ცნობილი ამერიკელი მწვრთნელი ფრედი როუჩი ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის ჩემპიონით, 24 წლის ბრიტანელი ამირ ხანით აღტაცებულია
ცნობილი ამერიკელი მწვრთნელი ფრედი როუჩი ამჟამად ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის ჩემპიონთან, 24 წლის ბრიტანელ ამირ ხანთან და თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივესთან, 32 წლის ფილიპინელ მენი პაკიოასთან მუშაობს. მან მეტად ხმამაღალი განცხადება გააკეთა - ბრიტანელი უფრო სწრაფად პროგრესირებს, ვიდრე ამას თავის დროზე პაკიაო აკეთებდა. შეგახსენებთ, რომ კვირანახევრის შემდეგ (23 ივლისს) ხანს საჩემპიონო ჩხუბი ელის ნახევარდსაშუალო წონაში IBF-ის ჩემპიონთან, ამერიკელ ზაბ ჯუდასთან.

"ხანი აშკარად უსწრებს მენის, - ამბობს როუჩი BoxingScene.com-თვის მიცემულ ინტერვიუში. - მენის რვა წელი დასჭირდა იმისთვის, რომ დაუმარცხებელი გამხდარიყო. ამირი ჩემთან სამი წელია მუშაობს და სულ უფრო და უფრო უახლოვდება თავის წონაში დომინირებას. ის ორი-სამი წლის შემდეგ გახდება მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე რეიტინგში, რომელიც წონით კატეგორიას არ ითვალისწინებს.

ის აშკარად უსწრებს მენის გრაფიკს და ზაბ ჯუდაზე გამარჯვება კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება პაკიაოს რეკორდის გაუმჯობესებისკენ. ჯუდა საუკეთესო ფორმაში უნდა იყოს, რომ მომავალ ბრძოლაში სირცხვილს გადაურჩეს. ჩვენ ვიცით როდის, სად და როგორ უნდა შევუტიოთ. ბრძოლა 12 რაუნდი არ გაგრძელდება. ჩვენ მას ტემპითა და ძალით დავამარცხებთ".

თავად ამირ ხანმა ჟურნალისტებთან სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა. მისი განცხადებით, ზაბ ჯუდასთან ბრძოლის შემდეგ ის 63.5-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ბრძოლის ჩატარებას აპირებს სამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონთან, მექსიკელ ერიკ მორალესთან. შემდეგ კი ბრიტანელი მომდევნო წონით კატეგორიაში გადავა და იქ პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელ ფლოიდ მეივეზერთან შეხვედრის იმედი აქვს.

"ამ წლის ბოლოს ძალიან მინდა ერიკ მორალესთან შეხვედრა, - ამბობს ამირ ხანი. - ჩემთვის ეს დიდი ბრძოლა იქნება. მას უდიდესი სახელი აქვს ამერიკაში. ამის შემდეგ საშუალო წონაში გადავალ, რათა ფლოიდ მეივეზერს შევერკინო. კარგ მოკრივეს ამბიცია ყოველთვის უნდა ჰქონდეს და ჩემი მიზანია გავხდე წონითი კატეგორიის მიუხედავად მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე. ეს ძალიან გრძელი გზაა, მაგრამ თანდათან ვუახლოვდები ამ მიზანს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა