სერია A-ს მეშვიდე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „მილანი“ 2:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელია კი ორივე გუნდიდან ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.
თავიდან ინიციატივას მასპინძლები დაეუფლენ და ჟირუს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, თუმცა სტუმრებს ბურთის დაჭერა და მომენტების შექმნა უჭირდათ. კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, უეხეშებოდნენ და პირველ ტაიმში კიაიერსა და კალაბრიას ყვითელი ბარათები მიაღებინა.
შესვენების შემდეგ მწვრთნელმა პიოლიმ ორივე შეცვალა (დესტით და კალულუთი), მაგრამ ქართველის შეჩერება ვერც მათ ვერ შეძლეს - დესტმა საჯარიმოში წააქცია და მსაჯმა ვიდეოგმეორების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც პოლიტანომ გამოიყენა. თან "ბარსელონადან" იჯარით აყვანილმა დესტმა ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.
18.09.22. ხვიჩას მოპოვებული პენალტი მილანთან
„როსონერიმ“ მწვავე იერიშებით უპასუხა და ჟირუმ ანგარიში გაათანაბრა. 78-ე წუთზე კი სიმეონემ თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა. კვარაცხელია 87-ე წუთზე შეცვალეს.
18.09.22. ჟირუს გოლი ნაპოლისთან
"მილანი" ბოლო 23 მატჩში პირველად დამარცხდა "ნაპოლისთან" - აქამდე 15 შეხვედრაში იმარჯვა და 7-ჯერ ფრე დაფიქსირდა.
„ნაპოლი“ 17 ქულით ლიდერია და 1-ელ ოქტომბერს „ტორინოს“ უმასპინძლებს.
18.09.22. სიმეონეს გოლი მილანთან
მილანი. „სან სირო“
მილანი - ნაპოლი 1:2
გოლები: 1:0 პოლიტანო (55, პენ), 1:1 ჟირუ (69), 1:2 სიმეონე (78)
ვაი მამაჯან!
ესენი ნაცების დიალექტზე საუბრობენ.
ლაშა
კვარა საფუძველთა საფუძველია ნაპოლის წარმატებების!
ზურას
ზურა, 100%-იანი მართალი ხარ! უკვე "გადამეტებულებში" გადადიან ყველა! გია.
სოსო
ამ მატჩს სეტანტაზე,რუსული კომენტარებით ვუყურე და მათ ისიც თქვეს,რომ რაც სლუცკიმ ვერ შესძლო,ეს სპალეტიმ გააკეთა.კერძოდ ის,რომ,ხვიჩას ვერ აიძულა,ჩაწოდებების დროს,შორეული ძელი ჩაკეტოსო.ნაპოლიში თავისი პირველი გოლი,სწორედ ჩაწოდების ჩაკეტვით გაიტანა,თავური დარტყმით.ხვიჩას ჯერ კიდევ ბევრი რამე აქვს სასწავლი,ან დასახვეწი და ტყუილად არ ამბობენ მასზე,რომ მისი შესაძლებლობების ჭერი,ჯერ კიდევ არ ჩანს და ძალიან ბევრი აქვს, მოსამატებელი რესურსი.ამ რამდენიმე თამაშში,ხვიჩამ ისეთი პროგრესი განიცადა,რომ სპალეტის ბოლომდე უნდა ვენდოთ.კრიტიკა რომ კრიტიკაა და თუნდაც უსაფუძვლოდ მოგვეჩვენოს.ვხედავთ,რომ ხვიჩას თამაშზე და ზოგადად ნაპოლიზე დადებითად მოქმედებს.ესე იგი იცის,რასაც ამბობს და აკეთებს არა?ჰო და დავაცადოთ რა!
სოსო
სტატიაში ცოტა გაუგებრად წერია და შესაძლოა მკითხველმა შეცდომით გაიგოს....სინამდვილეში ეს წაუგებელი მატჩების სერია,ნაპოლისთან კი არა,ზოგადად მილანის ბოლო თამაშების სტატისტიკაა.ნაპოლისთან კი,უცნაურია,თუმცა ნაპოლიმ,მილანში ეს უკვე ზედიზედ მესამე მატჩში გაიმარჯვა.არადა ნეაპოლში,ბოლო ორი შეხვედრა აქვს წაგებული.ამ თამაშზე კი რა უნდა ვთქვათ?უბრალოდ ბრავო!მთელ გუნდს.მგონი ყველამ სეზონში საუკეთესო თამაში ჩაატარა,მოედანზე დატოვეს ყველაფერი და შესძლეს გამარჯვების გამოგლეჯვა. არ ვარ იუვენტუსის გულშემატკივარი,მაგრამ მიმაჩნია,რომ ბოლო ორ ტურში მსაჯებმა,უბრალოდ გადაუარეს და ისედაც კრიზისში მყოფი გუნდის მდგომარეობა,კიდევ უფრო დაამძიმეს.მიმაჩნია,რომ დი მარიას,პირდაპირ საწითლე,არაფერი გაუკეთებია და წინა თამაში რაც გაუკეთეს,ეგეც ხომ საარაკო უსამართლობა იყო.
თენგო
მოდი ასე შევჯერდეთ სპალეტის ვაცადოთ, ვენდოთ. ეგ კაცი კვარასგან ბევრად ძლიერ მოთამაშეს შექმნის.
დათო
მეგობარო თანამედროვე ფეხბურთში უკან არ ჩამოვიდეს რას ნიშნავს? დოინჯშემოყრილი დადგეს აბა ბურთის მოლოდინში? სად ნახეთ ასეთი ფეხბურთი ბოლოს? ეტყობა საქართველოს ჩემპიონატს უყურებ მხოლოდ. ..
თენგო
კვარას თამაში რომ დაუწუნეთ, იმათ გეკითხებით კვარამ მოიგო თუ არა ეს თამაში? რა შეჭამეთ გული კარში არ დაურტყია ,შეცდომები ქონდა, ერთი პენალტი გამოიმუშავა და გადახარა მატჩის ბედი ნაპოლისკენ . თქვენ დღევანდელი ფეხბურთის ენაზე ვერ საუბრობთ
ჯაბა
აი ვკითხულობ მესიჯებს და უმეტესობა ან ბავშვები ხართ ან გაგებაში არ ხართ ფეხბურთის, პროფესიონალიზმის. რას ნიშნავს მოედანზე სრული თავისუფლება? ნინიას ბაღია?
ზურა
სრულ თავისუფლებას, არავინ არ მისცემს არსად პროფესიულ ფეხბურთში. პელეს დრო კი არ არის ან სოფლის ტურნირები. მესის ქონდა ბარსაში სრული თავისუფლება ერთი, ისიც ბოლოს ძალიან, რომ დაერხათ...
ზურა
თქვენნაირმა ქება-დიდების და გაღმერთების მოყვარულმა ხალხმა, რომ აცადოთ განვითარება, უფრო დახვეწა ამ უნიჭიერეს კაცს და ჭკუიდან არ გადაიყვანოთ, რას იტყვით ამაზე?
mirosan
დისლაიქერები დამწკრივდით კიდე....
ზურა
სპალეტიმაც ეს თქვა, მაგარია ბატონო, მაგარი, თუმცა ხარვეზებზე უნდა იმუშაოსო და მტრად მოეკიდა საქარYველოში ხალხი. ეგ ცალკე პრობლემაა, სულ ფერება გვიყვარს და კრიტიკას არ ვიღებთ. არადა რა თქვა უსამართლოდ? კვარაცხელია კი არა მესისაც აქვს ხარვეზები და დღემდე მუშაობს მგონი, აბა გაუმჯობესება როგორ არის შესაძლებელო სხვანაირად?
mirosan
გეთანხმები....და ეგ სრაზუ გამოჩნდება, რიგორც კი გადავა კვარა მაგ საჯოგეთიდან!
ყოჩაღი ოლეგი-ს
ფაქტია უკვე რო შეინიშნება, და ძააანაც თან....
mirosan
კი ეგრეა....და მარტო შენ არ ამჩნევ მაგას ძმა..... მიტო ვამბობ, რაც შეუძლება მალე გადავიდეს ინგლისში ან ესპანეთში, იტალიიის კუანა სერია A მოვს...ნ მეეეე
sprinteri
სიმეონეს ბიჭმა გოლი გაიტანა მარა კვარაცხელიას რომ არ გაეგდო კალაბრია და 2 მეტრიანი ვიკინგი კაიერი საინტერესოა გაიტანდა? ვინ გაატანინებდა ვინ გააბლატავებდა მაგდენს. აი მაგაშია ხვიჩას წვლილი ისეთ რაღაცეებს აკეთებს რომ გუნდი იგებს. ისეთი ოხერია ისეთ რაღაცეებს აკეთებს... მილანელები ამას წარმოიდგენდნენ ეხლა, ესეთი ოხერი თუ იქნებოდა არ ელოდნენ. აწიოკებს გეგმებს უშლის აზარალებს მოწინააღმდეგეს
ყოჩაღი ოლეგი
ა ბატონო დეტალური ანალიზი. იმედს ვიტოვებ ნაპოლის სამწვრთნელო შტაბში ანალიტიკოსების დეფიციტი არ შეინიშნება.
kote
იქნებ ისიც შეგემჩნიათ რამდენჯერ დაკარგა ბურთი საკუთარი კარის სიახლოვეს,მინუმუმ ორჯერ ნაპოლის კართან საგოლე მომენტი შეიქმნა, პასების უმეტესობას უკან აკეთებდა,კარისაკენ ერთხელაც ვერ დაარტყა, დრიბლინგით ორჯერ სცადა გამწვავება ორივეჯერ მოჩეხეს,ორი ყვითელებს რაც შეეხება საერთოდ 8 თუ 9 ბარათი იყო ასე რომ...... კყელაზე ცუდი კი გუშინ კვარას თამაშში ბურთის დაკარგვები იყო, 19 დაკარგვა უჭერია ოფიციალურ გრაფაში, ამიტომაც მიიღო სერიოზული გამცემების მიხედვით 7,0 შეფასება ერთ-ერთი დაბალი თავის გუნდში. პენალტი მოინადირა ვარის დახმარებით,ისიც მცველის შეცდომით და არა ფენომენალური თამაშით, ისე პენალტის მოპოვება საგოლე პასათაც არ ფასობს, რაც არასწორად მიმაჩნია,როგორც ის რომ კვარას პრინციპულად არ არტყმევინებენ პენალტს.
ქართველი
ერთი შეხედვით ნორმალური თამაში ქონდა, არც ცუდი არც კარგი მაგრამ ერთი მომენტით შეატრიალა თამაშის ბედი, სწორედ ესარის ნიშანი რო სხვებზე მაღლა დგას. ერთი ტენდენციასავით მხვდება თვალში რომ ნაპოლი სულუფრო და უფრო ბოჭავს ხვიჩას. დრიბლინგებზე თუ აკრძალვას დაუწესებ ეს ბიჭი ვერითამაშებს. აი უბრალოდ ვერითამაშებს. არდამიწეროს ეხლა ვინმემ იი შენ სპალეტიზე მეტი იცი? არ ვიცი მაგაზე მეტი მაგრამ ფაქტია რო ბიჭს სათამაშო კუთხით ავიწროვებს და უნდა შეცვალოს ეს მიდგომა
gela
ჩვენი ოქროს ბიჭი!!!
რატი
წნეხი დაწყებისთვის იქნებოდა, ხვიჩა კი დამწყები არ არის. მისი თამაშის ყურება გუშინ დაიწყე? თუ მისი მოქმედებებიდან არ ჩანს, რომ სტრესთან და წნეხთან გამკლავება კარგად შეუძლია (ახლო წარსულს თუ გავითვალისწინებთ).
ბესო
ყოჩაღ ხვიჩას ! ერთს ვიტყვი კიდევ ... პენალს , რომ მოიპოვებს ხვიჩა თავადვე უნდა დაარტყმეინონ . უფრო მეტი ნდობა მასზე ძალიან იმოქმედებს . დავიჯერო , პოლიტანოზე უკეთ ვეღარ დაარტყავდა ?
რობი
ზამბო შენც დაუშვი გუშინ შეცდომები აგრეთვე ზელინსკიმ, ზერბინმა და სხვებმა! გადაღლილი არიან ბიჭები, ვითუმეტეს ხვიჩა და იმიტომ უშვებედნენ შეცდომებს!
lex
პენალტის გარდა ხვიჩა იყო ნული, ეგრე თუ გააგრძელა საშუალო დონის ელმასივით გახდება
გია
ევროსპორტმა ხვიჩა დაასახელა საუკეთესოდ და კარგადაც ახსნა რატომ.
gia
https://www.eurosport.com/football/serie-a/2022-2023/ac-milan-v-napoli-serie-a-live_sto9146167/story.shtml
რიკი
მოკლედ ეს სეზონი უნდა ჩაამთავროს უტრამვოდ და შემდეგ სეზონში სადმე ისეთ დიდ გუნდში უნდა გადავიდეს სადაც სრულ თავისულფებას მისცემენ. ასეთი მონსტრი რომ გყავს და მხოლოდ ერთ ფლანგზე რომ ათამაშებ და კიდევ თანაგულდელები რომ არ ცდილობენ მასზე თამაშის აგებას რავი.. ვერც თვითონ იღებეს თამაშიდან სიამოვნებას და ვერც თვითონ.
gogi
მოპოვებულ პენალტზე უფრო მნიშვნელოვანი ხვიჩასთვის ის გაქაჩვა - გამოქაჩვა იყო - უნდა აგრძნობინოს გარეულსაც, და უფრო მნიშვნელოვანია შინაურსაც, რომ თავს არ დააჩაგვრინებს. თამაშის კუთხით სპალეტის სქემაში თითქმის ბოლომდე ჩააჯდა. დრიბლინგები შეიძლება ბევრი აღარაა მაგრამ სარგებელი ბევრია მეტად. ის შიში რომ პირველი თამაშების მერე დაამუღამებდნენ მის თამაშს და გაუჭირდებოდა (ისე როგორც რუსეთში ბოლოს, როგორც ბულგარეთთან თბილისში) არ გამართლდა. ეს სპალეტის დამსახურებაცაა.
odala
ხვიჩას გარეშე მგონი ერთი საშუალო დონის გუნდია ნაპოლი და უფრო მეტის გაკეთების საშუალება უნდა მისცენ. თითქოს ამუხრუჭებენ გუნდში და ესეც ბევრს არ იღებს თავზე.
ქართველი
ეს უმაღლესი დონეა მეგობრებო. ასეთ დონეზე უკვე ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს. ხვიჩა დღეს ერთ ერთი საუკეთესო იყო მიუხედავად იმისა რომ ბევრი გაბრწყინება არ ჰქონდა. პენალტს რომ თავი დავანებოთ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ამ თამაშის მოსაგებად. ამას ბევრი ვერ შეამჩნევდა
35
ზერბინი წყლით ისწორებდა თმებს იყენებდა შესვლამდე.როგორც ჩანს რო არ გაციებულიყო ბოლომდე კარგად აღარ ზდია და გოლიც მიიღეს.
Las
კვარაცხელიას მთავარი თვისება არის ის რომ შეუძლია მატჩზე ზეგავლენა და შედეგის დადება. აი ამით გავს მარადონას.
ჯუჯი
მიუხედავად ცალკეული შეცდომებისა,რომელიც ყველას მოსდის,ხვიჩამ მისი საქმე გააკეთა და შედეგიც დადო. ბრავო!!!
Midi kvara
Super politanom, super fexit, superpenalti gaitana........ Es ukve metismetia, realurad titqmis yvela tamashis beds xvicha wyvets da es boghma tanagundelebi pass mashin adzleven 3 kaci fexze rom azis, an she oxero sawyal penalts rom gaitan aghnishvnis dros sheaqe mainc penaltis mompovebeli da tamashis realuri momgebi. Axla ar damiwyot spaleti geniosia da egetebi, tamashebs xvicha ighebs romelic shebochilia da romelsac pass ar adzleven... ager naxavt sanioltan rogori gaxsnili iqneba da aiklebs makedonias...
მორიელი
ხვიჩას მოგებას ვულოცავ. რაც შეეხება თამაშს. არ მომწონს ნაპოლის გუნდურობა. კვარაცხელიას პასს არ აძლევენ. იყო ბევრი ისეთი მომენტი როცა საჭირო იყო კვარაცხელიაზე პასის მიცემა მაგრამ არ მისცეს
ზვიადი
პოლიტანო დაღუპავთ ერთ დღეს ლიგაზეც და მილანთან აშკარად გაუმართლა პენალისტი ორჯელ ეგრე არ უნდა ურტყამდეს.ხვიჩამ კი აქაც გადაწყვიტა თამაშის ბედი რომ არა ხვიჩას მოპოვებული პენალტი დარწმუნებული ვარ წააგებდა ნაპოლი სპალეტიმ ვერ გაბედა ადრე გაყვანა გაუხსნიდა მილანი ფრთებს.ასევე გარდამტეხი იყო ორი ყვითელი ბარათის აკიდება თან რა მცველისთვის გაწიტლების შეეშინდათ მილანს თითქოს არაფერი მაგრამ ასეთი წრვილმანებისგან შედგება ფეხბურთი
გეგი
ეგ მემგონი შენი თავისთვის უფრო უნდა გეთქვა ვიდრე ჩემთვის,იმიტომ რომ სპალეტის ასწავლი შენ რა და როგორ უნდა გააკეთოს,ჯიგარო.
გიო
მაგრად ითამაშა ხვიჩამ. მაგარი მეკარე ყავთ ნაპოლის.წელს სკუდეტოს და ჩემპიონთა ლიგას მოიგებეს ნაპოლი.
გეგი
ჰოო ეკუთვნოდა მაგაში გეთანხმები მაგრამ მე პირადად მართლა არ მინდა რომ პენლები არტყას ჯერ,წნეხია ეს დამატებითი და მიეჩვიოს ცოტა ამას აკეთებს სპალეტი სწორედ.მიეჩვიოს ადაპტაცია გაიაროს და მერე პენალტსაც დაარტყმევინებს დარწმუნებული ვარ.იცის სპალეტიმ კვარამ რომ პენალტი ვერ გაიტანოს ეს იქნება ხვიჩასთვის მძიმე ამბავი და აცადეთ რაა ხვიჩასაც და სპალეტისაც,ასე სავარძლიდან საუბარი და წერა ადვილია,გადი აბა იმხელა სანსიროზე ამდენი ტიფოზის თვალწინ რომელსაც მაგ დროს გულზე არ ეხატები და დაარტყი პენალტი როგორია.
sprinter
კალაბრიას ყვითელი როგორ აკიდა დააფიქსირეთ ? კალაბრიას ჯერ ეგონა იქცეოდა ძირს ეცემოდა ხვიჩა, ეგონა წავაქციეო უკვეო მორჩა მოთავდა საქმეო. ... მაგრამ წკაპ მერე უცებ ამჩნევს რომ წაიქცა კი არა გაიქცა გარბის ბურთიანად ხვიჩა, და არიქა მომეჭრა თავიო წააქცია სასწრაფოდ აშკარად უკვე. და მიიღო ყვითელი კიდეც. უტყდებათ დონეებს საქართველოდან ახალი ჩამოსული რომ ათოხლებს ასეთ რამეებს პირველ თამაშში თან
ძველი გულშემატკივარი
ტყუილად ახარჯინებენ ენერგიას დაცვაში ჩამოსვლით, საჯარიმომდე რომ არ ჩამოვიდეს, გაცილებით სასარგებლო იქნება. ამ ძერბინის შემოყვანის აზრს ვერ მივხვდი, აიკლო მარცხენა მცველმა, საგოლე პასიც მაგას დაასწრეს, კარგად არის მანჩინის საქმე ასეთებს თუ იძახებს უკვე ნაკრებში.
Franken
მაგრად ითამაშა ხვიჩამ ყველაფრის გათვალისწინებით და სამწუხაროა, მაგრამ უკვე აშკარად შესამჩნევია პასებს არ აძლევენ საჭირო დროს. ტენიან ბურთს და უყურებენ სეირს. თან ბიჭმა ამდენი პენალტი მოიპოვა და გოლის გატანის შემდეგ, ჩახუტებას არავინ გთხოვთ, მაგრამ თითი მაინც გაიშვირეთ ხვიჩასკენ, პატარა ბიჭია მეტ მოტივაციას მისცემ და გუნდსაც და თითოეულს გამოგადგებათ.
TanoLife
შესწორება:1979 წლის შემდეგ, (43 წელია)ნაპოლის ზედიზედ, სამი სტრაიკი (მოგება) არ გაუკეთებია სან-სიროზე. კიდევ ერთხელ მინდა მოგიხადოთ ბოდიში შეცდომის გაპარვის გამო.
გეგი-ს
პაპზე მეტი კათოლიკე ნუ იქნები ჯიგარო....
კახაბერი
მიდი ხვიჩა- ნაკლები ყურადღება მწვრთნელს- გააკეთე სლალომები, შედი და გაიტანე,თუ ვერ გაიტან- კიდევ ეცადე ... მაგათ რომ უყურო,უსმინო-საშუალო ფეხბურთელად გაქცევენ. მოკლედ- თამაშები საკუთარ თავზე მუდმივ აიღე, მენტალურად და ფსიქიკურად შემტევი უნდა იყო და მხოლოდ ასე იქცევი წამყვან ფეხბურთელად, თორემ გაქცევენ საშუალო,ან საშუალოზე მაღლა ფეხბურთელად... ამ დროს მსოფლიო ვარსკვლავის-ნიჭი გაქვს და არ უნდა დაკარგო ...პასების მოთხოვა- გაცემით ასისტენტი კი არა ხარ,დარც უნდა იქცე-ვ ე რ გაქციონ!
Soso
ეხლა ვნახე ნაპოლის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდი კვარაზე არაფერს წერენ გამონაკლისების გარდა არადა მისმა თამაშმა მოიგო ეს მატჩი ვის გინახავთ ერთმა კაცმა ორი ძირითადის მცველი შეაცვლევინა კაპიტანი მათშორის და შემოსულს პენალტი აკიდა რა დაუნახაობააა ეს მაგრად ველოდები მწვრთნელის კომენტარს, ეგ პენალტისტები ისეთ თამაშში დაღუპავენ ნაპოლის სადაც ძვირად დაუჯდებათ
რატი
გინდა გუნდურობა დაარქვი და გინდაც ტაქტიკოსობა, უკვე მეორე მისივე მოპოვებულ პენალტს რომ არ დაარტყმევინებს, კარგს არაფერს იტყვი კაცი. არადა ხვიჩასადმი უნდობლობის მიზეზი რომ ჰქონდეს ანუ პენალტების გაფუჭება, გასაგები იქნებოდა, მაგრამ მსგავსი მიზეზი არ არსებობს. პოლიტანოს ორივე შემთხვევაში ასპროცენტიანი არ დაურტყამს, ლამის ორივეჯერ მეკარემ აიღო. აქედან გამომდინარე ხვიჩას პენალტის შესრულება სამართლიანად ეკუთვნოდა.
ზამბო ანგისა
ბევრ შეცდომას უშვებს კვარა... გამოსასწორებელია და გამოსწორებადია! სადაც არ არის საჭირო ბურთის დიდხანს გაჩერება იქ პასი უნდა გააკეთოს. იმედია მალე დახვეწავს და გააძლიერებს თავის სუსტ მხარეებს. რაც შეეცება თამაშს, მილანისთვის წასაგები თამაში არანაირად არიყო.. მწვრთნელმა წააგო ეს თამაში! კვარაცხელიამ აიძულა უაზრო შევცლები დესტის სახით, და კვარას მეურვეობა მთელი თამაშის მანძილზე, ნაპოლიმ ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ გაცოცხლდა და ისარგებლა მეტოქის შეცდომებით!
გეგი
ე ბიჭო დაანებეთ ამ სპალეტის თავი რა გინდათ ვერ გავიგე კაცო ერთი გუნდი უნდა იყოს ეგ ერთი და რატომ აყენებთ ამ კაცს შეურაწყოფას,ისე იქცევა როგორც წესია ეტაპობრივად აჩვევს ხვიცას ამ ყველაფერს.მართლა რა უმადურობაა რა გჭირთ ამისთანა რა.
გეგი
ეგ ტლოპინა ჩვენს ბიჭს ათამაშებს ფეხბურთს და უწყობს ხელს,არ ღირს მასზე ასეთი აგდებული საუბარი და ცოტა მადლიერების გრძნობა და პატივისცემა გამოვხატოთ ადამიანის მიმართ ეგ სჯობს.
ზაზა გ.
მაგარი ბიჭი ხარ ხვიჩა, მოვა დრო და შეგეხვეწებიან შენ დაარტყი პენალტიო!
gino
თავის ფლანგზე 3 კაცს აკიდა ყვითელი, შეეძლო უფრო თამამად გაეგრძელებინა და უფრო მეტი აეღო თავის თავზე. მაგრამ მგონი ზღუდავენ. მაინც მაგარი იყო, დრიბლინგებში არ გაუმართლა, ისე კარგი მოძრაობები Gააკეთა
saqartvelo
ხვიჩამ ძალიან მაგრად ითამაშა! მაგრამ მგონია,რომ ძალიან უკან ათამაშა სპალეტიმ დღეს. გასაგებია მილანს ეთამაშები,მარა ხვიჩას ასე უკან დაწევა არასწორად მიმაჩნია! შეიძლება ამას იმიტო ვამბობ,რომ ქართველი ვარ და ხვიჩა მინდა უფრო წინ იდგეს და გოლები გაიტანოს უფრო მეტი.
TanoLife
ბოდიში მინდა მოვიხადო შეცდომის დაშვების გამო.
mirosan
ნახევარდაცვა ჰყავთ ჯოგი და იმიტო
mirosan
სპალეტის ტვლიპინა დდშვცი მეეე... ეგ დაუნახავი და მარიო რუისაც ზედ კიდე ;((((
ლევანი
საიდან მოიტანთ ხოლმე ასეთ სტატისტიკას? 43 სამი წელი არ ვიცი, მაგრამ 2010 წლიდან მილანში გუნდებმა 15 შეხვედრა გამართეს, 6 მოიგო ნაპოლიმ, 6 დამთავრდა ფრედ და 3 მოიგო მილანმა. https://www.flashscore.com/match/dfrFJubO/#/h2h/home
მიროსან
მაკედონია -- "ჩემ ბედს შე....ცი , ჩემ ბეეედს..." :)))))))))))))))
mirosan
აუუუუ არ თქვააა:))))) მაკედონიელები ალბათ თავბედს იწყევლიან ახლა და ამ ნაკრებთან რო აქვთ თამაში, თან ჩვენთან გასვლაზე
mirosan
მაგარ მწვრთნელობაში კვარას მიმართ რა გითხრა..... პრო.ია უფრო
დავით67
ბოდიში 3 ყვითელი
TanoLife-ს
არა სწორედ გახსოვს. ნაპოლიმ შარშანაც და შარშანწინაც მოუგო მილანს გასვალაზე თამაში. ორივე ეს თამაში 1-0 მოიგო ნაპოლიმ მილანში.
აბო
3 ყვითელი აჰკიდა ბილანს და პენალტიც უფეშქაშა პოლიტანოს. მეტი რაღა უნდა ექნა გასვლაზე? დანარჩენს ტორინოსთან იზამს 1 ოქტომბერს.
რატი
წარმატებები ხვიჩა! ისე, დღეს სპალეტის და პოლიტანოს სლოკინი შეაწუხებთ საქართველოდან ,,თბილ-თბილი'' მოკითხვების გამო. :)))) და კიდევ, მაკედონია: ჩემ ბედს ......., ჩემ ბედს, ჩემს. :))))))
მირო
გულით სიმეონეს ულოცავს(( თავისი აღნიშვნით ლივერპულთან ყველას დაანახა 85-15 კვარას გოლი რომ იყო!! რუბინშიც ყავდა დაუნახაცები ცარიელ კარში რო შეაგდებინებდა და სხვაგან გარბოდნენ გეგონება თვითონ გააკეთეს გოლიო!! პოლიტანოს ეშლება!! რა თამაშების გმირად ავლენს კი პენალს გატანა უნდა მაგრამ... სანსირო 0-0 და მეორე ეშელონით გამაგრებულ მცველს აკიდე აბაა!? კვარა ბელისიმო!!!
H
რა სისულელეს წერ შარშან მოუგო :)))) მაგარი გუნდი საერთოდ არ არის ხვიჩა არის მაგარი.
სოსო
უუჰ!ძალიან მაგარი თამაში იყო!ყოჩაღ ნაპოლი და ყოჩაღ ხვიჩა!ხვიჩას ალბათ ამდენი არასოდეს ურბენია,ძალიან დაიღალა და აჯობებდა უფრო ადრე შეეცვალა,მაგრამ ვერ გარისკა.მერე პოლიტანოც დაიმტვრა და სანამ გატოკების თავი კიდევ ჰქონდა,ხვიჩა მინდვრიდან არ გაიყვანა.სამ კაცს აჰკიდა გაფრთხილება,მეოთხესაც ეკუთვნოდა,მაგრამ მსაჯმა არ მისცა და პენალტიც მოუტანა,ნაპოლის.ასე რომ ბრავო.ყოველთვის არ გამოსდიოდა დრიბლინგი,თუმცა ასეთი დონის მცველებთან,ესეც მაქსიმუმზე მეტი იყო.რეინჯერსთან მატჩში ცოტა ადრე რომ შეეცვალა,დღეს კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნებოდა.ძალიან,ძალიან დაიღალა.კარგია,რომ სანაკრებო შესვენება დაიწყო.პოლიტანო და ლოზანო გამოჯანმრთელებას მოასწრებენ.ისიც კარგია,რომ ელმასი დღესაც არ გამოიყვანა.იგი მაკედონიის ერთერთი ლიდერია და ფორმაში ვერაფრით იქნება.ეს რა თქმა უნდა ჩვენი მაკრებისათვის კარგია.ხვიჩა და ზურიკო კი,მშვენიერ ფორმაში ხვდებიან თამაშს.იმედია,ლუკა ლოჩოშვილიც საკუთარი თავის რწმენას არ დაკარგავს.პირველ ტაიმს ვერ ვუყურე,მეორე ტაიმში კი,აღარ გამოუყვანია,პენალტი აიკიდა და ბოლოს,კაცი გაექცაო.შეფასებაც დაბალი ეწერა და ალბათ მართლაც ვერ იყო ფორმაში.
მიშკა
ის ტლოპინა ახლაც იტყვის იქ “პატსებიას” გაკეთებას პასი მიეცა ჯობდაო?;) :დდ
TanoLife
ძალიან მაგარი მწვრთნელი, ძალიან მაგარი გუნდი, ძალიან მაგარი კვარა! P.S. 43 წელია ნაპოლის მილანში, მილანისთვის არ მოუგია. ამაყები ვართ ქართველები, რომ ამ ისტორიულ გამარჯვებაში, კვარამ ლომის წილი შეიტანა.
G.LA
საინტერესოა ახლა რას იტყვის კოსტაკურტა, რომელმა გამოთიშა კალაბრიამ ხვიჩა თუ ხვიჩამ კალაბრია? ბრავო ხვიჩა. გელოდებით იმედებით, მაკედონიაზე ნაწყენები ვართ.
საბა
უთხრეს დრიბლინგი ნაკლები პასი მეტი...ამის მიუხედავად 2 კაცს ყვითელი აჰკიდა, პენალტი გააკეთა და სხვას გაატანინა ,ამაზე მეტი ალტრუიზმი უკვე აღარ შეიძლება მეტი რა ჰქნას :)
ლომი
კარგია მაგრამ ნახევარდაცვა არ უვარგათ პას ვერ აკეთებენ. მაგრა გაუმართლათ პენალტზე ნებისმიერი კარგი მეკარე მაგას მოხსნიდა. კვარამ უნდა დაარტყას პენალტები და ჯარიმებიც.
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
სასწაული მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა დღეს ხვიჩას! ყოჩაღ! ჩარჩოებში არ მოექცე,ესე იქცევი ლეგენდარულ ფეხბურთელად! მარგალ ირო მანგარ!
ქართველი გულშემატკივარი
კვარაცხელია:კიდე ავკიდე პენალი სპალეტი: გაგიჭირდებოდა :)))) ხუმრობა იქეთ იყოს რო ძირითად მცველს აკიდა ყვითელი და გამოაცხო პენალი,ფაქტიურად გადაწყვიტა თამაშის ბედი! ყოჩაღ ჩვენს ბრილიანტ ბიჭს,ვულოცავ კიდევ ერთ წარმატებულ თამაშს!!! წარმატებები,უფალი გფარავდეს
დავით 67
მომხრე ვარ კალათბურთის ერთი წესი შემოიღონ,ვისზეც დაჯარიმდება ფეხბურთელი პენალტი იმან დაარტყას. ))მიუხედავად გოლისა პოლეტანომ ცუდად დაარტყა პენალტი. (ამას შურით არ ვამბობ).თუმცა გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. ხვიჩა დღეს დრიბლინგებით ვერ ბრწყინავდა, მაგრამ პენალტი და 2 ყვითელიც დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს.
zak
კვარაცხელია ძალიან კარგი იყო, აიძულა პიოლის ნახევარი დაცვის გამოცვლა, რასაც ის პენალი მოყვა და გარდატეხა შეძლო თამაში შესაბამისაც. თუმცა ძალიან გაუმართლა ნაპოლის, მილანი ბევრად უკეთესი გუნდი იყო.
გეგი
ოქროს ბიჭია ეს და მადლობა მას ასე რომ გვახარებს თავისი ჩინებული თამაშით.არ გაჩერდე კვარა სულ შრომაში და მეტ გამარჯვებებში იყავი!
muro
რის მილანი, რა მილანი
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
[VIDEO] "მილანმა" დიდება უნდა დაიბრუნოს - "როსონერის" ფანები ლუკა მოდრიჩს შეეგებნენ
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო
ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნებასთანაა ახლოს
[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
კასანოს კრიტიკით დაიღალა - ლეაომ იტალიელს პასუხი გასცა
[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ადრიანო გალიანი სავარაუდოდ, "მილანში" დაბრუნდება
კვლავ იტალიაში - მორატა სერია A-ს დაუბრუნდა
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
"მილანმა" შეთავაზება გააკეთა - "როსონერის" "იანგ ბოიზის" მცველი სურს
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია