გერმანიის ჩემპონისა და თასის მფლობელის ტიტულს "ბაიერნმა" გერმანიის სუპერთასიც მიამატა და ამით ახალი სეზონის წინ...

გერმანიის ჩემპონისა და თასის მფლობელის ტიტულს "ბაიერნმა" გერმანიის სუპერთასიც მიამატა და ამით ახალი სეზონის წინ შესანიშნავი განწყობა შეიქმნა. თავისთავად, სუპერთასი არ შედის უძვირფასესი ჯილდოების ნუსხაში, მაგრამ აუგსბურგში გამართული მატჩი მაინც მნიშვნელოვანი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ყველას აინტერესებდა, შეძლებდა თუ არა "შალკე" რამდენიმე დღის წინ მიღწეული შედეგის გამეორებას და "ბაიერნის" კვლავ დამარცხებას.

როგორც ხედავთ, ვერ შეძლო. მაშინდელთან შედარებით უფრო ძლიერი შემადგენლობით მოთამაშე მიუნხენელებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს. მართალია, ლუის ვან გაალის გუნდს ორი ლიდერი, არიენ რობენი და ფრანკ რიბერი, პლუს ძირითადი მეკარე ჰანს-იორგ ბუტი აკლდა, მაგრამ გელზენკირხენელთა დასაჯაბნად ესეც საკმარისი აღმოჩნდა.

მატჩი დიდად სანახაობრივი ვერ გამოდგა. "ბაიერნი" თავიდანვე კი ფლობდა უპირატესობას, მაგრამ შეხვედრის დასკვნით ნაწილამდე ანგარიში მაინც ვერ გახსნა. უშანსოდ არც "შალკე" ყოფილა. 69-ე წუთზე ედუს დარტყმა სასწაულებრივი რეაქციით მოიგერია ბავარიელთა სათადარიგო მეკარე თომას კრაფტმა. სამაგიეროდ, 75-წუთზე ცუდად ითამაშა მისმა კოლეგა მანუელ ნოიერმა. გერმანიის ნაკრების კარის დარაჯი საჯარიმოდან დაუფიქრებლად გამოვარდა და მიროსლავ კლოზეს ვერ დაასწრო. ამ უკანასკნელმა ბურთი უმეთვალყურეოდ მიტოვებულ თომას მიულერს დაუგორა, რომელმაც ანგარიში აუღელვებლად გახსნა.

მეორე გოლი კლოზემ გაიტანა, მაგრამ შეხვედრის საბოლოო ანგარიშის დაფიქსირებაში მასზე დიდი წვლილი ივიცა ოლიჩმა შეიტანა, რომელმაც შეტევის მარჯვენა ფლანგზე გაილაღა და მიროს ბურთი ფეხზე "დაასვა".

ფელიქს მაგათის გუნდს, რომელმაც შაბათს მეტისმეტად უსახურად ითამაშა, მატჩის სათავისოდ დასრულების შანსი საერთოდ არ ჰქონია. ვერც რაულმა და ვერც დანარჩენმა შალკელებმა გაძლიერებულ "ბაიერნს" ვერაფერი დააკლეს.

ბაიერნი-შალკე 2:0

ბაიერნი: კრაფტი - ლამი, დემიკელისი (71. სოსა), ბადშტუბერი, კონტენტო - შვაინშტაიგერი (59. ოტლი), პრანიჩი - ოლიჩი, ჰამით ალთინთოფი - მიულერი - კლოზე.

შალკე: ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, შმიტცი (46. ესკუდერო) - კლუგე (46. მორიტცი), მატიპი, რაკიტიჩი - ფარფანი - რაული, ედუ.

გოლები: 1:0 მიულერი (75), 2:0 კლოზე (81)

მაყურებელი: 30 662 (აუგსბურგი)

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე