ის „მანჩესტერ სიტიში“ დაბრუნდება და ვარჯიშს შეუდგება
27 წლის ტოგოელი თავდამსხმელი, ემანუელ ადებაიორი გატყდა - ორშაბათს ის „მანჩესტერ სიტიში“ დაბრუნდება და ვარჯიშს შეუდგება. სხვა საქმეა, რომ მანუს აზრი არ შეუცვლია და კვლავაც სწამს, რომ ისტლენდელები ცუდად მოექცნენ.

როდესაც შეიტყო, რომ „სიტიმ“ პირველ გუნდთან ერთად ამერიკაში, სეზონისწინა შეკრებაზე არ წაიყვანა, ადებაიორი შეურაცხყოფილი დარჩა. გარდა ამისა, ფორვარდი იმანაც გააბრაზა, რომ მას გუნდის რომელიმე ხელმძღვანელი კი არ დაუკავშირდა, არამედ კლუბში მომუშავე მდივანმა ქალმა გაუგზავნა მეილი. სხვა სიტყვებით, მისთვის პირდაპირ არავის უთქვამს, რომ ის „მანჩესტერ სიტის“ ძირითადი შემადგენლობის წევრი აღარ არის და ამიერიდან რეზერვისტებთან ერთად უნდა უვარჯიშოს.

„არც კი ვიცი რა დავაშავე, - თქვა ადებაიორმა, - შვებულებაში ვიყავი, როდესაც მეილით გავიგე, რომ ტურნეში არ მივყავდით და მეორე გუნდის მოთამაშე ვხდებოდი. კი ბატონო, მივალ ბაზაზე და ვივარჯიშებ, მაგრამ არ დაგიმალავთ, რომ თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ“.

შეგახსენებთ, რომ განრისხებული ემანუელ ადებაიორი თავიდან ამბობდა, რომ „სიტის“ ბაზაზე აღარ ივლიდა, რადგან, თუკი, გუნდთან ერთად აღარ ათამაშებდნენ მნიშვნელობაც აღარ ჰქონდა ინდივიდუალურ ვარჯიშებს სად ჩაატარებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა