ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პისკოვეცმა "ანორთოსისი" და იმედი ჩაინიშნა

პისკოვეცმა "ანორთოსისი" და იმედი ჩაინიშნა

დღეს, 14 ივლისს, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "გაგრა" ფამაგუსტის "ანორთოსისს" შეხვდება
დღეს, 14 ივლისს, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "გაგრა" ფამაგუსტის "ანორთოსისს" შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ რეპორტაჟს გადმოსცემს.

ერთი კვირაა, საქართველოს თასის მფლობელი კვიპროსში ემზადება. "გაგრას" უსაფრთხოების ოფიცერი მიშა აფხაზავა კვიპრულ მომზადებაზე გველაპარაკა:

კვიპროსზე 90-იანები გაგვახსენეს

7 ივლისს ჩამოვედით ლიმასოლში და სასტუმრო "ეპისკოპიანეში" დავბინავდით. გუშინ, 13 ივლისს დელეგაციას კლუბის პრეზიდენტი ბესიკ ჩიხრაძე შემოუერთდა.

სხვათა შორის, ამის გამო ორი დღე პრობლემები შეგვექმნა: კვიპროსში სამხედრო ბაზა აფეთქდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა და რამდენიმე დღე კუნძულზე შუქი გრაფიკით მიეწოდებოდათ. ამის გამო ორი დღე სასტუმროში კონდინციონერები გამორთეს და წარმოიდგინეთ, საშინელ სიცხეში რა მდგომარეობაში ვიქნებოდით. მოგვიბოდიშეს, ეს რა მოგვივიოდაო, მაგრამ ქართველებს უშუქობით გაგვაკვირებენ? ვუთხარით, წლების წინ ეს ჩვენთვის ჩვეული ამბავი იყოო, ნუ ნერვიულობთო, მაგრამ ხუმრობა ეგონათ. მერე საქართველოს ამბები მოვუყევით და გაოგნებულები გვისმენდნენ.

თუმცა კვიპროსში ცუდ პირობებზე წუწუნი უხერხულია, აქ ისეთი სავარჯიშო პირობებია და ისეთ მოედნებზე ვვარჯიშობთ, ნეტა საქართველოშიც ასეთზე ვთამაშობდეთ. მატჩი თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება და შესაბამისად, ზუსტად ამ დროს ვივარჯიშეთ ლიმასოლის "აპოლონიას" სტადიონზე, ჩინებული საფარია, განათების ქვეშ და ცხადია, ბალახი ამ დროს მორწყულია. გვაქვს ინფორმაცია, რომ თამაშის წინ მინდორს მორწყავენ, რაც აქ მიღებული წესია, ვინაიდან ისეთი სიცხეა, მთელი დღის მანძილზე გაუსაძლისი მდგომარეობაა. ამას გარდა, როგორც ჩანს, სწრაფი თამაშისთვის ემზადებიან.

რაც მთავარია, "ანორთოსისის" თავაკაცებმა გვითხრეს, ელექტროენერგიის პრობლემების გამო თამაშზე არანაირი შეფერხება არ იქნება.

ვისია თემურ ქეცბაია?

ჩემდა გასაოცრად, კვიპროსში ჩვენს მიმართ დიდ ყურადღებას იჩენენ, პრესკონფერენციის უფრო ადრე დაწყება სურდათ, უფრო მეტი ვილაპარაკოთო. "გაგრა" კარგად დაიმახსოვრეს, ხოლო ქეცბაიას სახელი ყველას პირზე აკერია.

ვიპ ლოჟის ასასვლელში დიდი ჰოლია, სადაც გამოფენილია ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის გამოსვლის სურათები, მაგარი ფოტოა თემურ ქეცბაია და ჟოზე მოურინიო ერთად რომ გადაიღეს. სიამაყით ავივსე, ქართველ კაცს ამ ქვეყანაში უდიდეს პატივს სცემენ.

თემური მათი კერპია. "ანორთისისის" თამაშზე რომ მივდიოდით, ფანების ერთ-ერთ თავკაცი გამომელაპარაკა, თემური ჩვენი გმირია და საერთოდ, ჩვენიაო...

- თემური ქართველია და როდესაც თქვენთან მუშაობდა, მთელი საქართველო "ანორთოსისს" ქომაგობდა-მთქი და გადაირია. მაგრამ ახლა რას იზამთო?

- ახლა თემური არ გყავთ და ამიტომ მოგიგებთ-მეთქი... კი არ გაბრაზდა, გადამეხვია, მაგარი თბილი ხალხია...

თემური კი თავს გადაგვყვა, ჯერ აეროპორტში შეგვხვდა, შემდეგ სასტუმროში გვესტუმრა, ფეხბურთელები დააიმედა... იგივეს ვიტყვი "ანორთოსისის" ყოფილ თავდამსხმელ კობა წიტაიშვილზეც.

სამწუხაროდ, დედის ორმოცის გამო თემური საქართველოში გამოფრინდა და მატჩს ვეღარ დაესწრება.

"გაგრას" სჯერა - აქ სენსაცია დატრიალდებაო

გაკვირვებულები არიან კვიპროსელები, "გაგრა" მატჩამდე ერთი კვირით ადრე რომ ჩამოვიდა, ჩვენ ორმხრივ თამაშზე დამკვირვებელი გამოაგზავნეს, რომელსაც მთელი თამაშის დროს ტელეფონი ხელიდან არ გაუგდია.

ჩვენ კი დავესწარით "ანორთოსისის" ამხანაგურ მატჩს ბულგარეთის კლუბთან, პლოვდივის "ლოკომოტივთან". მათი ბევრი ფანი არ მოსულა, რამაც გამაოცა. მაგრამ ვინც იყო, კარს უკან განთავსდნენ და ისე ომახიანად დასცხეს და ისეთი იმღერეს, გაოცებული დავრჩი. ეტყობა, მატჩისას აგრესიულებიც არიან, მეორე ტაიმში ბულგარელ მეკარეს შეუტიეს, მაგრამ მალე დაწყნარდნენ.

თამაში "ანორთოსისმა" 2:0 მოიგო, უმეტესად ლეგიონერები ჰყავთ, პორტუგალიიდან, კოლუმბიიდან, საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან, ჰოლანდიდან. პისკოვეცს მოეწონა გუნდიც და რამდენიმე ფეხბურთელიც, ბევრი რამ ჩაინიშნა. მაგრამ მეორე დღეს ბიჭებს განხილვაზე იმედიანად ელაპარაკა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თამაში ყველა გუნდთან შეიძლება, თუ დავალებებს შეასრულებთ, დიდი შანსია, სახლში დადებითი შედეგით გავემგზავროთო. ცხადია, მონახაზიც აქვს, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ მათ წინააღმდეგ.

საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. ალბათ, "ანორთოსისი" ყვითელი მაისურებით ითამაშებს, ჩვენ - ლურჯით. მეტოქის ყვითელი მაისურები კი კარგად დაგვებედა. ყოველ შემთხვევაში, მაგარ განწყობაზე ვართ, ბიჭები ფიზიკურად კარგად მომზადებულები არიან, წასაგებად არ ჩამოვსულვართ და გვჯერა, რომ ლიმასოლში სენსაციის სუნი ტრიალებს.

გუშინ საღამოს ლიმასოლის სტადიონზე ანატოლი პისკოვეცმა პრესკონფერენცია გამართა, თბილისის დროით 21 საათზე კი ერთსაათიანი ვარჯიში ჩაატარა.

"ადონის პაპადოპულოსის" სახელობის სტადიონზე პრესკონფერენციას პისკოვეცთან ერთად გუნდის კაპიტანი გიორგი ტყეშელაშვილიც დაესწრო.

პისკოვეცი: "მატჩზე სათქმელი ბევრი არაფერია. კლიმატი სულაც არ არის საჩვენო. ცხელა და ეს ცუდია, მაგრამ ფეხბურთს ასეთ სიცხეშიც თამაშობენ. აქ უკვე ერთი კვირაა, რაც ჩამოვედით, გუნდმა აკლიმატიზაცია გაიარა და ბიჭების მომზადებით კმაყოფილი ვარ."

ტყეშელაშვილი: "ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენს ქომაგებს ვპირდებით, რომ ბოლომდე დავიხარჯებით და ვეცდებით, სამშობლოში კარგ ხასიათზე დავბრუნდეთ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• kopala

გაგრამ დასაკარგი 20 წლის წინ დაკარგა და დღეს დასაკარგი აღარაფერია, მხოლოდ გამარჯვება ბიჭებო

• Giorgi

აბა წარმატებებ! კვიპროსელები ორი თავით ძლერები და გამოცდილები არიან, მარა დასაკარგი არაფერია, ბრძოლა თუ იქნება - დაგვიფადება. თუ წავაგეთ - არც ეგაა პრობლემა, დებიუტია და გამოცდილებას მაინც შევიძენთ.

• Qartveli!

მიდით ბიჭებოო!!! გაგრა შემოგევლეე! წინ გაგრელებო ! როგორც გუშინ ზესტაფონმა გაგვახარა ისე უნდა გაგვახაროთ მთელი ქართველობა დღეს თქვენც,რუსთავმაც და "დინამომაც" !!! თქვენც,რომ შემოგევლეთ!

• uzlevi

გაგრას წარმატებას ვუსურვებ, წინ გაგრა!!! ხვალ ამ დროს მთვრალი უნდა ვეგდო, მეტალურგის გაგრას და დინამოს წარმატებების აღნიშვნა აუცილებლად მომიწევს იმედია. გაგრელებო მიდით მიაწექით!!!

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა