ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

ბულგარეთის 19 სამქულიანი, საქართველოს ნაკრების მარცხი და ჯგუფიდან გასვლის გართულებული შანსი [VIDEO]

ბულგარეთის 19 სამქულიანი, საქართველოს ნაკრების მარცხი და ჯგუფიდან გასვლის გართულებული შანსი [VIDEO]

<p>საქართველოს ნაკრები 2022 წლის ევრობასკეტის მეოთხე დღეს ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 80:93 დამარცხდა.</p><p>აღსანიშნავია, რომ ბულგარელებმა 19 სამქულიანის ჩაგდება მოახერხეს. სტუმართა რიგებიდან კარგი შეხვედრა ჩაატარა დი ბოსტმა, 32 წლის გამთამაშებელმა 33 ქულის, 4 მოხსნისა და 12 ასისტის დაგროვება შეძლო.</p><p>ქართველთა მხრიდან საუკეთესო იყო გოგა ბითაძე, რომელმაც 21 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.</p><p>ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს - იმ შემთხვევაში, თუ ხვალ მონტენეგროსთან დადებით შედეგს დავაფიქსირებთ და ბელგია ბულგარეთს დაამარცხებს, მომდევნო ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ.</p><p>ილიას ზუროსის გუნდმა ევრობასკეტზე მესამე მარცხი განიცადა და მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ჩვენი ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ხვალ, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.</p><p>ბულგარეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა. ბარხოვსკის გუნდი ხვალ, 18:15 საათზე, ბელგიას დაუპირისპირდება.</p><p><p><br></p>

  • კარგით რა

    ფედერაიაც უკან უნდა გაყვეს ზუროსს მთელი შემადგენლობით.

  • სოსო

    სანამ უცხოეთში წავიდოდა,გიო შერმადინი,ძალიან კარგად ესროდა სამქულიანებს.რაც წავიდა,იქ დაბლებიც საკმაოდ ჰყავთ მსროლელები,მეც რომ ვესროლო,ცოტა უხერხულიაო,ნათქვამი აქვს.არადა როგორ გამოგვადგებოდა მასაც, რომ ესროლა.

  • დიმა

    კუვეიტი არა, კამერუნი.

  • სოსო

    ვისაც საკმაო ასაკი აქვს,კარგად ეხსომება სსრკ ჩემპიონატში,თბილისი დინამოსა და ცსკას დაპირისპირებები.თამაშები მაშინ დაწყვილებულად იმართებოდა,ორი თბილისში და ორიც მოსკოვში.ცსკა, მაშინ ფაქტობრივად სსრკ ნაკრები იყო და წლების განმავლობაში,ევროპის ჩემპიონთა თასის მუდმივი მფლობელი,ან ფინალისტი.დინამოს მაშინაც კადრების დეფიციტი ჰქონდა და ძირითადად 6-7,მაქსიმუმ 8 კალათბურთელის კისერზე გადადიოდა მთელი დატვირთვა.ჰოდა ამ დაწყვილებული თამაშებიდან პირველში,მუდამ საოცარი ბრძოლები იმართებოდა.მეორეში კი,ცსკა თითქმის უბრძოლველად იგებდა,რადგან მეორე დღისთვის დინამოელებს,უბრალოდ არაფრის თავი აღარ ჰქონდათ.მეხსიერებაში ჩარჩენილი მაქვს"სოვეტსკი სპორტში"დაბეჭდილი მატჩის ანგარიშის ერთი ფრაზა:"ტბილისცი ვიგლიადელი კაკ ვიჟატიე ლიმონი".თბილისელები გამოწურულ ლიმონს ჰგავდნენო.დინამოელები, მაშინაც საარაკო თავდადებით თამაშობდნენ პირველ მატჩს და ხშირადაც იმარჯვებდნენ, უკიდურესად დაძაბულ მატჩებში,მეორე დღეს კი,20,25,ზოგჯერ უფრო დიდი სხვაობითაც მარცხდებოდნენ.თუმცა გულშემატკივარს კარგად გვესმოდა,რომ მათი გამარჯვება იყო გმირობა,თორემ დამარცხება,სრულიად კანონზომიერი და პატივს მივაგებდით ბიჭებს.ფაქტია,რომ გუნდმა ვერ აკრიფა ფორმა და სტაბილურად ვერ დაალაგა თამაში,ვერც დაცვაში და ვერც შეტევაში.რა თქმა უნდა შენგელიას გამოკლებამ და ბითაძის ტრავმამაც ძალიან ცუდად იმოქმედა ამ ყველაფერზე და ბიჭებს,ფაქტობრივად თამაშის დროს უწევდათ ახალი ლიდერების გამოვლენა,დაწინაურება.რა თქმა უნდა არც ეს ჩაივლიდა შეცდომების გარეშე და მგონი სწორედ ამიტომ გვქონდა ამდენი დაკარგვა,რომ გადალაგება ვერ მოესწრო.ბოლო თამაშში საჯარიმოების სროლა,აშკარად გაუმჯობესებული იყო,რაც მცირე იმედს იძლევა,რომ ბოლო თამაშში,შესაძლოა ცოტა მაინც უკეთესად ვისროლოთ.1982 წლის საფეხბურთო მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი,სასწაულებრივად გადალახა.სამ თამაშში სამი ფრე და ბურთები 2-2.მან გადაასწრო კუვეიტის მშვენიერ გუნდს,რომელსაც ასევე სამი ქულა და ბურთები 1-1 ჰქონდა.იტალიელები დახოხავდნენ მოედანზე და სრულიად უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.დაიწყო მეორე ეტაპი და იტალია გაფრინდა!სასწაულ ბრძოლებში დაამარცხა არგენტინა,ბრაზილია და ფინალში გერმანია.საუკეთესო ფეხბურთელად და ბომბარდირად კი,პაოლო როსი მოგვევლინა,პირდადპირ ციხიდან გამოსული რომ შეიყვანეს ნაკრებში და ფინალურ ეტაპზე,6 გოლი გაიტანა.ამას რატომ ვწერ.შესაძლოა ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობაც ფიქრობდა,რომ პირველ ეტაპს მაინც გადავლახავდით და გუნდის ფორმის პიკში შეყვანა,უკვე მეორე ეტაპისათვის სურდათ.თუმცა თორნიკეს ტრავმამ და შემდეგ გოგას გამოკლებამ,გუნდი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო.ეს მოსაზრება ლოგიკურად მეცვენება,რადგან საკმაოდ შეზღუდული საკადრო რესურსით,თავიდანვე საუკეთესო ფორმაში ყოფნით,ბოლოდე ვერ გავატანდით და გადამწყვეტ მატჩებში,ფორმის დაღმასვლა დაგვიყვებოდა,რასაც მერე ვეღარაფერს ვუშველიდით.ერთი სიტყვით, გარისკეს და არ გაუმართლათ.ამის ფიქრის საფუძველს,ზუროსის ჩემპიონატის წინა ინტერვიუებიც მაძლევს,რადგან ტრაბახი მას არ სჩვევია და საფუძველი რომ არ ჰქონოდა,ასე არ ილაპარაკებდა.კიდევ ერთი თამაში დაგვრჩა და სანამ ცოცხალი ხარ,სიკვდილი არ გაბედოვო,ნათქვამია.არც მე მაქვს დიდი ოპტიმიზმი,მაგრამ მივიდეთ,დავეხმაროთ ბიჭებს და იქნებ რაიმე გამოგვივიდეს.ერთად დგომით,უარესიდანაც დაგვიღწევია თავი.თუ არაფერი გამოგვივა და მაშინ ზოგიერთი ჩვენი კალათბურთელის ნაკრებში თამაშს,შესაძლოა უკანასკნელადაც ვხედავთ და მათ საპატივსაცემოდ მაინც დავესწროთ ამ თამაშს.გუშინ გიორგი ცინცაძემ ნაკრებში მე-200 მატჩი ჩაატარა და ვინმეს საკუთარი თვალით გინახიათ კალათბურთელი,ვინც ნაკრებში,მატჩების მესამე ასეულს იწყებს?

  • Idki

    წარსულს არაფერი ეშველება, გამოსავალი არის ერთი: ზუროსი უნდა გადადგეს. თუ არა და ფედერაციამ უნდა გააკეთოს ეს. სირცხვილია რაც მოხდა.

  • სოსო

    რამდენიმე წლის წინ, ინტერნეტში, საქართველოს ასაკობრივი ნაკრების თამაშს ვუყურებდი,ლაივ სტრიმში.ფხაკაძე იყო ნაკრების მწვრთნელი და მთელ დარნაზში,მხოლოდ მისი განუწყვეტელი დედის გინება ისმოდა.ბითაძეც იყო იმ ნაკრებში,თუ მეხსიერება არ მღალატობს და 17,ან 18 წლამდელები,ფაქტობრივად ბავშვები იყვნენ.მწვრთნელი მათთვის პირველ რიგში პედაგოგია და არ მესმის,როგორ შეეძლო მაშინდელ ფედერაციას,მისი ბავშვთა მწვრთნელად გაშვება.ბიჭები დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებდნენ და რა თქმა უნდა წააგეს.ფხაკაძე შესაძლოა კარგი მწვრთნელიცაა,მაგრამ მისი ბავშვებთან მუშაობა,არ შეიძლებოდა.მოზარდებთან დიდი სიფრთხილეა საჭირო,რაც ხშირად ავიწყდებათ.რაგბში იმიტომ ვიზრდებით სწრაფი ტემპით,რომ ბავშვთა მწვრთნელების გადამზადებაზეა აქცენტი გაკეთებული და მათ თანდათან სულ უფრო თანამედროვე მეთოდებით ზრდიან.რა თქმა უნდა ამას დიდი ფული და ძალისხმევა სჭირდება,სწორ ორგანიზაციასთან ერთად და ჯერჯერობით,მგონი ყველაფერი წესრიგშია,კალათბურთისაგან განსხვავებით.

  • Renato

    დუდა სანაძის საკალათბურთო ინტელექტი ვისაც გაინტერესებთ, კიდევ ერთხელ უყურეთ თამაშის ბოლო 15 წამს. უბრალოდ გენიოსია

  • ჟორა გაბრიჭიძე

    ამ კალათბურთს ვერაფერს გაუგებს კაცი. არანაირ პროგნოზს არ ემორჩილება, ანუ ნებისმიერს შეუძლია, ნებისმიერ დროს გაისროლოს. ზუროსის ბრალს აქ ვერ ვხედავ, რადგან მისი საქმე არ არის ნაკრების წევრებს ფარში სროლა ასწავლოს. ვერ ვხედავ დღეის მაკფადენის გუნდში ყოფნის არსს, ასეთები და უკეთესები ქვეყნის პირველობაზედაც ბევრი თამაშობს. გუნდს, რომელსაც სამიანების მესამედის ჩაგდება არ შეუძლია, არსად გასასვლელი არ არის. არადა ბოლო წლების თამაშებში ვერსად ვერ ვაფიქსირებთ ასეთ შედეგს. ბულგარეთთან ფაქტიურად ერთმა კაცმა მოგვიგო სამიანებით.

  • შულაია

    ასე იცის გაუთავებელმა ბაქიბუქმა, თქვენი მოგებული არ გაიშვას[კალათბურთელები],ამხელა მოლოდინის შემდეგ ერთი თამაშიც ვერ მოიგეთ თუ არ ჩავთვლით იმ სკანდალურ თამაშს თურქეთთან, რომლის დროსაც თქვენი ძველბიჭურ-ქუჩური ქცევით ლამის დიპლომატიური სკანდალი გამოიწვიეთ მეზობელ ქვეყანასთან-ისეთი თამაში მოიგეთ რის ვაივაგლახით ორი ოვერტაიმის შემდეგ და გასახდელში მიმავალი თურქისთვის საქმის გარჩევა რაღა უბედურებაა.და კიდევ გასული საუკუნის 70-80-იანი წლების კალათბურთით დღეს რა შედეგი უნდა დადოთ-მარტო მაღლები თამაშებს რომ იგებდნენ.........

  • : )))))))

    ტყუილად ვიშლით ნერვებს - ფაქტია გუნდმა 19 სამქულიანი ჩააგდო, ჩვენ კი პოლონეთთან სულ 18 ვისროლეთ და 2 ძლივს ჩავაგდეთ. სულ რომ 5 დღის დასვენებული იყო, სროლა როდესაც შენი უსუსტესი მხარეა, თამაშს ვერ მოიგებ. მერე გუნდი ვერა და ვერ შეიკრიბა სრული შემადგენლობით, ამას ტრავმებიც დაემატა და ეგ არის, მითუმეტეს თურქებთან ასეთი მძიმე მატჩის შემდეგ ძნელია კონცენტრაცია

  • odala

    მაკფადენი ადვილი სამიზნეა და გადაუარეს, ყველაზე სუსტი ნატურალიზებული კალათბურთელიაო. თურქეთთან თამაში ნახევარზე მან მოიგო, გაიხსენეთ. მაკფადენი კი არა, ჩვენებმა ელემენტარული კალათბურთი არ იციან. ბურთს ვერ ხსნიან ფარიდან. ბურთის მოხსნა მხოლოდ ახტომა და ბურთის დაჭერა არ არის. თავისი ტექნიკა აქვს, ბოქს-აუთი სჭირდება და ა.შ. სამი 2.10 სიმაღლის კალათბურთელი გყავს და ბურთს ვერ ხსნი. სამქულიანის დაცვა კიდევ ასეთი მარტივი არ არის. როცა მეტოქის დიდებიც კი კარგად ესვრიან, მაშინ შენმა ცენტრებმა და ფორვარდებმაც ფარიდან შორს უნდა ითამაშონ დაცვა, რაც სრულიად ღიას ტოვებს ფარს შესასვლელად. თავდასხმაში ჩვენ მხოლოდ ფარქვეშ ვართ კარგები, მაგრამ როცა შორიდან ვერ ესვრი და მოედანს ვერ წელავ (can't stretch the floor) ფართან მისვლა რთულდება. ამიტომ გვიჭირს. ბალანსი უნდა გქონდეს - inside-outside game.

  • ვოოტ

    ჩვენ რომ ქართულ კალათბურთზე გული შეგვტკიოდეს და ქომაგობა ვიცოდეთ, ახლა კი არ ავბობოქრდებოდით, პასუხს მაშინ მოვითხოვდით, როცა ფედერაციამ უმკაცრესი ტაბუ დაადო (თანაც წინასწარ) ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების გამოსვლას, რომლებიც არათუ ა დივიზიონში გადმოსვლას, ბ დივიზიონის ჯგუფიდან გასვლასაც ვერ ახერხებენ და მხოლოდ არაღიარებული კოსოვოს ნაკრებს ჩაგრავენ ყველა ასაკობრივ კატეგორიაში... როცა იმ ბნელ 90-იანებში იზრდებოდნენ კალათბურთელები და დღეს კი ამდენი აკადემიისა და გაცვლითი პროგრამის პირობებში ნაკრები შევსებას არ იღებს ახალგაზრდებიდან, ნუთუ არავის უნდა გაგვიჩნდეს ლეგიტიმური შეკითხვა - მაინც რას მალავს ფედერაცია ასე საგულდაგულოდ?!...

  • რონი

    თურქეთან თამაშის მერე რო ვთქვი დისციპლინა ნოლიათქო ზუროსი შესაცვლელიათქო მაკფადენი უკეთესი ამერიკელით არის შესაცვლელითქო დისლაიკებით ამავსეს )) კაი 19 სამქულიანი მივიღეთ ეგ 60 ქულამდეა ჯანდაბას.... ეს ელემენტარული შეცდომები.. გარბენები.. უაზრო პასები თითქოს ვარჯიშზე არიან.. ხაზე ფეხის დადებები... ჩვენს ფარზე გადაგვიარეს შერმადინი პირდაღებული იყურებოდა... ჩვენს ფარზე მაინც რო გვეყოჩაღა არ წავაგებდით. საუბარი აღარ მინდა იმაზე რომ მსროლელი გქვია ხელს არავინ გიშლის და ვერ აგდებ თან რამდენჯერმე მასე თამაშიდან 10დან 1 სამქულიანს მეც ჩავაგდებ და ეგ თუ პროფესიონალიზმია რაღა მიჭირს ავშენებულვარ.

  • ეს რა იყო....

    შეიძლება შეტევაში არ წაგივიდეს თამაში მაგრამ დაცვის დროს პერიმეტრზე ვერ ამოდიხარ, თავისუფლად ასროლინებ სამქულიანს და არ ვარდება, სამი კაცი პირდაღებული რო უყურებ და 1 კაცი მოგიხსნის ისევ ამოიტანს პერიმეტრზე და ისევ თავისუფლად ისვრის სამქულიანს მოწინააღმდეგე და ჩაგიგდებს ამას რა დავარქვა არ ვიცი... ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრი იყო გუშინ უბრალოდ საკუთარ ფარზე ბურთები უნდა მოგვეხსნა

  • ნიკა

    სამქულიანებში გვინდა სერიოზული ვარჯიში ყველა როგორ გვჯობნის

  • S.O.S.

    ზღაპარში შეიძლება ჯგუფიდან გასვლა, მაგრამ საქმე რაშია იცით, ესენი ჩერნოგორიასაც ვერ მოუგებენ!!! უკეთესია ეს თამაში გადაახვიონ და ისწავლონ სროლა როგორ უნდა და ივარჯიშონ მერე!!! მაკფადენი კვარტალში ერთხელ ჩააგდებს და ჯორდანი გვგონია, ტეხავს..... ეეეეეჰ ჩაო ევროპა ჩაო..... ძალიან სამწუხაროა, იმის გამო რომ სროლა არ იცი სროლის კომლექსი გჭირს. ამათ ყველა თამაშზე რა რაოდენობის დაკარგვებიც ააქვთ ეგ შეცდომები კი არა უკვე დოყლაპიობაა!!!! დასანანია რომ ბოლო ადგილზე ვამთავრებთ ჩვენ ქვეყანაში ჩატარებულ ევროს!!! ივარჯიშეთ ბიჭებო მეტი ივარჯიშეთ

  • გუსანი

    დისლაიქს ვინ გიწერს ნეტა იმის ტვინში ჩამახედა

  • Lindbergh

    ფსიქოლოგი კარგია, მაგრამ პრობლემა არის ბავშვების გაზრდაში და არა მარტო კალათბურთში. ორი წარმატებული სახეობა გვაქვს - რაგბი და წყალბურთი (ერთი აუზით). რაგბშიც ბიძინას რო არ აეშენებინა სტადიონი არ იყო სარაგბო საქართველოში. ბავშვი დამყავდა კალათბურთზე და ერთხელ დავესწარი ვარჯიშს. არ ვარ სტორტიდან შორს - რაგბს ვთამაშობდი. რაც იმ ვარჯიშზე ვნახე იმის შედეგი არის ეს! მეც მყავდა მწვრთნელი და ვარჯიშზე რა ხდება და ვინ რას აკეთებს რო არ აინტერესებს, ესეთი არ მინახია. რაგბში კი ვართ მსოფლიოში 12 და კალათბურთში მერამდენე ვართ? თან როგორი საკალათბურთო ტრადიციები გვაქვს, გულდასაწყვეტია.

  • წაიკითხე ხმამაღლა

    ჯობია ისევ დავბრუნდეთ მ-2 დივიზიონში,იქ უკეტესად გამოგვივა თამაში და მოგებებითაც გავიხარებთ!!!

  • ნოდო

    წინა თამაში ბოსტმა რომელმაც 1 ქულა დააგროვა 32 ქულა ჩაგვიგდო ვუყურე თამაშს ვნახე ლამის ცენტრიდან ჩაგვიყარეს ქულები და რამდენიმეჯერ ხელზე ეჯდა და მაინც ჩააგდეს მოიშალა გუნდი ფსიქოლოგიურად შეცდომებსაც მოუმატეს ზუროსმა სწრაფი ტანდაბლები გამოუშვა და მერე ფარს ვერ ვხსნიდით წაუვიდათ თამაში ბულგარეთს რაც მეტოქის დაიდასებლობამაც იცის ხოლმე

  • ქიტესა

    ვართ ღირსები შემდეგ ტურში გასვლის?ან თვითონ კალათბურთელებს არ სცხვენიათ ესეთი თამაშის?

  • დინამოელი

    საინტერესოა 19 სამქულიანი რამდენ გუნდს აქვს მიღებული საკუთარ ფარში ამ წესის არსებობის მანძილზე? ანუ, 19-ჯერ სამქულიანი ზონიდან ზუსტად კი არა, საერთო ჯამში რომ მიიღებ სროლას ესეიგი დაცვის ხაზი მინუს უსასრულობაა ხო? და საერთოდ, თოკოს ტრამვის შემდეგ უდიდესი სირთულით ორ კალათბურთელზე: მამუკელაშვილზე და შერმადინზე თუ შეიძლება მეტ-ნაკლებად რამე დადებითის თქმა. ნუ, მაკფადენზე საერთოდ არაფერს ვამბობ, ყველაზე სუსტი ნატურალიზებული გვყავს ამ ჩემპიონატზე

  • G

    ეს თამაში კიარა წვალებაა.

  • ზვიადი

    ვისაც გეხებათ! სასწრაფოდ შეცვალეთ სამწვრთნელო შტაბი, მოიყვანეთ სიახლეების დამნერგი, ახალი ხედვების მწვრთნელი... გვაქვს პოტენციალი, რომელსაც ვერ ვიყენებთ... რამდენიმე კალათბურთელი პარკეტზე არ უნდა იდგეს...

  • დ-ვიტო

    რო ვეუბნები ჩემს არშემდგარ კალათბურთელ სიმამრს, რომ საქართველოში კალათბურთის და ფეხბურთის ფედერაციები დასახურია მეთქი წყინს ..... მხოლოდ ფულის საკეთებელი ფედერაციებია, ეტს ეგენი ვერაფერს აკეთებენ.... მთელი თანხები ძალისმიერ სპორტს (ძიუდო, ჭიდაობა, შტანგა და ა.შ.) რაშიც შედეგები ნამდვილად გვაქვს......

  • 912

    და ეგეთ ნაწამებ გასვლას რა აზრი აქვს შეგვხვდება ჯგუფის ლიდერი და ისეთ დღეში ჩაგვაგდება ბულგარეთს მოგვანატრებს

  • გიორგი

    ყარაულის თოფი იყო ჩვენი მოგება თურქეთთან. ასე თუ მიუშვი და მარტივად სროლინე მეტი როგორ არ ჩაყარეს. საკუთარ ფარზე ბურთის ვერ მოხსნამ წააგო ეს თამაში

  • 912

    ერთი უბედურებაა თუ მართლა ასეთი საცოდავები ვართ მაგრამ მეორე უბედურება ისაა რომ თამაში გავყიდეთ ისევე როგორც თურქეთმა ჩვენთან და ესპანეთმა ბელგიასთან კაი კუშები დასვით ასე გააგრძელეთ და კიდევ მოითხოვეთ მაყურებლის მხარდაჭერა .... პრინციპში ნამუსი არ გაქვთ ალბათ მაინც მოითხოვთ

  • ნიკოლოზი

    როცა 3 წულიანის სროლის პროცენტი 33% ზე ნაკლები გაქვს თამაშში მწვრთნელმა უნა მისცეს მითითება რომ აღარ ისროლონ გარდა უკიდურესი შემთხვევისა (მაგალითად დრო გადის და ა.შ.), ეს აქსიომაა კალათბურთში!!! 33% ის ციფრია როცა 2 ქულიანების 50% და 3 იანების 33% ერთიდაიგივე შედეგს გაძლევს ჯამში!, საქართველოს კი პირველ ორ მეოთხედში 15% ! იც არ ქონდა, ეს ნიშნავს რომ ყოველი 20 სროლიდან 2 ქულიანით ავიღებდით 20 ქულას (ფარზე სროლისას მოწინააღმდეგის დაჯარიმების შემთხვევაში დამატებით +1 ის შანსს და მოწინააღმდეგის პერსონალურს) და 3 ქულიანით დაახლოებით 9 ქულას! --- სხვაობა არის 11 ქულა!!!! თამაშის მიმდინარეობისას მწვრთნელთა ჯგუფმა ხანდახან სტატისტიკურ მონაცემებშიც რომ ჩაიხედოს და გადაწყვეტილებები ისე მიიღონ ცუდი არ იქნება!!!!!

  • მორიელი

    კალათბურთში სამ ქულიანებში ვარჯიში, ფეხბურთში კარში დარტყმა

  • ვიᲗო კალაᲗბურᲗელები

    ჯინჭარაძე , ბურჯანაძე და ბექაურის იმედზე რომ იქნები რა მოგებას გეგმავ? მიეცით ეს "კსლათბურთელები" ნებისმიერ ძლიერ ნაკრებს და ყველა თამაშს გარანტირებულად წააგებენ!

  • ნუგზარ ნუცუბიძე

    ქალბატონებო და ბატონებო ახლა მივხვდი თუ რა ჩასჩურჩულა დუდა სანაძემ თურქს......დასაბმელი რო გაგვიხდა...მე შენ გჯობივარო!!!!...ჩვენთვის კი ჯობიხარ ყველა თურქს....მაგრამ!!!!!ხო ხედავ როგორ იმოქმედა.....ასეთ რამეს დიდ ჩხუბში არ ეტყვიან გინდა თურქიც რო იყოს....კაცს თავი ერთერთ უძლიერს კალათბურთელად მიაჩნია და სიმართლის მარცვალი ..... თქვენი მონამორჩილი კალათბურთს როგორც მინიმუმი 65 წელია ვქომაგობ..რასაკვირველია ქართულ გუნდებს უპირველეს ყოვლისა....აქ მინდა ჩემი აზრები ხმამაღლა მოგახსენოთ: დავიწყოთ იქიდან რომ არ მახსოვს როდესმე სათადარიგო სკამზე კალათბურთის მწვრთნელთან ერთად ერთ თანაშემწეზე მეტი ყოფილიყოს...ახლა ყველა გუნდის მწვრთთნელს რამდენიმე თანაშემწე ყავს..ჩვენ ჩემი აზრით ყველას გადაუჯოკრეთ და თანაც ყველა შავ ფორმაში..ალბათ ამიტომ შეარჩია ვლადიმერ ბოისამ კალათბურთელებისათვისაც შავი ფორმა რომ ასე თვალში საცემი არ იყოს თანაშემწეების რაგინდარა რაოდენობა. ( ასაკით ვერ გაარჩევ თუ ძალიან არ მოინდომე) ....და თუ სხვა გუნდებში თანაშემწეების როლი მეტ ნაკლებად გასაგებია..ჩვენი ასაკობრივი ( ყველასი) ნაკრებების სამარცხვინო გამოსვლების შემხედვარე ერთერთი ასაკობრივის მწვრთნელის ( გვარი გლიგოროვიჩია მე მგონი-ზუსტად არ მახსოვს) ჭკვიანი სახით ზუროსის გვერდზე ყოფნა მრჩევლად ნამდვილად საკვირველია. ასევე საკვირველია ანატოლი ბოისას ყოფნა წლების განმავლობაში ( ალბათ როგორც კალათბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის ძმა) სათადარიგო სკამზე ...არც როგორც მოთამაშე გახლდათ დიდი ბედენა ..და ვერც მწვრთნელობას დააბრალებ კაცი..კულტმასოვიკის როლი აქვს ახლა შეთავსებით --დროდადრო დასჭექავს ...ვითამაშოთ ბიჩებო. ( თუ მაგისთვის ყავთ გუნდში ..მაშინ მე წამიყვანონ ...უკეთეს ქართულს მაინც მოისმენთ ) "არაფერი პერსონალური" როგორც ტესი კარლეონების საძმოდან ბრძანებდა ნათლიმამაში..მხოლოდ ბიზნესი......ეხლა კი მთავარზე... .ერთდროს ძალიან გამიხარდა ტურძელაძის...ფევაძის ...კორსანტიას.. ბაქრაძის..ანდრონიკაშვილის...ჯინჭარაძის გამოჩენა ..ვიფიქრე არიქა გვეშველა ახალი სისხლი ნაკრებში ..ამ ჩამოთვლილი მოთამაშეებიიდან ერთღადერთი ჯინჭარაძე ცდილობს სტაბილურად სარგებლობის მოტანას...ტურძელაძე...ფევაძე..კორსანტია. ზუროსმა რატომღაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე..ჩამოალაბარანტა....ანდრონიკაშვილი.ძალიან არასტაბილურია ახალგაზრდითვისაც კი....... ბურჯანაძე ....მაკდაფენი ..აშკარად რეგრეს განიცდიან სლოვენიაში შეკრების შემდგომ!!! შერმადინს საერთოდ არ უდგას კარგი დროება..ყველას აქვს ცხოვრებაში ჩავარდნის პერიოდი ..მას იმდენი აქვს გაკეთებული ქართული სპორტისთვის რომ არაა საჭირო მასზე აქცენტების გამახვილება!!!! ზუროსის საეჭვო სიჯიუტე ...ეს თამაშები ამხანაგურია და მერე ნახეთ რას ვიზამთო!!!! რა ჩვენთვის ამხანაგურია და სხვებისთვის სამამულო ომია!!!! და ბულაშვილის ..ისიანის. ტურძელაძის ..ფევაძის თამაშით უარესი რა უნდა მოხდეს როცა უნგრეთთან აგებ... ამ ახალგომომცხვარმა პრეზიდენტ ..ვიცეპრეზიდენტებმა აგვიხსნან რატომ არ არიან გუნდში ზემოთ ჩამოთვლილი მოთამაშეები ..როგორც მინიმუმი კორსანტია ..ფევაძე..ტურძელაძე...რომლებმაც საკმაოდ ომახიანად შემოაბიჯეს ნაკრებში!!!!აგვიხსნან თბილისში ამდენი კალათბურთის მოედანი აშენდა..რატომ იყო აუცილებელი მაინდამაინც სლოვენიაში წასვლა..საინტეტრესო ისტორია მოგვაწოდეს კიოლნის მატჩის ტრანსლიაციის დროს ( გერმანია-საფრაგენთის მატჩი) თურმე ჰოლანდიელებმა ორიოდ წლის წინ გადაწყვიტეს უფულობის გამო ეროვნული ნაკრების მოღვაწეობა კალათბურთში დროებით შეეჩერებინათ!!! ჰოლანდიელებმა ხალხო!!!! მერე გამოჩნდა ხალხი ..ფანდრაიზერი ( (ფონდები მოიძიეს) მოაწყვეს ..იპოვეს სპონსორი...და ახალი უკეთესი გუნდი შეკრეს..ეს ახალი გუნდი თითქმის სამი მეოთხედი ტოლსწორად ეთამაშა სერბებს გუშინ!!ჩვენ ხომ მოგვიგო. და მოგვიგო...!..რასაკვირველია ჩვენ ვერ შევედრებით ჰოლანდიას ეკონომიკაში მაგრამ..ვხარჯავთ ოთუსბირს ავსტრიაში სამთომოთხილამურეების თვეობით მოსამზადებლად და მერე ეს ნალოლიავებული სპორტსმენები მე-70-ე მე 80-ე ადგილებს იღებენ შეჯიბრებაზე..პლიაჟის ფრენბურთელ ქალებს და კაცებს წლობით ვინახავდით ( ალბათ სხვადასხვა გემოვნების ხუტა უფროსებისათვის).თვეობით ვამზადებთ ნაკრებს შუაგულ ევროპაში-სლოვენიაში რაც ასევე ძალიან ძვირია და გუნდი ნავარჯიშების გარდა ყველაფერს გავდა!!! .ზუროსმა აგვიხსნას რისი იმედით იძახდა ამ 6 ამხანაგური მატჩის შემხედვარე რომ ევრობასკეტზე ყველაფერი კარგად იქნებაო!!! რავა ეს უკვე 30 წელს გადაცილებული მოთამაშეები დაიწყებდნენ ფრენას და პერიმეტრის დაცვას...სიტყვაზე მაგალითად ყველამ ამოავსო საქართველოს ნაკრების კალათა სამქულიანებით..ვერ შევცოდებ და ვერ ვიტყვი რომ სანაძე..მაკდაფენი...და ძმანი მისნი არ ცდილობდნენ ..მაგრამ....!!!!! აშკარად ჩანდა რომ მოკლე სათადარიგო სკამის გამო გადაღლილი ძირითადი 5-6 კალათბურთელი ვერ ასწრებდნენ პერიმეტრზე მოთამაშეების გაცვლას..რასაც მოსდევდა თავისუფალ პოზიციაზე დარჩენილი კალათბურთელი..და გაუთავებელი წარმატებული სამქულიანები......ამის შემყურე ზუროს უნდა სერიოზული განგაშის ზარები შემოეკრა..მან კი ჯიუტად აბა ორთაჭალის ბაღში მნახეთ ვინა ვარო...ვნახეთ ორივე ფეხით მხტომიარე და მკივანი..და კიდე ამ კივილ-წივილისთვის გაუთავებელი ტექნიკურების ამღები.....ახლა ალბათ გვიანია ორ ფეხზე ახტომა და წივილკივილი..მე ისევ ჩემ აზრზე ვარ..როგორც კი რაღაც იმედის სხივი დაიწყებს ბჟუტვას..ეგრევე ხან ვაისი დადგება ჯორივით და არავის შეცვლის მაკედონიასთან თამაშის დროს (პარალელს ფეხბურთან ვატარებ) ახლა კიდე ზუროსის დამოძღვრილი გუნდი ბითაძის და მამუკელაშვილის გარდა აბსოლუტურ პროსტრაციაშია..ძალიან დიდ როლს თამაშობდა აქამდე თორნიკე შენგელია..ძალიან საწყენია ყველა ასპექტში მისი ტრამვა...და კიდევ ერთი ....მილანიდან..კიოლნიდან და პრაღიდან თამაშების ყურება ერთი სიამოვნებაა....ერთხელაც კი არ მოხდა შეფერხება.თბილისიდან რეპორტაჟი!!!! ყოველ წუთს იჭედება..დიდი ხანია ვაკვირდებით ვიდეოკლიპებიც კი იჭედება..რას აკეთებთ ამისთანას საზოგადეობრივ მაუწყებელში?????? იქნებ ვინმემ აგვიხსნას……ასე არ შეიძლება რომ გაგრძელდეს...დაგვიყენეთ გვერდში ემოგრაცია......და კიდევ ორიოდ სიტყვა.... ისე რა გახდა ასეთი ..ტურძელაძე ..ფევაძე ..კორსანტია...ამხანაგურებში მაინც რატო არ ათამაშეს???? ასე ლიმონივით რომ გამოწურე ზუროს ექვსი კაცი და თანაც პოხოდუ გვაბოლებდი აი ახლა ნახეთ რას ვიზამო.. და მერე ხელები გაშალე შეცდომებს უშვებდითო..როსტომ წერეთელს რო რუსი ეთამაშებოდა და აშიბკა აშიბკაო..მერე და ვინ არის პასუხიმგებელი??? ეტყობა ცუდი მაგალითი გადამდებია..შენ მოინდომე კლუბის გაწვრთნა...ნაკრების გაწვრთნა ( პარლამენტარობა დაგაკლდა) და თანაც ეტყობა ქართველი თეატრალები გავარჯიშებდნენ საუკეთესოდ შესრულებულ კლიპებში რომლებიც ნებისმიერ საშინელებების ფილმს დაამშვენებდა.....როგორც იტყოდა არაკაიდედმამიშვილი ლენინი "'რა ვაკეთოთ"???....მადლობა ღმერთს გვყვავს დიდოსტატები შენგელია...მამუკელაშვილი...ბითაძე..შერმადინი....დიდი იმედი მაქვს ანდრონიკაშვილის დაღვინება -დაფრთიანების..მას აშკარად ხელეწიფება დიდი კალათბურთის თამაში.....მაკდაფენსაც ნუ ჩამოვწერთ მთლიანად......სასწრაფოდ საჭიროა კიდევ ერთი ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი!!! საფრანგეთი და გერმანია არ თაკილობს???!!!! !ამ ბირთვის გარშემო უნდა შეიკრას გუნდი ..ჯინჭარაძე ..ფევაძე..კორსანტია....ტურძელაძე ...ბექაური..ბაქრაძე...მაპატიეთ თუ ძალიან მამაღლა გამოვთქვი ჩემი აზრები..მაგრამ უთქმელობამ გამოგვაზუროსა ..ღმერთი იყოს საქართველოს შემწე.......ამინ!!!!

  • კახა ქ.

    სანამ სამქულიანბის სროლას არ ვისწავლით ,არაფერი გვეშველება.ამას კი იმენნა სპეციალური ვარჯიში,ვარჯიში და ვარჯიში უნდა,რაც არამგონია რომ ესენი აკეთებდნენ. ასე რომ სულ ამ დღეში ვიქნებით თუ არ გკომპონენტი. თამაშის ეს კომპონენტი.თან რაღაც ასე მგონია ძაან მიშვებული ყავს მწვრთნელს კალათბურთელები......

  • გულ (შე) მატკივარი

    რა მაკფედენი , რის მაკფედენი დი ბოსტმა, 32 წლის გამთამაშებელმა 33 ქულა 4 მოხსნისა და 12 ასისტის დაგროვება შეძლო. თუ ჩამოგყავს ვინმე ასეთი უნდა ჩამოიყვანო. ახლა ზუროსს რაც შეეხება. შეიძლება ის კვალიფიციური მწვრთნელია საერთოდ მაგრამ ამ გუნდს მწვრთნელის ხელი არ ეტყობა და საერთოდ ახალგაზრდა კალათბურთელები ძალიან შეშინებულები თამაშობდნენ. რატი ანდრონიკაშვილს შესანიშნავი პოტენცია გააჩნია რომელსაც გამოყენება ჭირდება ასევე გუნდში გყავდეს მამუ და ვერ იყენებდე ნუ არ ვიცი ის ქულები რაც მამუმ დააგროვა პირადი ბრძოლისუნარიანობის შედეგია და არა მწვრთნელის მიერ მამუზე გათვლილი კომბინაციებისა. დაცვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. პირველ ტაიმში დი ბოტსმა 7 სამქულიანი ჩაგვიგდო. გარდა მაგისა კარგად ესროდნენ ვეჟენკოვი და ივანოვი. სულ 19 სამქულიანი ჩაგვიგდეს. ახლა მწვრთნელებს რომ ამ ხალხზე ორ ორ კაციანი დაცვა ეთამაშათ მაშინ იძულებულები გახდებოდნენ ან პასი მიეცათ ან ორ ქულიანი ესროლათ. ამით სულ მცირე 8-10 ქულას დავზოგავდით. ნუ კიდევ ბევრია სალაპარაკო მაგრამ... ალბათ ჯობდა ამდენიც არ მეთქვა. მე ვინ მეკითხება მაგრამ რომ არ მეთქვა გული გამისკდებოდა. წარმატებები ნაკრებს და ყველა ქართველ სპორტსმენს.

  • გიორგი

    ყველაზე სუსტი ნაკრები ვართ ნთელ ევრობასკეტზე!!!

  • როსტომ

    მირჩიეთ ბავშვი სად შევიყვანო 3 იანებზე!!?

  • გივი

    ბ-ნო ალექსანდრე, თქვენს პათოსს ვიზიარებ რათქმაუნდა. ირონიულად დავწერე ის პუნქტები, რაზეც თქვენ შენიშვნა მომეცით. ვწუხვარ, თუ არასწორად გამოვთქვი ჩემი სათქმელი.

  • მაკფადენის ბიძაშვილი

    ვინაა ბიჭო ზანგი????

  • გიორგის

    არ არის ეგრე, ბულგარეთმა ყველა თამასში +80 ჩაყარა ანუ სამიანებზე აწყობილია.ერთ თამაში 17 სამიანი ქონდა. და შენ რომ ყველას ასროლინებ დაგინდობდა? პირიქით 19 იც ცოტაა ესეთ პირობებში. ნუ ეძებთ არაობიექტურ დაშვებებში განტევების ვაცს.

  • ლევანი

    უმეტეს ჩვენს მოთამაშეს თავიანთ კლუბებში , თავიანთ პოზიციებზე, იმ დროში, რაც მათ ეძლევათ, აქვს თავიანთი განსაკუთრებული როლი. ეს როლი მორგებულია მათ შესაძლებლობზე და ეს კლუბები მათ ამ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ეფექტურად იყენებენ. ასევე არის ბურჯანაძის შემთხვევაში - ის იმ კლუბში, სადაც თამაშობს, ამ როლს ასრულებს ზედმიწევნით კარგად. მისი ეს როლი შეიძლება იქ იყოს მინიმალური, მაგრამ ეფექტური. ნაკრებში, ვინაიდან გვაქვს კადრების სიმწირე, ბურჯანაჯის მსგავს მოთამაშეებს უწევთ უფრო დიდი სათამაშო დრო და მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე თავიანთ კლუბებში. ანუ, თუ შენ მთელი წლის განმავლობაში აკეთებ ერთ რამეს, მაგრამ ნაკრების დროს რამოდენიმე თამაშში მოგიწია სხვა, ბევრად გაზრდილი როლის თამაში, ეს იქნება ძალიან ძნელი.

  • გუსანი

    მწარე რეალობამ ცუდ ხასიათზე დამაყენა, მაგრამ მოულოდნელი არაფერი მომხდარა, ვინც გააზრებით გულშემატკივრობს და ცაში ფრთებშემოცლილი არ დაფრინავს ალბად დამეთანხმება, ჩემპიონატის 23 ე ნაკრებმა მოუგო 24 ეს, ჩვენი აუტსაიდერობა წინასწარ იკითხებოდა, თურქეთმა თავად ,,მოინდომა" და წააგო. თოკოს ყოფნაც ცოტად თუ შეცვლიდა განაჩენს. სადამ არ ვისწავლით მოვლენების სწორედ შეფასებას და სახელების დარქმევას, სადამ გმირებად ჩავთვლით 20 სროლიდან 5 ჩამგდებს, ეგოისტურად და ავანტურისტულად მოთამაშეს მხოლოდ ეპიზოდური გაბრწყინებებისთვის, სადამ აქცენტს არ გავაკეთებთ გუნდურობაზე, საზოგადოების ერთობაზე, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე, განათლებაზე, პროფესიონალიზმზე, მეტ შრომაზე -გამარჯვებები არ იქნება.... უფრო ცუდი კი ის არის რომ კალათბურთს არც მომავალი ეზრდება , სრული ფიასკო 16,18 და 20 წლიანებშიც. უმწირესი რესურსის მიუხედავად კიდევ მერამდენედ გამოკვეთილად გამოჩნდა ზუროსის სისუსტე, ფაქტები სახეზეა, ...ახლა სწორება ფეხბურთზე, გაკვეთილები იქნებ კარგად შეისწავლონ, მაკედონია სასეირნოდ არ ჩამოვა...მარტო ხვიჩა რას გახდება? ,,ზედმეტი" ქებით თვალი არ ეცეს!, მაგალითები არ გვაქვს?! ქინქლაძეს მეტი ნიჭი ქონდა და არ გაანიავა?!

  • duscatto

    mahvenivrad isvrian kovel tamashze da karaulis topi memgoni chven gagvivarda samcuxarod

  • გივი

    არ ვიცი თქვენ რა მოლოდინები გქონდათ, მაგრამ თქვენი კომენტარი არის გაცილებით უკლასო, ვიდრე ჩვენი გუნდის თამაში.

  • simartle

    სწორს ამბობ თურქეთთან თამაშშზე. ზუროსი ძალიან დამყაყებიულ კალთბურთს ათამაშებს. ამათ სჭირდებათ ვინმე ამერიკული სტილის მწვრთნელი რომელიც უფრო გხსნილ შეტევას და მჭიდრო დაცვას ათამაშებს. ძალიამ უჭირთ დაცვაში დაბრუნება შეტევიდან, არა და ბურთს პერიმეტრზე სრულიად უაზროდ ამოძრავებენ როდესა ტყორცნის ბევრ შანსს უშვებენ ხელიდა, და ბილო წამებზე. არ ვიცი რა კონტინგენტია საქართველოში მაგრამ რომ ბურჯანაძე, სანაძე მართლაც არ იყვნენ წასაყვანი, ბურჯანაძე ტანკივით არის, რაგბზე გადასულიყო იქნებ აუტები მოიგოს იქ მეორე ხაზში. ამას გარდამამუს არასწორად იყენებს. მთლეი სეტონ ჰოლი ამის ზურგზე იყო ბოლო ორი წელი და გუნდის ლიდერი იყო. ბურთსაც კარგად ატარებს და გარედანაც კარგად ესვრის სამყხაროდ სულ ბურთოს სხვაზე მიცემაზეა დავალებული. ბურთის ტყორცნის დროს კაციშვილი ფარქვეშ არ იბრძვის თუ შემთხვევით არ არიან იქ გეჭედილი. ადგილის შერჩევა უჭირთ, დაცვაში მეურვეობა 0, სულ ღია იყვნენ სამქულიანების სროლის დროს. ფეხებზე აქვს ბევრს სამუშაო არასწორად დგანან შემტევისკენ და ზოგი ტყორცნის დროსაც არასწორდ დგას. საჯარიმოდან სჩანს ზუსტად.

  • მ.მ

    ამდენი დამალვაც არ შეიძლება, დროა ნამდვილი ძალა ვაჩვენოთ!

  • გივი

    ბომბი ფრაზაა: "ძალიან სამწუხაროა, რომ იმის გამო რომ სროლა არ იცი სროლის კომლექსი გჭირს" )))) პ.ს. სროლა იცი ან არ იცი. თუ არ შეგიძლია ყმაწვილობიდან, ივარჯიშე რამდენიც გინდა, აზრი არაქვს. მაგ ლოგიკით, ბენ სიმონსი მაგრად უნდა ისროდეს.

  • ???

    წინა ევრობასკეთის ჩაგდებას რომ არ მიეცა შესაბამისი შეფასება და ზუროსი რომ არ გაიშვეს მაშინვე, აი მაგის შედეგია ეს. პ.ს. შენგელიას ტრამვა, ბითაძის ფეხის გადაბრუნება არ არის მიზეზი, ძლივს სახლში გაქვს თამაშები და ბელგიასთან და ბულგარეთთან რომ ასე ჩააგდებ ეს უპასუხისმგებლობის და მოუმზადებლობის შედეგია.

  • სიმართლე

    ნაკრებისთვის საჭიროდ შეიძლება განვიხილოთ, მამუ, თოკო და მაკფადენი დანარჩენი ბალასტია. საინტერესოა ახალგაზრდები ანუ ახალი თაობა საერთოდ არ გვყავს თუ არ აჩენენ ??????? ბურთს ფარში რომ ვერ აგდებ ვერცერთი დისტანციიდან, რამე პრეტენზია უნდა გქონდეს ნაკრებში არ მათამაშებენო ?????? სროლით იგებს ყველა თორემ მიდი და ატარე ბურთი მაგის თავიც თუ გაქვს კიდევ. ფარში თუ ვერ აგდებ, კალათბურთელი გქვია ??? რისთვის იარე ამდენი წელი მაგ სპორტზე ??????????????????????????????????

