ევროპულ ფეხბურთში რომ მსოფლიოს ჩემპიონატის გამო დატვირთული კალენდარია, კარგად მოგეხსენებათ. მომავალ კვირაში ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტური უნდა ჩატარდეს, მანამდე კი გუნდებს შიდა ჩემპიონატის მატჩები უწევთ. დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების გამო ინგლისის პრემიერლიგის შეხვედრები გადაიდო.

მშვენიერ ფორმასა და ხასიათზე მყოფი ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" იტალიის სერია "ა"-ს მე-6 ტურს გახსნის. ნეაპოლელები "სტადიო მარადონაზე", სადაც რამდენიმე დღის წინ "ლივერპული" დიდი ანგარიშით (4:1) დაამარცხეს, "სპეციას" დაუხვდებიან. ლუკა გოტის გუნდი საკმაოდ ბრძოლისუნარიანია. მათ 5 მატჩის შემდეგ ამდენივე ქულა აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ ლუჩანო სპალეტის წინაზე განხორციელებული როტაცია ჩაუვარდა, მაინც მოსალოდნელია, რომ ის ლივერპულელებთან რთული მატჩის შემდეგ და "რეინჯერსთან" სტუმრობის წინ შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს მიმართავს. საინტერესოა, ხვიჩა კვარაცხელიას (რომელსაც სერია ა-ს აგვისტოს თვის ფეხბურთელის ჯილდოს საჯაროდ გადასცემენ) სასტარტოში რამდენად ვიხილავთ. მას მწვრთნელი დასვენების საშუალებას მოედნიდან ადრე გაყვანით აძლევს და ძირითად შემადგენლობაში უნდა მოვიაზროთ. მოგეხსენებათ, ფორვარდი ვიკტორ ოსიმენი წინა მატჩში ტრავმის გამო ნაადრევად შეცვალეს და მას საკმაოდ ხანგრძლივი (30-40 დღე) იძულებითი დასვენება მოუწევს.

"სპეცია" 3-5-2 ტაქტიკით გამოდის და დაცვით ხაზში საკმაოდ ხისტად თამაშობს. 22 წლის შვედი ემილ ჰოლმი, რომელიც მთელ მარჯვენა ფლანგს იბარებს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას მეურვეობა დასჭირდება, წინა ორ ტურში გააფრთხილეს და არც 28 წლის განელის, ემანუელ გიასის გამოჩენაა გამორიცხული. რაც შეეხება მარჯვენა ცენტრალურ მცველს, ამ პოზიციაზე ძირითადად, 23 წლის ბულგარელ პეტრო ხრიაკოვს ვაწყდებით. გუნდშია "ჩელსის" ყოფილი უკანახაზელი ეთჰან ამპადუ. "სპეციაში" ცოტა ხნის წინ "მილანიდან" იჯარით პაოლო მალდინის შვილი, დანიელი გადავიდა, თუმცა 20 წლის ფორვარდი ტრავმირებულია და რამდენად მოახერხებს მომჯობინებას, რთული სათქმელია.

"ნაპოლისა" და "სპეციას" შეხვედრა დღესს, 10 სექტემბერს, თბილისის დროით საკმაოდ ადრე, 17:00 საათზე (სხვათა შორის, მანამდე 1 საათით ადრე გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "რაიოს" ესტუმრება) დაიწყება და მას ალბერტ სანტორო განსჯის, რომელიც ცოტა ხნის წინ "ინტერი" - "სპეციას" (3:0) არბიტრი იყო. შეგახსენებთ, "ნაპოლის", "მილანის" მსგავსად, 11 ქულა აქვს და ლიდერ "ატალანტას" 2 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, სერია "ა"-ს 5 ტურში 4 გოლისა და 1 შედეგიანი პასის ავტორია.

Daviti
სად ვუყუროთ ?
ქართველი
სად შეიძლება რომ ვუყურო?(((
აკო
წარმოიდგინეთ რა სასიამოვნო იქნება მომავალში ისე რომ წავიდეს საქმე სხვა გუნდების მწვრთნელები თავს რომ გაიმართლებენ აბა კვარაცხელია ჩვენ არ გვყვავსო.
ლევანი
დაიდო შემადგენლობები, ხვიჩა თავდამსხმელის პოზიციაზეა. ჩვენი ბიჭის 3 გოლი და შეცვალონ 59-ე წუთზე, თანახმა ვარ). წარმატება ხვიჩას, დღეს მემგონი თავის სტიქიაში იქნება.
Zaza
Xvichas venacvale speciastan ori xachapyri shenzea ar dagavitskdes!
ILIA
მატჩის შემდეგ. ხვიჩა: - გავიტანე, სპალეტი. - გაგიჭირდებოდა...
9.
ოსიმენს ხელი. ხვიჩას რა პასი მისცა ლივერპულთან აღარ გახსოვთ? თვითონ უნდა დაერტყა 100% მაგრამ ხვიჩას მისცა. და სამწუხაროდ ვერ მოახერხა ხვიჩამ გატანა ვან დაიკმა დაუბლოკა. სიმეონე არი ღლაპი. პოლიტანო კაია მარა ეგენი კიდე ერთმანეთზე რომ გადააბა მაინც ვერ მივლენ ოსიმენთან. ოსიმენი ნაგიჟარია მოტორიანი თხა. მაგის გარეშე არ შეიძლება ნაპოლი საერთოდ საჭიროა იმენა ეგ აი მაგ მასკით მანდ უნდა იყოს. ვერონასთან რა გათხარა აღარ გახსოვთ? ან ლობოტკას საჯარიმოში რა პასი მისცა წკაპ ტერფით უცებ ვერონასთან იყო ეგეც ბოლო გოლი რომ გათხარეს. მაგისნაირი ქაჯის გარდა ვერავინ ვერ იზავს ეგეთ რამეებს იცის თამაში
Osimhen
E თქვენ მე ვიღაცაში ხო არ გეშლებით, გამიბლატავდით? ჯერჯერობით არ მიმართლებს.
nugo
ჩემი აზრით შევჩენკოზე გაცილლებით ტაქნიკურია და საფეხბურთო აზროვნებაც უკეთესი აქვს. ერთი სიტყვით გაცილებით მეტი რესურსი აქვს ხვიჩას. მთავარია ასე გააგრძელოს, და გააგრძელებს კიდეც.
arxivi.#
"ნეაპოლი დუღს: ჩვენთან მოდის ფენომენი" - რუსების ირონიული სტატია ხვიჩას ტრანსფერზე 2 თვის წინ --- "ხვიჩა კვარაცხელია ჯერ არ ჩასულა "ნაპოლიში", მაგრამ უკვე მისი ვარსკვლავი გახდა" გეორგი კუდინოვი - მოწვეული ავტორი (ციტატები) ----- "იტალიურმა პრესამ უკვე მოასწრო ხვიჩასგან სერია A-ს ახალი ვარსკვლავის შექმნა." "ნეაპოლში უკვე იმდენად აღეგზნენ, რომ კვარაცხელიას "აძურის" 31 წლის ექს-კაპიტნის ლორენცო ინსინიეს ღირსეულ მემკვიდრედ ასახელებენ" "არიან ისეთები, რომლებიც ასეთი დასკვნების გამოტანას არ ჩქარობენ, მაგრამ ისინიც ირწმუნებიან: ბიჭი იმდენად კარგია, რომ სრულად შესაფერისია "ნაპოლის" ახალი ლიდერის როლისთვის." "საიდან მოვიდა აღტაცებულ ნეაპოლელთა ცნობიერების ამდენად ქარიშხლისებრი ნაკადი? უპირველეს ყოვლისა სურვილით მიიღონ კაშკაშა ვარსკვლავი, რომლის გარეშეც ნეაპოლს არსებობა არ შეუძლია" "ეს ჩვენ [რუსებს!] შეგვწევს უნარი ობიექტურად ჩავუფიქრდეთ იმას, თუ როგორია საქართველოს ჩემპიონატის და მისი ნაკრების მეტოქეების რეალური დონე და არა ყველა გაგებით ცხელ იტალიურ სამხრეთში, სადაც აჟიოტაჟის დაბადებისთვის სავსებით საკმარისი აღმოჩნდა ლამაზი ტვ-სურათები." [იტალიელებმა] "მის შესახებ მხოლოდ ყურმოკვრით იციან." "თუმცა, საერთო ნაკადის ცნობიერებაში ყველა ეს ციტატები იმდენად დამაჯერებლად ერთიანდება, რომ ნეაპოლი უკვე დუღს: "ჩვენთან ნამდვილი ფენომენი მოდის !" "და ვინაიდან ფენომენია, კვარაცხელიას ჟღერადი მეტსახელი უნდა ჰქონდეს" "უკვე შეარქვეს ზიზი. " "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ზიზის ივლისის პირველ დეკადაში ელის" "ხოლო 14-ში გაიმართება სწორედ ის შეხვედრა, რომლის მიხედვით დაანონსებულია იტალიურ ფეხბურთში ზიზის კაშკაშა კარიერის დასაწყისი". ----- აი ამას ცინიკოსობდნენ რუსები 2 თვის წინ. მოკლედ იტალიის "დასაპყრობად" მიდის გრუზინიო და ჭკუიდან შეშლილი იტალიელებიც დიდის ამბით ელოდებიანო! უკვე "ფენომენს" ეძახიანო თან ეს სტატია დაიწერა იმის შემდეგ რაც ოფიციალურად დადასტურდა რომ ხვიჩა ნაპოლიში გადადიოდა. მანამდე მთელი რუსეთი დეგენერატულად ამტკიცებდა რომ ჭორებიაო ვის რაში ჭირდებაო ბათუმის "ნაპოლიში" გადადისო. დადასტურდა ოფიციალურად და ასეთი სტატია დაწერეს
ზურა
ხვიჩა შენ გენაცვალე! მაგარი ბიჭი ხარ! შენ შეგვიქმენი საგულშემატკივრო სერია ა-ში და ჩემპიონთა ლიგით სიამოვნების საშუალებას გვაძლევ!
Gia
Xvichas tamashs ufro shevchenkos stils shevadarebdi,ubralod fizikas ufro moumatos unda.andreic gijivit iyo,sivrce uyvarda da ro akrifavda jarimit aherebdnen,dartymebic magari qonda,ubralod xvicha meti teqnikuria da moazrovnea burtit.
ხვიჩას, დღეს გადსცემენო ჯილდოს!
კარგო ბიჭო! ეგ ერთი და სხვა მრავალი!
ლადო
დუბლი უკვე აქვს შესრულებული მონცასთან
las
ორი, ორი გოლი მინდა :)
Zaza
Neapolelebo gaprtxilebt ar miscet ypleba xelmdzgvanelobas rom xvicha sxva gyndshi gakidon aranair pasad tkven mastan ertad kvelapers moigebt !!!
ბაში აჩუკი
ძალიან სწორი ანალიზია,პოლიტანო და სიმეონე და თუნადაც ოლივეირა უფრო კარგად უგებენ ხვიჩას,ვიდრე მარიო რუი ოსიმენი და ზელენსკი, ალბათ უფრო იმიტომ რომ ისისნი ხვიჩაში ერთგვარ კონკურენტს ხედავენ! უფრო ,,სტარიკები " არიან და ალბათ ამიტომ,ახალ მოსულს ყველგან ასე ექცევიან ზოგადად!
Zaza
Xvicha gmerti ikos sheni mparveli!
zura222
ოსიმენზე ითქვა აქ და მე ვიტყვი რომ იმის მიუხედავად რომ ამბობენ ხვიჩა-ოსიმენის დუეტი კარგად უგებს ერთმანეთსო ჯერჯერობით მაგის შედეგი არ ჩაანს და უარესიც--ოსიმენი ვერ უგებს ხვიჩას ხშირად და არ იხსნება ისე რომ დაუხატოს ხვიჩამ პასები ! ვერც შორი პასებით ვერ გაყავს პირისპირ(ხშირად თამაშგარეშია და ხშირად სულ სხვაგან გარბის ) და ვერც კართან ! აი სიმეონემ და მარჯვენა ფლანგელმა პოლიტანომ უცბად გაუგეს ხვიჩას !
zura222
ანუ თამაშის წინ გადასცემენ პრიზს ? მაშინ მინიმუმ 15 წუთით ადრე უნდა ჩავუჯდეთ რომ ეს დაჯილდოებაც ვნახოთ პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში ტოპ ლოგაში ქართველი ფეხბურთელის საუკეთესოს პრიზით დაჯილდოებას ! (ქინქლაძე კი მიიჩნიეს საუკეთესოდ თანაც ბევრჯერ მაგრამ ის იყო მარტო გინდის და პრემიერლიგის თვის საუკეთესოდ ოფიციალურად არ დაუსახელებიათ და შოტლანდია ჰოლანდია თურქეთის ლიგები არ შედიან ტოპებში) ისე რაღა ვალენსიასთან თამაშს დაამთხვიეს @ 6 საათზე არ შეეძლოთ გადმოწევა ? ისე ეგეც გასაგებია რატომ ნიშნავენ (ჯერჯერობით დასვენების დღეებში) ასე ადრე თამაშებს--ევროპას მოელის უმკაცრესი ზამთარი და შეიძლება ენერგოკრიზისიც და ყველანაირად ცდილობენ ენერგიის დაზოგვას ! და 4 საათით იმდენი პროჟექტორის ჩართვას ურჩევნიათ დღისით გადმოიტანონ თამაშები
ალექს
ოსიმენი თუ არ იქნა , ვვარაუდობ , რომ უმისოდ კვარა პირველ დუბლს ჩაიწერს ამ თუ არა , მომდევნო თამაშზე და ჰეთტრიკიც იქნება , სულ მალე!მე პოლიტიკური პროგნოზი მიჭირს-30 წელია ვერასოდეს გამოვიცანი ვინ გაიმარჯვებს, თორემ გოლის პროგნოზირებაში ბადალი არ მყავს , ნიძლავს ას ხინკალზე ჩამოვდივარ !
status quo
უმცროსი მალდინი ვატო არველაძესავითაა?
ზაზა
გილოცავთ! ყველა გგულშემატკივრობთ! სიმაღლე გეჭიროს! შენ თავიდან შემაყვარე ფეხბურთი:)
გია
ხვიჩასთან ეგ უმცროსი მალდინი რა მოსატანია, ეგ მამიკოს ბიჭია,ძალად ფეხბურთელი
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
"გაცილებით დაბალ დონეზეა, ხვიჩაზე ეს ამას არ ამართლებს..." - რას წერენ პსჟ-ის ფანები კვარაცხელიას შესახებ "მონაკოსთან" მატჩის შემდეგ
საფრანგეთის თასზე ქართველების გუნდების მეტოქეები გაირკვა
[VIDEO] "ჩელსიმ" "ბარსელონა" გაანადგურა, "ბაიერმა" "სიტის" მოუგო - ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბული მატჩები გაიმართა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
კონტე: "ყარაბაღთან" გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
[VIDEO] ნერესის დუბლი - "ნაპოლიმ" "ატალანტას" სძლია
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე