მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიამ ოთხშაბათს "ლივერპულის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალედ იასპარეზა და მსოფლიოს წამყვანი გამოცემების ყურადღება კიდევ ერთხელ დაიმსახურა.

ამჯერად "კვარას" შესახებ ინგლისური გამოცემა Liverpool.com წერს და დანანებით აღნიშნავს, რომ იურგენ კლოპს ქართველი ხელიდან არ უნდა გაეშვა.

"ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაში დებიუტის მქონე ფეხბურთელს სამწუხაროდ ლურჯი ფორმა ეცვა და არა წითელი, ყველაფერი სხვანაირად რომ განვითარებულიყო, შესაძლოა, ამ შეხვედრაში მოწინააღმდეგე გუნდის მხარეს ყოფილიყო და "ლივერპული" ამხელა სხვაობით არ განადგურებულიყო, ქართველი ფეხბურთელის თამაშმა უამრავი ადამიანი აღაფრთოვანა მაშინ, როდესაც "ნაპოლიმ" "ლივერპული" პირწმინდად დაამარცხა.

მიუხედავად მრისხანე მეტოქისა, კვარაცხელია უშიშრად გამოიყურებოდა და მეტოქეთა სიდიადე არ აწუხებდა, პირიქით, ქართველმა თამაში თავის თავზე აიღო და მოწინააღმდეგეს სლალომებით უვლიდა გვერდს, ზოგჯერ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ხვიჩა მანეკენებს ეთამაშებოდა და არა ნამდვილ ფეხბურთელებს.

მაგრამ ეს არ ყოფილა "კვარას" პირველი გაელვება, 21 წლის ფეხბურთელს მეტოქის გაქვავების უნარი აქვს, ასევე ყურადღება მისმა ენერგიულობამაც მიიპყრო, მესამე გოლის დროს, დაუნდობელი პრესინგით ჯო გომესი გაანადგურა.

როდესაც ხვიჩა შეცვალეს, ეს მთელი "ლივერპულისთვის" წყალობა იყო, შესაძლოა, იურგენ კლოპი სამომავლოდ მის დამატებას განიხილავს.

უნდა აღინიშნოს, რომ იტალიაში გადასვლის შემდეგ, კვარაცხელიას ანგარიშზე 6 შეხვედრაში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა, საშუალოდ თამაშში 1.41 საგოლე მოქმედებას ასრულებს, გულშემატკივრებმა კი ზედმეტსახელად "კვარადონა" შეარქვეს.

იტალიურმა გუნდმა გარემარბში სულ რაღაც 9 მილიონი ფუნტი გადაიხადა, როდესაც ბათუმის "დინამოდან" შეიძინა, "პარტენოპეი" ამ გარიგების წყალობით დიდ მოგებას მიიღებს, ხვიჩა უნიკალური პროფილის მქონე ფეხბურთელია და ის ნამდვილად მოერგება მსოფლიოს ნებისმიერ კლუბს, მათ შორის "ლივერპულს".

ქართველი, რა თქმა უნდა, მომავლის ფეხბურთელია, გასულ წელს, "კვარამ" კლოპი დაასახელა მწვრთნელად, რომელთან მუშაობასაც ყველაზე მეტად ისურვებდა, ეს "რუსთავი 2" -ის ეთერში მოხდა:

"ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო იურგენ კლოპთან მუშაობა იქნება, ჩემი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - განაცხადა ხვიჩამ.

"ლივერპული" სწორედ ის კლუბია, რომელსაც შეუძლია კვარაცხელიასთვის ორივე ოცნება რეალურად აქციოს, მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლი" ადვილად არ შეელევა, "წითლებმა" ყველაფერი უნდა გააკეთონ, მის გადმოსაბირებლად, თუკი ხელმისაწვდომი იქნება და "ბარსელონას" ან მადრიდის "რეალს" არ მიაშურებს" - წერს ბრიტანული გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ შეხვედრას დღეს, "სპეციას" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

G.LA
ჭკუის კოლოფო რასისიტო აქ ხომ არ დავაბრუნოთ სულ 3-4 ლეგიონერი გვყავს ფერადკანიანი.
გიო
პრემიერლიგა შეილება უმდიდრესია, მარა უძლიერესი რაღაც არ მგონია. ტექნიკურ ფეხბურთელს ესპანეთი უფრო მოუხდება
დ.დ.
წარმოიდგინეთ ჩვენი საამაყო შვილი მადრიდის რეალში, რომელშიც გვერდზე, მის მიმართ შურით და ზიზღით სავსე 10 ფერადკანიანი ფეხბურთელი ირბენს. ესპანეთის და ინგლისის პირველობა სულ მალე, ისე როგორც დღეს საფრანგეთის ე.წ. პირველობა, აფრიკის ერთა თასის ნაირსახეობად გადაიქცევა. გერმანიის ბუნდესლიგა თურქულ - აფრიკული გახდება, მხოლოდ იტალია შეინარჩუნებს თეთრ ფერებს უახლოეს ათწლეულში. ასე რომ, თუ დაანებებთ ხვიჩას თავს და აცლით ფეხბურთის თამაშს იქ სადაც თეთრკანიანს ჯერ კიდევ სცემენ პატივს, კარგს იზამთ, თუ არა და . . . . . . . . . . . . . .
კახაბერი
ასე გააგრძელოს და შრომა არ შეწყვიტოს ,ე.ი თავში არ აუვარდეს- როგორც გვჩვევია ქართველებს დიდ ფულს როცა ,,მოვღუნავ,,-თ და... მაგის დროც მოვა. 2-3 სეზონი იტალიაში აუცილებლად უნდა დარჩეს- ფიზიკურად კიდევ უფრო მომძლავრდება და მერე ...
Zaza
Napolis prezidento aranair pasad ar datmo xvicha xelpasi exlave gayormage arapers inaneb mastan ertad sheni gyndi kvelapers moigebs!!!
qomagi
1-2 წლის შემდეგ ბარსა ან რეალი.
ლაშა
ხვიჩას რეალში გადასვლა უნდა და ეს მისი ამისავალი წერტილია და არა ვითომ უძლიერეს პრემიერლიგაში გადასვლა!...
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა