ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქე არგენტინის ეროვნული გუნდი ფიზიკურად ემზადება
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქე არგენტინის ეროვნული გუნდი ინტენსიურ ფიზიკურ მომზადებას გადის ფლორიდაში. "პუმების" თავკაცმა სანტიაგო ფელანმა ერთი კვირის წინათ 39 მორაგბეს უხმო.

ცხადია, ისევე როგორც სხვა გუნდები, არგენტინელებიც ამ ეტაპზე მხოლოდ ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებით არიან დაკავებულები. აღსანიშნავია, რომ მათი ვარჯიშები ისეა დაგეგმილი, რომ თითოეული მორაგბე, მისთვის სპეციფიკურ ელემენტებზე მუშაობს.

"დღეს ყველამ ინდივიდუალურად ვივარჯიშეთ, თითქმის ყველა პრობლემატურ დეტალზე გავამახვილეთ ყურადღება და წვრთნებმა ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა.

საგულისხმოა, რომ ყველაფერი სრულადაა მისადაგებული სათამაშო სიტუაციებზე, რაც ვარჯიშის პროცესს საინტერესოს და, რაც მთავარია, სასარგებლოს ხდის.

მოთამაშეთა კონდიციების გაუმჯობესება დღითიდღე თვალსაჩინო ხდება. ეს კი სტიმულს გვაძლევს და სავარჯიშოდ კიდევ უფრო მოწადინებულები ვართ", - თქვა არგენტინელთა კაპიტანმა ფელიპე კონტეპომიმ.

გუშინ, 13 ივლისს დღის მეორე ნახევარში, არგენტინელმა მორაგბეებმა ძალოსნობის დარბაზში ივარჯიშეს. მერე კი საკმაოდ მომქანცველი დღის შემდეგ, საშუალება მიეცათ ოჯახის წევრებს შეხვედროდნენ და სასტუმროს აუზში ძალები აღედგინათ. არგენტინელები ფლორიდაში კიდევ ორ კვირას დაჰყოფენ და მერე, ევროპაში გადმობარგდებიან.

შეგახსენებთ, რომ "პუმები" მსოფლიოს თასზე პირველ მატჩს 10 ივნისს დანიდინში ინგლისის ნაკრებთან გამართავენ. ბორჯრალოსნებს კი ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრაში 2 ოქტომბერს პალმერსთონში დაუპირისპირდებიან.

არგენტინის ნაკრები

შერკინება: ორაციო აგულა, პატრისიო ალბასეტე, გაბრიელ ასკარეტე, მარკოს აიერსა, გონსალო კამაჩო, მანუელ კარისა, ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, სანტიაგო ფერნანდესი, ლუკას ამოროსინო, ავგუსტინ გოსიო, ეუსებიო გუნასუ, სანტიაგო გუსმანი, მარიო ლედესმა, ხუან ლეგუზამონი, როდრიგო რონსერო, მარტინ სკელსო, ფედერიკო სანჩესი, ლეონარდო სენატორე, ნიკოლას ვერგალო, ტომას ვალეხოსი, ალფრედო ლანალე, ხუან იმჰოფი, გონსალო ტიესი.

უკანა ხაზი: ანდრეს ბორდოი, ლუკას ბორხესი, მარსელო ბოსხი, მარტინ ბუსტოს მოიანო, მაქსიმილიანო ბუსტოსი, ალეხანდრო კამპოსი, რაფაელ კარბალო, ფელიპე კონტეპომი, ავგუსტინ კრევი, ხულიო ფერიასი, ჯენარო ფესია, ხუან ფიგალო, ავგუსტინ ფიგუორელა, მარიანო გალარზა, ალვარო გალინდო, მარტინ როდრიგესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა