ხვიჩა კვარაცხელიას კარიერულ ტრაექტორიაზე ზედმეტი საუბარი აღარ ღირს, ქართველმა ვარსკვლავბიჭუნამ ყველას დაანახა, რომ ევროპაში ერთ-ერთი წარმატებული ფეხბურთელის სტატუსის მოსარგებლად ყველაფერი აქვს, თანაც გუნდში მშვენიერი სიტუაციაა, "პარტენოპეი" ლაღ და თავისუფალ ფეხბურთს თამაშობს, ბევრს იტანს, ბევრ მომენტსაც ქმნის და ყოველი შედეგიანი გასროლის შემდეგ ერთ გუნდადაც აღნიშნავენ.

ალბათ, ყველას გვახსოვს, როცა ნობელ არუსტამიანთან ჩაწერილი ინტერვიუსას "კვარამ" თქვა, რომ ბაზაზე ცხოვრობს და როცა უნდა, დამატებით ვარჯიშობს. სადღაც ამხელა შრომასა და წვალებას შედეგი უნდა გამოეღო და შედეგიც სახეზეა, გავლენიანი გამოცემები, ლეგენდარული ფეხბურთელები, არცთუ უსაფუძვლოდ, ქართველს სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად ასახელებენ და რა არის კვარაცხელიას მაქსიმუმი, რასაც ვერ გაწვდება? ჩვენ ეს არ ვიცით. ლეონიდ სლუცკიმ და იური სიომინმა თქვეს, რომ ხვიჩას ზედა ზღვარი არ აქვს და საბედნიეროდ, როგორც ჩანს, ასეა...

ვუყურებთ თამაშს და არ ვაკვირდებით, ვინ დგას "პარტენოპეის" პირისპირ, იქნება ეს უმაღლეს ლიგაში ახლად აღზევებული "მონცა", სკუდეტოს მოქმედი ჩემპიონი "მილანი" თუ ჩემპიონთა ლიგის მეორეადგილოსანი "ლივერპული", მსოფლიო მედია მარცხენა ფლანგზე მოთამაშე გრძელთმიან ბიჭს აკვირდება, რომელიც მცველებს "ნეაპოლურ ტარანტელაზე აცეკვებს". ზოგადად, ქართველებს პატარა წარმატებაზეც კი ადამიანის განდიდება გვახასიათებს. ერთი მხრივ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ცუდია, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. შეხედეთ ხვიჩას, როგორ თამაშობს. ნეაპოლში ჩასვლისთანავე გულშემატკივრებმა მესის სახელი დაუმატეს, "კვარადონა" და "კვარაჯო" შეარქვეს, მისი რეაქცია კი არაფერია, საფეხბურთო ხატები, რომლებმაც დატოვეს ისტორია, რომლებმაც შექმნეს დაუვიწყარი ეპოქა... და კვარაცხელიას ამაზე ემოცია არ აქვს, განა იმიტომ, რომ ყურადღებას არ აქცევს, არა, ხვიჩას ეს ყველაზე მეტად სიამოვნებს, არამედ იმიტომ, რომ იცის თავისი ცხოვრების გზა; იცის, როგორც უნდა იმოქმედოს და იცის, როგორ აღმოჩნდეს ოცნების გუნდში, მადრიდის "რეალში", მოიგოს ჩემპიონთა ლიგა და ქართველებს დაუვიწყარი ემოციები გვაჩუქოს. ნუთუ შეიძლება ამით არ ვიამაყოთ?

სერია A-ს მე-2 ტურში "მონცასთან" 2 გოლის შემდეგ ფოტოები გავრცელდა, რომლებშიც ჩანს, რომ ხვიჩა წვივსაფარს კოცნის, ზედ კი საქართველოს დროშაა გამოსახული... რამდენად ემოციურია ეს მომენტი, ქართველი ელჩი, რომელმაც ნეაპოლელებს ცხოვრება მის მიერვე გამოგონილი ფერებით გაულამაზა, არ დავაფასოთ? შეხედეთ მეორე კადრს, ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ თითქოსდა უკვე წამყვანი საფეხბურთო გრანდები ხვიჩაზე ნადირობენ და სხვა ჭორების შემდეგ "კვარა" გატანილი გოლის შემდეგ "ნაპოლის" გერბს კოცნის, რითაც გულშემატკივრებს აჩვენებს, რომ ის მათი ერთგულია, რომ ის არსად წავა, სანამ ამის დრო არ იქნება... მათთვის საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ხვიჩა ნეაპოლს აუცილებლად დატოვებს, თუმცა წავა ისეთი სახელით, როგორიც მას შეშვენის, მისი უმშვენიერეს ცხოვრებას კი კიდევ ერთი თბილი ადგილი შეემატება, სადაც მისი დანახვა ყოველთვის გაახარებთ. ალბათ, ბოლო დროს პლატფორმა "ტიკ-ტოკზე" ყაზანის "რუბინის" ოფიციალურ გვერდს გადააწყდებოდით. მათი ვიდეოების 90% ხვიჩაზეა. ჩვენი ბიჭით ისინიც ამაყობენ, ისინიც თავაწეულნი არიან, რადგან ვარსკვლავებით გადაჭედილ საფეხბურთო ცაზე მორიგი ვარსკვლავის გამოჩენაში მათი როლი ძალიან დიდია...

ბევრი მითქმა-მოთქმა იყო თავიდან, თითქოსდა კვარაცხელიას ნეაპოლში ჯერ ძირითადი ადგილი უნდა გაენაღდებინა, შემდეგ სათამაშო დრო მაქსიმალურად გამოეყენებინა; არ ილეოდა ჭორები, არ ილეოდა ჩასაფრებული ხალხის არადამაჯერებელი სიტყვები. საპასუხოდ ხვიჩამ სერია A-ს სადებიუტო თვეში ხელოვნების პირად მუზეუმში (ამ შემთხვევაში მხოლოდ იტალიის ჩემპიონატს ვგულისხმობ) 5 კომპოზიცია გამოფინა (4 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა) და დამსახურებულად თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მიიღო, მაგრამ წინ კიდევ ძალიან ბევრია, ეს მხოლოდ დასაწყისია, ამას მოყვა ჩემპიონთა ლიგაზე ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ 2 მატჩში 2 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო... მაგრამ გგონიათ "კვარა" აქ გაჩერდება? თუ კი, ცდებით.

ალბათ, ყველას გვახსოვს ის დაწყევლილი მატჩი მაკედონიასთან, რომელიც კვარაცხელიამ კოვიდ 19-ის დადასტურების გამო გამოტოვა. არადა, ვინ იცის... იქნებ... იქნებ მოგვეგო და გვეთამაშა ევროპირველობაზე... მაგრამ არა უშავს, წინა თამაშს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია მომდევნო თამაშში მიაღწიო მიზანს, ევროპის ჩემპიონატი კი უკვე ახლოდან მოჩანს. ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის დაპყრობა გადაწყვიტეს - გიორგი მამარდაშვილის ვალენსიური ზღაპარი უფრო და უფრო მშვენიერი ხდება, ხვიჩა - თავისი მაგიით, მიქაუტაძე და დავითაშვილი ორ სხვადასხვა გუნდში და ერთიანი ქართული სისხლით ფრანგებს აოცებენ, ლუკა ლოჩოშვილის გამორჩეული ვარდნები სერია A-ში, ჩემპიონატში, სადაც დაცვა ხელოვნებად იყო აღიარებული... აღარ გავაგრძელებ, რადგან ამ ფორმაციის ეს თაობა მართლაც რომ ბოლო წლების საუკეთესოა...

წინ დიდი მიზნებია, ხვიჩა სწორ გზაზეა, კარგ ხელშია და ოცნებები აუცილებლად ახდება...

ქართული ფეხბურთის წინსვლა გარდაუვალი ჩანს. ზოგადად თქმულა, ფეხბურთში წარმატებისთვის კარგი მეკარე და გოლის გამტანი გინდაო. გიორგისა და ხვიჩას სახით ორივე მათგანი სახეზეა, სხვები? სხვები თავიანთ უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებენ და ჩვენი, ქართველი ერის ოცნება ახდება, სწორედ მაშინ გაერთიანდება ხალხი, როცა ევრო ან მსოფლიოს სარბიელზე ქართული დროშები აფრიალდება და სტადიონზე დამსწრე მცირედი თუ მრავალრიცხოვანი ჯვაროსანი არმია ერთხმად იმღერეს ეროვნულ ჰიმნს.

წინ დიდი გზაა... ზღაპრის ბოლო კეთილია...

ვიდეო აღებულია ftbl.kvara7-ის "ტიკ-ტოკგვერდიდან"

Kvara-Geo(orgia)
მგონი კვარა-ჯეო ჯობს ყველას!
G.LA
მრავალრიცხოვანი ჯვაროსანი არმია ერთხმად იმღერეს ეროვნულ ჰიმნს. ეს ბოლოწინა აბზაცია ამ კარგი სტატიის ავტორის დაწერილი. ბოლო თამაშებზე არა მარტო თბილისში არამეტ გიბრალტარშიც არიგებენე არა ხუთ ჯვრიან დროშებს არამეტ წმ. გიორგის დროშებს და ისიც სხვა და სხვა ფერს. ამაზე არავინ წერთ. ვინმე ისეთების გეშინიათ რომ შენიშვნას მოგცემენ? ევროპაზე რომ გავალთ გერმანიაში სამნაირი დროშა უნდა გვქონდეს? ეს ხომ დასაცინი იქნება სხვა ყველა ქვეყნის გულშემატკივრების მხრიდან?

კვარა-ჯო ნამეტანი კახურად ჟღერს D
dato
თუ კვარას ხელფასი არ მინიმუმ არ გაუორმაგეს ნაპოლის გაუჭირდება კვარას შენარჩუნება .
მწრთვნელი
"კვარა"გამიგია, "კვარადონა"გამიგია, "კვარავაჯო"-ც გამიგია! ე "კვარაჯო" სათაურში რაღაც ახალია! ეტყობა კახელებმა შეარქვეს უკვე და ჩვენ არ ვიცით!
Skeleton
მხატვარს რომ ადარებენ ის უფრო მაგრად მომწონს ვიდრე მარადონას. კვარავაჯო ძაან უხდება. კავარაჯო საოცარი ხელოვანი იყო. მიყვარს როცა ფეხბურთს ხელოვნებასთან აკავშირებენ და მარტო არ ვარ ამაში :)))
ზურაბ
ხვიჩას უყვარს გურული გოგო ნიცა თავაძე. გურულების გარეშე არ გამოვიდოდა ხვიჩას წარმატება. კვარაცხელია, მთელი საქართველოს იმედი ხარ. გვიყვარხარ!
თერჯოლელი
ხვიჩა!გენაცვალე,უფალი გფარავდეს და გზას გინათებდეს შენი მიზნების განხორციელებაში.
irakli
მე ყიფიანის თამაში მახსოვს. ბუნდოვნად, მაგრამ მახსოვს. ბურთს რომ მიიღებდა სტადიონზე მყოფი ყველა გულშემატკივარი ამაყი იყო იმით, რომ ისიც ყიფიანივით ქართველი იყო. ეს საოცარი განცდაა. პირადად მე ეს განცდა ათწლეულების შემდეგ, ამ პატარა ბიჭმა დამიბრუნა. გულწრფელი მადლობა მას და მის ოჯახს. მაგარი ბიჭია და რაც მთავარია, კაცური კაცი იზრდება
Zhilina
რაღაც სისულელე დაწერა ამ ტელეფონმა და ვინც ვერ გაიგეთ აზრი დავაზუსტებ ხიზანას მიწერეთ რომ ელმასი ზამებაზე გდია რა ხანია და ამაზე დაბოგმილია მთელი მაკედონია და ვფიქრობ კვარას მოჩეხვას ეცდებიან რომ ხვიჩა გააჩერონ ტრანვა აკიდონ და ზამენაზე კვარა დასვან ნაპოლიში ამას ორმაგი დაატვირთვა აქვს ხალხო. როგორც ხვიჩაა ჩვენი სიამაყე და ნაკრების მომავალი ისეა მაგათთვის ელმასი. და გთხოვთ კიდევ ერთხელ შტატის ავტორს რედაქციას ფედერაციის ყურამდე მიიტანეთ ეს აზრი კვარამ 1ტაიმი დაისვენოს და ზურიკო ათამაშონ მარცხნივ თუ 1 ტაიმში ვერ მოუგეთ მერე შეცვალონ კვარათი თან ზურიკო კარგ ფორმაშია და დასამტკიცებლად აქვს ნაკრაბში თავისი. ზედა კომეტარში ვინც ვერ გაიგეთ განვმარტე მათვის ეს თელეფონი რომ სიტყვებს თვითონ გიბოლოვებს რა ქვია მაგას ზუსტად არ ვიცი არასწორად დაწერა ტექსტი და (ზამენის ნაცვლად სამება დაწერა)

მაკედონიასთან რომ წავაგოთ ეს ქება-დიდება ეგრევე გინებით შეიცვლება. არ ვიცნობდე მაინც აქაურ პუბლიკას :)
chexaviik
* ჩვენ კი არა მაგათ უნდა ეშინოდეთ თან აქ სახლში
chexaviik
მოიცა და ჩვენ არ ვიცით ჩეხვა ვერ გამიგია ერთი??? ხვიჩა კი დაასვენონ, მარა იჩეხებიან და იმისთანას ჩავჩეხავთ ჩავასაკლავებთ ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ კი მაგათ უნდა ეშინოდეთ ტილიან პროვოკატორებს მაგათ
T.q
ამაყი და არა ამპარტავანი ვინმემ ცუდად არ გაიგოს
Zhilina
ყველას გამარჯობათ ერთი სათხოვარი მაქვს ყველასთან ვისაც ერევნილი ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან რაიმე კონთაკტი გაგაჩნიათ ან ხიზანას მიწერეთ რომ წონაში სამებაზე გდია რა ხანია და ამაზე დაბოგმილია მთელი მაკედონია და ვფიქრობ კვარას მოჩეხვას ეჩდებიან რომ გააჩერონ და სამებაზე დასვან კვარა და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შემოიყვანონეორე ტაიმში ვიცი ბევრს არ მოგეწონებათ ეს აზრი მაგრამ დაბოღმილი მაკედონია და ელმასი ყველაფერზე წამსვლელები არიან დამიჯერეთ გთხოვთ სფფ. პრეს ცენტრს მაინც აცნობეთ რამენაირად გააფრთხილეთ ხიზანა ან სანიოლი
T.q
რას გვატირებთ ამ ხალხს რა გინდათ :( . რა საოცარი გრძნობაა სიამაყის ცრემლები როცა გდის გრძნობ რომ ღრუბელზე მყარად დაბიჯება შეგიძლია საოცრება ეს ყველაფერი რაც ხდება მადლობა ბიჭებო რომ საქართველო ისევ ამაყი და (ამპარტავანი) ერი გახადეთ!
გიგა
არ გამოაქვეყნებთ დიდი ალბათობით, მაგრამ სტადიონზე დააბრუნა ხალხი და არა მოედანზე!!! მოედანია ადგილი სადაც თამაშობენ. სანამ ჟურნალისტობას დააბრალებთ ამ ხალხს, ჯერ წერა-კითხვა ასწავლეთ!!!
rigiti
შენ ქართველი ხალხის ცისკარა ხარ
ზ.კალორეია
ბიჭი რომელიც სტადიონს 1 მილიონის ბილეთი გაუყიდა. ბათუმის დინამოსაც ამდენივე
გია-გივი
დროშა გვინდა ქართული და არა ნაც-ქოცური. იმედია მალე იქნება. მარჯი საქართველო...მარჯი!
ჭორლეონე
ბორდოელი არ დაგავიწყდეს
სოსო
ეს აქსიომაა!გუნდურ სპორტში თუ შემოქმედებაში,გუნდის წარმატებას,სოლისტის ნიჭიერება განსაზღვრავს.სიმღერაში ბანს ყველა იტყვის,მაგრამ ჰამლეტ გონაშვილობას,ვერავინ გაგიწევს.
Gimzeri
ზოგადად თქმულა, ფეხბურთში წარმატებისთვის კარგი მეკარე და გოლის გამტანი გინდაო... Sad tkmula es?! Magari ramea!!!
კიეზა
ხვიჩა კვარაცხელია არის არა მარტო ქართული ფეხბურთის იმედი და მომავალი..არამედ მსოფლიო დონის შემდგარი ფეხბურთელი...ქართული გენის ალალი ბიჭი...მას გარდა ნაკრებისა..გუნდის და კარიერის ტვირთი აკისრია..ადამიანები გააერთიანა...ევროპის და მსოფლიოს დესპანია ეს კაცი..ამდენი ემიგრანტის იმედი..ეს ძალიან ბევრმა ცნობილმა ქართველმა ვერ შეძლო..გარდა სპორტული კუთხისა..ძალიან დიდი პასუხიმგებლობა დავაკისრეთ ამ 21 წლის საქართველოს მომავალ სავიზიტო სახეს...უკვე ჩანს ლოჩოშვილის..მამარდას მაგალითზეც რომ ქართველებს მოედანზე მეტი რიდით და დაფასებით შეგვხდებიან...უფალო დალოცე ყველა ყველა ქართველი..
Tsotne
შEნ შEმოგევლე ხვიჩა ! ჩვენო ოქრო! კაცი ვარ Dა მეMაყები იმიტომ რომ შენ Dამიბრინე სიცოცხლის ხალისი ! დამიახსობრე და იცოდე რომ შენ ჩემი სახით ერთ ადამიანს სიცოხლე აჩუქე მადლობა ამისთვIს გაიხაროს შენმა გამზრდელმა ! მადლობა!!
Alexandre
მადლობა ავტორს ასეთი კარგი სტატიისთვის. უდიდესი მადლობა ხვიჩა, შენ! წარმოდგენაც არ გაქვს რამხელა საქმეს აკეთებ საქართველოსთვის. გაიხარე, შვილო. საქართველოში იმდენი ადამიანი ცხოვრობს, ჩემი ტოლი, ცოტა ჩემზე უფროსი, ბევრი ჩემზე უმცროსი, რომელთაც დიდი ხანია ეროვნული ერთიანობა ენატრება, დიდი ხანია ეროვნული სიამაყე რა არის დაავიწყდა. და შენ ეს ყველაფერი დაგვიბრუნე! გაიხარე. და კიდევ ერთი, ნაკრების შეკრებაზე გადაეცი ყველას, მათ შორის ლოჩოშვილს, ხალხს, აბსოლუტურ უმრავლესობას გვიყვარს ისინი. წაიკითხონ ჩვენი კომენტარები, ჩვენ მხოლოდ კარგი გვიბდა მაგათთვის, ნაკრებისთვის, საქართველოსთვის!
G.LA
ეგ მართალია კარგი მეკარე და კარგი გამტანზე. ამიტომ ვფიქრობ მამარდა ასე გააგრძელებს და ევროპის ერთ ერთი გამორჩეული მეკარედ ჩამოყალიბდება, ისეთი როგორიც არასოდეს გვყოლია. ხვიჩა ჩვენი ბრილიანტი და მამარდა მომავალში სხვა დონეზე აიყვანენ ნაკრებს. ნათქვანია მეკარე ნახევარი გუნდიაო და მართალიც არის. ხოდა ის ნახევარი გუნდი მამარდას სახით ახლო მომავალში ევროპის საუკეთესოთა შორის იქნება იმედია. ეს ხვიჩაზე არანაკლებ სასიხარულოა ასეთი დონის მეკარის ყოლა. მამარდას წარმატება ვუსურვოთ და იმედია შრომას არ დააკლებს. რატომღაც მგონია რომ მამარდას ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ ჩვენ ქომაგები, უფრო მეტად უნდა გავამხნევოთ გიორგი. კი ქართველებს მართლაც პატარა წარმატებაზე განდიდება გვახასიათებს, მარა ეს უკვე საკმაოდ დიდი წარმატებაა, ვიტყოდი ძალიან დიდიც და იმედია რომ ასე გაგრძელდება. ჩვენ კარგ ხელში ვართ ქართველები, ხვიჩა ჩვენს თავს აღარავის დააჩაგვრინებს. დიდი ხანია ვოცნებობდი და გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ ვინმე ასეთი დაიბადებოდა. ჯერ სად ვართ? ეს დასაწყისია. ჩვენ ბევრჯერ ნოგვიწევს ყვირილი და ღრიალი, სიხარულის ცრემლებთან ერთად.
ჭორლეონე
აეეეეეეეეე რა მაგარიიიიიიააააააააააააა❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
ლევანი
ძალიან უბრალო და ძალიან ვაჟკაცი! დიდი პატივისცემა ხვიჩას მიმართ. გუშინდელი დღე ამის იდეალური დასტური იყო. მილანში, "მილან"-ის წინააღმდეგ ესე მარტივად გამოგდიოდეს თითქმის ყველაფერი, ნამდვილად შესაშურია! ნაპოლის უჩინარი მფარველია. მესმის, რომ ჩვენ (ქართველები) სუბიექტურები ვართ, მაგრამ 2 თამაშია ზედიზედ, ადამიანს უდიდესი წვლილი შეაქვს გუნდის გამარჯვებაში, მაგრამ ისე ვერ ხედავს/არ ხედავს ამ ყოველივეს, გინდა გუნდი და გინდა გულშემატკივრები. სიმართლე უნდა იქთვას და ნეაპოლელი გულშემატკივრები ვფიქრობ, რომ მაინც ობიექტურად ხედავენ და მომავლის ჭრილში უყურებენ არსებულ სიტუაციას და იმედებს ამყარებენ კვარაზე (როცა ესე რომ მოვიხსენიებ ხოლმე ხვიჩას, მგონია, რომ ტიფოზების თვალით ვუყურებ მას))). სპალეტის პოზიცია გასაგებია, როცა ამბობს, რომ "ჯერ გუნდი და მერე ცალკეული ფებურთელები". აქ ვერაფერს იტყვი. უბრალოდ, ჯერჯერობით, გუნდის სხვა ფეხბურთელებისგან ხვიჩას, როგორც გუნდის ერთ მთლიანობად აღქმის პოზიციას ვერ ვხედავ. არ ვიცი, შეიძლება ძაან "მიკროსკოპით" ვუტარებ ნაპოლის ყველა ფეხბურთელს ხვიჩას გამართლებულ თუ არაგამრთლებულ პოზიციურ-სარგებლურ "არ დანახვას", მაგრამ ესეა. დანარჩენი კი, ვუერთდები აქ ყოველდღიურად დაწერილ ხვიჩას საქებ სიტყვებს. დაუზარებლად აკეთე შენი საქმე და შედეგი აუცილებლად იქნება!
გიორგი
გერმანელი კომენტატორები კვარალდინიოს ეძახიან კიდევ :)
ავტორს
როგორი მაგარი ვიდეოა, მაგარი სტატიაა და ოქროს ბიჭია ჩვენი ხვიჩა! მადლობა გიორგი ასეთი კარგი წერილისთვის
ასჯსჯ
მადლობა ავტორს ასეთი კარგი წერილისთვის
Ზაზა
ხვიჩამ 40 წლის პაუზის მერე ისევ ფეხბურთისკენ მოაბრუნა ხალხი!მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს, ყოველ წუთს თვალებზე ეფარება თმა!ოდნავ ქოჩორს, რომ დაიმოკლებდეს უფრო მეტ გოლსაც გაიტანდა!
SLR
ძალიან კარგი სტატიაა
ადამიანი
გიორგი ღვინიაშვილი მადლობა სტატიისთვის
gio
ხვიცამ გაგაგიჟა ყველა . შენ გაიხარე ჩვენო საამაყო ქართველო
las
შრომის მოყვარეობა და პროფესიონალიზმი არის მთავარი ყველა საქმეში. სულ მიკვირს როცა ფეხბურთელების დატვირთვაზე საუბრობენ. როცა მილიონების აღების შანსი გაქვს, თან პოლულარობა რატომ უნდა იზარმაცო და არ ივარჯიშო არ მესმის. მე პირადად 12 საათი სამსახურში ვარ, არც შაბათი მაქვს და არც კვირა და რაAრც კაპიკებს ძლივს ვშოულობ. და შენ როცა მილიონებს გიხდიან რატომ უნდა დაიზარო არ მესმის.
არჩი
კარგი სტატიაა, ერთი შეცდომაა მხოლოდ - კვარავაჯო და არა კვარაჯიო
ირაკლის
მართალია, თვით მარადონაზე კარგად დაიწყო ნაპოლიში კარიერა!
გიორგი
მეც ძალიან ვგულშემატკივრობ ხვიჩა კვარაცხელიას, მაგრამ ზედმეტი ქებაც არ ვარგა. აცადეთ კაცს. რა საჭიროა დღეში ათი სტატია?!
ლაშა
ისე, ძალისმიერ ფეხბურთზე გამახსენდა. ოსიმჰენი ამ თამაშს, თავისი ძალისმიერი უნარებით, კიდევ უფრო დაამშვენებდა!
ქართველი გულშემატკივარი
წინსვლა და წარმატებები ჩვენს ბრილიანტ,საამაყო ბიჭს!!!უფალი ფარავდეს და ეწეოდეს!!!
ლაშა
კვარას აკლია მხლოდ ძალა და უფრო მოემატება სისწრაფე, შესაბამისად უფრო დაიხვეწება სწრაფძალისმიერი გამძლეობის კუთხით. როგორც ვნახეთ მილანი ძალისმიერად ეთამაშებოდა. მარადონას შესახებ თქვა ერთხელ სულაქველიძემ, გვერდი რომ წამკრა, გვერდზე გადამაგდოო. ასეა, მარადონას მსგავსი რომ გახდეს ტეო ერნანდესივით ძლიერი უნდა იყოს. მესიც დაბალია, მაგრამ ჯირკივითაა. ანანიძე იმიტომ ვერ გაიზარდა! ხვიჩას ამით არ ვაკნინებ, ზოგიერთებს პირიქით ესმით ხოლმე. უბრალოდ მისი ბადალი არც ჰალანდი მგონია პროდუქტიულობის მხრივ. მხოლოდ გოლების გატანა ხომ არ ნიშნავს ყველაფერს? ნათქვამია, მოყვარეს პირში უძრახე მტერს პირს უკანაო...
მწვრთვნელი
ბოროტსა სძლია კეთილმაოოოოო!
irakli
ხვიჩამ არა მარტო სტადიონზე დააბრუნა ხალხი, არამედ მთელ საქართველოს ცხოვრების ხალისი დაუბრუნა. არ მახსენდება ფეხბურთელი მთელს მსოფლიოში რომ ზედიზედ ამდენი თამაში ასეთ მაღალ დონეზე ეთამაშოს (ყველა თამაშში რაღაც დიდებულს და განუმეორებელს ქმნის)
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