"მილანის" სატრანსფერო პოლიტიკა არ გადაიხედება
სილვიო ბერლუსკონის პრობლემების შესახებ გუშინდელ ნომერში გამცნეთ - იტალიის პრემიერმინისტრის კომპანია "მონდანდორი" 560 მილიონი ევროთი დააჯარიმეს და დაირეხა ხმები, რომ ვალების გასასტუმრებლად სილვიომ "მილანის" აქციების გაყიდვა განიზრახა.

ორი დღეა, რაც ადრიანო გალიანი ჟურნალისტებთან ურთიერთობის ონლაინ-რეჟიმზეა გადასული და კომენტარებს ხშირ-ხშირად აკეთებს:

"გულშემატკივრებს შეუძლიათ, რომ მშვიდად იძინონ, რადგან "მილანს" არაფერი ემუქრება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "მონდანდორის" საქმე "როსონერის" სამომავლო გეგმებზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. ბერლუსკონის უკვე ორჯერ ვესაუბრე და მითხრა, რომ კლუბთან მიმართებაში არაფერი შეიცვლება - არა თუ არ გაყიდის "მილანს", სატრანსფერო პოლიტიკაც კი არ გადაიხედება. სილვიოსთვის "მილანი" ძალიან ბევრს ნიშნავს და ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდები".

ზაფხული არ გავა, რომ ბერლუსკონის მიერ "მილანის" შესაძლო გასხვისებაზე არ დაირხეს ხმები, თუმცა ყოველი ასეთი ისტორია დონ სილვიოს ერთი წინადადებით სრულდება: "მილანი" არ იყიდება". ამ ამბავმა "როსონერის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ძალიან გაახარა და ეს არც მედიასთან დაუმალავს:

"ბერლუსკონი და "მილანი" განუყოფელი მცნებებია, შესაბამისად, მისი კლუბის სათავეში ყოფნა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემი ინფორმაციით, სატრანსფერო პოლიტიკა არ გადაიხედება, თუმცა სიმართლე გითხრათ, შემადგენლობით ისედაც კმაყოფილი ვარ. ამ ზაფხულს სამი მაღალი კლასის ფეხბურთელი დავიმატეთ: ფილიპ მექსე, ტაიე ტაივო და სტეფან ელ შაარავი. გასულ სეზონში, საკადრო პრობლემები არ შეგვქმნია, რადგან უნივერსალური თვისებებით დაჯილდოვებული არაერთი მოთამაშე გვყავს. მაგალითად კევინ პრინც ბოატენგმა სეზონი გამთამაშებლის პოზიციაზე დაასრულა, იქამდე კი ეს როლი რობინიოს ჰქონდა მორგებული.

არადა, პირველი ტიპური საყრდენია, მეორე კი თავდამსხმელი. ზემთჩამოთვლილი სამეულის დამატების შემდეგ, ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა - ასე რომ, მომდევნო სეზონს დიდი ოპტიმიზმით ველი".

ალეგრიმ სამი ახალწვეული ჩამოთვალა და მათი მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა, თუმცა "მილანის" გულშემატკივართა ნაწილი მწვრთნელის ასეთ ოპტიმიზმს არ იზიარებს. ტაიე ტაივოს შესაძლებლობებში ბევრს ეპარება ეჭვი და ამ ტრანსფერს კრიტიკა არ დაჰკლებია; აი რაც შეეხება ელ შაარავის, მის ნიჭიერებაში ყველა დარწმუნებულია, მაგრამ სტეფანი ჯერ მხოლოდ 18 წლის არის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომდევნო სეზონში ძირითად შემადგენლობაში იასპარეზოს. ერთადერთი, ვის ტრანსფერსაც გულშემატკივრები ორივე ხელით მიესალმნენ, ფილიპ მექსე გახლავთ - ალესანდრო ნესტას ქრონიკული ტრავმების გადამკიდე, "მილანისთვის" კვალიფიციური ცენტრალური მცველის დამატება სასიცოცხლოდ მნიშვნე;ლოვანი იყო. ლომბარდიის დედაქალაქში გადაბარგებით ფრანგიც ძალიან კმაყოფილია:

"იყო "მილანის" წევრი, უდიდესი პატივია და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ერთი სული მაქვს როდფის დაიწყება სეზონი და "როსონერის" შემადგენლობაში პირველ შეხვედრას ჩავატარებ. სამწუხაროდ, ამჟამად ტრავმირებული ვარ და საწვრთნელი პროცესის გარკვეულ ნაწილს ალბათ გამოვტოვებ - თუმცა, ეს არ მაშინებს და სარეაბილიტაციო პროცესს სწრაფი ტემპით გავდივარ. რა განცდებთან იქნება დაკავშირებული "რომას' წინააღმდეგ თამაში? - ვერ გეტყვით, ამაზე პასუხი მაშინ მექნება, როდესაც მოედანზე გავალ და ჩემი მეგობრების წინააღმდეგ აღმოვჩნდები. ნებისმიერ შემთხვევაში, "ჯალოროსის" ადგილი ჩემს გულში ყოველთვის იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა