ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მატჩის დღე! "მილანი" - "ნაპოლი", დე კეტელაარი VS ხვიჩა

მატჩის დღე! "მილანი" - "ნაპოლი", დე კეტელაარი VS ხვიჩა

ქართველი გულშემატკივრები უკვე სანაკრებო მატჩებისთვის ემზადებიან. დატვირთულ საკლუბო ფეხბურთში მცირე შესვენება იწყება. პაუზამდე ჩემპიონატებში უკანასკნელი ტური შედგება.

დღეს, 18 სექმტემბერს (22:45 სთ) იტალიის სერია "ა"-ს თანალიდერი, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი", მე-7 ტურის მატჩში "მილანს" ესტუმრება. ეს შინაურ ასპარეზზე ქართველი გარემარბისთვის პირველი ყველაზე მძლავრი მეტოქეა. გუნდებს (ისევე, როგორც "ატალანტას") თანაბარი, 14-14 ქულა აქვთ. რადგანაც პირველი ეტაპის ერთგვარი შეჯამებაა, ნეაპოლელთა განვლილ მატჩებს შეგახსენებთ - სტუმრად "ვერონასთან" (5:2) გამარჯვება, საკუთარ მოედანზე "მონცას" (4:0) ძლევა, ზედიზედ 2 ფრე ("ფიორენტინასთან" სტუმრად 0:0 და შინ "ლეჩესთან" 1:1), "ლაციოსთან" გასვლაზე (2:1) და შემდეგ "სტადიო მარადონაზე" "სპეციასთან" (1:0) მოგება.

კვარაცხელიამ ახალ კლუბში ძალიან თამამად, შედეგიანად, ხარისხიანად და ბევრი ლამაზი ეპიზოდით დაიწყო. ხვიჩა ყველა შეხვედრაში შესამჩნევია. ჩვენებურმა სადებიუტო მატჩში გაიტანა და სხვასაც გაატანინა, შემდეგ დუბლი მიითვალა, "ლაციოსთან" კი გამარჯვების მომტანი დარტყმა შეასრულა. შიდა ასპარეზზე 4 გოლსა და 1 შედეგიანი პასს "კვარამ" ჩემპიონთა ლიგაზე საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი დაუმატა, მისი გუნდი კი 6 ქულით იქაც შეუჩერებელია.

მოქმედ ჩემპიონ "მილანს" გასული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე რაფაელ ლეაო დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება, ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი უკვე დიდი ხანია უქმობს. ორიჯი, რებიჩი, კრუნიჩი და ფლორენციც ვერ ითამაშებენ, რაც სერიოზული დანაკლისია. თავის მხრივ, ნეაპოლელებს ვიქტორ ოსიმენი არ ეყოლებათ. გერმანელ დემესა და "შარლერუადან" შეძენილ ფრანგ ზეგადკას მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშიათ.

მილანელთა წინა ხაზზე ახლა ოლივიე ჟირუ ბრწყინავს, რომელსაც ყველა ტურნირზე ერთად უკვე 4 გოლი დაუგროვდა. სტეფანო პიოლის გუნდში 21 წლის ბელგიელის, შარლ დე კეტელაარის თამაში (გასულ ზაფხულს 32 მილიონ ევროდ შეიძინეს) ერთი სიამოვნებაა.

21 წლის წამყვანი ძალა ნეაპოლელებსაც ჰყავთ. ხვიჩა კვარაცხელია ლევან მჭედლიძის შემდეგ კიდევ ერთი ქართველია, რომელსაც შეუძლია "მილანის" კარი აიღოს. მილანელთა რიგებში კი კახა კალაძემ 194 შეხვედრა გამართა და ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. კარიერის ბოლოს საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ყოფილ კლუბს "ჯენოას" მაისურით დაუპირისპირდა.

ძალიან საინტერესოა, რომ ამ გუნდების უკანასკნელი სამი დაპირისპირება ერთნაირი ანგარიშით (0:1) დასრულდა, "ნაპოლიმ" "სან სიროზე" 2-ჯერ გაიმარჯვა. ისინი ერთმანეთს ბოლოს ნეაპოლში შეხვდნენ, სადაც 3 ქულის მომტანი გოლი სწორედ ზემოხსენებულმა ჟირუმ გაიტანა, მილანურ დაპირისპირებებში კი ზელინსკიმ გადამწყვეტი გოლები ჯერ პოლიტანოს, შემდეგ კი ელმასს გაატანინა.

ასე რომ, მშვენიერი შეხვედრისა და ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მატჩის მოლოდინში ვართ. ქართველ ფეხბურთელს უშუალო დაპირისპირება 25 წლის დავიდე კალაბრიასთან მოუწევს. აქვე გეტყვით, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ "ნაპოლი" ჯერ "ტორინოს" უმასპინძლებს, შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე - "აიაქსს", ხოლო სერია "ა"-ში ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზეს" ესტუმრება.

• რომანი

ჰაი

• გეგი

მადლობა არ უთქვია სპალეტის?შენა და ძირს რომ დაეშვა არა?მოიცადეთ ხალხო აცადეთ ამ ბიჭს აცადეეეთ ვახ.რა მადლობა რის მადლობა ჯერ მთელი სეზონი და ამდენი |თამაშია წინ კარგი რა მართლა რაა სერიოზულად როგორ ამბობ ამას ან საერთოდ როგორ ამბობ გაჩერდი მაინც შე კაი კაცო რა.მოკლედ აქ აზრი არ აქვს ვინმესთან რამის მტკიცებას,შეეშვით ამ ბიჭს და ზედმეტ წნეხს ნუ უქმნით.ხვიჩას კი გამარჯვება და ბევრი წარმატება მინდა ვუსურვო,ჩვენს ოქროს ბიჭს.

• გეგის

არავის ლანძღვას და შევარდნებს არ ვიზიარებ და არ ვეთანხმები, არ იმას ვიზიარებ, რომ ვინმე აიგნორებს ხვიჩას, მარა ვერც იმას გავიზიარებ, რომ ხვიჩა აიგნორებს ვინმეს, ლივერპულთან სამი გოლი შექმნა და მადლობაც არ უთქმია სპალეტის(საჯაროდ), რაც შეეხება ზოგიერთი ჩვენი ფანის უაზრო საქციელს უნდა გაიგოს, რომ ნახევრად ველურები და უნახავები ვართ და სხვანაირად არ შეგვიძლია, ასე რომ ჩვენი კომენტარები დაიკიდოს და ხვიჩა გამოიყენოს სათანადოთ, თორემ სხვა გამოიყენებს.

• ქ. გ.

ეს ნახეთ. მოგეწონებათ. https://www.youtube.com/watch?v=5J8DLPwzy5E

• Ui თუ ვაი

ეს სტატია იყო ჟირუის შესახებ, მაგრამ ადამიანმა სტატიას შეუცვალა სათაური და სხვა სტატია ჩაანაცვლა. აი ამიტომ აღმოვჩნდი ტყემალაძე

• აკო

სეტანტაზე გადის ისევ ჩვეულებრივ არ შეუცვლიათ არაფერი. უბრალოდ აჭარას ორი არხი გაუქმდა და მაგის მაგივრად სეტანტა სპორტ 3 დაემატა. დღეს პროგრამაში როგორც უწერიათ სეტანტა სპორტ 1 ზე იქნება მილანი ნაპოლი

• ლაშა

მილანში დაესწრება იტალიური ფეხბურთის ბომონდი და იქ უნდა შეარცხვინოს ხვიჩამ მილანი. ისე 3 ძირითადის უბრალოდ მოთამაშე კი არა, ლიდერი აკლია მილანს და არ მგონია თამაში გაუადვილდეს. გარკვეული მიზეზის გამო ხვიჩა და კამპანია ვალდებულია მოიგოს!

• გეგი

ხვდები მაინც რა სწერ?რატომ უნდა იყოს სპალეტი მაგით ბედნიერი?ხალხო აზრზე მოდით,ასეთი კომენტარებით საქმეს უფუჭებთ თვითონ ხვიჩას.სპალეტის რომ ლანძღავთ და მათ გუნდელებსაც რომ ვითომ პასს არ აძლევენო.გინდათ მართლა მოიძულონ გუნდში ეს ბიჭი ასეთი აჟიოტაჟის გამო?ცალკე ნაპოლის საიტზე რა ხდება ეგ უნდა ნახოთ,ლანძღავენ სპალეტის და ეს კაცი იტყვის მერე ისედაც მლანძღავენო და მართლა აღარ მისცემს გასაქანს ხვიჩას და ასევე მიბაძავენ მისი თანაგუნდელებიც.ნუ ისვრით ამ უაზრო შეურაწმყოფელ კომენტარებს,მითუმეტეს რომ სპალეტი მართლა არ იმსახურებს ამას.ნუ უფუჭებთ ამ ბიჯს საქმეს და არაა საჭირო ეს კომენტარები მართლა თუ კარგი გინდათ კვარასთვის.

• რრრ

ანტი ფეხბურთის მიმდევარი პიოლი კი არა სპალეტია, წაიკითხე მისი უაზრო კრიტიკა ხვიჩაზე და თავად მიხვდები.

• Москва

ნაფოლი ამ ტამაშს არ ცაგებს,და ვინც კომენტარებში ცერს გარხვევენო ცდებიან,მოსალოდნელია იკიტ არ გარხვიოს ნაფოლმა,დხეს ეს ორი გუნდია ცლიერი სერია A ში.და რო არ ელიან ცაგებას მილანისგან აი მაშინ არის ხველაფერი მოსალოდნელი

• უვიცი

მილანი დღეს უძლიერესი გუნდია იტალიაში,მართალია ზოგი ვერ იჯერებს ჯერ კიდე მილანის სიძლიერეს, მაგრამ ფაქტია. სამწუხაროდ ძალიან მეეჭვება დღეს ნაპოლის შანსების. ეს არაა ლივერპული, რომელიც თამაშობს და სხვასაც ათამაშებს, მილანი დაუბრუნდა თავის ტრადიციულ უსახურ და კონკრეტულ ფეხბურთს, რომელიც მხოლოდ შედეგზეა გათვლილი. ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივრებს ემახსოვრებათ ის მილანი, რომელიც ხშირად ლიგის ფორმატში, შესაძლოა ვერ ვარგობდა,მაგრამ კონკრეტულ მატჩებში თავისზე ტექნიკურად ერთი თავით მაღლა მდგომ გუნდებს შანსს არ უტოვებდა. დღევანდელი მილანი თითქმის დაუბრუნდა ამ ნიშას, ჯერჯერობით შემადგენლობა არ აძლევთ საშუალებას ჩემპიონთა თასისთვის იბრძოლონ, ამიტომ ჩემპიონატში ავლენენ ბოლომდე თავის თავს. წარმატებები ხვიჩას და ყოველთვის ქართული ხასიათისთვის მისაღები თამაშის მიმდევარ ნაპოლის, იმედია. დღეს ფეხბურთი გაიმარჯვებს ანტიფეხბურთზე.

• რრრ

ხვიჩამ დღეს არ უნდა იდრიბლინგოს კარში არ უნდა დაარტყას, გოლი არ უნდა გაიტანოს და სპალეტი ბედნიერი იქნება.

• გეგი

ვაცადოთ ახლა ამ ბიჭს.ნუ ხართ ხოლმე ასე აჟიტირებულები,იმისთვისაც ვიყოთ მზად რომ თამაში არ წაუვიდეს ნუ დავტვირთავთ დამატებითი წნეხით თუ მართლა კარგი გვინდა მისთვს.წარმატება ვუსურვოთ ჩვენს ბიჭს და |თუ მოხდა და თამაში არ წაუვიდა არაუშავს,არ გამოვა დღეს გამოუვა ხვალ.

• გეგი

მე პირადად უცხოურ საიტებზე ვუყურებ ხოლმე მშვენივრად.ამათ ფულს არ გავაკეტებინებ უნამუსოდ იქცევიან ძალიან.

• რონი

ხვიჩას სახელით უკვე დაიწყეს ჯიგრებმა ფულის კეთება ფუ რა ხალხი ხართ სად გაიზარდეთ რა ძუძუ წოვეთ ასეთი???? სეტანტაზე სულ გადიოდა ნაპოლის თამაში ეხლა უკვე სხვა პაკეტში ჩააგდეთ ნაპოლის თამაშები ხო? ვაბშე აღარ ვუყურებ ტელევიზორში ისედაც თქვენ რო გისმენთ თავი სამძიმარზე მგონია ისე ჩუმად ღუღუნებთ ბავშვს დაეძინება! ფული მონები ხართ სეტანტავ დიდიან პატარიანად!

• Soso

საიტიტ გეყიდა მეგობარო გუშინ ვიყიდე 4 ბილეთი რიგი იყო თავიდან სადღაც რვაათას რაც ვიყავი საღამოს 11ზე მომიწია რიგმა ვიყიდე უბრალოდ 4 ერთად აღარ იყო ორ ორად ვიყიდე, რიგში დგომას ჯობია ყველამ იყიდა ჩემს ირგვლივ

• ლაშა

Ukraine U-17 - Georgia U-17 (https://www.youtube.com/watch?v=7t_KlsncETQ&ab_channel=АматорскийспортУкраины)

• Semi

დღე ერთია და ხუთ უაზრო სტატიას დადებთ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, ვიღაც მომღერლიდან დაწყებული და ემიგრანტი ბებოს სტატუსით დამთავრებული და ხმას არ იღებთ ჟურნალისტები იმ სამარხვინო ფაქტზე რაც ეროვნული ნაკრების ბილეთების რეალიზაციაზე ხდება. ესაა ყოვლად სამარცხვინო, ოცდამეერთე საუკუნეში რატომ ვერ უნდა შეძლოს ბათუმელმა და ქუთაისელმა გულშემატკივარმა შვილების წაყვანა და ხვიჩას თამაშის ნახვა? სამწუხაროდ როგორც ქართული პოლიტიკური ჟურნალისტიკა დაიმარხა უკან მიყვა სპორტული ჟურნალისტიკაც. ერთი სტატია ერთი ინტერვიუ ერთი კრიტიკულიკითხვა მაინც დაუსვით იმ პოლიტიკოსებს და მთავრობის წევრებს რომლებიც გამოჭიმულები იჯდებიან ლოჟაში. კითხეთ როგორ იყიდეს ბილეთები?

• ბათუმელი ექსპერტი

და იქნებ მანამდე ნათამაშები ფრის ან შემდეგ იუვესთან გასვლაზე ნათამაშები ფრის გამო ვერგახდეს და ასეთ შემთხვევაში რახდება? ხომ ეჭვგარეშეა რომ მილანი ყველა თამაშს ვერ მოიგებს და რა გამოდის? მე უბრალოდ ვისურვე და ეგარი. საბოლოოდ მილანის ჩემპიონობა და, ნაპოლის თასი და მეორე ადგილი გამეხარდება ხვიჩას ბომბარდირობით!

მგონია, რომ დღეს წააგებს ნაპოლი. რაც დაიწყო სეზონი არ წაუგია და რატომღაც მგონია დღეს მოხდება ეგ. მილანი გაცილებით ძლიერია.

• ზურა

ბათუმელო ექსპერტო რაღა დროს მილანის გულშემატკივრობაა,როცა კვარა ნაპოლიშია!!! არა გრცხვენია? 2:3 იგებს ნაპოლი! კვარა იტანს 2 გოლს!!!

• სოსო

მიხეილ მესხი კი,მაგის გამო გუნდიდან გაუშვეს.მსოფლიოში საუკეთესო ფლანგის თავდასხმელი იყო,მაგრამ დაცვაში პრინციპულად არ ჩამოსვლა მოუდეს მიზეზად და ამით, ყველამ წააგო.ორი თვეა ჯერ,რაც გუნდშია და მაგან რომ ჭირვეულობა დაიწყოს,ეგრევე გარიყავენ თანაგუნდელები.მესხსაც არ აძლევდნენ პასს,ზოგიერთი თანაგუნდელი,რადგან ის რომ ბურთს დაკარგავდა და უკან არ გაეკიდებოდა,სხვებს უწევდათ გაორმაგებული სირბილი.სწორედ ამ დაპირისპირებებმა აღარ მისცა იმ თაობის ვარსკვლავურ დინამოს,მეორედ გაჩემპიონების შესაძლებლობა.აგრს ანტეტოკუმპბოა თუ როგორც არის,მაგისი გვარი,მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელია,მაგრამ მარტომ,ვერ გაამარჯვებინა ევროპირველობაზე, საბერძნეთს,რომელიც გუნდური თამაშით,ადრე უფრო კარგი გუნდი იყო.

• ნოდარი

მე კი მგონია მოხეტიალე ფუნქციით თავდასზმაში უფრო ეფექტური იქნებოდა

• ზ

ბატუმელ ექსპერტს მივმართავ სწორედ რომ მილანტან მიხწეული ფრით რომ ვერ გახდეს ნაპოლი ჩემპიონი და მილანი გახდეს და პირიქით რომ მომხდარიყო რომელი უფრო გაეხარდება ეგრე არ არის რომ ხვიჩას გაყვანის გამო ვერ მოიგოს მილანმა და შემდეგ ილაპარაკონ რომ ხვიჩა რომ გაიყვანეს მიტომ ვერ მოიგესო და სპალეტის შეუტიონ ეს ფეხბურთია ბევრის დაწერა შეიძლება თუმცა გამგები გაიგებს

• beqa

უნდა გაისროლო ამ თამაში

• Korben Dallas

აბოს ვეთანხმები. ჩემი აზრით, უნდა გაჭირვეულდეს კვარა და დაცვაში რეგულარულად არ უნდა დაიხარჯოს. ეს მის ეფექტიანობას შეტევაში საგრძნობლად დააზარალებს. სხვათაშორის, თავის დროზე რომარიოს საყვედურობდნენ იგივეს - დაცვას არ ეხმარებაო. თუმცა ბრაზილიელი აპროტესტებდა, მე რომ ჩემი უშუალო მოვალეობა კარგად შევასრულო, დასვენებული ფეხები მჭირდებაო. არ ჩადიოდა დაცვაში, თუმცა იმდენ გოლს იტანდა რომ საბოლოოდ შეეშვნენ )) მერე და მერე ეს წესად იქცა ბარსაში, შემტევებს დიდად არ სთხოვენ დაცვაში "პახაობას". ამ ეტაპზე ხვიჩა დაცვაში თამაშით უბრალოდ გამოიფიტება. მერე და მერე კი ვნახოთ, რას როგორ მოერგება, როგორ გაძლიერდება ფიზიკურად და საერთოდ, როგორ განვითარდება მოვლენები.

• გივი

ბათუმის დინამოს და მილანს რომ ეთამაშათ, ფრეს უგულშემატკივრებდი?

• დათო

ხვიჩას "არაკეთილისმოსურნეს" კომენტარია ეს, სამწუხაროდ. ხვიჩა წარმატებული იქნება, თუ გუნდები სადაც ის ითამაშებს იქნებიან წარმატებულები! მთავარია თავად ხვიჩას ეს არ ეშლება!

• Zaza

Xvicha shvilo milantan ynda iprino tan erti mainc gaytano dasackisshive ro gons ver movidnen zogi mere iblataon vici shen es shegidzlia kvela

• ვანჩოპე

მეც ლივეს ვგილშემატკივრობ. მაგრამ ახლა ნაპოლისკენ ვიყავი იგივე მიზეზით

• ვანჩოპე

ნამდვილად ბათუმელი ექსპერტი ხარ ძმაო. მაგრამ არ ხარ მართალი. მე რაც ენა ავიდგი და ფ ასო ვისწავლე და ფეხბურთი ლივერპულს ვგულშემატკივრობ. მაგრამ კვარა ყველაფერს მირჩევნია და ამიტომ ცხოვრებაში პირველად წინააღმდეგ ვუგულშემატკივრე ლივერპულთან.

• აბო

ეშმაკობს სპალეტი! არ უნდა რომ ხვიჩა ნამეტანი გაბლატავდეს, მაგალითად ოსიმენივით, ხვიჩას ჩარჩოში მოქცევას ცდილობს. არ დაუჯერო ხვიჩა, არ ჩახვიდე დაცვაში, ვერც იქ ივარგებ და შეტევაშიც აღარაფერი გამოგივა, მაქსიმუმ ერთი ტაიმი გაქაჩო, მერე ელმასით შეგცცლის და იმასაც არ აწყენინებს. სპალეტის ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლა უნდა. მაქსიმალურად გამოგიყენოს და ყველა ათამაშოს. პირვყლ რიგში შედეგზე ფიქრობს და თავის თავზე. ვინ რამდენ ბურთს გაიტანს მაგას სულ ფეხებზე კიდია, აი შენ კი კჭირდება სტატისტიკისათვის. გუცაევს ან მესის დაცვაში რომ ერბინათ დარჩებოდნენ წიტაიშვილის დონეზე (დიდ პატივს ვცემ გიორგის). რა უნდა ბულბულს გალიაში? აკეთე ის რაც გეხერხება ხვიჩა. იფრინე მხოლოდ მეტოქის ნახევარზე და ბევრ შედევრს აჩუქებ მსოფლიოს. წარმატებები!!! პს: მილამთან არ ჩახვიდე დაცვაში, უბრახუნე კარში რაც შეიძლება მეტი და გაიტანე. დააყენე ყველანი ფაქტის წინაშე რო საუკეთესო ხარ და სპალეთიც იძულებული იქნება რომ მოკეტოს!!!

• ბათუმელი ექსპერტი-ს

რა მილანი,რის ბარსელონა,რომელ გუნდშიც ქართველი თამაშობს იმ გუნდს ვგულშემატკივრობ

• ui

შენ მეგობარო არ მიწყინო,მაგრამ მემგონი ტყემალზე ზიხარ და ანანასს მიირთმევ.

• დდდ

ბარემ წუთებიც დაგეწერა და კაი კუშს მოვხსნიდით....

• serj ოფ დი ისტორია

კატენაჩოს ითამაშებენ და molto piano-ს სტილში მკვდარი ფრე იქნება. მილანი მეორე ჩინურ კედელს აღმართავს ხო ვიცი.

• juve

კარგია, მაგრამ ძაან ძღაპრისკენაა ძმა

• ბათუმელი ექსპერტი

მოკლედ, როგორც მილანის გულშემატკივარს ძალიან არმინდა მილანმა წააგოს და თანაც სან-სიროზე, მაგრამ არ მინდა არც ნაპოლის წაგება ხვიჩას გამო, ამიტომ საუკეთესო გამოსავალი არის ფრე. მილანი იგებს ერთით ნულს და ათანაბრებს კვარა. მილანი იგებს ორით ერთს და კვლავ ათანაბრებს კვარა. ამის შემდეგ კვარაცხელია გაიტანს მესამე გოლს და ცოტახანში შეცვლიან კვარას, ხოდა მილანი ათანაბრებს თამაშს. ჰა, რას იტყვით, მისაღები ვარიანტია?

• italia

მილანს ვბალეიშიკობ ბავშობიდან მარა რო წააგოს არ მეწყინება კვარა77

• დ

აი სწორედ იქ დაგანახებთ ყველას, ვინაა კვარა.

• ლაშა

უფროსწორად ინგლისში თამაშობდი და ბუნებრივია რომ ისე ვერ ქაჩავს ნაკრებში, როგორც ბენზემა, გრიზმანი ან წარსულში ტრეზეგე ქაჩავდა! კანტონა კარიერის წარმატებულ წლებში საერთოდ ვერ ხვდებოდა ნაკრებში... სალაჰი ხომ დაავიწყდა ყველას ისევე, როგორც სიტის ვერსკვლავები, ასე დაავიწყდება მაქსიმუმ 2 წელიწადში ყველას ჰალანდი!

• ლაშა

ეჰ ჟირუ, ინგლისში კი თამაშობ, მაგრამ ნაკრებში 0 ხარ!

ლორთქიფანიძის დებიუტის მოლოდინში - "კრემონეზემ" სტუმრად "მილანს" სძლია

[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო

[VIDEO] დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" გალიდერდა

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"ნაპოლი" ელმასის დაბრუნებას ცდილობს

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ამას ხვიჩასგან ვერ წარმოიდგენდა - "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

[VIDEO] დე ბრუინის სადებიუტო გოლი - "ნაპოლიმ" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

"ნაპოლიმ" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია