ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მატჩები, რომლებიც შაბათ-კვირას არ უნდა გამოგვრჩეს

მატჩები, რომლებიც შაბათ-კვირას არ უნდა გამოგვრჩეს

ევროპული საფეხბურთო სეზონი გრძელდება და წინ მორიგი საინტერესო უქმეები გველის, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ლეგიონერესაც, ისინი სულ მალე ვილი სანიოლის განკარგულებაში იქნებიან და ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ. ტრადიციულად, გთავაზობთ მატჩებს, რომლებიც შაბათ-კვირას არ უნდა გამოტოვოთ.

17 სექტემბერი - შაბათი

"სუონსი" - "ჰალ სიტი" (15:30)

შოთა არველაძის "ჰალ სიტი" ჩემპიონშიპის მე-10 ტურში "სუონსის" ესტუმრება, "ვეფხვებს" რთული პერიოდი აქვთ და ბოლო 3 მატჩში უშანსოდ დამარცხდნენ და მე-17 პოზიციაზე იმყოფებიან, მიუხედავად ზაფხულში გაძლიერებული შემადგენლობისა, უნდა აღინიშნოს, რომ გუნდის უამრავი მოთამაშე კვლავ ტრავმირებულია და მოედანზე გასვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ, რაც შეეხება უელსურ გუნდს, "გედებს" ამ სეზონში მხოლოდ 1 გამარჯვება აქვთ მოპოვებული და სატურნირო ცხრილში 22-ე ადგილს იკავებენ. გუნდებს შორის გამართული უკანასკნელი მატჩი "ჰალის" გამარჯვებით 2:0 დასრულდა. შოთიზე ზეწოლა უფროდაუფრო ძლიერდება, ამიტომ ხვალინდელ მატჩში მოპოვებული 3 ქულა უმნიშვნელოვანესი იქნება.

"ბორდო - "დიჟონი" (17:00)

ზურიკო დავითაშვილის "ბორდო" საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-9 ტურში "დიჟონს" უმასპინძლებს. "ჟირონდელები" სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-4 პოზიციაზე არიან და პირველადგილოსან "სოშოს" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან, როგორ ჩანს, დავიდ გიონის გუნდი უმაღლესი მიზნები აქვს და ელიტაში დაბრუნებისთვის იბრძვის. ჩვენდა სასიხარულოდ, ხვალ დიდი ალბათობით ზურიკოს მოედანზე ვიხილავთ, მოგეხსენებათ, ქართველ გარემარბი ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო თამაშს ვერ ახერხებდა, თუმცა ყველა პრობლემა მოგვარდა და ჟირონდელთა ახალწვეული მოედანზე გასასვლელად სრულ მზადყოფნაშია. "დიჟონი" 11 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება და მათი არასტაბილური ფორმის გათვალისწინებით, "ბორდო" შეხვედრის უპირობო ფავორიტად ითვლება, გუნდებს შორის გამართული ბოლო 5 შეხვედრიდან 4 ჟირონდელების გამარჯვებით დასრულდა 1 კი ფრედ. დავითაშვილის დებიუტს ყველანი მოუთმენლად ველოდებით.

"დორტმუნდი" - "შალკე" (17:30)

1 წლიანი პაუზის შემდეგ, ბუნდესლიგაში "რურის დერბი" ბრუნდება, მე-7 ტურში ერთმანეთს "დორტმუნდი" და "შალკე" დაუპირისპირდებიან, შეხვედრა ყოველთვის დიდი სანახაობით გამოირჩევა და მიუხედავად ბოლო წლებში გუნდებს შორის განსხვავებული მიზნებისა, ტრადიცია არც ხვალ უნდა დაირღვეს, "ყვითლები" 12 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან, გელზენკირხენელები კი 6 ქულით მე-12 ადგილს იკავებენ, გუნდებს შორის გამართულ უკანასკნელ 6 შეხვედრაში მაყურებელმა 20 გატანილი გოლი იხილა, მატჩის ფავორიტი, რა თქმა უნდა, "დორტმუნდია", თუმცა დაპირისპირება მეტად პრინციპულია, "შალკე" კი მარტივად არაფერს დათმობს, სტუმართაგან შეხვედრას მხოლოდ მარჩინ კამინსკი გამოტოვებს, მასპინძლებს კი სებასტიან ალე, მაჰმუდ დაჰუდი და გრეგოლ კიობელი დააკლდებათ, "სიგნალ იდუნა პარკზე" გერმანული ფეხბურთის კლასიკა გაიმართება.

"ბარსელონა" - "ელჩე" (18:15)

კატალონიის "ბარსელონა" ლა ლიგის მე-6 ტურში "ელჩეს" უმასპინძლებს, ხავის გუნდმა ბოლო შეხვედრა მიუნხენის "ბაიერნთან" 0:2 დათმო, თუმცა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა და პირველ ნახევარში წინ გასვლასთანაც ახლოს იყვნენ. რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს, "ბლაუგრანა" დამაჯერებლად ასპარეზობს და 13 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს, აღსანიშნავია დაცვის ხაზის საიმედოობა, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" 5 შეხვედრაში 15 გოლი აქვთ გატანილი და მხოლოდ 1 გაშვებული, უნდა ველოდოთ, რომ მთელი სეზონის განმავლობაში მათსა და მადრიდის "რეალს" შორის ჩემპიონობისთვის დიდი საჩემპიონო მარათონი გაიმართება, "ელჩე" 1 ქულით მე-19 ადგილს იკავებს და ფრანცისკო ესკირიბას გუნდს ლა ლიგაში დასარჩენად მძიმე ბრძოლების გამართვა მოუწევთ, "ბარსა" მეტოქეს ზედიზედ 9 მატჩია ამარცხებს და შაბათს "კამპ ნოუზე" ამ შთამბეჭდავი სერიის გაზრდისთვის იბრძოლებს.

"ვალენსია" - "სელტა" (20:30)

ესპანური "ვალენსია" ლა ლიგის მომდევნო ტურში "სელტას" უმასპინძლებს, გიორგი მამარდაშვილი ამ სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება და "ღამურების" დაცვის ხაზის არასაიმედო თამაშს ხშირ შემთხვევაში სწორედ ქართველი აბალანსებს, "ვალენსია" 6 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს, მოგეხსენებათ, გატუზოს გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა დატოვა და მათი ახალი მოთამაშეებით ჩანაცვლება ვერ მოხერხდა. დიდი ალბათობით, ხვალ "მესტალიაზე" ედინსონ კავანის დებიუტი შედგება, ურუგვაელი ესპანურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, თუმცა ტრავმის გამო ჯერჯერობით არ უთამაშია. "სელტა" მოწინააღმდეგეს მხოლოდ 1 ქულით უსწრებს და მე-10 ადგილზე იმყოფება. გუნდებს შორის გამართული ბოლო 3 შეხვედრა "ვალენსიას" გამარჯვებით დასრულდა, ედუარდო კუდეს გუნდი უსიამოვნო სერიის დასრულებას შაბათს შეეცდება.

"ტოტენჰემი" - "ლესტერი" (20:30)

ინგლისის დედოფლის ელიზაბეთ მეორის გარდაცვალებიდან 1 კვირის შემდეგ, პრემიერ ლიგა ბრუნდება, "ტოტენჰემი" "ლესტერს" დაუპირისპირდება, ანტონიო კონტეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე "სპორტინგთან" მძიმე და მოულოდნელი მარცხი (0:2) განიცადა. ახლა კი ხასიათის გამოსწორებას "მელიებთან" შეეცდება, ლესტერშირელები ამ სეზონში კატასტროფულად გამოიყურებიან და 6 დან 5 მარცხით ბოლო, მე-20 პოზიციაზე იმყოფებიან. თუ შედეგები არ გამოსწორდა, დიდი ალბათობით, ხელმძღვანელობა ბრენდან როჯერსს კარისკენ მიუთითებს, "ტოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმზე" კი გამარჯვება ყველას ძალიან უჭირს, "დეზები" 14 ქულით მე-3 ადგილზე არიან და შეხვედრაში მორიგი 3 ქულის მოპოვებისთვის იბრძოლებენ, ლონდონელებს ლუკას მოურა დააკლდებათ, ხოლო "ლესტერიდან" რაიან ბერტრანი და რიკარდო პერეირა მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებენ, მასპინძლებმა "ტოტენჰემის" დამარცხება ბოლოს 2020 წელს შეძლეს, "მელიებს" ხვალ გამარჯვება ჰაერივით სჭირდებათ, თუმცა ჰარი კეინი და ჰიუნ-მინ სონი შაბათს მათ დამწუხრებას შეეცდებიან.

"ბასტია" - "მეცი" (21:00)

2 მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ გიორგი მიქაუტაძე მოედანს უბრუნდება და ლიგა 2-ის მე-9 ტურში "ბასტიას" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს 7 თამაშში 4 გოლი და ამდენივე საგოლე პასი აქვს შესრულებული, მისი დაბრუნება კი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია, "მეცი" გასულ კვირას "გენგამთან" 3:6 დამარცხდა და სამმა მოთამაშემ წითელი ბარათი მიიღო: მეკარე ალექსანდერ ოკიჯა, კიკი კუიატე და დანლი ჟაკ-ჟაკი დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებენ, გუნდები ბოლოს ერთმანეთს 2017 წელს დაუპირისპირდნენ და მატჩი "მეცის" გამარჯვებით 1:0 დასრულდა, მიქაუტაძეს კარგი ჩატარებული მატჩი მეტ თავდაჯერებულობას შემატებას მნიშვნელოვანი სანაკრებო თამაშების წინ, ასე რომ, გიორგის თამაშს დიდი ინტერესით ველოდებით.

18 სექტემბერი - კვირა

"კრემონეზე" - "ლაციო" (17:00)

ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე" "ჯოვანი ზინის" სტადიონზე "ლაციოს" უმასპინძლებს, მასიმო ალვინის გაწვრთნილ გუნდს გამარჯვება ჯერ კიდევ არ მოუპოვებია და 2 ქულით მე-18 პოზიციაზე იმყოფება, თავად ქართველი ცენტრალური მცველი დამაჯერებლად ასპარეზობს და შემადგენლობაში ადგილი მალევე დაიმკვიდრა, რაც შეეხება რომაელებს, მაურიციო სარის ბიჭები ევროპა ლიგის მატჩში "მიდტიულანდთან" სენსაციურად 5:1 დამარცხდნენ, უნდა აღინიშნოს, რომ გუნდები ბოლოს სერია A-ში ერთმანეთს 1996 წელს დაუპირისპირდნენ და მაშინ გამარჯვება "ლომბარდიელებს" დარჩათ, "ლაციო" მოედანზე 3 ქულისთვის გავა, თუმცა "კრემონეზესთან" საშინაო მოედანზე თამაში ყველას უჭირს, ამიტომ მოსალოდნელია, რომ მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოვა.

"რომა" - "ატალანტა" (20:00)

იტალიაში კვირას ორი განსაკუთრებული შეხვედრა შედგება, ერთ-ერთი კი "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართება, სადაც "რომა" "ატალანტას" უმასპინძლებს, ჟოზე მოურინიოს გუნდი 13 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო სტუმრები 14 ქულით მე-2 ადგილს იკავებენ, "მგლების" რიგებიდან კარგ სეზონს ატარებს ახალწვეული პაულო დიბალა, არგენტინელს 6 მატჩის შემდეგ 3 გოლი და 2 საგოლე პასი დაუგროვდა, ნელ-ნელა სასურველ ფორმას უბრუნდება ინგლისელი ტამი აბრაჰამი, რაც შეეხება ჯანპიერო გასპერინის გუნდს, აღსანიშნავია ტეუნ კუპმეინერსის თამაში, ჰოლანდიელ ნახევარმცველს 6 შეხვედრაში 4 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს შესრულებული, "ალკმაარის" ყოფილი კაპიტანი აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზეც იყო წარდგენილი, თუმცა აღნიშნული ჯილდო "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა, შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდებიან სტუმრები : დუვან ზაპატა, დავიდე ძაპაკოსტა და ბერა ჯიმშიტი მოედანზე გასვლას ვერ შეძლებენ, რომაელთაგან შეხვედრას გამოტოვებენ ჯორჯინიო ვეინალდუმი და სტეფალ ელ შაარავი. ბოლოს "ატალანტამ" დედაქალაქელების დამარცხება 2020 წელს შეძლო, ვნახოთ შეძლებენ თუ არა ბერგამოელები ნავსის გატეხვას.

ესპანეთი - საფრანგეთი (22:30) (კალათბურთი)

2022 წლის ევრობასკეტის ფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, ნახევარფინალში ფრანგებმა პოლონეთი დიდი ანგარიშით 95:54 დაამარცხეს, "ლა როხამ" კი დაძაბულ დაპირისპირებაში კი მასპინძელი გერმანიის ნაკრები 96:91 დაამარცხეს, გამოკვეთილი ლიდერი არცერთ გუნდს ჰყავს, მთავარი დაპირისპირება კი სამწამიან ზონაში გაიმართება, სადაც რუდი გობერისა და ვილი ერნანგომესის პაექრობას ვიხილავთ, "მინესოტას" ახალწვეული ფრანგთა დაცვის მთავარი ხერხემალია და დომინანტური თამაშით ამ ევროპის ჩემპიონატზე ბევრი ვარსკვლავი შეაჩერა, ასევე საინტერესოა მწვრთნელთა დაპირისპირებაც, სერჟიო სკარიოლოც და ვინსენ კოლეც ძლიერი ტაქტიკოსები არიან, გუნდები ოფიციალურ მატჩში ერთმანეთს 2016 წლის ოლიმპიადაზე დაუპირისპირდნენ, მაშინ ესპანელებმა მეტოქე 92:67 დაამარცხეს, მას შემდეგ კი ზედიზედ 2 ამხანაგურ შეხვედრაშიც "ლა როხამ" იმარჯვა. კალათბურთის მოყვარულთათვის კვირას დიდი სანახაობა გაიმართება.

"მილანი" - "ნაპოლი" (22:45)

იტალიელმა ექსპერტებმა სერია A-ს ტურის ცენტრალურ შეხვედრად "მილანისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება მონათლეს, კვირას "სან სიროზე" ერთმანეთს სკუდეტოსთვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდებიან, "როსონერიმ" მძიმე სტარტის შემდეგ თამაში გამოასწორა და ზედიზედ ორ შეხვედრაში გაიმარჯვა, დამაჯერებლად იასპარეზეს ჩემპიონთა ლიგაზეც, სტეფანო პიოლის გუნდმა ზაგრების "დინამო" 3:1 დაამარცხა, რაც შეეხება "პარტენოპეის", "ნაპოლი" ბრწყინვალე ფორმაშია და ჩემპიონატს 14 ქულით ლიდერობს, დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს, საქართველოს ნაკრების ლიდერი ეფექტური თამაშით იტალიელი პუბლიკის მოხიბვლას განაგრძობს, გუნდებს შორის გამართული უკანასკნელი შეხვედრა "დიეგო მარადონას სტადიონზე" "შავ-წითლების" გამარჯვებით (1:0) დასრულდა. მიუხედავად ვიქტორ ოსიმენის დანაკლისისა, "ნაპოლიმ" "სპეციასთან" სწორედ მისი შემცვლელის ჯაკომო რასპადორის გოლის წყალობით მოიგო. ხვიჩას გუნდს კვირას მნიშვნელოვანი გამოცდა ელის, წარმატების შემთხვევაში კი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ნეაპოლელები მნიშვნელოვან განაცხადს გააკეთებენ.

"პარი სენ ჟერმენი" - "ლიონი" (22:45)

საფრანგეთის ლიგა 1-ის ცენტრალური შეხვედრა პსჟ-სა და "ლიონს" შორის გაიმართება, კრისტოფ გალტიეს გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, 7 მატჩში გატანილი 25 გოლი და მხოლოდ 4 გაშვებული ნამდვილად შთამბეჭდავია, პარიზელები "მარსელთან" ერთად ჩემპიონატს ლიდერობენ, სეზონს კარგ ფორმაში შეხვდა არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი, "ლა პულგას" ჩემპიონატში გამართულ 7 შეხვედრაში 3 გოლი გატანილი გოლი და 7 საგოლე პასი დაუგროვდა, ნეიმარს კი 8 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს შესრულებული, პიტერ ბოშის გუნდი მატჩს ცუდ ფორმაში ხვდება, ლიონელები ზედიზედ 2 შეხვედრაში დამარცხდნენ. გუნდებს შორის გამართული ბოლო თამაში ფრედ 1:1 დასრულდა, "პარკ დე ფრანსზე" შეკრებილი გულშემატკივარი კი ამჯერად საკუთარი გუნდისგან დიდი ანგარიშით გამარჯვებას ელის.

მადრიდის "ატლეტიკო" - მადრიდის "რეალი" (23:00)

ლა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრა "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართება, სადაც "რეალსა" და "ატლეტიკოს" შორის "მადრიდული დერბი" შედგება, კარლო ანჩელოტის გუნდი ფანტასტიურ ფორმაშია და ჩემპიონატს უდანაკარგოთ, 6 დან 6 გამარჯვებით, ერთპიროვნულად ლიდერობენ, ასევე აგრძელებენ კარგ გამოსვლას ჩემპიონთა ლიგაზეც, ტურნირის მოქმედმა ტრიუმფატორებმა შინ "ლაიფციგი" 2:0 დაამარცხეს, "ატლეტიკო" კი მოულოდნელად ამავე ანგარიშით "ლევერკუზენთან" დამარცხდა, შეხვედრას ორივე გუნდი მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება, "ბლანკოსის" რიგებიდან კარიმ ბენზემა და ლუკას ვასკესი მოედანზე გასვლას ვერ შეძლებენ, "ინდიელთაგან" მატჩს ხოსე მარია ხიმენესი, სტეფან სავიჩი, სერხიო რეგილონი და ტომა ლემარი გამოტოვებენ, საეჭვოა იან ობლაკის თამაშიც, მიუხედავად მრისხანე მეტოქისა, "ატლეტიკო" 3 ქულისთვის იბრძოლებს, რადგან "რეალთან" დაპირისპირება დიეგო სიმეონესთვის მეტად პრინციპულია, გუნდებს შორის გამართული უკანასკნელი შეხვედრა სწორედ "ინდიელთა" გამარჯვებით (1:0) დასრულდა.

• სოსო

ჰესგოალ. კომ სპორტს ნევს.ეს ყველაფერი ლათინური ასოებით.მე მანდ ვუყურე.ჩამონათვალია სხვადასხვა თამაშებისა,რომლებიც იმ დროს მიდის და რომელსაც დააწკაპებ,იქ შეხვალ.ეს პირველი თამაში იყო,რომელიც ვნახე.თუმცა სეტანტაზეც ყოფილა.ყოველ შემთხვევაში,მერე,პროგრამაში ვნახე,რომ იყო.

• Status quo

მახარობლიშვილო, მკითხველების ფეხებზე დაკიდება არ შეიძლება,თორემ შენც დაგიკიდებენ.მერამდენედ გთხოვთ, ბარემ რომელი თამაში სად უნდა ვნახოთ თქო, მაგრამ არა, არაფრით არ წერ.ან არ იცი.

• 666=911

ამ სვარჩიკის სურათებს რატო დებთ? კიდე შარშან ვწერდი ყველა თამას ჭააგებსთქო და გაუვარდა წელს დასაწყიში გასაგდებია შოთა სასწაფოდ აზე არაა ესაა ფქტი წავიდეს ტაჯიკეთი უზბეკეთი თავის დონის ჩემპიონატში!!!

• სოსო

ახლა ვუყურებ ჰალ სიტის თამაშს.მეცოდება შოთი.ამ წუთას მესამე გოლი გაუშვეს და ბოლო ორი,მთლიანად თვითონ გააკეთეს.პრინციპში პირველი გოლიც არ უნდა გასულიყო,მაგრამ მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ჯარიმას,შორეულ ძელთან თავდამსხმელი გამოეხმაურა და მარჯვენა მცველს მხოლოდ მაშინ გაახსენდა,სამი მეტრით წინიდან,კარში რომ ურტყამდა.მეორე გოლის დროს,მეკარემ თავისივე მცველს,უკანა ფეხში გამოჰკრა ფეხი და წააქცია,იმ დროს,როცა მეორე ფეხი,ბურთის მოსაშორებლად გაიქნია.თავდამსხმელმა,ბურთი უბრალოდ შეაგორა.მესამე გოლზე კი,ისევ მარჯვენა მცველმა,6 ნომერმა,პირდაპირ კარის წინ მისცა,თავდამსხმელს ბურთი და მანაც გაიტანა.კუნთმაგრები და უტვინოებიო,ადრე ხუმრობდნენ ხოლმე სპორტსმენებზე.ჰალის მაგალითზე,სიმართლე ყოფილა.

• tngh

დავამატები: "ტორპედო" ქ.------ "დინამო" ბთ.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს

ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი

"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა

[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა

"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა

"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა

ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია

"ხვიჩა ჩემი ძმაა, საფრანგეთში გადმოსვლა მისთვის კარგი იქნება" - განაცხადა დავითაშვილმა Le Parisien-თან ინტერვიუში

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება

"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

დავითაშვილი დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" "რედ სტარს" მნიშვნელოვან მატჩში სძლია

გაბრაზებული მოურინიო დერბის წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე ფოტოებით მივიდა - მას სიმეონემ უპასუხა

დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა

გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა

ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!

"დაუჯერებელ გრძნობას განვიცდი! მესამე გოლის აღნიშვნისას..." - დავითაშვილის პირველი კომენტარი ჰეთ-თრიქის შემდეგ

ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით

დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს

[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა

არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება

აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა

"წარმოუდგენელი დარტყმითა და დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს" - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე საუბრობს

აბუაშვილის "მეცმა" "როდეზს" მოუგო

აბუაშვილის "მეცი" სტუმრად "დიჟონთან" დამარცხდა

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია

გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"

"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს

"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე

"ყველა ვარიანტში, "ოქროს ბურთი" მას უნდა გადასცენ" - სიმეონეს თავისი ფავორიტი ჰყავს

"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?

ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?

გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს

"ბორდოს" ყიდვა მინდა" - ცნობილი მუსიკოსი დავითაშვილის ყოფილი გუნდის შეძენას აპირებს

კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი

"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს

"არსენალში" გადასასვლელად მზადაა - ალვარესი "ატლეტიკოდან" მაინც წავა?

"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში

Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს

როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია

"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს

"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია

აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა

"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა

"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს

"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა

მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"

"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს

გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა

[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა

[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

[VIDEO] აბუაშვილმა გაიტანა - "მეცმა" "სოშოს" მოუგო