ფარერის კუნძულების მცხოვრებმა იაკუპ ემილ ჰანსენმა რეიტინგში უზუსტობას 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლის კენჭისყრის წინ მიაგნო
ფარერის კუნძულების მცხოვრებმა იაკუპ ემილ ჰანსენმა იმდენი "ქექა" ფიფას უკანასკნელი სანაკრებო რეიტინგი, რომ უელსის ეროვნულ გუნდს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი კიდევ უფრო შეუმცირა. საქმე ისაა, რომ ჰანსენმა რეიტინგში შეცდომა იპოვნა და ახლა უელსელებს მუნდიალის

შესარჩევი ციკლის კენჭისყრისას ბოლო კალათში განთესვა ემუქრებათ.

ფიფას უკანასკნელ რეიტინგში უელსისა და ფარერების ნაკრებები 273-273 ბალით 144-ე ადგილს იყოფენ, თუმცა უპირატესობა უელსს ჰქონდა და ზედა პოზიცია ეკავა. ჰენსენმა კი აღმოაჩინა, რომ ესტონეთთან გამარჯვების (2:0) შემდეგ მისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს უელსი უკან 0,07 ბალით უნდა ჩამოეტოვა და შესაბამისად, ცხრილში უნდა დაწინაურებულიყო.

ჩხირკედელა ჰენსენმა უზუსტობის შესახებ თავისი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას აცნობა, ამ უკანასკნელმა კი ცნობა უმალ ფიფაში გადაგზავნა.

ოფიციალურად ფიფამ არ დაადასტურა, რომ რეიტინგში შეცდომა სწორედ ჰანსენის აღმოჩენის შედეგად აღმოიფხვრა, მაგრამ ფაქტია - უზუსტობა გასწორდა.

ამრიგად, თუკი მომავალი მუნდიალის შესარჩევი ციკლის კენჭისყრისას განთესვის პრინციპი ისეთივე იქნება, როგორიც ეს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კენჭისყრის დროს იყო, უელსის ნაკრებს ევროპის უსუსტეს გუნდებს შორის ბოლო კალათში განათავსებენ. ფარერები ბოლოსწინა კალათში მოხვდება.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა