შაბათს, 17 სექტემბერს, "ვალენსიამ" "სელტას" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, ქართველმა მეკარემ არაერთი რთული ბურთი მოიგერია და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

"მამარდას" თამაშს ესპანური გამოცემა Superdeporte.es ეხმაურება და გიორგის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარესაც უწოდებს.

"21 წლის გიორგი მამარდაშვილი უკვე "ვალენსიას" ერთ-ერთი საუკეთესო ლიდერია. "სელტასთან" მატჩის ბედიც ფაქტობრივად მისმა მოგერიებულმა ბურთმა გადაწყვიტა, როდესაც სტრენდ ლარსენს თავური დარტყმის შემდეგ გოლის გატანის საშუალება არ მისცა და ტურის საუკეთესო სეივი განახორციელა. მიუხედავად წინა ტურებში განცდილი მარცხისა, გიორგიმ იმ შეხვედრებშიც დამაჯერებლად იასპარეზა და "ღამურები" დიდი ანგარიშით მარცხისგან უამრავჯერ იხსნა.

ვიგოელებთან მატჩამდე კარი მშრალად ორჯერ შეინახა, თამაშში კი საშუალოდ 3 სეივს ახორციელებს. მიუხედავად მისი სიმაღლისა, უამრავი რეფლექსი და გამორჩეული მონაცემები აქვს. ასევე დამაჯერებელია სტანდარტული სიტუაციების დროს. ერთი ასპექტი აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს - ფეხით თამაში გიორგის სუსტი მხარეა, თუმცა გატუზო ამ საკითხზე ბევრს მუშაობს.

სანაკრებო შესვენების შემდეგ მამარდაშვილი "ღამურებთან" ახალ კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს. მეკარით ბევრი ევროპული კლუბი ინტერესდებოდა, თუმცა გიორგიმ "ვალენსიაში" დარჩენა ისურვა, გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონი ევრო იქნება. უდავოა, რომ მამარდაშვილი ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა." - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ვალენსია" მორიგ მატჩს 2 ოქტომბერს "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო