ლეგენდარულმა ბრიტანელმა მოკრივემ ლენოქს ლუისმა აღიარა, რომ კლიჩკოსა და ჰეის შორის გამართული ბრძოლის ხარისხით ვერ მოიხიბლა
ლეგენდარულმა ბრიტანელმა მოკრივემ, სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ლენოქს ლუისმა აღიარა, რომ ვერ მოიხიბლა ამ ცოტა ხნის უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკოსა და ბრიტანელი დევიდ ჰეის შორის გამართული ბრძოლის ხარისხით. 45 წლის ლუისი ამ საჩემპიონო ბრძოლაზე სატელევიზიო ექსპერტის როლში მოგვევლინა.

"ვლადიმერმა თავისი საქმე შეასრულა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ უკეთ ჩხუბი და შეხვედრის ნოკაუტით დასრულება შეეძლო, - განაცხადა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა "სპორტ ბილდისთვის" ინტერვიუში. - მაგალითად მაშინ, როცა ჰეიმ მას ორჯერ დაარტყა, კლიჩკოს შეეძლო უფრო ხისტად ეპასუხა, მაგრამ მას თავისი უსაფრთხოება უფრო აღელვებდა და ყველაფერზე ძალიან ნელა რეაგირებდა".

ლუისს მიაჩნია, რომ მასთან ბრძოლაში ვლადიმერს შანსი არ ექნებოდა.

"მე უფრო მრავალმხრივი მოკრივე ვარ. კლიჩკოს თავის უმეტეს ბრძოლებში ძალიან ცოტა დარტყმა ჰქონდა. ჩემს რეპერტუარში დარტყმების გაცილებით მრავალფეროვანი არსენალი იყო. ვმუშაობდი კორპუსში, მოწინააღმდეგესთან ახლოს, ვასრულებდი აპერკოტებს...

ჰეისთან ბრძოლაში ვლადიმერი ახლო ბრძოლაში არ მიდიოდა, მხოლოდ კლინჩში შედიოდა. ასევე არ იყო კორპუსში დარტყმები. მე კი ყოველთვის შემეძლო ფსიქოლოგიურად გამეტეხა მეტოქე, რინგზე სხვაზე სწრაფად ვაზროვნებდი. სადღაც ბრძოლის შუაში ვლადიმერს ნოკაუტით მოვუგებდი", - ამბობს ბრიტანელი მოკრივე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო