"სპორტ ექსპრესმა" მოსკოვის "სპარტაკის" ქართველ ნახევარმცველთან ჯანო ანანიძესთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა
"სპორტ ექსპრესმა" მოსკოვის "სპარტაკის" ქართველ ნახევარმცველთან ჯანო ანანიძესთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა.

"სპარტაკში" მას დებიუტი 16 წლისას ჰქონდა, ორი წლის შემდეგ კი, მოსკოვური კლუბისა და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, "თეთრ-წითლებში" ახალბედად უკვე აღარავინ მიიჩნევდა.

ინტერვიუს ჩაწერამდე თადარიგის დაჭერა მოგვიხდა. ანანიძე ხომ კარგა ხანია პრესასთან ურთიერთობას თავს არიდებს. მაინცდამიანც არც თამაშებისა თუ ვარჯიშის დროს ავლენს თავის ხასიათს. ბოლოს და ბოლოს, როგორია ის?

"ჩვეულებრივი, უშუალო", - გვითხრეს მასზე კლუბში. მასთან საუბრის შემდეგ კი დავაკონკრეტებ: მკვირცხლი, ჭკვიანი და ღიმილისმომგვრელია. მეტს აღარ დავამატებთ, დაე, დანარჩენი თვითონ თქვას.

- უჰ, რა კარგია! - შვებით ამოისუნთქა ჯანომ მას შემდეგ, რაც სადილობის შემდეგ სავარძელში ჩაესვენა.

- ველიტონსა და იბსონს კი იმის ძალა კიდევ რჩებათ, რომ ნოიშტიფტში ველოსიპედებით იქროლონ.

- მართლა? არ დამინახავს. მე ახლა ამის არავითარი სურვილი არ მაქვს.

- მაშინ "ვასლუისთან" მარცხზე ვისაუბროთ.

- არ გვინდა, რა...

- ანგარიშს მოვეშვათ. აი, თქვენ მარჯვენა ფლანგზე ითამაშეთ. თქვენი ადგილი მანდაა?

- როგორ გითხრათ... უფრო არა. ეგ პოზიცია ჩემთვის უცხოა. შუაში ან თუნდაც მარცხნივ თამაში მირჩევნია. მაგრამ რას ვიზამთ - რაკი დამაყენეს, ესე იგი საჭირო იყო.

- თქვენი მარჯვენაა "მთავარი ფეხი"?

- დიახ.

- ამიტომაა ბუცს თავდაპირველად მარჯვენაზე რომ იცვამთ?

- ნამდვილად.

- მწვრთნელებმა თქვეს, რუმინელების წინააღმდეგ მატჩი არა შეთამაშებაზე, არამედ "ფიზიკაზე" იყო გათვლილიო?

- თამაში თამაშია. "ფიზიკაზე" ვარჯიში მანამდე იყო, ვირბინეთ, შემდეგ კი ბურთთან მუშაობა იყო საჭირო. ძნელია. ყველაფერი ისე არ გამოდის.

- ანუ, ავსტრიულ შეკრებაზე ძალიან იტვირთებით?

- არა, ბოლო დღეებში ნორმალურ რეჟიმში ვმუშაობთ. რუმინელებთან თამაშამდე ორი ვარჯიში ბურთთან მუშაობაზე გვქონდა. მანამდი კი დავრბოდით, საღამოობით - "კვადრატი". ძნელი ორი-სამი დღე იყო.

- დატვირთვაზე რომ თამაშობდით, მწვრთნელებმა წაგების გამო ამიტომაც არ გისაყვედურეს. ასე არ არის?

- ეს ამხანაგური მატჩი იყო. ჩემპიონატში რომ წაგვეგო 0:3, სხვა საქმე იქნებოდა. თუმცა, წაგება მაინც საწყენია.

- მით უმეტეს, რომ თქვენ შვებულება მხოლოდ ერთი კვირით გქონდათ, რუმინელებს კი - მთელი თვე.

- ეტყობა შვებულების დროსაც ვარჯიშობდნენ და ფორმას ინარჩუნებდნენ. არა?

- თქვენ ინარჩუნებთ ხოლმე?

- რა თქმა უნდა. ერთკვირიანი შვებულების დროს სამჯერ ვივარჯიშე სენსორებიანი ქამრითა და პულსომეტრით. საქართველოში ყოფნის დროს დავრბოდი. სხვებმა კიდევ უფო ნაკლები დროით დაისვენეს.

- როდესაც ხანგრძლივი შვებულება გაქვთ, მაშინაც დარბიხართ  სენსორებით?

- დიახ. 25 დღის განმავლობაში - მინიმუმ ათი ვარჯიში. პირველი კვირა ისვენებ, შემდეგ ფორმის აღდგენაზე მუშაობ.

- ქართული ღვინის დასალევად როდისღა იცლით?

- ჰა-ჰა. მე არ ვსვამ. ეგ პრობლემა არ მაწუხებს.

- არ ფიქრობთ, რომ ბოლო წელი ისეთივე შთამბეჭდავი არ გამოგივიდათ, როგორიც წინა და ცოტა არ იყოს, ზრდა შეწყვიტეთ?

- არ მგონია. უბრალოდ, როცა პრემიერლიგაში თამაში დავიწყე, ასე კარგად არ მიცნობდნენ. მეორე, მესამე სეზონი კი სხვანაირია. მეტოქე უკეთ ეცნობა შენს თამაშს და შენგანაც უფრო მეტს ითხოვენ. დამუხრუჭება არაფერ შუაშია, თუმცა, მომატება არ მაწყენდა.

- ძირითადში უფრო ხშირადაც ვერ ხვდებით. უფრო მეტად სათადარიგოთა შორის ხართ.

- გუნდში დღეს უფრო მაღალი კონკურენციაა, ვიდრე ეს ორი წლის წინ იყო. თანაც, ნუ დაგავიწყდებათ, რომ მე ლეგიონერი ვარ. ძალიან ბევრი უნდა ვიშრომო, რომ ძირითადში ადგილი დავიმკვიდრო.

- რაც გუნდიდან ალექსი წავიდა, დამაბრკოლებელი ერთით ნაკლები გყავთ. გრძნობთ, რომ თქვენთვის ძირითადის კარი უფრო ფართოდ გაიღო?

- დამაბრკოლებელი? ამაზე ვერაფერს გეტყვით.

- გუნდისთვის ის დაბრკოლება არ იყო, მაგრამ თქვენთვის კონკურენტი ნამდვილად იყო. ასე არაა?

- ჩემთვის მაკგიდიც კონკურენტია, პაშა იაკოვლევიც და დინა კომბაროვიც. ორი წლის წინ თავის გატანა უფრო მიიოლდებოდა. რუსეთის პასპორტით ალბათ უფრო მეტი შანსი მექნებოდა, მაგრამ რას ვიზამთ - რაცაა, ეგაა.

- ალექსისგან რამე ისწავლეთ თუ ფეხბურთის ხედვა განსხვავებული გაქვთ?

- მგონია, რომ ორი ერთნაირი ფეხბურთელი არ არსებობს. თანაც, რას ნიშნავს სწავლა? ავიღო მაგალითად მესი. ბრწყინვალედ თამაშობს. მასე რომ იყოს, ვუყურებდით მის თამაშს ტელევიზორით და მასავით ვითამაშებდით. მე ჩემი გონება მაქვს, ალექსს - თავისი.

- იქნებ იმან გადაიღო თქვენგან რომელიმე ფინტი?

- (იცინის) არა, რას ამბობთ!

- როცა მოედანზე რაღაცას ისე ვერ აკეთებთ, ვინ გტუქსავთ?

- ვალერი კარპინი.

- თანაგუნდელებიდან?

- მოედანზე ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. თუ საქმე ითხოვს, ყველა ყველას უყვირის. მოედანს მიღმა კი არავინ - არავის.

- ნუთუ შეგიძლიათ, მატჩის დროს დიკანსაც დაუყვიროთ?

- დაყვირება არა, მაგრამ შესაბამის სიტუაციაში შემიძლია ხმამაღლა ვუთხრა რაღაც. დიკანს როგორ დავუყვირებ, ლამის მამად მეკუთვნის!

- წარსულში ცნობილ ფეხბურთელთან რევაზ ჩელებაძესთან, რომელიც ადრეულ ეტაპზე გმეურვეობდათ, ახლაც ხშირად გაქვთ ურთიერთობა?

- კვირაში ორჯერ მაინც ვუკავშირდები. როცა მოსკოვში ჩამოდის, ჩემთან ბინავდება.

- მის რჩევებს იღებთ?

- ახლა რჩევებს ნაკლებად მაძლევს. როცა ჩელებაძე ჩემთან ერთად კიევში ცხოვრობდა, მუდმივად მარიგებდა. არ მგონია ახლა "სპარტაკში" ვყოფილიყავი, თავის დროზე კიევის "დინამოში" რომ არ მოვხედრილიყავი.

- ვინ გირჩიათ პრესასთან ურთიერთობის დროებით შეწყვეტა?

- ჩემთვის პირდაპირ არავის უთქვამს - გაჩუმდიო, თუმცა მივხვდი, რომ ჩემ გარშემო ასეთი აზრი შეიქმნა. ვითარება ჩემი მოქალაქეობის და კიდევ სხვა მიზეზეიბს გამო დაიძაბა. პაუზის აღება საჭირო იყო და მეც გავჩუმდი. მაშინაც კი, როდესაც საქართველოში ჩავდიოდი, ჟურნალისტებთან ურთიერთობისგან თავს ვიკავებდი. ახლა ყველაფერი დალაგდა და თუკი კლუბის ხელმძღვანელობა ნებას დამრთავს, ისევ ვილაპარაკებ.

- ბევრი მიიჩნევს, რომ თქვენ პოლიტიკასა და რუსეთის მოქალაქეობის შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით გამუდმებულმა შეკითხვებმა გაგანაწყენათ.

- წყენა მხოლოდ ერთი მახსოვს. საქართველოდან, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-იდან დამიკავშირდნენ. მკითხეს, რატომ არ ჩავდივარ ნაკრებში სათამაშოდ, თუ რაღაც ამდაგვარი. მაშინვე ვუთხარი: გეტყვით მიზეზს, ოღონდ ნუ ჩაწერთ, რადგან არ მინდა და არც შემიძლია ინტერვიუს მოცემა-მეთქი. ხუთი წუთის შემდეგ მშობლებმა დამირეკეს. აღმოჩნდა, რომ ჩანაწერი ეთერში უახლოეს საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა. სწორედ მაშინ ვუთხარი კლუბის ხელმძღვანელობას, რომ პრესასთან ურთიერთობისთვის მზად არ ვიყავი.

- ცნობილი ქართველი ლეგიონერების - ქინქლაძის, ძმები არველაძეების, კალაძის, კობიაშვილის ტალღამ უკვე ჩაიარა ან ჩავლის პირასაა, საქართველოს ნაკრები კი აღმავლობის გზაზეა. მიზეზი იცით?

- მე არცკი მახსოვს, როდის თამაშობდა ასე კარგად ჩვენი ნაკრები. ჩემი აზრით, აქ საქმე მწვრთნელშია. მოვიდა სპეციალისტი, რომელსაც მუშაობა სურს და ამას ამტკიცებს. ეს თემურ ქეცბაიაა.

უცხოელ სპეციალისტებს, მათ მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი, მაგრამ უფრო მეტად კონტრაქტის ღირებულება აინტერესებდათ. ბოსკამპი, შუშაკი, ჟირესი, კუპერი, ტოპმიოლერი ცუდად ერკვეოდნენ ქართულ ფეხბურთში. ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ქართველი უნდა იყოს. ის კარგად იცნობს ჩვენს მენტალიტეტს და იცის, როგორი დისციპლინა გვჭირდება.

ქეცბაია თავად თამაშობდა ნაკრებში და ეს ყველაფერი კარგად იცის. თამაშობდა ინგლისში და იყო ძალიან კარგი ფეხბურთელი. როგორც მწვრთნელმა დიდ წარმატებას კვიპროსში მიაღწია გაიბრწყინა ჩემპიონთა ლიგაში. მე მგონია - მან ნაკრებში ყველაფერი შეცვალა.

- თქვენ 2009 წელს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს. ამ ტიტულში შარშან ვინ შეგეცილათ?

- სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი. მაშინ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ მე საუკეთესოდ მაღიარეს. ჩემი აზრით, ეს არცთუ მთლად სამართლიანი გადაწყვეტილება იყო. 2009 წელს ამას სალუქვაძე უფრო იმსახურებდა. ისე, როგორც მან "ბარსელონასა" და მესის წინააღმდეგ ითამაშა, უდედისი მიღწევაა. მაშინ ვუთხარი კიდეც იმას, ვინც საქართველოდან დამირეკა - საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას ლაშა უფრო იმსახურებს-მეთქი.

- ახლა ვის გამოარჩევდით?

- თუ ლეგიონერებზე ვისაუბრებთ, ყველაზე ცნობილი კახა კალაძეა.

- საქართველოს ჩემპიონატში?

- საქართველოს ჩემპიონატს თვალს ვერ ვადევნებ. რუსეთში არაა ისეთი არხი, რომ საქართველოს პირველობას ვუყურო. ინტერნეტის მეშვეობით კი არაკომფორტულია. შედეგებს ვეცნობი და გოლებს ვნახულობ-ხოლმე. ვიცი, რომ საუკეთესოდ ამ წელს "ზესტაფონის" ფეხბურთელი ბუბა დაუშვილი აღიარეს.

- არ ფიქრობთ, რომ ცოტა წონის მომატება არ გაწყენდათ?

- მომატება მჭირდება და ვცდილობ კიდეც. ვიღებ იმას, რასაც ექიმი მინიშნავს. კვირაში სამჯერ სატრენაჟორო დარბაზში მივდივარ. იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან შედეგს მივიღებ.

- არ გეშინიათ, რომ კუნთების მასის მატებასთან ერთად სისხარტეს დაკარგავთ?

- დანამდვილებით ვიცი - იმდენს არ მოვიმატებ, რომ სისწრაფე და სისხარტე დამაკლდეს. ჯობს გამხდარი, მაგრამ სამაგიეროდ სწრაფი იყო.

- საკუთარ თამაშში პირველ რიგში რას დახვეწდი?

- ჩემი სისუსტე მარცხენა ფეხით თამაშია. მისი გავარჯიშება ყველაზე უწინ მჭირდება.

- ანუ, მარცხენა ფრთიდან მოწოდება გიჭირთ?

- ისევე ზუსტად, როგორც მარჯვენათი, - კი. ბრმად ჩაკიდება ან დარტმა, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ შემიძლია.

- რა უფრო მოგწონთ - დრიბლინგი, პასი თუ კარში დარტყმა?

- საგოლე პასის მიცემა ჯობს, ვიდრე ორი კაცის მოტყუება და შემდეგ ბურთის დაკარგვა. ასეთი გადაცემისგან სიამოვნებას უფრო მეტს ვიღებ.

- "სპარტაკში" ვისთან მეგობრობთ?

- პარშივლიუკთან, იაკოვევსა და მახმუდოვთან.

- "სპარტაკს" მიღმა?

- ვოლგელებთან - ვაწაძესთან და გოგუასთან. ასევე მარცვალაძესთან, რომელიც "კრასნოდარში" გადავიდა და საკონტროლო მატჩში გატანაც მოასწრო. მას ჯერ კიდევ კიევის "დინამოდან" ვიცნობ. გოგიტა ნაკრებში გავიცანი და მაშინვე დავმეგობრდით. ვაწაძესთან ერთად ახალგაზრდულში ვთამაშობდი.

- რუსული ენის ფლობასთან პრობლემები აღარ გაქვთ.

- აქცენტით ვსაუბრობ, მაგრამ მთავარია, მწვრთნელების მესმის. რუსული კიევში ვისწავლე, თორემ მანამდე საერთოდ არ ვიცოდი.

- რომელს მიიჩნევთ თქვენ საუკეთესო გოლად?

- "კრილია სოვეტოვთან" გატანილ გოლს გამოვყოფ, როდესაც ბურთი მეკარეს თავზე გადავუგდე. ასევე "კრასნოდარისთვის" თასზე გატანილი გოლიც ლამაზი გამოვიდა.

- რომელ ნომერს აირჩევდით, კუთვნილი 12-ის შეცვლა რომ შეგეძლოთ?

- მეშვიდეს. ბავშვობიდან ამ ნომრით ვთამაშობდი თბილისის "დინამოშიც" და კიევის "დინამოშიც".

- ამით რომელიმე მსოფლიო ვარსკლავს ხომ არ ბაძავთ?

- ვინ თამაშობს შვიდი ნომრით? კრიშტიანო რონალდო. სხვას ვერც ვიხსენებ, თუმცა ეს ერთიც საკმარისია. ვინაა რონალდოზე უკეთესი?

- თქვენი საყვარელი კერძი ისევ ხინკალია?

- არა.

- გადაიყვარეთ?

- ხინკალი ქართველებისთვის ყოველთვის საყვარელი კერძია, მაგრამ მე უფრო დედის გაკეთებული "იახნი" მიყვარს.

- ეგ რაღაა?

- საცივი გაგიგიათ? დაახლოებით ისე მზადდება.

- მითხრეს, რომ ნამდვილ ხინკალს 14 ნაოჭი უნდა ჰქონდეს. მართალია?

- ამაზე ვერაფერს გეტყვით.

- მეგობარი გოგონა გყავთ?

- მოსკოვში არა.

- საქართველოში?

- ჰა-ჰა. არა!

- თავს მოსკოველად მიიჩნევთ?

- არა. ჯერ მეოთხე წელია ამ ქალაქში ვცხოვრობ. აი, 20-30 წელი თუ ვიცხოვრე, მერე შეიძლება. მოსკოვში ყველაფერს შევეგუე, მაგრამ...

- თქვენი საყვარელი მუსიკა...

- 15-16 წლისა რეპს ვუსმენდი. ახლა, როცა განწყობა მაქვს, უპირატესობას ამ მიმდინარეობას ვანიჭებ. თუ ჩემპიონები გავხდებით, რეპს პაუზის გარეშე მოვუსმენ. ძილის წინ ქართული სიმღერა მირჩევნია.

- თქვენ ქართველი ხართ თუ აჭარელი?

- კითხვას არასწორად სვამთ. დავიბადე ქობულეთში, აჭარაში და ამიტომ ქართველი და შესაბამისად, აჭარელი ვარ!

- აბა, გამოთქვით ქართულად "ბაკაკი ცკალში კიკინებს".

- ჰა-ჰა. რუსულად არ ვიცი, როგორ უნდა ვთქვა.

- "ლიაგუშკა ვ ვოდე კვაკაეტ".

- მართალია, ქართულად კი ასეა გამოითქმის - ბაყაყი წყალში ყიყინებს.

- ეს ხომ ერთი და იგივეა?

- არა, რუსულ ენაში არაა ასობგერა "ყ" და "წ". ამის გამოთქმა რუსებს არ შეუძლიათ. ბევრი ვეცადე, იაკოვლევისს და საბიტოვისთვის მესწავლებინა ამის გამოთქმა, მაგრამ ამაოდ ვიწვალე.

მომზადებულია sport-express.ru-ის მიხედვით

sandro
ესეთი უზდელური და უტაქტო შეკითხვები როგორ მოუვიდა "ჟურნალსიტს" თავში ვერ ვხდები. ჯანო ჯიგარია და კარგი ფეხბურთელია
gocha
აჯარელი რომ ვარ, მიტომ ვარ კარტვეკიტკვა,გააგებინე მაგატ
otari56
ჯანო ჯიგარი ხაარ, მაგრამ რომ შეგეკითხა: ქართველი ხაარ თუ აჭარელიო? უნდა გეთქვა შენ შიგ ხომ არა გააქვს,რა შეკითხვას მისვავთქო. ყოველთვის ქართველად დარჩი, რუსების ჯინაზე.
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!