  • Lindbergh

    სწრაფი შეტევა არ გვაქვს, დაცვაში ვერ ვასწრებთ, სამქულიანის მსროლელი ერთი კაციც არ გვყავს, გამთამაშებელი არ გვყავს რომ ბურთი ამოძრაოს, უაზროდ ვკარგავთ ბევრ ბურთს, მაღალ ტემპს ვერ ვქაჩავთ, კლასი , ისიც საშუალო, აქვს 4 მოთამაშეს. არცერთი არ არის ოპტიმალურ ფორმაში. მოსამზადებელ თამაშებშიც ჩანდა ეს და რაც მოხდა ლოგიკურია. სამწუხაროდ არ , ან ვერ ვთამაშობთ თანამედროვე კალათბურთს.

  • კორმაზი

    სანაძეც

  • პაატა

    ადრე დავწერე ზუროსი+ბოისა+მარკოიშვილი=საშუალო ევროპული დონის სამწვრთნელო ტანდემითქო და დამაყარეს ქოქოლა:) რაც კოკოშკოვს ბოლო წელს დაემართა, იგივე დაემართა ზუროსს, ქართულ ჯიგრულ პონტში გაბანძდა, ანუ ამ ვითომ ასისტენტების და ფედერაციის უვიცების “ბლატებით” აკინძა ნაკრები! ზუროსი კიდევ უფრო შორს წავიდა და გუნდში ერთ კაცზე დაკიდა მთელი ემოციური და ფსიქოლოგიური ფაქტორი… ისე ზოგადად ზუროსი რა დონის მწვრთნელიცაა დღეს ბოლომდე გამოჩნდა, მაგარი დაცვის მწვრთნელიაო და აგერ 19 სამიანი ჩაგვიგდეს…პერიმეტრზე დაცვის ეფექტურ თამაშსაც ხომ არ სჭირდება NBA-ში ყონფა?! დაცვაც შემგელიაზე ქონდა აწყობილი??? ჩვენს ფედერაციაში მცოდნე და წესიერი პროფესიონალები რომ იყვნენ კიდევ მეწნებოდა უახლოეს მომავლში წარმატების იმედი, მაგრამ სამწუხაროდ ამათ ხელში პერსპექტივას ვერ ვხედავ… საკუთარი თავის გარდა ყველას დააბრალებენ ამ განგრძობით წარუმატებლობას.

  • ალექსანდრე

    რეებს მიერ მოედნები, რა ისტორიული მტრები, რა დიდგორი. კალათბურთია, არ შეიძლება ყველაფერი ისტორიულ და ნაციონალისტურ სიბრტყეში გადაიტანო

  • გიორგი

    კი ბატონო, პრობლემა ბევრი გვაქვს. ძალინ მოკლე სკამი და ზუროსიც ვერ არის გენია. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბულგარეთი ერთ თამაშში 19 სამქულიანს, სულ ცოტა მომავალ 30 წელიწადში ვეღარ ჩააგდებს. ყარაულის თოფის ამბავი მოხდა და მაინცადამაინც ჩვენთან...

  • dinamo

    მსროლელი არ გვყავს, გამთამაშებელი არ გვყავს, შეცვლაზე შესაყვანი არ გვყავს.... მწვრთნელის რა ბრალია ამათმა სროლა თუ არ იციან? მწვრთნელის მოვალეობაა კომბინაციის დაგეგმვა რომ მოთამაშე სასროლ პოზიციაზე გავიდეს და ესენი ყველა პოზიციიდან რომ აცილებენ მწვრთნელის ბრალია? ბურთიც ზუროსმა უნდა ჩააგდოს? აქ ვინმე კალათბურთის სპეციალისტი იქნება იყოთ და თხოვნაა ვინმემ იქნებ ამიხსნას ბურჯანაძეს რა პლიუსები აქვს როგორც კალათბურთელს და ესპანეთში რის გამო ათამაშებენ? არც ერთ კალათბურთელს არ ვერჩი ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს რაც შეუძლიათ თამაშობენ და თავს ზემოდ ძალა არაა უბრალოდ ბურჯანაძეზე მართლა მაინტერესებს

  • მანუჩარი

    ზუროსი მიდი რამე საინტერესო გამოუშვი, ან ვინმეს დააბრალე......

  • beso

    სანწყხაროა, ეს რა თამაშია, ყველა თავისთვის თამაშობდა, ეს რა ინდივიდუალურობის მარაზმია, სად იყო აქ მწვრთნელი!? ესა არაა საგუნდო კალათბურთი დღეს, მას ხელწერა აქვს გუნდისა, რაც აქ არ ჩანდა.

  • მწვრთნელ-ს

    თურქეთმა ჩვენთან ითამაშა საშინელი კალათბურთი, ანუ არ ითამაშა. ჩვენებს უმეტესობას დონე არ აქვს, მაგრამ რაც შეძლეს ითამაშეს და მოიგეს. ნამეტანი ნუ იცით სხვისი გაღმერთება.

  • ვალერი გაზაევი

    მოვიგებთ დღეს მონტენეგროსთან ბითაძე თუ არ ათამაშა!!! მამუკელაშვილი და ზანგი დაიჩაგრნენ მოაშოირეთ ეს მასხარა ვითომ ნბას კაცი და ვიგებთ ხვალ ბელგია გახევს ბულგარეთს

  • გიორგი

    მოკლე სკამმა წააგო. სტატისტიკა ამას ამბობს, ჩვენმა სათადარიგოებმა ყველა ნაკრების სათადარიგოებთან სერიოზულად წააგეს. ადრეც დავწერე რომ არ ზრდიან ჩვენში კალათბურტელებს და ამერიკულ სტუნდეტური ლიგის იმედზე როდემდე უნდა ვიყოთ? ისე ვიცი პასუხისმგებლობაა კალათბურთელების გაზრდა საქართველოში?

  • გოგა

    ზუროსისგან სულ გვსმენია დაცვა, დაცვაო დაცვა იგებს თამაშსო! აბა დაცვა? დაცვა კი არა შეტევა იგებს თამაშებს გოლდენ სტეიტი იმდენ სამქულიანს ყრის მაგრად კიდია შენი დაცვა, ზუროსმა გადააჩვია ნაკრები პერიმეტრიდან სროლას კოკოშკოვის დროს ბევრად უკეთ ვისროდით მაკფადენსაც კი გაუბანძა მაჯა და ვარჯიშებზეც მე რაც ვნახე სულ დაცვით კომბინაციებს ავარჯიშებს, სამიანიდან სროლა დაივიწყეს ბიჭებმა, ან ეს ორმაგი დაცვა ხედავ არ ამართლებს და სულ თავისუფლად გააქვთ ბურთი პერიმეტრზე და მარტო დარჩენილი მარტივად გვიგდებს, რომ ამბობთ გამართლებაა 19 სამქულიანიო მაგის რანაირად გჯერათ? ყველას ჩვენთან რანაირად უმართლებს, ბელგიასაც გაუმართლა სამიანები და ესპანეთსაც? უკრაინასაც, უნგრეთსაც ?ყველამ ამოგვტენა ვისაც არ დაეზარა კარიერის მატჩები ჩაატარეს მსროლელებმა, პრობლემა უფრო ღრმაა არასწორი მიდგომა უაზრო ქაოტური გაცვლები და პერიმეტრზე მარტო დარჩენილი მოწინააღმდეგე რომელიც აუცილებლად ჩაგიგდებს სამიდან ორს მაინც. ან ამ შერმადინს რა დაემართა ყოველ კვირის ბოლოს ემვიპი ხდებოდა ესპანეთში, თორნიკეზე იყო გუნდი აწყობილი და საყრდენის გამოცლამ კონსტრუქცია მთლიანად ჩამოშალა. კარგი კაცია ზუროსი მაგრამ დროა წავიდეს, მხოლოდ დაცვა არ იგებს თამაშებს ზუროს!!! წარმატებები სხვაგან !

  • ვვვ

    აა, ამაშია საქმე, ჯიგარო? )))

  • სოსო

    უკვე პირველი მოსამზადებელი თამაშებიდან ჩანდა,რომ კალათბურთელები ძალიან შორს იყვნენ სასურველი ფორმიდან და იქამდე მიახლოებით მაინც მიყვანა,შეუძლებელი აღმოჩნდა.ვერც დაცვა დალაგდა და ვერც შეტევა.თამაში შენგელიაზე იყო აწყობილი და მისმა ტრავმამ სრულკიად დაგვშალაო ვიტყვით,მაგრამ მოსამზადებელ თამაშებზე,ისიც ხომ იყო და რა,უკეთესები ვიყავით?ადრე მაკფადენი მაინც ისროდა პერიმეტრიდან სტაბილურად.წელს კი,მისგანაც ჩრდილია დარჩენილი.მგონი გუნდი ფსიქოლოგიურადაა გადამწვარი.თბილისში ტურნიტის ჩატარებამ და შესაბამისად,დიდმა პასუხისმგებლობამ ბიჭები დათრგუნა და ვერ აჩვენებენ სასურველ თამაშს.კი,თავს სდებენ მოედანზე,არაფერს ზოგავენ,მაგრამ აშკარად შებოჭილები არიან.სხვანაირად აუხსნელი ჩანს,ჩვენი ასეთი უსუსურობა.ალბათ დროა,ნაკრებებში ფსიქოლოგიური მომზადების სპეციალისტები მოიწვიონ.მგონი მათი საჭიროება უკვე აშკარაა.ძალიან ბევრ გადამწყვეტ მატჩში ვეღარ ვახერხებთ,სრული ძალით ბრძოლას და გამარჯვებას და ყოველთვის ცხადად ჩანს ხოლმე,რომ მეტოქე კი არ გვამარცხებს,არამედ ჩვენ თვითონ ვაგებთ.

  • KOSTAKURTA

    ნაკრებში 3-4 კალათბურთელის გარდა,სხვა მოთამაშეებს ელემენტარული საკალათბურთო ინტელექტი არ გააჩნიათ! რაც პირველ რიგში სათამაშო დისციპლინასა და პასუხისმებლობას საკუთარი თავისა და თანაგუნდელების წინაშე ნიშნავს.თურქების წინააღმდეგ იყო შემართება,ჟინი და მოტივაცია, პლიუს მე-11 მოთამაშე მაყურებელი.მაგრამ მაყურებელმა კი არ უნდა აიყოლიოს მოთამაშეები,არამედ გუნდმა უნდა აიყოლიოს მაყურებელი თავიანთი ცეცხლოვანი და ლამაზი თამაშით.და კიდევ,თურქები თამაშობენ ნელ,ზომიერ ტემპში.ნებისმიერი სუსტი ნაკრები რომელიც,სწრაფი რიტმით თამაშობს ვიდრე საქართველო,დიდ პრობლემებს გვიქმნის,როგორიც დღეს იყო ბულგარეთთან, როცა მეტოქემ სამქულიანებით დაგვბომბა პერიმეტრიდან.დაეტიეთ იქ დარბაზში და 3-4 საათი მარტო 3 ქულიანებზე ივარჯიშეთ სანამ ავტომატურად არ დახვეწთ!სირცხვილია საშინელი როცა ნებისმიერი გუნდი შენზე მეტ 3 ქულიანებს ყოველ აგროვებს კონკრეტულ თამაშში!

  • ირაკლი

    თან ორგანიზება იყო საშინელი,ვერ ვუმასპინძლედ კარგად, ყველას დასაცინი გავხდით,ესეთ მასპინძლობას ჯობდა არ ჩატარებულიყო ჩვენთან,თან ვერაფერში გამოვიყენეთ არც ტურისტები ჩამოსულან და ჯგუფშიც ჩავრჩით!!!!!!!!

  • ილიავარ...

    Lado Natsvlishvili მოგესალმებით ❤️თუკი ჩვენ მონტენეგროს დავამარცხებთ და ბულგარეთი მოუგებს ბელგიას, ოთხივე ნაკრებს ხომ თანაბრად 4-4 ( იგივე 7-7) ქულა დაგვიგროვდება? რა პრიორიტეტით აირჩევა ამ 4 ნაკრებიდან საუკეთესო? ბურთების სხვაობით თუ ურთიერთშეხვედრებით?

  • ლევანი

    სასწრაფოდ მწვრთნელია შესაცვლელი. რახანია ვამბობ, ჩემი აზრია რათქმა უნდა. ამ შემადგენლობით, თუნდაც თოკოს გარეშე, ბევრად უკეთესი გუნდის გაკეთება შეიძლება. მახსოვს ფაჩულიას დროინდელი ნაკრებით, ზუროსმა ევრობასკეთი ჩააგდო. ის გუნდი ბევრად კონკურენტუნარიანი იყო.არაუშავს მომავალი ცუდად არჩანს, კარგი მწვრთნელი და 1-2 წელში, სანდროს და გოგას ვერ გააჩერებენ. ასე მგონია მე...

  • ???

    ზუროსი ისევ მაღალის დონის მწვრთბელად მიგაჩნიათ ვისაც აქამდე მიგაჩნდათ? მესამე მეოთხედში ბულქარეთმა შეცვალა ტაქტიკა და ზუროსმა რა დაუპირისპირა? ან ასეთი შეუთამაშებელი ხუთეულები რატომ გვყავს? ან სანდროზე რატომ არ ეწყობა თამაში. საკუთარ არენაზე ასე უსუსურად არ უნდა გამოვიყურებოდეთ.

  • qomagi

    dgevandel sports samtuxarod msoflio totalizatoris mamebi tkvets,ramdens ekneboda dges sakartveloze tanxa dadebuli da gausxa...mokled me mgonia xval belgia mougebs bulgarets,chven kidev montenegros da gavalt jgufidan,magram mere ra unda vknat? faktobrivad ekvsi kalatburteli gvkavs brzolisunariani.

  • ბექა

    გახსოვთ რა ამბავი იყო,უკრაინას თამაში როგორ მიეცითო?ამ უკრაინაზე იძახდით რომელმაც იტალიას მოუგო საკუთარ სახლში და გავიდა შემდეგ ეტაპზე,წინა ევრობასკეტზეც მოგვიგო და ჩაგვტოვა ჯგუფში!!ახლაც ვერ გავალთ, როგორც ჩანს ჩვენთვის მთავარია მონაწილეობა და არა მოგებაა!!!

  • ვალერი

    ვაღიაროთ ჩვენი სეზონი არ არის წელს. გუნდი ძალიან მოუმზადებელი და შეუთამაშებელია. 3 ქულიანების სროლა კატასტროფულია დაკარგვები ხო საერთოდ. არცერთი კალათბურთელი არ იყო სტაბილური არცერთი!!!მაგრამ უიღბლობაც უნდა ვახსენოთ ასეთი უიღბლობა დიდიხანია არ მიგვრძვნია კალათბურთში.

  • Guderian

    სულ რომ ევროპის ჩემპინატი მოიგონ ვერდიქტი არის ერთი: უსუსური ნაკრები! მწვრთნელი გასაშვებია, ნორმალური 2 ნატურალიზირებული მაინც უნდა გვყავდეს და არა ეს გამონათებით, რომ არის ხოლმე. მერამდენე მატჩია ვაგებთ ერთი და იგივე სცენარით, სამქულიანებს გვიყრიან რადგან ვერ ვასწრებთ პერიმეტრზე ასვლას და იქვე ფარქვეშაც ასხლეტილზეც ძალიან ხშირად ვაგებთ? ჩვენ ვერ ვაგდებთ და რაც მთავარია ყოველი ჩვენი შეტევა არის ჯახირი და ინდივიდუალურობაზე დამოკიდებული, არანაირი გუნდურობა, შეხედეთ სხვა გუნდებს, ბევრად უფრო ნაკლები დონის კალათბურთელებით ბევრად უფრო მეტს აღწევენ. დღევანდელ დღესაც იმდენად დაბნეულები იყვნენ რომ სწრაფი გათამაშების მაგივრად (ბოლო წუთი) ზოზინებდნენ და ვის რა უნდა ექნა გარტყმაში არ იყვნენ!!! შეცდომებზე საერთოდ არაფერს ვიძახი, ბურთის ხელიდან გავარდნა თუ ფარქვეშ ჩაძინება, კატასტროფაა და მეტი არაფერი, მე მგონი ეროვნული ფორმა რომ გაცვია ცოტა გააზრებაც უნდა, მერამდენედ უნდა დაუშვან ბავშვური შეცდომები? თურქებთან რომ არა მათი ბოლოში ტექნიკურები და სამქულიანების აცილებები ვერც მოვიგებდით. აი ესეა როდესაც ბოლო წელი უნიათო თამაშს ანახებ და რეაგირების მაგივრად ხან რას გაამართლებენ და ხან რას

  • ii

    აღარავის ააქცს ბრძოლოს და მოგების სურვილი. ვეღარც ჩხუბი გაახერხეს :))

  • გიურზა

    ბიჭებო ქართველ გულშემატკივრებს ეს არ ეკუთვნიდა დღეს, მითუმეტეს თურქებთან ასეთი თამაშის შემდეგ, როდესაც თქვენი ნამდვილი გულშემატკივარი დაცლილნი იყვნენ ემოციისგან და მთელი სამშობლო თქვენზე საუბრობდა დიდი თუ პატარა

  • მწრთვნელი

    გუშინ დავწერე თურქეთმა გვაჯობა თამაშით მეთქი და კინაღამ გადამიარეს! არ გიხარია საქართველოს წარმატებაო! როგორ არ მიხარია, მაგრამ რეალობას ხომ უნდა შეხედო და დაინახო ის რაც ხდება! ზუროსი ძალიან კარგი პიროვნებაა მაგრამ მე მგონია მაქსიმუმი გააკეთა და ახალი აზრის მწვრთვნელია ნაკრებისთვის საჭირო! აგერ იტალიას რომელთანაც წავაგეთ უკრაინამ მილანში მოუგო და გავიდა შემდეგ ეტაპზე! არც ისეთი ვარსკვლავები ჰყავს უკრაინას, რომ იტალია სახლში დაამარცხოს, მაგრამ ჰყავს მწვრთნელი რომელიც საჭირო მომენტში კომბინაციას ხაზავს და მოთამაშეები ასრულებენ! ჩვენთან ზუროსი ხაზავს და მოთამაშეები ქაოტურად თამაშობენ! მწვრთნელია თავი და თავი! კიდევ რამდენიმე მოთამაშემ ნაკრები უნდა დატოვოს, მაგალითად ბურჯანაძე, ბელგიასთან ისეთი საჯარიმოები გააფუჭა რის შემდეგაც ოვერტაიმი დაინიშნა! დღეს სამქულიანი როცა საჭირო იყო ვერ ჩააგდო, თორემ შევდიოდით ხუთ ქულაში! ასევე ცინცაძე და სანაძე! არ არიან მზად და არ აქვთ სანაკრებო დონე ამ სიტუაციაში რასაც ვხედავთ!

  • გივი

    რაც მთავარია, ბიჭებმა ჩვენ ისტორიულ მტრებს თურქებს ხო მოუგეს!!! ეხლა სერიოზულად: - წნეხი - მოკლე ბენჩი - სამქულიანების სტაბილურად ჩამგდები არც ერთი (!!!) მოთამაშე - ფსიქოლოგიური გადაღლილობა (გუშინწინდელი "დიდგორის" შემდეგ) - ფიზიკური გადაღლილობა (ტოპ გუნდებიც ჩივიან ამაზე) - ბულგარეთს რომ გაუვარდა (9 მეტრიდან ყრიდა ბოსტი. დანარჩენებმა იმდენი სამიანი ხიეს, ცხოვრევაში არ ჩაუგდიათ) მე არ ვსაყვედურობ ჩვენებს. რაც ვართ ესაა. და ეს ოქეია. რეალურად მივუდგეთ.

  • -

    რაც იციან და ასწავლეს ითამაშეს. თავი არავის დაუზოგავს, მაგრამ კარგ გუნდებში მოთამაშეების გარდა არავინ არ იცის კალათბურთის თამაში. გოგა მტკივანი ფეხით მაგრად იდგა და ყარა კიდევაც.

  • შმოლა

    კალათბურთი შეიცვალა, კარის მერე ყველა 3-იანის სროლაზეა გადასული, პერიმეტრი უნდა დაიცვა. ჩვენც სნაიპერები გვჭირდება. მაღლებსაც ეფექტურად ვერ ვიყენებთ. არადა ტრადიციულ კალათბურთში დღესაც დავჯაბნეთ მეტოქე.

  • L.J .

    Magari axsnaa gaixare

  • ბექა

    თურქების დასაცინები გავხდებით!!

  • კოტე

    დამალა თამაში ნამდვილად

  • ჟორა

    ზუროსი რა შუაშია? იმ შუაშია, რომ ელემენტალურ წესრიგს ვერ ამყარებს გუნდში, ჩვენი მსროლელი, ბურთს კალათში ისროდა მაშინ, როდესაც ბითაძე შორდებოდა ფარს, არადა პირიქით უნდა ყოფილიყო, ხედავს ჯინჭარაძემ თამაში ჩააგდო და მაინც არ გაჰყავს მოედნიდან, ბოლო წუთებში ისევ ასე თუ ისე მსროლელები უნდა დაეტოვებინა მოედანზე და ბურჯანაძე შეომიყვანა და მან კი ვერაფელი ვერ გააკეთა და ა.შ. ამხელა უპირატესობა ჰქონდა ფარქვეშ და ვერ გამოიყენა.

  • ვოოტ

    თამაშის გადარჩენა რომ ვერ მოხერხდებოდა, უკვე მესამე მეოთხედში გახდა ნათელი, მაგრამ ამაზე დიდი უბედურება ის მგონია, რომ ჩვენს აბსოლუტურად დემორალიზებულ გუნდს არც არავინ მიუთითა, რომ ნაკლები სხვაობით წაგებასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან დიდია ალბათობა, რომ ოთხივე გუნდს ორ-ორი მოგება დაგვიგროვდეს და ყველაფერი ერთმანეთში დაითვალოს.. სამაგიეროდ ეს მშვენივრად იცოდნენ ბულგარელებმა და მაქსიმუმი გამოწურეს ბოლო წამებზეც კი, რითაც ბელგიასთან გამარჯვების შემთხვევაში გარანტირებულად გავლენ ჯგუფიდან და ჩვენ კი მოგების შემთხვევაშიც კი შეიძლება, ბოლო ადგილი შეგვრჩეს ხელში... მახსოვს, ამ ელემენტარულის არცოდნის გამო უკრაინელთა მწვრთნელ ბაგატსკისს რა დღე ვაყარეთ და ტიპი გაოგნდა - წიგნი იკითხეთო, სწორედ არითმეტიკას გულისხმობდა ის კაცი და სხვათაშორის, არითმეტიკის გარეშეც მშვენიერი გუნდიც დააყენა...

  • Axali

    ექვსი კაცი თამაშს ვერ მოიგებს,დანარჩენები ტყვილაა.

  • არტ

    ზუროსმა თავი ამოწურა. ჩვენი თამაში ყველამ შეისწავლა უკვე, ზუროსმა კი ახალი ვერაფერი შესთავაზა. ყველაფერთან ერთად გუნდი ფსიქოლოგიურად არ არის მზად. ამდენი უაზრო დაკარგვა, ხელის კანკალი და შეშინებული სროლები განსაკუთრებით სამიანებისას ამის მაჩვენებელია. ამის გარდა გაუგებარია რატომ არ მიეცა შანსი მოსამზადებელ პერიოდში იგივე ფევაძეს ან ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მოთამაშე ახალგაზრდებს. მოკლედ ძალიან ბევრი რამაა შესაცვლელი ამ ევრობასკეტის შემდეგ, თუ გვინდა, რომ რეგრესი არ გაგრძელდეს.

  • გიორგი

    საშინელი გამოდგა ეს ევრობასკეტი ჩვენთვის,ჯობდა არც ჩატარებული თბილისში!!!

  • Irakli

    გუნდი შეხვდა ჩემპიონატს გადაღლილი, თამაშობენ შესაძლებლობენზე დაბლა, გარდა ახალგაზრდებისა, რომლებსაც მეტი ენერგია აქვთ - მამუკელაშვილი, ბითაძე, ალაგ ალაგ ანდრონიმაშვილი. ამის გამო ვერ ასწრებენ პერიმეტრის დაკეტვას, უჭირთ სხვა კომპომემტებშიც. თურქეთთან თამაში თურქეთმა ჩააგდო და ამ ფონზე გამოანათეს მამუკელაშვილი-ანდრონიმაშვილმა. მონტენეგრო გადაგვივლის. ასეთ ფორმაში მყოფი ბურჯანაძე ასევე ცინცაძე ნაკრებში დანაშაულია!

  • L.J .

    Barigebi 3 dgeshi orjer didi kushi amoagdes sagol mase tkve sasizgrebo(komentatorebi sxva temaa yvelas da yvelapris bralia chveni kalatburtelebis garda)

  • ანდრი

    მტკივნეული სანახაობა იყო. ბითაძე ემოციებს თამაშზე მეტ ყურადღებას უთმობს, მაგრამ მარტო მას ვერ დავაბრალებთ დღეს.

  • რრრ

    რატომღაც მგონია ძალა დაზოგა ზუროსმა ორი თამაშის მოგების ძალა არ გვქონდა დღეს შეგვეკლა თავი და მოგვეგო და ხვალ წაგვეგო 100% ვარდებოდით, და ახლა ხვალ თუ მოვიგებთ 60-70%-ით გავალთ ეჭვი მეპარება ბულგარეთმა ხვალაც მოუგოს ბელგიას.

  • სს

    რა შაგვაღონეთ თქვე დალოცვილებო , ფიქრობთ რომ მინიმუმ ნახევარი საქართველო ეს დღეები გაგვაჭაღარავეთ ? :))

  • S.O.S.

    ჯიგრებო რაშია იცით საქმე?! სანამ ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა არაფერი გვეშველება!!! კი არ წააგო გაფარჩაკდა!!! ეხლა დასხდნენ და იმკითხავონ როგორ შეიძლება ჯგუფიდან გასვლა. მაგრამ საქმე რაშია იცით კიდევ, ესენი ჩერნოგორიასაც ვერ მოუგებენ!!! უკეთესია ეს თამაში გადაახვიონ და ივარჯიშონ ისწავლონ სროლა როგორ უნდა და ივარჯიშონ მერე!!! მაკფადენი კვარტალში ერთხელ ჩააგდებს და ჯორდანი გვგონია, ტეხავს..... ეეეეეჰ ჩაო ევროპა ჩაო..... ძალიან სამწუხაროა, რომ იმის გამო რომ სროლა არ იცი სროლის კომლექსი გჭირს და ამათ ყველა თამაშზე რა რაოდენობის დაკარგვებიც ააქვთ ეგ შეცდომები კი არა უკვე დოყლაპიობაა!!!! დასანანია რომ ბოლო ადგილზე ვამთავრებთ ჩვენ ქვეყანაში ჩატარებულ ევროს!!! ივარჯიშეთ ბიჭებო მეტი ივარჯიშეთ

  • 912

    უკლასო უსირცხვილოების ბრბო ხართ მონტენეგროსთან ნუღარ გამოხვალთ რა სირცხვილია უბრალოდ თქვენი სადმე გამოჩენა...

  • Soso

    ბელგია მოუგებს ბულგარეთს ეგრე არ ხდება ამდენი სამიანი ჩააგდო ყველა თამაშში მაგრამ ჩვენ მოვიგებთ ?

  • სიმართლე

    თუ არ გინდოდათ თამაში, რას აიტეხეთ მოდით მოდითო

  • -

    ელგია თამაშობს არასასიამოვნო კალათბურთს, მაგრამ აგდებს მაინც. ჩვენ მაგათზე უარესს. არც ჩაგდება შეუძლიათ და ზუროსმა რა ქნას, დაცვაში ეგ ვერ დადგება. ამათ კი დაცვა არ უნდათ. შერმადინმა კი გააკეთა თავის მაქსიმუმი , მაგრამ ფიზიკა ხელს აღარ უწყობს.

  • დასავლეთში ფერადი კომუნიზმია

    ტეხავს ძაან

  • Kakha

    ბულგარეთს შენგელიას გარეშეც უნდა ვუგებდეთ, ჩემი აზრით ზუროსმა თავის თავი ნაკრებში ამოწურა, ესეთი საშინელი ნატურალიზირებული არცერთ გუნდს არაყავს საშინლად ითამაშენ

  • -

    ძალიან შემეცოდა ზუროსი, მაკფადენი და მამუკელაშვილი/ ასეთ სიტუაციაში რომ აღმოჩნდნენ. ამ სამმა იცის, რომ კალათბურთი გუნდური თამაშია. სამწუხაროდ ამის დემონსტრირების საშუალება არ მიეცათ.

  • Nukri

    უსუსურები, ერთი ორის გამოკლებით

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი

საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89